ავტორი:

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 19 და დაშავებულია 1000-მდე ადამიანი

დამანგრეველი მიწისძვრა თურქეთში - ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 19 და დაშავებულია 1000-მდე ადამიანი

ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა კი 922-ს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათა სამმართველო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგებმა მსხვერპლი ორ რეგიონში, ელიაზიღსა და მალათაიში გამოიწვია.მათივე ცნობით, ელიაზიღში 15 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაშავდა 560. ხოლო მალათიაში 4 ადამიანი გარდაიცვალა და 226 დაშავდა. საერთო ჯამში ქვეყნის შვიდ რეგიონში დაშავებულთა რიცხვი უვკე 922-ს აღწევს.

აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით 24 იანვარს, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა. მისი ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ახალი ცნობები თურქეთიდან - დაღუპულთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა, 30 მოქალაქე ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი

"უკულტურო და და ესთეტიკისგან შორს მყოფი..." - ვინ არის რუსეთის ახალი სკანდალური კულტურის მინისტრი

საგარეო უწყება - თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან