პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს - რას ყვება ქართველი გოგონა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე
უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს - რას ყვება ქართველი გოგონა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე

ჩი­ნეთ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 25 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ - 830-ს მი­აღ­წია, - ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ორ­დღი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ ჩი­ნეთ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა "ძა­ლი­ან ად­რეა".

ქა­ლაქ უხა­ნის 11 მი­ლი­ო­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას მთავ­რო­ბამ რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზის“ გა­რე­შე ქა­ლა­ქი არ და­ტო­ვონ. შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და ქა­ლაქ ხუ­ან­გან­ში შეს­ვლა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზეც.

კო­რო­ნა­ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი პა­ცი­ენ­ტი გა­დაჰ­ყავთ პლას­ტი­კის ყუ­თით, რათა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა აი­რი­დონ თა­ვი­დან

უხან­ში სა­ქარ­თვე­ლოს 9 მო­ქა­ლა­ქე ცხოვ­რობს, თუმ­ცა ამ­ჟა­მად იქ 7 მათ­გა­ნი იმ­ყო­ფე­ბა. ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სუ­ლო მათ­თან მუდ­მივ კავ­შირ­შია და მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის გა­და­ცე­მა "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" ჩი­ნე­თი­დან ჩარ­თვი­სას, იქ მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა გო­გო­ნამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

ანა­ნო ლე­ბა­ნი­ძის თქმით, ის სამ­ხრეთ ჩი­ნეთ­ში, ქა­ლაქ გუ­ან­ჯო­უ­შია და არც ისე ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბა ეპი­დე­მი­ის ზო­ნას­თან, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა საპ­რე­ვენ­ციო ზო­მებს მა­ინც იღებს:

"პა­ნი­კა ჩვენ­თან ხალ­ხში არ არის, თუმ­ცა მთავ­რო­ბა აფრ­თხი­ლებს მათ გა­უფრ­თხილ­დნენ ჯან­მრთე­ლო­ბას, მო­ე­რი­დონ ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებს. ასე­ვე, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ყვე­ლა რჩე­ვა რა­საც აძ­ლე­ვენ - გა­და­ად­გილ­დნენ პირ­ბა­დით და ხე­ლე­ბი ხში­რად და­ი­ბა­ნონ.

უნდა ით­ქვას, რომ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა ით­ვა­ლის­წი­ნებს ამას - ხალ­ხი გა­და­ად­გილ­დე­ბა პირ­ბა­დით და ცდი­ლობს, ახლო კონ­ტაქ­ტში არ შე­ვი­დეს სხვებ­თან.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ 25 იან­ვარს დგე­ბა ჩი­ნუ­რი ახა­ლი წელი და დიდი რის­კე­ბია ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის, რად­გან ბევ­რი ჩი­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რობს ქვეყ­ნის შიგ­ნით. ამი­ტომ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აფრ­თხი­ლე­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის წყა­როს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, ერთ-ერთ თევ­ზის ბაზ­რო­ბა­ზე გა­სინ­ჯეს გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორ­ცი, სა­ი­და­ნაც გავ­რცელ­და კი­დეც და­ა­ვა­დე­ბა და შემ­დეგ, მო­ე­დო სხვა პრო­ვინ­ცი­ებს.

ქა­ლაქ უხან­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა - არ მოძ­რა­ობს ტრან­სპორ­ტი, არც თვითმფრი­ნა­ვი, არც მა­ტა­რებ­ლე­ბი. ყვე­ლა­ნა­ი­რი მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია კა­რან­ტი­ნი.

იმ რე­გი­ონ­ში კი, სა­დაც მე ვცხოვ­რობ სრუ­ლი სიმ­შვი­დეა, პა­ნი­კა არ არის და იმე­დია, ასეც გაგ­რძელ­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ანა­ნო ლე­ბა­ნი­ძე, "სა­ღა­მოს ნი­უს­რუმ­ში" ჩარ­თვი­სას.

