მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, არც ამხელა პანიკაა აუცილებელი" - რას წერს პეკინში მყოფი ქართველი კორონავირუსზე
"საქართველოში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, არც ამხელა პანიკაა აუცილებელი" - რას წერს პეკინში მყოფი ქართველი კორონავირუსზე

ჩი­ნეთ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 41-მდე გა­ი­ზარ­და. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ერთი ექი­მია, რო­მე­ლიც და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლობ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ მსოფ­ლი­ო­ში 1300-ს მი­აღ­წია, აქე­დან 1287-მდე შემ­თხვე­ვა ჩი­ნეთ­ში და­დას­ტურ­და.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ორ­დღი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ ჩი­ნეთ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა "ძა­ლი­ან ად­რეა".

ქა­ლაქ უხა­ნის 11 მი­ლი­ო­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას მთავ­რო­ბამ რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზის“ გა­რე­შე ქა­ლა­ქი არ და­ტო­ვონ. შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და ქა­ლაქ ხუ­ან­გან­ში შეს­ვლა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზეც. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უხან­ში ათამ­დე ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ასე­ვე ჩი­ნე­თის მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და იქ არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რე­გუ­ლა­რუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ერთ-ერთი მათ­გა­ნია ნინო გე­ლან­ტია, რო­მე­ლიც პე­კინ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩი­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ამ­ჟა­მად 22 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არც ერთი მათ­გა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი არ არის.

"ვპა­სუ­ხობ შე­კი­თხვებს ჩი­ნე­თის ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით: მე­ზობ­ლებს, ნა­თე­სა­ვებს, თუ კე­თი­ლის მსურ­ვე­ლებს, გთხოვთ, თავი შე­ი­კა­ვოთ დე­და­ჩე­მის და­პა­ნი­კე­ბის­გან.

მგლის ში­შით, ფა­რას ვინ წყვეტს

1. უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვრცელ­დე­ბა არ არის სწო­რი და არც ამ­ხე­ლა პა­ნი­კაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი; ჩი­ნეთს აქვს უფრო სა­შიშ ვირუ­სებ­თან ბრძო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა, რე­სურ­სი და სტრა­ტე­გია, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი საფრ­თხე­ში არ გვამ­ყო­ფოს;

2. ვარ პე­კინ­ში, დე­და­ქა­ლაქ­ში. ამ­ჟა­მად, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია 22 ადა­მი­ა­ნი და არც ერთი გარ­დაც­ვლი­ლი; ცხე­ლი ხაზი მუ­შა­ობს 24 სა­ა­თი.სხვა ქვეყ­ნებ­ში მი­მა­ვა­ლი მგზავ­რე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა მოწ­მდე­ბა ჩი­ნეთ­ში­ვე. (ვი­დეო ქვე­მოთ); სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში, სას­ტუმ­რო­ებ­ში, სკო­ლებ­ში გამ­კაცრ­და სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბი. არ ყო­ფი­ლა სა­ჭი­რო­ე­ბა, რა­ი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ხუ­რუ­ლი­ყო. ხვა­ლი­დან ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი იწყე­ბა და პე­კი­ნი თით­ქმის და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლია.

3. არა­და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სი პირ­ვე­ლად გავ­რცელ­და ვუ­ხა­ნი­დან გვე­ლის და სხვა­დას­ხვა ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხორ­ცის მყიდ­ველ-გამ­ყიდ­ვე­ლე­ბის­გან. და­ინ­ფი­ცირ­და 444, გარ­და­იც­ვა­ლა 17 ადა­მი­ა­ნი. ყვე­ლა 40-90 ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია, უმე­ტე­სად 80+ ია გარ­დაც­ვლი­ლე­ბი. რამ­დე­ნი­მე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უკვე მო­ა­თავ­სეს იზო­ლი­რე­ბულ სივ­რცე­ში, ვირუ­სი არ არის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი. ამ ეტაპ­ზე, არც ისე­თი მას­შტა­ბის, რო­გო­რიც იყო SARS 2003 წელს.

4. დღეს შე­ჩერ­და სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა, ფრე­ნე­ბი ვუ­ხან­ში და ვუ­ხა­ნი­დან. სა­ღა­მოს და­ი­წყე­ბა ქა­ლა­ქის გა­სუფ­თა­ვე­ბა და შე­წამ­ვლა.

5. ვი­საც ჩი­ნეთ­ში ვი­ზი­ტი გი­წევთ, ან ბრუნ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ გა­სინ­ჯოთ არა­ნა­ი­რი ქუ­ჩის თუ ეგ­ზო­ტი­კუ­რი საჭ­მე­ლი და ხორ­ცი. და­ი­ცა­ვით პი­რა­დი ჰი­გი­ე­ნა და ატა­რეთ ქი­რურ­გი­უ­ლი პირ­ბა­დე ან პირ­ბა­დე N95;

ექი­მე­ბის პირ­ვე­ლა­დი რჩე­ვაა მო­ვე­რი­დოთ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს, გა­ვიძ­ლი­ე­როთ იმუ­ნი­ტე­ტი და მი­ვი­ღოთ ბევ­რი სი­თხე, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს ყე­ლის ტე­ნი­ა­ნო­ბა" - წერს ნინო გე­ლან­ტია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტროლებს და ბოტებს!!!!
0

გელანტია ჯანდაცვის მინისტრად!

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"საქართველოში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, არც ამხელა პანიკაა აუცილებელი" - რას წერს პეკინში მყოფი ქართველი კორონავირუსზე

"საქართველოში უამრავი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, არც ამხელა პანიკაა აუცილებელი" - რას წერს პეკინში მყოფი ქართველი კორონავირუსზე

ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 41-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ერთი ექიმია, რომელიც დაავადებულ პაციენტებს მკურნალობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 1300-ს მიაღწია, აქედან 1287-მდე შემთხვევა ჩინეთში დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება "ძალიან ადრეა".

ქალაქ უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც. არსებული ინფორმაციით, უხანში ათამდე ქართველი ცხოვრობს. როგორც ცნობილია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ასევე ჩინეთის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში იმყოფებიან ჩვენი მოქალაქეები და იქ არსებული სიტუციის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებენ სოციალურ ქსელში. ერთ-ერთი მათგანია ნინო გელანტია, რომელიც პეკინში იმყოფება. მისი ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქში ამჟამად 22 ადამიანია დაინფიცირებული და არც ერთი მათგანი გარდაცვლილი არ არის.

"ვპასუხობ შეკითხვებს ჩინეთის ვირუსთან დაკავშირებით: მეზობლებს, ნათესავებს, თუ კეთილის მსურველებს, გთხოვთ, თავი შეიკავოთ დედაჩემის დაპანიკებისგან.

მგლის შიშით, ფარას ვინ წყვეტს

1. უამრავი ინფორმაცია, რომელიც საქართველოში ვრცელდება არ არის სწორი და არც ამხელა პანიკაა აუცილებელი; ჩინეთს აქვს უფრო საშიშ ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილება, რესურსი და სტრატეგია, რომ ამდენი ადამიანი საფრთხეში არ გვამყოფოს;

2. ვარ პეკინში, დედაქალაქში. ამჟამად, დაინფიცირებულია 22 ადამიანი და არც ერთი გარდაცვლილი; ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათი.სხვა ქვეყნებში მიმავალი მგზავრების ტემპერატურა მოწმდება ჩინეთშივე. (ვიდეო ქვემოთ); საჯარო სივრცეებში, სასტუმროებში, სკოლებში გამკაცრდა სანიტარული ნორმები. არ ყოფილა საჭიროება, რაიმე დაწესებულება დახურულიყო. ხვალიდან ჩინური ახალი წელი იწყება და პეკინი თითქმის დაცარიელებულია.

3. არადაზუსტებული ინფორმაციით, ვირუსი პირველად გავრცელდა ვუხანიდან გველის და სხვადასხვა ეგზოტიკური ხორცის მყიდველ-გამყიდველებისგან. დაინფიცირდა 444, გარდაიცვალა 17 ადამიანი. ყველა 40-90 ასაკობრივი კატეგორია, უმეტესად 80+ ია გარდაცვლილები. რამდენიმე გამოჯანმრთელებული ადამიანი უკვე მოათავსეს იზოლირებულ სივრცეში, ვირუსი არ არის მომაკვდინებელი. ამ ეტაპზე, არც ისეთი მასშტაბის, როგორიც იყო SARS 2003 წელს.

4. დღეს შეჩერდა სატრანსპორტო მოძრაობა, ფრენები ვუხანში და ვუხანიდან. საღამოს დაიწყება ქალაქის გასუფთავება და შეწამვლა.

5. ვისაც ჩინეთში ვიზიტი გიწევთ, ან ბრუნდებით საქართველოში, არ გასინჯოთ არანაირი ქუჩის თუ ეგზოტიკური საჭმელი და ხორცი. დაიცავით პირადი ჰიგიენა და ატარეთ ქირურგიული პირბადე ან პირბადე N95;

ექიმების პირველადი რჩევაა მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, გავიძლიეროთ იმუნიტეტი და მივიღოთ ბევრი სითხე, რომ შენარჩუნდეს ყელის ტენიანობა" - წერს ნინო გელანტია.

როგორია ქვიშხეთთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ვირუსის გამო, შესაძლოა, გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი" - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება

საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის ქართველი მორაგბე ემსხვერპლა