მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანა დაიწყეს - რაზე საუბრობენ ბრიტანელი მკვლევარები და რას აცხადებს საქართველოს ელჩი
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანა დაიწყეს - რაზე საუბრობენ ბრიტანელი მკვლევარები და რას აცხადებს საქართველოს ელჩი

აშშ, საფ­რან­გე­თი და იორ­და­ნია ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხა­ნი­დან სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. ეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩარ­ტე­რუ­ლი ფრე­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გეგ­მა­ვენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ას გეგ­მავს სამ­ხრეთ კო­რეა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოც.

ამას­თან, ვირუ­სი 1400 ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­და. აშშ-ის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, რომ ევა­კუ­ა­ცია მთავ­რო­ბი­სა და ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. „სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს მი­ე­ცა ინ­ფორ­მა­ცია, რათა უსაფრ­თხოდ მო­ახ­დი­ნოს დიპ­ლო­მა­ტე­ბის უხა­ნი­დან ევა­კუ­ა­ცია. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი ჩარ­თუ­ლია და­გეგ­მვის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­დეს ცენ­ტრში.

ლონ­დო­ნის, „იმ­ფე­რი­ალ კო­ლე­ჯის“ ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკვლე­ვა­რი, ექი­მი ნა­ტა­ლი მაკ­დერ­მო­ტის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია სა­შუ­ა­ლო ასა­კი­სა და ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც ადრე გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ გა­და­ტა­ნი­ლი. მაკ­დერ­მოტ­მა ამის შე­სა­ხებ „ფოქს ნი­უს­თან“ ისა­უბ­რა.

მი­სი­ვე თქმით, ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის, რო­მელ­თაც გვერ­დი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ აწუ­ხებთ, ვირუსს მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი არ ექ­ნე­ბა და ის შე­საძ­ლოა მხო­ლოდ „გრი­პის სიმპტო­მე­ბით გა­მო­ი­ხა­ტოს“. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, დიდი ბრი­ტა­ნე­თი კო­რო­ნა­ვირუსს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბა.

ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი მა­ტუ­ლობს, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს,-ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან­მა ელჩმა, არ­ჩილ კა­ლან­დი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

დიპ­ლო­მა­ტის თქმით, ქა­ლა­ქი უხა­ნი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბით, სას­მე­ლი წყლით სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია და ყვე­ლა სა­ხის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა.

„პი­რა­დად, მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე ვარ სა­მი­ვე ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს­თან, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად ქა­ლაქ უხან­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. გარ­და ამი­სა, დღეს დი­ლით ვე­სა­უბ­რე უხა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, ასე­ვე ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებს. მთელ ჩი­ნეთ­ში მას­შტა­ბუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა, ეს მხო­ლოდ უხანს არ ეხე­ბა, რო­მე­ლიც ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­როა. გარ­და ამი­სა, ქა­ლა­ქი საკ­ვე­ბი­თა და სას­მე­ლი წყლი­თაა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, უხან­ში სას­მე­ლი ან საკ­ვე­ბის რა­ი­მე სა­ხის დე­ფი­ცი­ტი არ იქ­ნე­ბა. ქა­ლაქ­ში თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა ობი­ექ­ტის დე­ზინ­ფექ­ცია და ამ ეტაპ­ზე სი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლის ქვე­შაა. ცხა­დია, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი მა­ტუ­ლობს და თე­ბერ­ვალ­ში, ალ­ბათ კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა, მაგ­რამ ამ მას­შტა­ბუ­რი პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლა­ფერს აკე­თებს ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ მას­შტა­ბე­ბი და ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რი­ცხვი შემ­ცირ­დეს.

გარ­და ამი­სა, კონ­ტაქ­ტი გვაქვს ჩი­ნე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან, მუდ­მივ კავ­შირ­ზე ვართ მათ­თან სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისი­ნი ჯან­მრთე­ლად და უსაფრ­თხოდ არი­ან“,-აცხა­დებს არ­ჩილ კა­ლან­დია.

კი­თხვა­ზე, არის თუ არა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ცი­ენ­ტთა მი­სა­ღე­ბად საკ­მა­რი­სი ად­გი­ლი, ელჩი პა­სუ­ხობს:

„ჩი­ნე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი ასეთ საფრ­თხეს უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში არ ელო­დე­ბი­ან. მთე­ლი ჩი­ნე­თის მას­შტა­ბით ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. ჩი­ნეთს ყვე­ლა რე­სურ­სი გა­აჩ­ნია იმის, რომ ამ ეპი­დე­მი­ას წინ აღუდ­გეს. ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის მხრი­დან უპ­რე­ცე­დენ­ტო მას­შტა­ბის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბია მი­ღე­ბუ­ლი. რაც მთა­ვა­რია, არც ქა­ლაქ უხან­სა და არც ჩი­ნეთ­ში პა­ნი­კა არ არის. აკ­რძალ­ვე­ბი პირ­ველ რიგ­ში ეხე­ბა არა იმას, რომ და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი საგ­რძნობ­ლად მა­ტუ­ლობს და ქვე­ყა­ნა­ში პა­ნი­კა არის, არა­მედ პი­რი­ქით, იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად იყოს შემ­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რად გა­ა­ტა­რონ პო­რე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი“, - აცხა­დებს დიპ­ლო­მა­ტი.

ელჩი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ურ­ჩევს, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ამ ეტაპ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვონ.

„ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­კრე­ტუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­წე­სე­ბუ­ლი არ არის. სა­სურ­ვე­ლია, რომ მოგ­ზა­უ­რო­ბას და ქა­ლა­ქი­დან ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბას მო­ე­რი­დონ. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცირ­დეს შე­საძ­ლო ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხე. ამ ეტაპ­ზე პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ცხა­დია ყვე­ლას ვურ­ჩევ­დი, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან ის მო­თხოვ­ნე­ბი, რა­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ მო­უ­წო­დებს. მო­ე­რი­დონ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ყოფ­ნას, გა­რეთ გას­ვლი­სას პირ­ბა­დით ია­რონ და მაქ­სი­მა­ლუ­რად და­იც­ვან ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბი, ხე­ლე­ბი ხში­რად და­ი­ბა­ნონ. ეს არის ის მი­ნი­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი, რაც აუ­ცი­ლებ­ლა­დაა შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. ცხე­ლი ხაზი 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს. მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე ვართ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან. სა­ელ­ჩო ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დოს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა მხნედ არის და ერ­თმა­ნეთს ამ­ხნე­ვე­ბენ, რომ ამ ყვე­ლა­ფერს სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყვე­ბა. ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში არა­ვი­თა­რი პა­ნი­კა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ყვე­ლა მხნედ არის და ჩვენც სა­ა­თობ­რივ მო­ნი­ტო­რინგს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ“, - აცხა­დებს არ­ჩილ კა­ლან­დია.

ჩი­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 56 ფაქ­ტი და­დას­ტურ­და, და­ა­ვა­დე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მსოფ­ლი­ო­ში 2, 000 ადა­მი­ანს მი­აღ­წია, აქე­დან 1,975 შემ­თხვე­ვა ჩი­ნეთ­ში და­ფიქ­სირ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „რო­ი­ტერ­სი“ ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ეპი­დე­მი­ის გამო იზო­ლა­ცი­ა­ში რჩე­ბა ქა­ლა­ქი უხა­ნი, სა­დაც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბის გარ­და ყვე­ლა სა­ხის ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბაა აკ­რძა­ლუ­ლი.

გუ­შინ, ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტმა სი ძინ­პი­ნიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ჩი­ნე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის წი­ნა­შეა, ვი­ნა­ი­დან ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის ტემ­პი იზ­რდე­ბა.

და­უდ­გე­ნე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი ჩი­ნეთ­ში, ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ უხან­ში, დე­კემ­ბერ­ში გა­მოვ­ლინ­და. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მისი წყა­რო ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ბა­ზა­რია. ვირუ­სი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით ვრცელ­დე­ბა. მისი სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ხვე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
2

ფილმებში რო ვართ ნაყურები ეს ყველაფერი რეალობაა.. შეგვაჩვიეს ნელა ამ პროცესს!ოხ მასონებო თქვენი....

იურისტი
7

მედია ნებით თუ უნებლიედ პანიკის დათესვას უწყობს ხელს ავრცელებს არასწორ პანიკურ ინფორმაციას ბატონებო ჩინეთიდან დიპლომატიური კორპუსის თუ საკუთარი მოქალაეების გაყვანა ,ევაკუაცია არ ხორციელდება ეს ხდება ჩინეთის ერთი ქალაქიდან უხანიდან ასე რომ დახედეთ რუკას ვინც ვერ არჩევს ჩინეთის სახელმწიფოს და ერთ ჩინურ ქალაქს ან არ ესმის თუ რა სხვაობაა სიმართლესა და გავრცელებულ ინფორმაციას შორის

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანა დაიწყეს - რაზე საუბრობენ ბრიტანელი მკვლევარები და რას აცხადებს საქართველოს ელჩი

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა ჩინეთიდან საკუთარი მოქალაქეების გაყვანა დაიწყეს - რაზე საუბრობენ ბრიტანელი მკვლევარები და რას აცხადებს საქართველოს ელჩი

აშშ, საფრანგეთი და იორდანია ჩინეთის ქალაქ უხანიდან საკუთარი მოსახლეობის ევაკუაციას განახორციელებენ. ეს სახელმწიფოები აღნიშნული მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს სამხრეთ კორეა და გაერთიანებული სამეფოც.

ამასთან, ვირუსი 1400 ადამიანს დაუდასტურდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ ევაკუაცია მთავრობისა და ცენტრის თანამშრომლობით განხორციელდება. „სახელმწიფო დეპარტამენტს მიეცა ინფორმაცია, რათა უსაფრთხოდ მოახდინოს დიპლომატების უხანიდან ევაკუაცია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩართულია დაგეგმვის პროცესში“, - განაცხადეს ცენტრში.

ლონდონის, „იმფერიალ კოლეჯის“ ინფექციური დაავადებების მკვლევარი, ექიმი ნატალი მაკდერმოტის განცხადებით, ახალი კორონავირუსი გასაკუთრებით საშიშია საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანებისთვის, რომელთაც ადრე გარკვეული დაავადებები აქვთ გადატანილი. მაკდერმოტმა ამის შესახებ „ფოქს ნიუსთან“ ისაუბრა.

მისივე თქმით, ახალგაზრდებისთვის და ბავშვებისთვის, რომელთაც გვერდითი დაავადებები არ აწუხებთ, ვირუსს მომაკვდინებელი შედეგები არ ექნება და ის შესაძლოა მხოლოდ „გრიპის სიმპტომებით გამოიხატოს“. ექიმის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი კორონავირუსს საჭიროების შემთხვევაში მომზადებული ხვდება.

ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს, თუმცა ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს,-ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ განუცხადა.

დიპლომატის თქმით, ქალაქი უხანი საკვები პროდუქტებით, სასმელი წყლით სრულად უზრუნველყოფილია და ყველა სახის პრევენციული ღონისძიება ტარდება.

„პირადად, მუდმივ კონტაქტზე ვარ სამივე ჩვენს თანამოქალაქესთან, რომლებიც ამჟამად ქალაქ უხანში იმყოფებიან. გარდა ამისა, დღეს დილით ვესაუბრე უხანის მუნიციპალიტეტის, ასევე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს. მთელ ჩინეთში მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები ტარდება, ეს მხოლოდ უხანს არ ეხება, რომელიც ინფიცირების წყაროა. გარდა ამისა, ქალაქი საკვებითა და სასმელი წყლითაა უზრუნველყოფილი. შესაბამისად, უხანში სასმელი ან საკვების რაიმე სახის დეფიციტი არ იქნება. ქალაქში თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს ყველა ობიექტის დეზინფექცია და ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლის ქვეშაა. ცხადია, დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს და თებერვალში, ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ ამ მასშტაბური პრევენციული ღონისძიების გათვალისწინებით, ყველაფერს აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, რომ მასშტაბები და ინფიცირებულთა რიცხვი შემცირდეს.

გარდა ამისა, კონტაქტი გვაქვს ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში ჩვენს თანამოქალაქეებთან, მუდმივ კავშირზე ვართ მათთან სხვადასხვა სოციალური ქსელების მეშვეობით. საბედნიეროდ, ისინი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ არიან“,-აცხადებს არჩილ კალანდია.

კითხვაზე, არის თუ არა სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მისაღებად საკმარისი ადგილი, ელჩი პასუხობს:

„ჩინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ისინი ასეთ საფრთხეს უახლოეს პერიოდში არ ელოდებიან. მთელი ჩინეთის მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულება მობილიზებულია. ჩინეთს ყველა რესურსი გააჩნია იმის, რომ ამ ეპიდემიას წინ აღუდგეს. ჩინეთის მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მასშტაბის პრევენციული ზომებია მიღებული. რაც მთავარია, არც ქალაქ უხანსა და არც ჩინეთში პანიკა არ არის. აკრძალვები პირველ რიგში ეხება არა იმას, რომ დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად მატულობს და ქვეყანაში პანიკა არის, არამედ პირიქით, იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული ინფიცირებულთა რაოდენობა და მაქსიმალურად ეფექტურად გაატარონ პორევენციული ზომები“, - აცხადებს დიპლომატი.

ელჩი საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, გაითვალისწინონ ჩინეთის ხელისუფლების რეკომენდაციები და ამ ეტაპზე მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

„ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით კონკრეტული შეზღუდვები დაწესებული არ არის. სასურველია, რომ მოგზაურობას და ქალაქიდან ქალაქში მოძრაობას მოერიდონ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს შესაძლო ინფიცირების საფრთხე. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. თუმცა, ცხადია ყველას ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად დაიცვან ის მოთხოვნები, რასაც ხელისუფლება მათ მოუწოდებს. მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, გარეთ გასვლისას პირბადით იარონ და მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენის ნორმები, ხელები ხშირად დაიბანონ. ეს არის ის მინიმალური მოთხოვნები, რაც აუცილებლადაა შესასრულებელი. ცხელი ხაზი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს თანამოქალაქეებთან. საელჩო ყველა საშუალებას იყენებს, რომ მოსახლეობას ვირუსთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს. საბედნიეროდ, ყველა მხნედ არის და ერთმანეთს ამხნევებენ, რომ ამ ყველაფერს სერიოზული გართულება არ მოჰყვება. ჩვენს თანამოქალაქეებში არავითარი პანიკა არ შეინიშნება, ყველა მხნედ არის და ჩვენც საათობრივ მონიტორინგს ვახორციელებთ“, - აცხადებს არჩილ კალანდია.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 56 ფაქტი დადასტურდა, დაავადებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 2, 000 ადამიანს მიაღწია, აქედან 1,975 შემთხვევა ჩინეთში დაფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის გამო იზოლაციაში რჩება ქალაქი უხანი, სადაც სასწრაფო დახმარების მანქანების გარდა ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

გუშინ, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინიმ განაცხადა, რომ ჩინეთი მძიმე მდგომარეობის წინაშეა, ვინაიდან ვირუსის გავრცელების ტემპი იზრდება.

დაუდგენელი კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

ჩინეთი ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტებს ცდის

კორონავირუსი, შესაძლოა, გლობალურ ეპიდემიად იქცეს, ხალხი მზად უნდა იყოს - ჰონგ-კონგელი ექსპერტი

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთათვის ახალ საავადმყოფოს 10 დღეში ააშენებენ