საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოვიყენოთ მზის სხივები ჩვენს სასარგებლოდ
როგორ გამოვიყენოთ მზის სხივები ჩვენს სასარგებლოდ

რო­გორ გა­ვირუ­ჯოთ სწო­რად, რო­დის შე­იძ­ლე­ბა ავ­ნოს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას მზის სხი­ვებ­მა და რო­გორ და­ვიც­ვათ თავი მათი აგ­რე­სი­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან? ამ კი­თხვებ­ზე გვი­პა­სუ­ხებს მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი მაია ერა­ძე:

- ჰე­ლი­ო­თე­რა­პია, ანუ მზის სხი­ვე­ბით თე­რა­პია ორ­გა­ნიზ­მის­თვის ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა, მაგ­რამ ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბის დაც­ვაა სა­ჭი­რო, ისე არ უნდა მო­ვიქ­ცეთ, რომ მზის სხი­ვე­ბის და­დე­ბი­თი იმ­პულ­სე­ბი ჩვენ­თვის ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი გახ­დეს.

- რა ნე­გა­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მზის სხი­ვე­ბის ჭარბმა ზე­მოქ­მე­დე­ბამ?

- შე­საძ­ლოა გა­ამ­წვა­ვოს უკვე არ­სე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა; შე­საძ­ლოა სრუ­ლი­ად ჯან­საღ კან­ზე ახა­ლი და­ა­ვა­დე­ბა გაჩ­ნდეს. ზა­ფხულ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით - ზღვა­ზე, გახ­ში­რე­ბუ­ლია მზის დერ­მა­ტი­ტის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მე­ლიც მზის სხი­ვე­ბის უშუ­ა­ლო ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა. მზის დერ­მა­ტი­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც მწვა­ვე, ასე­ვე ქრო­ნი­კუ­ლი. მწვა­ვე დერ­მა­ტი­ტის დროს კანი წით­ლდე­ბა, შუპ­დე­ბა, ბუშ­ტუ­კე­ბით იფა­რე­ბა. პრო­ცესს თან ახ­ლავს წვი­სა და ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ დერ­მა­ტი­ტი კა­ნის აქერ­ცვლი­თა და პიგმენ­ტა­ცი­ით სრულ­დე­ბა. როცა პრო­ცეს­ში კა­ნის დიდი ნა­წი­ლია ჩარ­თუ­ლი, შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს ზო­გა­დი მოვ­ლე­ნე­ბიც: თა­ვის ტკი­ვი­ლი, ღე­ბი­ნე­ბა, ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა. ეს მოვ­ლე­ნე­ბი გა­მოწ­ვე­უ­ლია თა­ვის ტვი­ნის გარ­სის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით, რა­საც მზის დაკ­ვრას ვუ­წო­დებთ.

ქრო­ნი­კუ­ლი დერ­მა­ტი­ტი კი, ძი­რი­თა­დად, პრო­ფე­სი­უ­ლია და აქვთ მე­თევ­ზე­ებს, მე­ზღვა­უ­რებს, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მის­დე­ვენ და დიდ დროს ატა­რე­ბენ მზის­გულ­ზე. მათი კანი ინ­ფილტრი­რე­ბუ­ლია, ჰი­პერ­პიგმენ­ტუ­რი, მშრა­ლი, "და­ბე­რე­ბუ­ლი"; შე­საძ­ლოა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც გა­ნუ­ვი­თარ­დეს.

- რო­გორ უნდა გა­ი­რუ­ჯოს ადა­მი­ა­ნი, რომ ჯან­მრთე­ლო­ბას არ ავ­ნოს?

- სხვა­დას­ხვა ტი­პის კან­ზე მზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად მოქ­მე­დებს. ყვე­ლამ უნდა იცო­დეს, რო­მე­ლი ტი­პის კანი აქვს. მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნას­ხვა­ვე­ბენ კა­ნის 6 ტიპს. პირ­ვე­ლი ტი­პი­საა კანი, რო­მე­ლიც არას­დროს ირუ­ჯე­ბა და იღებს დამ­წვრო­ბას. მე­ო­რე ტი­პის კანი ად­ვი­ლად იწ­ვე­ბა და ზოგ­ჯერ ირუ­ჯე­ბა კი­დეც.

მე­სა­მე ტი­პი­სა ძნე­ლად, მაგ­რამ მა­ინც ირუ­ჯე­ბა და დამ­წვრო­ბას შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად იღებს, მე­ო­თხე ტი­პი­სა ად­ვი­ლად ირუ­ჯე­ბა და იშ­ვი­ა­თად იწ­ვე­ბა, მე­ხუ­თე ტიპი ისე­დაც მო­ყა­ვის­ფროა და ნამ­ზე­ურს პირ­ვე­ლი­ვე დღეს იღებს, მე­ექ­ვსე ტი­პად მიჩ­ნე­უ­ლია ნეგ­რო­ი­დუ­ლი რა­სის კანი, რო­მე­ლიც იმ­თა­ვით­ვე შა­ვია და არას­დროს იწ­ვე­ბა.

მგრძნო­ბე­ლო­ბის მი­ხედ­ვით კა­ნის ტი­პებს შემ­დეგ­ნა­ი­რად ყო­ფენ: პირ­ვე­ლი ტი­პის კანი გან­სა­კუთ­რე­ბით მგრძნო­ბი­ა­რეა, მე­ო­რე ტი­პი­სა - ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე, მე­სა­მე ტი­პი­სა - მგრძნო­ბი­ა­რე, მე­ო­თხე ტი­პი­სა - მი­ნი­მა­ლუ­რად მგრძნო­ბი­ა­რე, მე­ხუ­თე და მე­ექ­ვსე ტი­პი­სა კი არამ­გრძნო­ბი­ა­რე.

- რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი კა­ნის ტიპი?

- უპი­რა­ტე­სად - ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე. პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ტი­პის კანი აქვს ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბას - ირ­ლან­დი­ე­ლებს, შვე­დებს, შოტ­ლან­დი­ე­ლებს; მე­სა­მე და მე­ო­თხე ტი­პი­სა - ხმელ­თა­შუა და შავი ზღვის აუ­ზის მკვიდრ მო­სახ­ლე­ო­ბას: იტა­ლი­ე­ლებს, ეს­პა­ნე­ლებს, ბერ­ძნებს, ქარ­თვე­ლებს; მე­ხუ­თე ტი­პი­სა - ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის, შუა აზი­ის ხალ­ხებ­სა და ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის მკვიდრთ, მე­ექ­ვსე კი - ზან­გებს. მაგ­რამ ეთ­ნი­კურ კუთ­ვნი­ლე­ბას­თან ერ­თად გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბიც.

- რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი კან­ზე მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ძალა?

- გა­მოს­ხი­ვე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა­ზე; მზის სხი­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე; მათი და­ცე­მის კუ­თხე­სა და ხან­გრძლი­ვო­ბა­ზე; კა­ნის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ თვი­სე­ბებ­ზე. კა­ნის გა­რუ­ჯვის უშუ­ა­ლო მი­ზე­ზია მე­ლა­ნი­ნი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბი - მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბი გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ და თვით მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბის გამ­რავ­ლე­ბა. მარ­ტი­ვად რომ ავ­ხსნათ, კან­ზე მზის სხი­ვე­ბის მოხ­ვედ­რი­სას მე­ლა­ნო­ცი­ტე­ბი მრავ­ლდე­ბა, მათ­ში ჭარ­ბად წარ­მოქ­მნი­ლი მე­ლა­ნი­ნი კი კანს მუქ ფერს აძ­ლევს.

ასე­თი ზე­მოქ­მე­დე­ბის უნა­რი აქვთ მხო­ლოდ ულტრა­ი­ის­ფერ სხი­ვებს, რომ­ლებ­საც სამ ჯგუ­ფად - A, B და ჩ კლა­სის ულტრა­ი­ის­ფერ სხი­ვე­ბად ყო­ფენ. A და B კლა­სის სხი­ვე­ბი ატ­მოს­ფე­რო­ში იო­ლად შე­მო­დის, ხოლო ჩ კლა­სი­სას ოზო­ნის შრე ეღო­ბე­ბა და დე­და­მი­წამ­დე ვერ აღ­წევს. ამ კლა­სის სხი­ვებს ყვე­ლა­ზე მავ­ნე ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს. ამი­ტო­მაც არის სა­ში­ში ოზო­ნის ხვრე­ლე­ბი - თუ ჩ კლა­სის სხი­ვე­ბი ხვრელ­ში შე­მო­იჭ­რა და ცო­ცხალ ორ­გა­ნიზ­მე­ბამ­დე მო­აღ­წია, მრა­ვალ და­ა­ვა­დე­ბას გა­მო­იწ­ვევს.

მზის ალერ­გია

- რა არის მზის ალერ­გია და რა იწ­ვევს მას?

- მზის სხი­ვებ­ში ალერ­გი­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტი არ არის, ამი­ტომ თა­ვად ისი­ნი ალერ­გი­ას ვერ გა­მო­იწ­ვევს. ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია მა­შინ ვი­თარ­დე­ბა, რო­დე­საც ადა­მი­ანს უს­ვია კრე­მი, პო­მა­და, სა­ღე­ბა­ვი, ას­ხია სუ­ნა­მო. მათი კომ­პო­ნენ­ტე­ბი მზის სხი­ვებ­თან ურ­თი­ერთქმე­დე­ბენ და ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას უდე­ბენ სა­თა­ვეს.

ალერ­გია ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მე­დი­კა­მენ­ტებ­მა, მა­გა­ლი­თად, ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ან­ტი­ბი­ო­ტი­კებ­მა - ტეტ­რა­ციკ­ლინ­მა და დოქ­სი­ციკ­ლინ­მა, აგ­რეთ­ვე შარ­დმდე­ნებ­მა, კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებ­მა. ამი­ტომ ზა­ფხულ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას დიდი სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ვე­კი­დოთ.

მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით შე­იძ­ლე­ბა გამ­წვავ­დეს უკვე არ­სე­ბუ­ლი დერ­მა­ტო­ზი, მა­გა­ლი­თად, რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა - სის­ტე­მუ­რი წი­თე­ლი მგლუ­რა, ასე­ვე - ჰერ­პეს­ვირუ­სე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

- რას ურ­ჩევ­დით მათ, ვინც გა­რუ­ჯვას სო­ლა­რი­უმ­ში ამ­ჯო­ბი­ნებს?

- არ მინ­და, კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ სო­ლა­რი­უმს ისე უნდა ერი­დე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნი, რო­გორც შავ ჭირს. ამე­რი­კა­ში არ­სე­ბობს სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ასეთ მი­მარ­თუ­ლე­ბებს არე­გუ­ლი­რებს. ამ კო­მი­ტე­ტის მო­თხოვ­ნი­სა­მებრ, სო­ლა­რი­უ­მებ­ში გა­მო­კი­დე­ბუ­ლია იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის ნუს­ხა, რომ­ლებ­საც იწ­ვევს სო­ლა­რი­უ­მი, მაგ­რამ ხალ­ხი მა­ინც და­დის.

- რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი?

- მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი კა­ნის ტი­პის მი­ხედ­ვით უნდა შე­ირ­ჩეს. ასეთ სა­შუ­ა­ლე­ბებს აქვთ ნუ­მე­რა­ცია - რაც უფრო მე­ტია რი­ცხვი, მით უფრო ძლი­ერ­მოქ­მე­დია ეს სა­შუ­ა­ლე­ბა. მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მი თუ ლო­სი­ო­ნი მზე­ზე მოხ­ვედ­რამ­დე 30-45 წუ­თით ადრე უნდა წა­ვის­ვათ სქ­ლად და თა­ნაბ­რად. გარ­და ამი­სა, ტანი წყლი­დან ამოს­ვლის­თა­ნა­ვე უნდა გა­ვიმ­შრა­ლოთ, რად­გან წყლის წვე­თე­ბი გა­მა­დი­დე­ბელ შუ­შა­სა­ვით აძ­ლი­ე­რე­ბენ მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბას.

არ­სე­ბობს ულტრა­ი­ის­ფე­რი დას­ხი­ვე­ბის სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლი - დას­ხი­ვე­ბის ის მი­ნი­მა­ლუ­რი ხან­გრძლი­ვო­ბა, რომ­ლის გა­და­მე­ტე­ბის შემ­დეგ გან­ვი­თარ­დე­ბა დამ­წვრო­ბა. ბი­ო­დო­ზა სხვა­დას­ხვა ტი­პის კა­ნის­თვის სხვა­დას­ხვაა. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­სა­წყო - ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ექ­სპო­ნო­მეტ­რი. მას­ში კა­ნის ტი­პის მი­ხედ­ვით შეგვყავს მო­ნა­ცე­მე­ბი და გან­სა­ზღვრუ­ლი ხნის შემ­დეგ ხელ­სა­წყო ზა­რის მეშ­ვე­ო­ბით გვა­ტყო­ბი­ნებს, რომ საკ­მა­რი­სი დოზა მი­ვი­ღეთ.

- მშობ­ლებს ბავ­შვე­ბი ხში­რად შიშ­ვლე­ბიც კი გა­მოჰ­ყავთ ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­სა­რუ­ჯად.

- ბავ­შვე­ბი მზეს უნდა მო­ვა­რი­დოთ - მათი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა, მათი კა­ნის დამ­ცა­ვი ფუნ­ქცია ჯერ ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლია, ამი­ტომ არა­თუ პლაჟ­ზე, სა­დაც მხო­ლოდ დი­ლით და სა­ღა­მოს უნდა გაგ­ვყავ­დეს ბავ­შვი, ქუ­ჩა­შიც კი ფარ­თო­ფარ­ფლე­ბი­ა­ნი ქუდი უნდა და­ვა­ხუ­როთ.

ცნო­ბი­სათ­ვის

მზის სხი­ვე­ბის ინ­ტე­სი­ვო­ბა იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა კუ­თხით ეცე­მი­ან ისი­ნი ობი­ექტს. დი­ლის 10 სა­ა­თამ­დე და ნა­შუ­ა­დღე­ვის 16 სა­ა­თის შემ­დეგ მზის სხი­ვე­ბი დახ­რი­ლი კუ­თხით ეცე­მი­ან და მათი ზე­მოქ­მე­დე­ბაც ნაკ­ლე­ბად ინ­ტენ­სი­უ­რია. 10-დან 16-მდე კი ში­ნი­დან გას­ვლა სა­ხი­ფა­თოა. ბევ­რი წყალ­შიც იწ­ვე­ბა, რად­გან მზის სხი­ვე­ბი თა­ვი­ანთ ბი­ო­ლო­გი­ურ მოქ­მე­დე­ბას სამი მეტ­რის სიღ­რმე­ზე ინარ­ჩუ­ნე­ბენ, ხოლო სხი­ვე­ბის 60% ხისა და ქოლ­გის ქვე­შაც კი ატანს.

სხვა­თა შო­რის

გა­რუ­ჯვა მო­დუ­რი XX სა­უ­კუ­ნის 20-იანი წლე­ბი­დან გახ­და. გა­რუ­ჯვის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა­ში დიდი როლი ითა­მა­შა კოკო შა­ნელ­მა. მა­ნამ­დე არის­ტოკ­რა­ტულ წრე­ებ­ში კარგ ტო­ნად თეთ­რი კანი მი­იჩ­ნე­ო­და, მერე კი მო­დუ­რი გახ­და გა­რუ­ჯვა - ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ ადა­მი­ა­ნი მის­დევ­და ჩოგ­ბურთს, გოლფს, დაჰ­ყავ­და იახ­ტა, ანუ ელი­ტურ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეკუთ­ვნო­და.

ლიკა კე­რა­ტიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

როგორ გამოვიყენოთ მზის სხივები ჩვენს სასარგებლოდ

როგორ გამოვიყენოთ მზის სხივები ჩვენს სასარგებლოდ

როგორ გავირუჯოთ სწორად, როდის შეიძლება ავნოს ჩვენს ჯანმრთელობას მზის სხივებმა და როგორ დავიცვათ თავი მათი აგრესიული ზემოქმედებისგან? ამ კითხვებზე გვიპასუხებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ერაძე:

- ჰელიოთერაპია, ანუ მზის სხივებით თერაპია ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ყველგან და ყველაფერში ზომიერების დაცვაა საჭირო, ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ მზის სხივების დადებითი იმპულსები ჩვენთვის ზიანის მომტანი გახდეს.

- რა ნეგატიური ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს მზის სხივების ჭარბმა ზემოქმედებამ?

- შესაძლოა გაამწვავოს უკვე არსებული დაავადება; შესაძლოა სრულიად ჯანსაღ კანზე ახალი დაავადება გაჩნდეს. ზაფხულში, განსაკუთრებით - ზღვაზე,  გახშირებულია მზის დერმატიტის შემთხვევები, რომელიც მზის სხივების უშუალო ზემოქმედების შედეგად ვითარდება. მზის დერმატიტი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. მწვავე დერმატიტის დროს კანი წითლდება, შუპდება, ბუშტუკებით იფარება. პროცესს თან ახლავს წვისა და ტკივილის შეგრძნება.

რამდენიმე დღის შემდეგ დერმატიტი კანის აქერცვლითა და პიგმენტაციით სრულდება. როცა პროცესში კანის დიდი ნაწილია ჩართული, შესაძლოა განვითარდეს ზოგადი მოვლენებიც: თავის ტკივილი, ღებინება, ტემპერატურის მომატება. ეს მოვლენები გამოწვეულია თავის ტვინის გარსის გაღიზიანებით, რასაც მზის დაკვრას ვუწოდებთ.

ქრონიკული დერმატიტი კი, ძირითადად, პროფესიულია და აქვთ მეთევზეებს, მეზღვაურებს, ადამიანებს, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ და დიდ დროს ატარებენ მზისგულზე. მათი კანი ინფილტრირებულია, ჰიპერპიგმენტური, მშრალი, "დაბერებული"; შესაძლოა, დროთა განმავლობაში დეგენერაციული ცვლილებებიც განუვითარდეს.

- როგორ უნდა გაირუჯოს ადამიანი, რომ ჯანმრთელობას არ ავნოს?

- სხვადასხვა ტიპის კანზე მზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. ყველამ უნდა იცოდეს, რომელი ტიპის კანი აქვს. მზის სხივების ზემოქმედების მიხედვით განასხვავებენ კანის 6 ტიპს. პირველი ტიპისაა კანი, რომელიც არასდროს ირუჯება და იღებს დამწვრობას. მეორე ტიპის კანი ადვილად იწვება და ზოგჯერ ირუჯება კიდეც.

მესამე ტიპისა ძნელად, მაგრამ მაინც ირუჯება და დამწვრობას შედარებით ნაკლებად იღებს, მეოთხე ტიპისა ადვილად ირუჯება და იშვიათად იწვება, მეხუთე ტიპი ისედაც მოყავისფროა და ნამზეურს პირველივე დღეს იღებს, მეექვსე ტიპად მიჩნეულია ნეგროიდული რასის კანი, რომელიც იმთავითვე შავია და არასდროს იწვება.

მგრძნობელობის მიხედვით კანის ტიპებს შემდეგნაირად ყოფენ: პირველი ტიპის კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა, მეორე ტიპისა - ძალიან მგრძნობიარე, მესამე ტიპისა - მგრძნობიარე, მეოთხე ტიპისა - მინიმალურად მგრძნობიარე, მეხუთე და მეექვსე ტიპისა კი არამგრძნობიარე.

- რაზეა დამოკიდებული კანის ტიპი?

- უპირატესად - ეთნიკურ წარმომავლობაზე. პირველი და მეორე ტიპის კანი აქვს ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობას - ირლანდიელებს, შვედებს, შოტლანდიელებს; მესამე და მეოთხე ტიპისა - ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის მკვიდრ მოსახლეობას: იტალიელებს, ესპანელებს, ბერძნებს, ქართველებს; მეხუთე ტიპისა  - ახლო აღმოსავლეთის, შუა აზიის ხალხებსა და ლათინური ამერიკის მკვიდრთ, მეექვსე კი - ზანგებს. მაგრამ ეთნიკურ კუთვნილებასთან ერთად გასათვალისწინებელია ორგანიზმის ინდივიდუალური თვისებებიც.

- რაზეა დამოკიდებული კანზე მზის სხივების ზემოქმედების ძალა?

- გამოსხივების ინტენსივობაზე; მზის სხივების რაოდენობაზე; მათი დაცემის კუთხესა და ხანგრძლივობაზე; კანის ინდივიდუალურ თვისებებზე. კანის გარუჯვის უშუალო მიზეზია მელანინი, რომელსაც განსაკუთრებული უჯრედები - მელანოციტები გამოიმუშავებენ და თვით მელანოციტების გამრავლება. მარტივად რომ ავხსნათ, კანზე მზის სხივების მოხვედრისას  მელანოციტები მრავლდება, მათში ჭარბად წარმოქმნილი მელანინი კი კანს მუქ ფერს აძლევს.

ასეთი ზემოქმედების უნარი აქვთ მხოლოდ ულტრაიისფერ სხივებს, რომლებსაც სამ ჯგუფად - A, B და ჩ კლასის ულტრაიისფერ სხივებად ყოფენ. A და B კლასის სხივები ატმოსფეროში იოლად შემოდის, ხოლო ჩ კლასისას ოზონის შრე ეღობება და დედამიწამდე ვერ აღწევს. ამ კლასის სხივებს ყველაზე მავნე ზემოქმედება აქვს. ამიტომაც არის საშიში ოზონის ხვრელები - თუ ჩ კლასის სხივები ხვრელში შემოიჭრა და ცოცხალ ორგანიზმებამდე მოაღწია, მრავალ დაავადებას გამოიწვევს.

მზის ალერგია

- რა არის მზის ალერგია და რა იწვევს მას?

- მზის სხივებში ალერგიული კომპონენტი არ არის, ამიტომ თავად ისინი ალერგიას ვერ გამოიწვევს. ალერგიული რეაქცია მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანს უსვია კრემი, პომადა, საღებავი, ასხია სუნამო. მათი კომპონენტები მზის სხივებთან ურთიერთქმედებენ და ალერგიულ რეაქციას უდებენ სათავეს.

ალერგია ასევე შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტებმა, მაგალითად, ფართოდ გავრცელებულმა ანტიბიოტიკებმა - ტეტრაციკლინმა და დოქსიციკლინმა, აგრეთვე შარდმდენებმა, კონტრაცეპტივებმა. ამიტომ ზაფხულში მედიკამენტების გამოყენებას დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

მზის სხივების ზემოქმედებით შეიძლება გამწვავდეს უკვე არსებული დერმატოზი, მაგალითად, რთული დაავადება - სისტემური წითელი მგლურა, ასევე - ჰერპესვირუსებით გამოწვეული დაავადებები.

- რას ურჩევდით მათ, ვინც გარუჯვას სოლარიუმში ამჯობინებს?

- არ მინდა, კატეგორიული მოგეჩვენოთ, მაგრამ სოლარიუმს ისე უნდა ერიდებოდეს ადამიანი, როგორც შავ ჭირს. ამერიკაში არსებობს სურსათისა და მედიკამენტების კომიტეტი, რომელიც ასეთ მიმართულებებს არეგულირებს. ამ კომიტეტის მოთხოვნისამებრ, სოლარიუმებში გამოკიდებულია იმ დაავადებების ნუსხა, რომლებსაც იწვევს სოლარიუმი, მაგრამ ხალხი მაინც დადის.

- როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი საშუალებები?

- მზისგან დამცავი საშუალებები კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს. ასეთ საშუალებებს აქვთ ნუმერაცია - რაც უფრო მეტია რიცხვი, მით უფრო ძლიერმოქმედია ეს საშუალება. მზისგან დამცავი კრემი თუ ლოსიონი მზეზე მოხვედრამდე 30-45 წუთით ადრე უნდა წავისვათ სქლად და თანაბრად. გარდა ამისა, ტანი წყლიდან ამოსვლისთანავე უნდა გავიმშრალოთ, რადგან წყლის წვეთები გამადიდებელ შუშასავით აძლიერებენ მზის სხივების ზემოქმედებას.

არსებობს ულტრაიისფერი დასხივების საზომი ერთეული - დასხივების ის მინიმალური ხანგრძლივობა, რომლის გადამეტების შემდეგ განვითარდება დამწვრობა. ბიოდოზა სხვადასხვა ტიპის კანისთვის სხვადასხვაა. არსებობს სპეციალური ხელსაწყო - ულტრაიისფერი სხივების ექსპონომეტრი. მასში კანის ტიპის მიხედვით შეგვყავს მონაცემები და განსაზღვრული ხნის შემდეგ ხელსაწყო ზარის მეშვეობით გვატყობინებს, რომ საკმარისი დოზა მივიღეთ.

- მშობლებს ბავშვები ხშირად შიშვლებიც კი გამოჰყავთ ზღვის სანაპიროზე გასარუჯად.

- ბავშვები მზეს უნდა მოვარიდოთ - მათი იმუნური სისტემა, მათი კანის დამცავი ფუნქცია ჯერ ჩამოუყალიბებელია, ამიტომ არათუ პლაჟზე, სადაც მხოლოდ დილით და საღამოს უნდა გაგვყავდეს ბავშვი, ქუჩაშიც კი ფართოფარფლებიანი ქუდი უნდა დავახუროთ.

ცნობისათვის

მზის სხივების ინტესივობა იმაზეა დამოკიდებული, რა კუთხით ეცემიან ისინი ობიექტს. დილის 10 საათამდე და ნაშუადღევის 16 საათის შემდეგ მზის სხივები დახრილი კუთხით ეცემიან და მათი ზემოქმედებაც ნაკლებად ინტენსიურია. 10-დან 16-მდე კი შინიდან გასვლა სახიფათოა. ბევრი წყალშიც იწვება, რადგან მზის სხივები თავიანთ ბიოლოგიურ მოქმედებას სამი მეტრის სიღრმეზე ინარჩუნებენ, ხოლო სხივების 60% ხისა და ქოლგის ქვეშაც კი ატანს.

სხვათა შორის

გარუჯვა მოდური XX საუკუნის 20-იანი წლებიდან გახდა. გარუჯვის ინსტიტუტის დამკვიდრებაში დიდი როლი ითამაშა კოკო შანელმა. მანამდე არისტოკრატულ წრეებში კარგ ტონად თეთრი კანი მიიჩნეოდა, მერე კი მოდური გახდა გარუჯვა - ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ადამიანი მისდევდა ჩოგბურთს, გოლფს, დაჰყავდა იახტა, ანუ ელიტურ საზოგადოებას ეკუთვნოდა.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

რა საფრთხეებს შეიცავს შილაკის ხშირი კეთება და რას გირჩევთ დერმატოლოგი - "ამ პრობლემით პაციენტები ხშირად მოგვმართავენ"

ზვიგენის ქონზე დამზადებული პრეპარატები იმუნიტეტს აძლიერებს და სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს

ვინ უფრო ჯანმრთელია - დაბალი, თუ მაღალი მამაკაცი