ავტორი:

კიმ კარდაშიანის გიგანტური მაცივარი - როგორ კვებავს ოთხ შვილს ვარსკვლავი

კიმ კარდაშიანის გიგანტური მაცივარი - როგორ კვებავს ოთხ შვილს ვარსკვლავი

რეალითი შოუების ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა, რამდენიმე დღის წინ "ინსტაგრამის" "სთორებში" ვიდეო ატვირთა, რომელზეც თაყვანისმცემლებმა შენიშნეს, რომ მის მაცივარში სასმელების გარდა არაფერი იყო, რასაც სოციალურ ქსელებში კიმის კრიტიკა მოჰყვა.

ოთხი შვილის დედა გააკრიტიკეს, რადგანაც მიიჩნიეს, რომ მას შვილები დიეტაზე ჰყავს და კარგად არ კვებავს.

აღნიშნულის შემდეგ კიმმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი მართლაც გიგანტური მაცივარი, საჭმელებისთვის განკუთვნილი ოთახი და იქ განლაგებული საკვები ჩანს.

კიმის თქმით, მის მაცივარში ყოველთვის არის სამი სხვადასხვა სახის რძე, რადგანაც ბავშვებს განსხვავებული გემოვნება აქვთ.

<blockquote class="twitter-tweet" data-lang="en"><p lang="en" dir="ltr">My IG stories has a more in depth tour ??????????? <a href="https://t.co/VvYWou01QS">pic.twitter.com/VvYWou01QS</a></p>&mdash; Kim Kardashian West (@KimKardashian) <a href="https://twitter.com/KimKardashian/status/1215125730691960833?ref_src=twsrc%5Etfw">January 9, 2020</a></blockquote>
<script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

მაცივარი და საჭმლის საწყობი ოთახი საშუალო ზომის აპარტამენტს ჰგავს. როგორც ვიდეოზე და ასევე "ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, კიმს აქვს დიდი რაოდენობით გაყინული იოგურტების მარაგი, ასევე ბოსტნეულის სხვადასხვა სახეობა.

კარდაშიანი ამბობს, რომ იცის რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის ბოსტნეულის მირთმევა, ამიტომაც მის სახლში ბოსტნეული ყოველთვის არის.

გიგანტური მაცივარი და საკვების სათავსო ოთახი სავსეა სხვადასხვა ტკბილეულით, ჩირებით, წვენებით და სხვა საკვებით. კარდაშიანი ამბობს, რომ ოჯახი ყოველთვის ორგანულ საჭმელს მიირთმევს.