სამხედრო
საზოგადოება
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მის მრევლს მინდა გითხრათ: თქვენ ხართ ბედნიერი, რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა
"მის მრევლს მინდა გითხრათ: თქვენ ხართ ბედნიერი, რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი კა­რი­ნა გრი­გო­რი­ა­ნი, რომ­ლის შვი­ლი ლე­ი­კე­მი­ას ებ­რძო­და, მამა მი­ქა­ელ ბუ­კი­ას შე­სა­ხებ ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. სა­კუ­თარ ბლოგ­ში გრი­გო­რი­ა­ნი წერს, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა მო­ძღვარ­მა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ეკ­ლე­სი­ის მი­მართ.

"თა­ვი­დან­ვე ვი­ტყვი რომ არ ვარ რე­ლი­გი­ა­ში გა­და­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნი. ეკ­ლე­სი­ა­ში მხო­ლოდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე დავ­დი­ვარ. სა­დღაც მჯე­რა, სა­დღაც არა. რო­დე­საც ჩემი შვი­ლი და­ი­ბა­და ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და რო­დის უნდა მო­მე­ნათ­ლა რა­ზეც ჩემი პა­სუ­ხი იყო: „რო­დე­საც გა­იზ­რდე­ბა თა­ვად მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რა და რო­გორ უნდა“. მოხ­და ისე რომ ჩემი შვი­ლი მძი­მე სე­ნით და­ა­ვად­და. კლი­ნი­კა­ში და­მი­რე­კა ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილ­მა და მთხო­ვა, რომ მა­მა­ოს მო­იყ­ვან­და (რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში) და მოვ­ნათ­ლო­თო. და­უ­ფიქ­რებ­ლად დავ­თან­ხმდი (რაც გა­უკ­ვირ­და კი­დეც) თით­ქოს წყალ­წა­ღე­ბუ­ლი ხავსს ვე­კი­დე­ბო­დი. იმ დღეს­ვე მო­იყ­ვა­ნა (მამა ზა­ქა­რია) სას­წრა­ფოდ მოვ­ნათ­ლეთ (უნდა ვა­ღი­ა­რო რომ რო­გორც კი მოვ­ნათ­ლეთ ბავ­შვმა მა­შინ­ვე ჭამა და­ი­წყო. რამ­დე­ნი­მე დღის უჭ­მე­ლო­ბის შემ­დეგ).

შემ­დეგ რო­დე­საც დი­აგ­ნო­ზი დაგ­ვიდ­გი­ნეს (ლე­ი­კე­მია) მოვ­ხვდით ონკო-ჰე­მა­ტო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში. იქ გა­ვა­ტა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის 10 თვი­ა­ნი კურ­სი. მინ­და გი­თხრათ რომ მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ პა­რას­კევს (არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა რო­მე­ლი­მე კვი­რა ჩა­ეგ­დოს) მო­დი­ო­და ერთი სახე მომ­ღი­მა­რი მა­მაო რო­მე­ლიც მე­კი­თხე­ბო­და შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა ბავ­შვის ზი­ა­რე­ბა. ბავ­შვი რო­გორც კი და­ი­ნა­ხავ­და იწყებ­და ტი­რილს მე კი მი­ჭირ­და უა­რის თქმა და ყო­ველ მოს­ვლა­ზე ვა­ზი­ა­რებ­დი, ნელ­ნე­ლა ბავ­შვიც შე­ეჩ­ვია და უხა­რო­და მისი და­ნახ­ვა. შე­დი­ო­და ყვე­ლა ბავ­შვთან ყვე­ლას აზი­ა­რებ­და და ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და ფი­ნან­სუ­რად (ყო­ველ მოს­ვლა­ზე) მცი­რე­დით მაგ­რამ ის მცი­რე­დი იქ ბევ­რის­თვის ხსნა იყო. იყო შემხთვე­ვა რო­დე­საც მისი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ჩემ­თვი­საც ნამ­დვი­ლი შვე­ბა ყო­ფი­ლა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას რად­გან მა­ნამ­დე მხო­ლოდ ჯი­პი­ან და ღი­პი­ან მა­მა­ო­ებ­ზე ვის­მენ­დი ის­ტო­რი­ებს, მე პი­რა­დად არმ­ქო­ნია მათ­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა, მაგ­რამ ამ მა­მა­ომ სრუ­ლი­ად და­ან­გრია ის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი რაც მა­ნამ­დე მქონ­და. ეს იყო მა­მაო რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და ავად­მყოფ ბავ­შვებს სუ­ლი­ე­რად თუ ფი­ნან­სუ­რად და ამას აკე­თებ­და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით. რო­გორც შემ­დეგ გა­ვარ­კვიე ეს იყო ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე წმინ­და ნი­ნოს ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი მამა მი­ქა­ელ ბუ­კია. მის მრევლს კი მინ­და გი­თხრათ, რომ თქვენ ხართ ის ბედ­ნი­ერ­თა­გა­ნი რად­გან ამ მა­მა­ოს­თან გაქვთ საქ­მე, თქვე­ნი შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი არ მი­დის ჯი­პებ­ში და მსუ­ქან ოქ­როს ჯვრებ­ში, თქვენ რე­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბით ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის-მა­მა­ოს მეშ­ვე­ო­ბით იმ ბავ­შვებს რომ­ლებ­საც მარ­თლა სჭირ­დე­ბათ დახ­მა­რე­ბა" - წერს ის.

ცნო­ბის­თვის, კა­რი­ნა გრი­გო­რი­ა­ნის მცი­რე­წლო­ვან ქა­ლიშ­ვილს ლე­ი­კე­მია ათი თვის წინ და­უდ­გი­ნეს. მას შემ­დეგ გო­გო­ნამ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი გა­ი­ა­რა და მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
3

სწორედ ეგ ეგრეთ წოდებული ღიპიანი მამაოები რამდენ ადამიანს ეხმარებიან ვერასოდეს გაიგებთ

მაია
0

უფალმა დალოცოს მამა მიქაელი. ქალბატონო კარინა ნამდვილად ბედნიერია მისი მრევლი, რომელთა რიცხვს მეც მივეკუთვნები. თქვენ კი დიდი მადლობა მადლიერბისთვის. 

ავტორი:

"მის მრევლს მინდა გითხრათ: თქვენ ხართ ბედნიერი, რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

"მის მრევლს მინდა გითხრათ: თქვენ ხართ ბედნიერი, რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე" - რას წერს ინტერნეტმომხმარებელი, რომლის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

ინტერნეტმომხმარებელი კარინა გრიგორიანი, რომლის შვილი ლეიკემიას ებრძოდა, მამა მიქაელ ბუკიას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. საკუთარ ბლოგში გრიგორიანი წერს, რომ აღნიშნულმა მოძღვარმა სრულიად შეცვალა მისი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ.

"თავიდანვე ვიტყვი რომ არ ვარ რელიგიაში გადავარდნილი ადამიანი. ეკლესიაში მხოლოდ დღესასწაულებზე დავდივარ. სადღაც მჯერა, სადღაც არა. როდესაც ჩემი შვილი დაიბადა ყველა მეკითხებოდა როდის უნდა მომენათლა რაზეც ჩემი პასუხი იყო: „როდესაც გაიზრდება თავად მიიღებს გადაწყვეტილებას რა და როგორ უნდა“. მოხდა ისე რომ ჩემი შვილი მძიმე სენით დაავადდა. კლინიკაში დამირეკა ჩემმა ბიძაშვილმა და მთხოვა, რომ მამაოს მოიყვანდა (რეანიმაციაში) და მოვნათლოთო. დაუფიქრებლად დავთანხმდი (რაც გაუკვირდა კიდეც) თითქოს წყალწაღებული ხავსს ვეკიდებოდი. იმ დღესვე მოიყვანა (მამა ზაქარია) სასწრაფოდ მოვნათლეთ (უნდა ვაღიარო რომ როგორც კი მოვნათლეთ ბავშვმა მაშინვე ჭამა დაიწყო. რამდენიმე დღის უჭმელობის შემდეგ).

შემდეგ როდესაც დიაგნოზი დაგვიდგინეს (ლეიკემია) მოვხვდით ონკო-ჰემატოლოგიის დეპარტამენტში. იქ გავატარეთ მკურნალობის 10 თვიანი კურსი. მინდა გითხრათ რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველ პარასკევს (არ ყოფილა შემთხვევა რომელიმე კვირა ჩაეგდოს) მოდიოდა ერთი სახე მომღიმარი მამაო რომელიც მეკითხებოდა შეიძლებოდა თუ არა ბავშვის ზიარება. ბავშვი როგორც კი დაინახავდა იწყებდა ტირილს მე კი მიჭირდა უარის თქმა და ყოველ მოსვლაზე ვაზიარებდი, ნელნელა ბავშვიც შეეჩვია და უხაროდა მისი დანახვა. შედიოდა ყველა ბავშვთან ყველას აზიარებდა და ყველას ეხმარებოდა ფინანსურად (ყოველ მოსვლაზე) მცირედით მაგრამ ის მცირედი იქ ბევრისთვის ხსნა იყო. იყო შემხთვევა როდესაც მისი ფინანსური დახმარება ჩემთვისაც ნამდვილი შვება ყოფილა. ამ ყველაფერზე ვამახვილებ ყურადღებას რადგან მანამდე მხოლოდ ჯიპიან და ღიპიან მამაოებზე ვისმენდი ისტორიებს, მე პირადად არმქონია მათთან არანაირი შეხება, მაგრამ ამ მამაომ სრულიად დაანგრია ის შეხედულებები რაც მანამდე მქონდა. ეს იყო მამაო რომელიც რეალურად ეხმარებოდა ავადმყოფ ბავშვებს სულიერად თუ ფინანსურად და ამას აკეთებდა დიდი სიამოვნებით. როგორც შემდეგ გავარკვიე ეს იყო ჩიტაძის ქუჩაზე წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი მამა მიქაელ ბუკია. მის მრევლს კი მინდა გითხრათ, რომ თქვენ ხართ ის ბედნიერთაგანი რადგან ამ მამაოსთან გაქვთ საქმე, თქვენი შემოწირულობები არ მიდის ჯიპებში და მსუქან ოქროს ჯვრებში, თქვენ რეალურად ეხმარებით ამ არაჩვეულებრივი ადამიანის-მამაოს მეშვეობით იმ ბავშვებს რომლებსაც მართლა სჭირდებათ დახმარება" - წერს ის.

ცნობისთვის, კარინა გრიგორიანის მცირეწლოვან ქალიშვილს ლეიკემია ათი თვის წინ დაუდგინეს. მას შემდეგ გოგონამ მკურნალობის კურსი გაიარა და მძიმე დაავადება დაამარცხა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"

დაპირისპირება პარლამენტთან - მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა

ჩინეთთან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა