ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი გარდაიცვალა. როგორც გამოცემა The Sun წერს, 41 წლის ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.
გამოცემის ცნობით, ავიაკატასტროფას სულ ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
კობი ბრაიანტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ლოს-ანჯელეს "ლეიკერსში“ თამაშობდა. კარიერის განმავლობაში მან NBA-ის ჩემპიონის 5 ტიტული მოიგო.