და­უდ­გე­ნე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი 12-დან 29 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში ჩი­ნეთ­ში, ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ უხან­ში გა­მოვ­ლინ­და. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მისი წყა­რო ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი თევ­ზის ბა­ზა­რია. ვირუ­სი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით ვრცელ­დე­ბა. მისი სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ხვე­ლა.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
1

chinetm a daicvas tavis kvekana da sakartvelom ki kveknis mosaxleoba scored unda gamocxaddes sakartveloshic karantini aeroportshi mitumetes chinetidan shemosulebze ak sackeni araperi ikneba es virusi xoleraze uaresia

სალომე
68

საქართველოს სპეცსამსახურებმა სასწრაფოდ უზრუნველყოს იმ 7 საქართველოს მოქალაქის განადგურება ადგილზე,რომ არ მოხდეს მათ მიერ ჩვენს ქვეყანაში ვირუსის გავრცელება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს - რას ყვება ქართველი გოგონა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე

უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს - რას ყვება ქართველი გოგონა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურებული, დაინფიცირებულთა რაოდენობამ - 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება "ძალიან ადრეა".

ქალაქ უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც.

კორონავირუსის მატარებელი პაციენტი გადაჰყავთ პლასტიკის ყუთით, რათა ვირუსის გავრცელება აირიდონ თავიდან

უხანში საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს, თუმცა ამჟამად იქ 7 მათგანი იმყოფება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულო მათთან მუდმივ კავშირშია და მათი ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პალიტრანიუსის გადაცემა "საღამოს ნიუსრუმში" ჩინეთიდან ჩართვისას, იქ მცხოვრებმა ქართველმა გოგონამ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ანანო ლებანიძის თქმით, ის სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ გუანჯოუშია და არც ისე ახლოს იმყოფება ეპიდემიის ზონასთან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება საპრევენციო ზომებს მაინც იღებს:

"პანიკა ჩვენთან ხალხში არ არის, თუმცა მთავრობა აფრთხილებს მათ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. ასევე, გაითვალისწინონ ყველა რჩევა რასაც აძლევენ - გადაადგილდნენ პირბადით და ხელები ხშირად დაიბანონ.

უნდა ითქვას, რომ ქალაქში ყველა ითვალისწინებს ამას - ხალხი გადაადგილდება პირბადით და ცდილობს, ახლო კონტაქტში არ შევიდეს სხვებთან.

მოგეხსენებათ, აქ 25 იანვარს დგება ჩინური ახალი წელი და დიდი რისკებია ვირუსის გავრცელების, რადგან ბევრი ჩინელი მოგზაურობს ქვეყნის შიგნით. ამიტომ ახლა განსაკუთრებულად აფრთხილებენ მოქალაქეებს.

რაც შეეხება ვირუსის გავრცელების წყაროს, ოფიციალური ვერსიით, ერთ-ერთ თევზის ბაზრობაზე გასინჯეს გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი, საიდანაც გავრცელდა კიდეც დაავადება და შემდეგ, მოედო სხვა პროვინციებს.

ქალაქ უხანში საკმაოდ რთული მდგომარეობაა - არ მოძრაობს ტრანსპორტი, არც თვითმფრინავი, არც მატარებლები. ყველანაირი მოძრაობა შეზღუდულია და გამოცხადებულია კარანტინი.

იმ რეგიონში კი, სადაც მე ვცხოვრობ სრული სიმშვიდეა, პანიკა არ არის და იმედია, ასეც გაგრძელდება" - განაცხადა ანანო ლებანიძე, "საღამოს ნიუსრუმში" ჩართვისას.

დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული თევზის ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

როგორ უნდა მოემზადოთ კორონავირუსისთვის? - პრაქტიკული რჩევები ამერიკელი ექიმებისგან

რას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო პირბადეებთან დაკავშირებით - "პირბადეების დეფიციტი მსოფლიო მასშტაბითაა"

როგორია ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა