მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერპრესნიუსმა" 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან
"ინტერპრესნიუსმა" 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" და­არ­სე­ბი­დან 20 წლის იუ­ბი­ლე სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბით აღ­ნიშ­ნა.

სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო სას­ტუმ­რო „თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში“ გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ბიზ­ნე­სის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის, კულ­ტუ­რის სფე­როს და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ სა­ა­გენ­ტოს 20-წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ა­ჯა­მა. სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­და ასე­ვე, გაც­ნო­ბოდ­ნენ ფო­ტო­მა­სა­ლას სა­ა­გენ­ტოს არ­ქი­ვი­დან, რო­მე­ლიც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს ასა­ხავს და გა­და­ღე­ბუ­ლია ქვეყ­ნის წამ­ყვა­ნი ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რე­ბის მიერ.

„ვუ­ლო­ცავ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ და „პა­ლიტ­რა მე­დი­ას“ ამ სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს. დღე­ვან­დელ მსოფ­ლი­ო­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ობი­ექ­ტურ, სწრა­ფად ხელ­მი­საწ­ვდომ ინ­ფორ­მა­ცი­ას აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და თქვენს მუ­შა­ო­ბა­ზე არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ამი­ტომ უდა­ოდ მად­ლო­ბას იმ­სა­ხუ­რებს თქვე­ნი გუნ­დი, მე­დია, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იმ საქ­მის­თვის, რა­საც აკე­თებთ ყო­ველ­დღი­უ­რად. ხში­რად მე­დია ჩვენ­თვის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვი­საც არის შუ­ა­მა­ვა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან, როცა პი­რის­პირ შეხ­ვედ­რებ­საც აშუ­ქებთ და ასე­ვე ჩვენს გზავ­ნი­ლებს, მი­მარ­თვებს, კო­მენ­ტა­რებს აშუ­ქებთ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აინ­ტე­რე­სებს. რა თქმა უნდა, ამის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია დე­მოკ­რა­ტი­აც, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბაც და გან­ვი­თა­რე­ბაც, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გა­დის. წარ­მა­ტე­ბე­ბი და მად­ლო­ბა თქვენ ობი­ექ­ტუ­რი მა­უ­წებ­ლო­ბის­თვის“, - გა­ნუ­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მყოფ­მა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

„20 წლის თავ­ზე ყვე­ლა­ზე სწო­რი და ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი არის ერ­თა­დერ­თი რამ - კი­დევ გი­სურ­ვოთ მომ­დევ­ნო 20 წელი შრო­მა და 20 წლის შემ­დეგ შეხ­ვედ­რა, იმი­ტომ რომ მე­დი­ის­თვის მთა­ვა­რი არის გა­უძ­ლოს დროს. თუ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა გა­უძ­ლებს დროს, მას აუ­ცი­ლებ­ლად ეყო­ლე­ბა მკი­თხვე­ლი და მა­ყუ­რე­ბე­ლი. როცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სულ რა­ღაც 27-28 წლი­საა, 20 წელი ძა­ლი­ან ბევ­რია, მაგ­რამ 40 მო­გეხ­სე­ნე­ბათ, უკე­თე­სია, ამი­ტომ შევ­ხვდე­ბით კი­დევ 20 წლის შემ­დეგ, თქვე­ნი უფრო მეტი მკი­თხვე­ლით და მა­ყუ­რებ­ლით, მე უფრო მეტი ჭა­ღა­რა თმით“, - აღ­ნიშ­ნა სა­ა­გენ­ტოს­თან სა­უბ­რი­სას ღო­ნის­ძი­ე­ბის კი­დევ ერ­თმა სტუ­მარ­მა, „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ.

„პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გა­მოვ­ყო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი - ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე ვთქვათ, ფი­ზი­კუ­რი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც უმაღ­ლე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი თვით­შეგ­ნე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ამ საქ­მეს და რომ­ლებ­მაც მო­ი­პო­ვეს ავ­ტო­რი­ტე­ტი მე­დი­ა­სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე მხა­რეს, ასე ვთქვათ იუ­რი­დი­ულ პირს, 20 წლი­ან იუ­ბი­ლარს, რო­მე­ლიც და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ერ­თად და­ი­ბა­და და ფაქ­ტობ­რი­ვად არის მე­მა­ტი­ა­ნე იმ ცხოვ­რე­ბი­სა, იმ წარ­მა­ტე­ბე­ბი­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბი­სა, რაც გა­ვი­ა­რეთ, მინ­და მი­ვუ­ლო­ცო IPN-ს, შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნოთ ყო­ველ­თვის ის, რი­თაც ხა­სი­ათ­დე­ბო­და - ეს არის ნდო­ბა. თუ არის ნდო­ბა, და­ნარ­ჩე­ნი დიდი შრო­მით, მაგ­რამ მა­ინც მო­დის. გი­ლო­ცავთ იუ­ბი­ლეს“, - დას­ძი­ნა ფრაქ­ცია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე რო­მან გო­ცი­რი­ძემ, რო­მე­ლიც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და.

„ეს 20 წელი მახ­სოვს და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე. დღეს, რო­დე­საც გაქვთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­ბი­ლე, შე­გიძ­ლი­ათ ია­მა­ყოთ ამ 20 წლის ის­ტო­რი­ით, რომ გაქვთ ასე­თი სან­დო­ო­ბა და გყავთ ამ­დე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. ეს ნიშ­ნავს, რომ ეს იყო წარ­მა­ტე­ბუ­ლი 20 წელი. დღეს შევ­ხვდი იმ ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და 20 წლის წინ, რო­დე­საც იწყე­ბო­და „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ ის­ტო­რია და როცა მე ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, რო­მე­ლიც მერე მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. გი­სურ­ვებთ, ეს მო­ნა­პო­ვა­რი, რაც 20 წლის თავ­ზე აქვს “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“, უფრო მა­ღალ სი­მაღ­ლე­ზე აიყ­ვა­ნოთ. ნდო­ბა­ზე უფრო დიდი არა­ფე­რია მე­დი­ის­თვის. ნდო­ბა, ობი­ექ­ტუ­რო­ბა და ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა, ის სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბია, რომ­ლი­თაც უნდა ამა­ყობ­დეთ“, - გა­ნა­ცხა­და „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე მყოფ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ.

„ვუ­ლო­ცავ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“, მის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, ჟურ­ნა­ლისტს და რე­დაქ­ტორს ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღს. „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ არის ბრენ­დი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ნე­იტ­რა­ლო­ბას­თან, კომ­პე­ტენ­ცი­ას­თან, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან და ბრენ­დი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ მო­რა­ლურ რე­პუ­ტა­ცი­ას­თან - უარი თქვას აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა­ზე. „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბევ­რი წე­ლია ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ყე­ნებ. ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე“, - აღ­ნიშ­ნა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა ანა დო­ლი­ძემ, რო­მე­ლიც ასე­ვე სტუმ­რებს შო­რის იყო.

„მინ­და, „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ 20 წლის იუ­ბი­ლე მი­ვუ­ლო­ცო. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სოვს და­ფუძ­ნე­ბა და მისი გან­ვი­თა­რე­ბა. მა­შინ მე „ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ას“ ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი და იქი­დან­ვე გვქონ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და მთე­ლი ამ 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუდ­მი­ვად სხვა­დას­ხვა რე­ჟიმ­ში, სხვა­დას­ხვა ფორ­მა­ტით, სხვა­დას­ხვა რან­გით ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით. ეს არის სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­საც მე, რო­გორც კი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­გე­ბა მინ­და, პირ­ვე­ლად ვხსნი იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე სწრა­ფია, ყვე­ლა­ზე ობი­ექ­ტუ­რია, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლია და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, კარ­გად აღ­ქმა­დი, კარ­გად წა­კი­თხვა­დია და ზუს­ტად იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაძ­ლევს, რაც ყვე­ლას გვჭირ­დე­ბა ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში სწრა­ფად, ხა­რის­ხი­ა­ნად და ობი­ექ­ტუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და სა­ღა­მოს ერთ-ერ­თმა სტუ­მარ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

“ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ გა­რე­შე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. აპ­ლი­კა­ცი­აც ჩა­მოტვირ­თუ­ლი მაქვს და ისე­დაც, ჩემი იმ­დე­ნი ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლი - დამ­ფუძ­ნებ­ლით და­წყე­ბუ­ლი, ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მუ­შა­ობს ამ სა­ა­გენ­ტო­ში, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ში­ნა­გა­ნად ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი გრძნო­ბა არ მქონ­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი­სა“ და მისი ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ და იმ საქ­მის მი­მართ, რო­მელ­საც ის აკე­თებს. ძა­ლი­ან რთუ­ლია ასეთ რთულ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ფე­რი ირე­ვა ხოლ­მე, სტა­ბი­ლუ­რო­ბა, მდგრა­დო­ბა და სან­დო­ო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტომ. ეს თით­ქმის მი­უღ­წე­ვე­ლი ამო­ცა­ნაა და „ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა“ ეს შეძ­ლო, რაც მე ძა­ლი­ან მი­ხა­რია რო­გორც ჟურ­ნა­ლისტს, რო­გორც ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს და მინ­და, რომ 20 კი არა, ბევ­რი 20 წელი აღგ­ვე­ნიშ­ნოს ყვე­ლას ერ­თად და ჩვენს შემ­დე­გაც შთა­მო­მავ­ლო­ბას ეზე­ი­მოს ეს იუ­ბი­ლე“, - აღ­ნიშ­ნა ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ წამ­ყვან­მა გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძემ, რო­მე­ლიც „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ 2000 წლის იან­ვარ­ში და­ფუძნ­და, 2005 წლი­დან კი "პა­ლიტ­რა მე­დი­ას" შე­მად­გენ­ლო­ბა­შია. ვებგ­ვერ­დი IPN.GE მკი­თხველს სთა­ვა­ზობს ამომ­წუ­რავ და მი­უ­კერ­ძო­ე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე.

სა­ა­გენ­ტოს გუნ­დის მთა­ვა­რი პრინ­ცი­პე­ბია: სი­ზუს­ტე, ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. სა­ა­გენ­ტოს ვებ-გვერდს ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 70 ათა­სამ­დე უნი­კა­ლუ­რი მნახ­ვე­ლი ჰყავს.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­გენ­ტომ მკი­თხვე­ლი­სა და მე­დი­ა­მა­უ­წყებ­ლო­ბე­ბის დიდი ნდო­ბა მო­ი­პო­ვა და ქარ­თულ მე­დი­ა­სივ­რცე­ში ერთ-ერთი ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ინტერპრესნიუსმა" 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

"ინტერპრესნიუსმა" 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" დაარსებიდან 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა.

საიუბილეო საღამო სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა, რომელზეც „ინტერპრესნიუსმა“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიებას დაესწრნენ პოლიტიკოსები, სასამართლო სისტემის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს და მედიის წარმომადგენლები.

საიუბილეო საღამოზე „ინტერპრესნიუსის“ ხელმძღვანელობამ სააგენტოს 20-წლიანი საქმიანობა შეაჯამა. სტუმრებს საშუალება ჰქონდა ასევე, გაცნობოდნენ ფოტომასალას სააგენტოს არქივიდან, რომელიც 20 წლის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასახავს და გადაღებულია ქვეყნის წამყვანი ფოტორეპორტიორების მიერ.

„ვულოცავ „ინტერპრესნიუსს“ და „პალიტრა მედიას“ ამ საიუბილეო თარიღს. დღევანდელ მსოფლიოში, თანამედროვე საზოგადოებაში ობიექტურ, სწრაფად ხელმისაწვდომ ინფორმაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და თქვენს მუშაობაზე არის დამოკიდებული ბევრი ადამიანის ყოველდღიური გადაწყვეტილებები. ამიტომ უდაოდ მადლობას იმსახურებს თქვენი გუნდი, მედია, ჟურნალისტები იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ ყოველდღიურად. ხშირად მედია ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვისაც არის შუამავალი საზოგადოებასთან, როცა პირისპირ შეხვედრებსაც აშუქებთ და ასევე ჩვენს გზავნილებს, მიმართვებს, კომენტარებს აშუქებთ, რაც საზოგადოებას აინტერესებს. რა თქმა უნდა, ამის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიაც, წარმოუდგენელია თანამედროვე საზოგადოებაც და განვითარებაც, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გადის. წარმატებები და მადლობა თქვენ ობიექტური მაუწებლობისთვის“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიებაზე მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

