სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია" - ვინ არიან ცაგერელები, რომლებიც ავარიის დროს მანქანით ცხენისწყალში გადავარდნენ
"წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია" - ვინ არიან ცაგერელები, რომლებიც ავარიის დროს მანქანით ცხენისწყალში გადავარდნენ

ცა­გე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩხუ­ტელ­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად მდი­ნა­რე ცხე­ნის­წყა­ლის არხში გა­და­ვარ­დნი­ლი ორი მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი უკვე იპო­ვეს.

მე­სა­მე მა­მა­კა­ცის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯე­ბირს შე­ე­ჯა­ხა და არხში გა­და­ვარ­და. სა­მი­ვე მა­მა­კა­ცი სო­ფელ ჩხუ­ტე­ლის მკვიდ­რია. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის ნა­პოვ­ნია 68 წლის ჯონი კვი­რი­კაშ­ვი­ლი­სა და 25 წლის აკა­კი მეშ­ვე­ლი­ა­ნის ცხედ­რე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მათი ცხედ­რე­ბი მდი­ნა­რემ ლე­ჩხუ­მის მე­ო­რე მხა­რეს, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მო­შო­რე­ბით გა­მო­რი­ყა. ჯერ­ჯე­რო­ბით, ვერ ხერ­ხდე­ბა 29 წლის თორ­ნი­კე ჭი­ჭი­ნა­ძის პოვ­ნა.

"მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­დნენ, შე­ე­ჯახ­ნენ ჯე­ბირს და გა­და­ვარ­დნენ არხში. ჯე­ბი­რი მთლი­ა­ნად მონ­გრე­უ­ლია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით, რო­გორ გა­ი­ტა­ნეს... საკ­მა­ოდ და­ცუ­ლია ეს ად­გი­ლი და არხი, მაგ­რამ ისე­თი რამ მოხ­და, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი მა­ინც ჩა­ვარ­და არხში.

მან­ქა­ნა წყალ­მა გა­ი­ტა­ცა და გვი­რაბ­ში შე­ით­რია. მათი ცხედ­რე­ბი მო­შო­რე­ბით იპო­ვეს ლე­ჩხუმ­ში. ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი არი­ან" - გა­ნა­ცხა­და ად­გი­ლობ­რივ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული NEWS !
6

გავწყდით ერი ამდენი დაუდევრობით! ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს!

ამირანი
13

ეგ არხი არის 1.5 სიგრძის და მერე შედის გვირაბში. არავის მოუვიდა აზრად რომ ბეტონით გადახუროს ეგ არხი. უკვე მერამდენე ადამიანი შეიწირა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია" - ვინ არიან ცაგერელები, რომლებიც ავარიის დროს მანქანით ცხენისწყალში გადავარდნენ

"წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია" - ვინ არიან ცაგერელები, რომლებიც ავარიის დროს მანქანით ცხენისწყალში გადავარდნენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში ავტოავარიის შედეგად მდინარე ცხენისწყალის არხში გადავარდნილი ორი მამაკაცის ცხედარი უკვე იპოვეს.

მესამე მამაკაცის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ჯებირს შეეჯახა და არხში გადავარდა. სამივე მამაკაცი სოფელ ჩხუტელის მკვიდრია. ისინი ერთმანეთის მეზობლები იყვნენ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ნაპოვნია 68 წლის ჯონი კვირიკაშვილისა და 25 წლის აკაკი მეშველიანის ცხედრები. ადგილობრივების თქმით, მათი ცხედრები მდინარემ ლეჩხუმის მეორე მხარეს, შემთხვევის ადგილიდან მოშორებით გამორიყა. ჯერჯერობით, ვერ ხერხდება 29 წლის თორნიკე ჭიჭინაძის პოვნა.

"მაღალი სიჩქარით მოძრაობდნენ, შეეჯახნენ ჯებირს და გადავარდნენ არხში. ჯებირი მთლიანად მონგრეულია. წარმოუდგენელია, მსუბუქი ავტომობილით, როგორ გაიტანეს... საკმაოდ დაცულია ეს ადგილი და არხი, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, რომ ავტომობილი მაინც ჩავარდა არხში.

მანქანა წყალმა გაიტაცა და გვირაბში შეითრია. მათი ცხედრები მოშორებით იპოვეს ლეჩხუმში. ყველანი ერთმანეთის მეზობლები არიან" - განაცხადა ადგილობრივმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ვინ იყო 15 წლის მოზარდი, რომლის ცხედარი ორდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე ჯუმში იპოვეს

ავარია ონში - გარდაცვლილია 1 და დაშავებულია 4 ადამიანი

ზუგდიდში 15 წლის ბიჭს ეძებენ - "პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა"