ავტორი:

რატომ შეელია პუტინი სურკოვს - რუსეთის პრეზიდენტმა უკრიანასა და აფხაზეთის რეგიონში თავისი "მარჯვენა ხელი" გაათავისუფლა

რატომ შეელია პუტინი სურკოვს - რუსეთის პრეზიდენტმა უკრიანასა და აფხაზეთის რეგიონში თავისი "მარჯვენა ხელი" გაათავისუფლა

რუსეთის სამთავავრობო ცვლილებები ვლადიმირ პუტინის ფავორიტს, ვლადისლავ სურკოვსაც შეეხო, რომელიც წლების განმალობაში მის თანაშემწედ მუშაობდა. რუსეთის პრეზიდენტი მას "არეულ რეგიონებში" ვითარების კონტროლსა და დალაგებას ანდობდა. მაგალითად, ასეთი იყოს აღმოსავლეთ უკრაინა და აფხაზეთი. აფხაზი და რუსი ექსპერტები სურკოვის მუშაობის შეფასებისას ამბობენ, რომ აფხაზეთში მისმა პოლიტიკამ მარცხი განიცადა.

"ამ ოთხი წლის განმავლობაში რაულ ხაჯიმბას უკან პუტინის ნდობით აღჭურვილი ვლადისლავ სურკოვი იდგა, რომელიც ფაქტობრივად, არ იცნობდა აფხაზ ერს და არც არასდროს დაინტერესებულა, მათზე ცოტა მეტის გაგებით. მას აჰყვნენ აფხაზი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსულად აზროვნებას ცდილობდნენ. საბოლოოდ, დადგა ის შედეგი, რაც დადგა - ხაჯიმბამ ქვეყანა უარესობისკენ წაიყვანა. სურკოვი მუდმივად საუბრობდა რეგიონში უძრავი ქონების უცხოეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის უფლებაზე, რითიც აფხაზეთის ეკონომიკის გადარჩენას ცდილობდა. თუმცა, პოლიტიკურად თავად ვერ გადარჩა", - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელში.

მათივე თქმით, სურკოვმა ვერ გააცნობიერა, რომ "აფხაზეთი ტურისტული ქვეყანაა. იგი მუდმივად ცდილობდა რეგიონი სამხედრო პრინციპებით ემართა, თავისი ნდობით აღჭურვილი ადგილობრივი ხელისუფლების წევრების ხელით".

"მაინც საინტერესოა, რატომ შეელია პუტინი თავის მარჯვენა ხელს პრობლემურ რეგიონებში. სურკოვმა აფხაზეთში არსებული ვითარება კარგად იცის, როგორ სამხედრო, ასევე ეკონომიკური კუთხით, მაგრამ პრობლემების მოგვარების გზებზე არასდროს უფიქრია, რადგან მხოლოდ თანამდებობაზე დარჩენაზე ფიქრობდა. აფხაზეთში გადმორიცხული ინვესტიციები მისი გავლით შემოდიოდა ჩვენთან და ჯიბეცარიელი რომ არ დარჩებოდა, რეგიონსაც ეტყობა", - წერს აფხაზი იანა აჩუგბა.

მის პოლიტიკას წარმატებულს ვერ ვუწოდებთ უკრაინაშიც. პოლიტიკური კონიუქტურების ცენტრის დირექტორის ალექსეი ჩესნაკოვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, რომელიც "თვითაღიარებულ უკრაინასა და აფხაზეთში პუტინის კურატორი იყო, სახელმწიფო სამსახური დატოვა და უახლოეს თვეებში მედიტაციით დაკავდება. ამის შესახებ თავად სურკოვმა განაცხადა, რომელმაც დაადასტურა, რომ პუტინის პრეს-მდივანმა მის გათავისუფლებას ხელი უკვე მოაწერა".

novayagazeta.ru-სთან საუბარში პოლიტოლოგი გლებ პავლოვსკი, რომელიც სურკოვს კარიერის დასაწყისიდანვე იცნობს, მის პოლიტიკურ გზას აფასებს.

"განსაკუთრებულ ინტრიგას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენი ხელისუფლება ფუნქციონერების ორი ერთნაირი ვარიანტიდან ერთ-ერთს ირჩევს. სხვათა შორის, ეს მისი პირველი წასვლა არ არის, - 2011 წელსაც გააკეთა განაცხადი წასვლაზე. ვერ ვიტყვი, რომ ის წასვლით სიამოვნებას იღებს, არც იმას ვფიქრობ, რომ საკუთარი სურვილით წავიდოდა, მაგრამ მან გადახედა თავის შესაძლებლობებს ამ ახალ რეალობაში და უბრალოდ შესაფერისი მომენტი შეარჩია, რადგან იმ ადგილებიდან, სადაც ის პუტინის პოლიტიკას ატარებდა, მარტივად ვერ წამოხვალ", - აცხადებს პავლოვსკი.

მისივე თქმით, მისი წასვლა პუტინის ერთგვარი პოზიციაა ზელენსკისთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომლის მოგვარებითაც თავად არის დაინტერესებული. "მას ზელენსკისთან ურთიერთობაში არავინ სჭირდება, იმ ადამიანების გარდა, რომლებიც ტექნიკურ საკითხებს მოუგვარებენ. დიდი ალბათობით, პუტინმა თავად უთხრა, სურკოვს რომ აღარ სჭირდებოდა, ან თავად მიხვდა, რომ მისი საჭიროება აღარ იყო. თუმცა, შედეგი ასეთია - დიდი ალბათობით პუტინი მას აღარ დააბრუნებს", - აღნიშნავს პოლიტოლოგი, რომლის თქმითაც, სურკოვის დანაკლისი არც დონბასში შეაწუხებთ.

"საველე მეთაურებიც, რომლებთანაც მან ამ წლების განმავლობაში კავშირები დაამყარა, მისი ფან-კლუბის წევრები არასდროს ყოფილან, რადგან მათ შორის ვიღაც, დროდადრო მის ლიფტში აფეთქებას ცდილობდა და შესაბამისად, მისი დიდი ნდობა არ ჰქონდათ", - ამბობს პავლოვსკი.

"ქართველ ქურდებთან ახლობლობა ხაჯიმბას მთავარი შეცდომა იყო..." - ყოფილ პრეზიდენტს თანაგუნდელები განუდგნენ

"დილის გათენება არ გვინდა, სიცოცხლის ფასად ვითმენთ..." - რა ხდება ჩორჩანასთან და რას უყვებიან AMBEBI.GE-ს ახალგორელები?

"მონიშნეს ადგილები, სადაც სავარაუდოდ გაზაფხულზე, ახალ საოკუპაციო ღობეებს მივიღებთ" - რას პასუხობს დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სუს-ი