„20 წლის თავზე ყველაზე სწორი და ყველაზე ლოგიკური არის ერთადერთი რამ - კიდევ გისურვოთ მომდევნო 20 წელი შრომა და 20 წლის შემდეგ შეხვედრა, იმიტომ რომ მედიისთვის მთავარი არის გაუძლოს დროს. თუ მედიასაშუალება გაუძლებს დროს, მას აუცილებლად ეყოლება მკითხველი და მაყურებელი. როცა ჩვენი ქვეყანა სულ რაღაც 27-28 წლისაა, 20 წელი ძალიან ბევრია, მაგრამ 40 მოგეხსენებათ, უკეთესია, ამიტომ შევხვდებით კიდევ 20 წლის შემდეგ, თქვენი უფრო მეტი მკითხველით და მაყურებლით, მე უფრო მეტი ჭაღარა თმით“, - აღნიშნა სააგენტოსთან საუბრისას ღონისძიების კიდევ ერთმა სტუმარმა, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.

„პირველ რიგში, მინდა გამოვყო ჟურნალისტები - ადამიანები, ასე ვთქვათ, ფიზიკური პირები, რომლებიც უმაღლესი პროფესიული თვითშეგნებით ემსახურებიან ამ საქმეს და რომლებმაც მოიპოვეს ავტორიტეტი მედიასაზოგადოებაში. რაც შეეხება მეორე მხარეს, ასე ვთქვათ იურიდიულ პირს, 20 წლიან იუბილარს, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და ფაქტობრივად არის მემატიანე იმ ცხოვრებისა, იმ წარმატებებისა თუ წარუმატებლობისა, რაც გავიარეთ, მინდა მივულოცო IPN-ს, შეენარჩუნებინოთ ყოველთვის ის, რითაც ხასიათდებოდა - ეს არის ნდობა. თუ არის ნდობა, დანარჩენი დიდი შრომით, მაგრამ მაინც მოდის. გილოცავთ იუბილეს“, - დასძინა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, რომელიც „ინტერპრესნიუსის“ საიუბილეო საღამოზე ასევე იმყოფებოდა.

„ეს 20 წელი მახსოვს დასაწყისიდან დღემდე. დღეს, როდესაც გაქვთ არაჩვეულებრივი იუბილე, შეგიძლიათ იამაყოთ ამ 20 წლის ისტორიით, რომ გაქვთ ასეთი სანდოობა და გყავთ ამდენი გულშემატკივარი. ეს ნიშნავს, რომ ეს იყო წარმატებული 20 წელი. დღეს შევხვდი იმ ჟურნალისტებს, რომლებთანაც ურთიერთობა მქონდა 20 წლის წინ, როდესაც იწყებოდა „ინტერპრესნიუსის“ ისტორია და როცა მე ადვოკატი ვიყავი, ეს ურთიერთობა იყო არაჩვეულებრივი, რომელიც მერე მეგობრობაში გადაიზარდა. გისურვებთ, ეს მონაპოვარი, რაც 20 წლის თავზე აქვს “ინტერპრესნიუსს“, უფრო მაღალ სიმაღლეზე აიყვანოთ. ნდობაზე უფრო დიდი არაფერია მედიისთვის. ნდობა, ობიექტურობა და ოპერატიულობა, ის საუკეთესო შეფასების კრიტერიუმებია, რომლითაც უნდა ამაყობდეთ“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ საიუბილეო საღამოზე მყოფმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ.

„ვულოცავ „ინტერპრესნიუსს“, მის ყველა თანამშრომელს, ჟურნალისტს და რედაქტორს ამ ძალიან მნიშვნელოვან თარიღს. „ინტერპრესნიუსი“ არის ბრენდი, რომელიც დაკავშირებულია ნეიტრალობასთან, კომპეტენციასთან, კვალიფიკაციასთან და ბრენდი, რომელიც დაკავშირებულია ძალიან სერიოზულ მორალურ რეპუტაციასთან - უარი თქვას აზარტული თამაშების რეკლამის განთავსებაზე. „ინტერპრესნიუსს“ ბევრი წელია ყოველდღიურად ვიყენებ. ვუსურვებ წარმატებას ქართული დემოკრატიის და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე“, - აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ, რომელიც ასევე სტუმრებს შორის იყო.

„მინდა, „ინტერპრესნიუსს“ 20 წლის იუბილე მივულოცო. ძალიან კარგად მახსოვს დაფუძნება და მისი განვითარება. მაშინ მე „ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციას“ ვხელმძღვანელობდი და იქიდანვე გვქონდა თანამშრომლობა და მთელი ამ 20 წლის განმავლობაში მუდმივად სხვადასხვა რეჟიმში, სხვადასხვა ფორმატით, სხვადასხვა რანგით ვთანამშრომლობდით. ეს არის სააგენტო, რომელსაც მე, როგორც კი ინფორმაციის გაგება მინდა, პირველად ვხსნი იმიტომ, რომ ყველაზე სწრაფია, ყველაზე ობიექტურია, მიუკერძოებელია და რაც ყველაზე მთავარია, კარგად აღქმადი, კარგად წაკითხვადია და ზუსტად იმ ინფორმაციას გვაძლევს, რაც ყველას გვჭირდება ყოველდღიურ რეჟიმში სწრაფად, ხარისხიანად და ობიექტურად“, - განაცხადა საღამოს ერთ-ერთმა სტუმარმა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.

“ჩემი ყოველდღიურობა “ინტერპრესნიუსის“ გარეშე ვერ წარმომიდგენია. აპლიკაციაც ჩამოტვირთული მაქვს და ისედაც, ჩემი იმდენი ნაცნობი და ახლობელი - დამფუძნებლით დაწყებული, ახალგაზრდა ჟურნალისტებით დამთავრებული, მუშაობს ამ სააგენტოში, რომ შეუძლებელია შინაგანად ძალიან დადებითი გრძნობა არ მქონდეს „ინტერპრესნიუსისა“ და მისი ყველა თანამშრომლის მიმართ და იმ საქმის მიმართ, რომელსაც ის აკეთებს. ძალიან რთულია ასეთ რთულ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებების ცვლილების პერიოდში ყველაფერი ირევა ხოლმე, სტაბილურობა, მდგრადობა და სანდოობა შეინარჩუნოს საინფორმაციო სააგენტომ. ეს თითქმის მიუღწეველი ამოცანაა და „ინტერპრესნიუსმა“ ეს შეძლო, რაც მე ძალიან მიხარია როგორც ჟურნალისტს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და მინდა, რომ 20 კი არა, ბევრი 20 წელი აღგვენიშნოს ყველას ერთად და ჩვენს შემდეგაც შთამომავლობას ეზეიმოს ეს იუბილე“, - აღნიშნა ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანმა გიორგი თარგამაძემ, რომელიც „ინტერპრესნიუსის“ საიუბილეო საღამოზე ასევე იმყოფებოდა.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ 2000 წლის იანვარში დაფუძნდა, 2005 წლიდან კი "პალიტრა მედიას" შემადგენლობაშია. ვებგვერდი IPN.GE მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ განვითარებულ მოვლენებზე.

სააგენტოს გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სააგენტოს ვებ-გვერდს ყოველდღიურად საშუალოდ 70 ათასამდე უნიკალური მნახველი ჰყავს.

ამ წლების განმავლობაში სააგენტომ მკითხველისა და მედიამაუწყებლობების დიდი ნდობა მოიპოვა და ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

ცირკის ქვეშ მსოფლიო ჯიშების თესლის საცავია?! - რას ყვება ქართველი ინჟინერი, რომელიც ბერიას ბრძანებით, უნიკალურ პროექტზე მუშაობდა

ფოტოები აჭარის მაღალმთიანეთიდან, სადაც დიდთოვლობის გამო სწავლა შეწყდა

ვარკეთილში, კორპუსის ლიფტში ახალშობილი იპოვეს