ავტორი:

"ოღონდ დამენახა, სულ ბედნიერებისგან ვკანკალებდი..." - ლელა კილაძე გარდაცვლილ მამიდაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

"ოღონდ დამენახა, სულ ბედნიერებისგან ვკანკალებდი..." - ლელა კილაძე გარდაცვლილ მამიდაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

"ცენტრ პოინტ ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გუკა რჩეულიშვილის მეუღლე ლელა კილაძე გარდაცვლილ მამიდაშვილს, ლაშა გოგიაშვილს ემოციურ პოსტს უძღვნის:

"ყველაზე მეტად მიყვარდა ეს დღე, ყველაზე მეტად მტკივა უკვე 8 წელია. ოღონდ დამენახა, სულ ბედნიერებისგან ვკანკალებდი, რომ გავიზარდეთ, კბილებს ვუჭერდი, ხელებს უკან ვმალავდი ამხელა გოგო, ძმის დანახვაზე, რომ ვცახცახებდი, ცოტა მრცხვენოდა. რუსოს რომ მიყავდა ჩემგან, მძულდა ყველა და ყველაფერი. გილოცავ, ჩემო სიყვარულო, უზომოდ მენატრები", - წერს ლელა კილაძე და ფოტოებს აქვეყნებს.

ლაშა გოგიაშვილი 8 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა.

"დამქონდა ყველგან მისი ბავშვობის ფოტოები. ულამზესი იყო", - წერს ლელა კილაძე ფოტოს აღწერაში.

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე

როგორ ეხმაურებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართველები "ფეისბუქზე" - "მოვიგეთ... ამით რუსეთს მოვუგეთ ომი"