მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-მ დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნა
შსს-მ დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის ვა­ჟის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის კახა სა­ბა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სა და ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2018 წელს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე გახ­სნი­ლია.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, გრი­გოლ გუ­გე­შაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი და­ა­კა­ვეს. მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 1975 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.მ.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა 2018 წლის 7 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლის დრო­ე­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით გულ­მკერ­დის არე­ში სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა დოდო გუ­გე­შაშ­ვილს და მის შვილს - გრი­გოლ გუ­გე­შაშ­ვილს, რო­მე­ლიც მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. თა­ვად დოდო გუ­გე­შაშ­ვი­ლი, დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის შე­დე­გად, სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის და თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი, რო­მე­ლიც 2020 წლის 24 იან­ვარს თბი­ლის­ში, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით იქნა და­კა­ვე­ბუ­ლი.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბი­სა და ორი ან მეტი პი­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნა

შსს-მ დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობის საქმე გახსნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია.

სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

"ეს ადამიანი არის შემსრულებელი, ახლა სხვა რაღაცეებია გამოსაძიებელი" - რას ამბობს დოდო გუგეშაშვილი დაკავებულზე

ვინ არის ყოფილი ლეიტენანტი, რომელიც გუგეშაშვილის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს - იგი "მუხროვანის ამბოხის" საქმეზეა ნასამართლევი

შსს გუგეშაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების კადრებს ავრცელებს