მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს - იგი "მუხროვანის ამბოხის" საქმეზეა ნასამართლევი
ვინ არის ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს - იგი "მუხროვანის ამბოხის" საქმეზეა ნასამართლევი

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­და­რი­გის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის დაჭ­რი­სა და მისი შვი­ლის, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პირი ყო­ფი­ლი ლე­ი­ტე­ნან­ტი ზაზა მურ­ჯიკ­ნე­ლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და ცნო­ბი­ლი, მურ­ჯიკ­ნე­ლი 2009 წელს მომ­ხდარ მუხ­რო­ვა­ნის ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ პი­რებს შო­რის იყო, თუმ­ცა სხვა და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან ერ­თად 2012 წელს სა­ყო­ველ­თაო ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თა­და­რი­გის ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის დაჭ­რი­სა და მისი შვი­ლის, ნო­დარ გუ­გე­შაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-ში რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2018 წელს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე გახ­სნი­ლია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, გრი­გოლ გუ­გე­შაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი და­ა­კა­ვეს. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 2018 წლის 7 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით გულ­მკერ­დის არე­ში სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა დოდო გუ­გე­შაშ­ვილს და მის შვილს - გრი­გოლ გუ­გე­შაშ­ვილს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი, დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად, სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი, რო­მე­ლიც 2020 წლის 24 იან­ვარს თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო.
4

მიზეზი რა იყო ამ მკვლელობის. ისისც დაწერეთ ერთი ორი სიტყვით.

zurabi
13

დოდო შენ თავს თუ კითხე რატომ დაგატეხა ეს უბედურება ცხოვრებამ რა დააშავე ასეთი? თუ სიგუასავით ბოლომდე აწვები ძველ ჩვენებას აწი თუნდაც ასი წელი იცოცხლე აზრი?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ვინ არის ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს - იგი "მუხროვანის ამბოხის" საქმეზეა ნასამართლევი

ვინ არის ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს - იგი "მუხროვანის ამბოხის" საქმეზეა ნასამართლევი

არაოფიციალური ინფორმაციით, თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი ყოფილი ლეიტენანტი ზაზა მურჯიკნელია.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, მურჯიკნელი 2009 წელს მომხდარ მუხროვანის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირებს შორის იყო, თუმცა სხვა დაკავებულებთან ერთად 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია.

სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.

"კომისიაში მოღალეეტები არიანო, პირველი ივერი მელაშვილიაო" - "კარტოგრაფების საქმეზე" შესაძლოა, ირაკლი ალასანია გამოკითხონ

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის მოთხოვნა და პროკურატურის უარი - "ეს არის ერთგვაროვანი ხრიკი..."

დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე თავდასხმელს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - სასამართლომ გადაწყვეტილება ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მიიღო