პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა - ჩინეთში ვირუსის კიდევ უფრო სწრაფ გავრცელებას ელოდებიან
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა - ჩინეთში ვირუსის კიდევ უფრო სწრაფ გავრცელებას ელოდებიან

ჩი­ნეთ­ში ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 25 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ კი - 830-ს მი­აღ­წია, - ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის ეროვ­ნულ­მა კო­მი­სი­ამ გა­ნა­ცხა­და.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვირუ­სის კი­დევ უფრო სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბას ელო­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქვეყ­ნის ფარ­გლებს შიგ­ნით და გა­რეთ მი­ლი­ო­ნო­ბით ჩი­ნე­ლი მოგ­ზა­უ­რობს.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ორ­დღი­ა­ნი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ ჩი­ნეთ­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ეპი­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბის გამო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა „ძა­ლი­ან ად­რეა.“

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ ქა­ლა­ქი უხა­ნის 11 მი­ლი­ო­ნი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას მთავ­რო­ბამ რე­კო­მენ­და­ცია მის­ცა „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზის“ გა­რე­შე ქა­ლა­ქი არ და­ტო­ვონ. შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და ქა­ლაქ ხუ­ან­გან­ში შეს­ვლა­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზეც.

და­უდ­გე­ნე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი 12-დან 29 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში ჩი­ნეთ­ში, ჰუ­ბე­ის პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ უხან­ში გა­მოვ­ლინ­და. მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მისი წყა­რო ქა­ლაქ­ში არ­სე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ბა­ზა­რია. ვირუ­სი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი გზით ვრცელ­დე­ბა. მისი სიმპტო­მე­ბია ცხე­ლე­ბა, სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა და ხვე­ლა.

ავტორი:

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა - ჩინეთში ვირუსის კიდევ უფრო სწრაფ გავრცელებას ელოდებიან

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა - ჩინეთში ვირუსის კიდევ უფრო სწრაფ გავრცელებას ელოდებიან

ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურებული, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.

ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის ფარგლებს შიგნით და გარეთ მილიონობით ჩინელი მოგზაურობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა ორგანიზაციის შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება „ძალიან ადრეა.“

შეგახსენებთ, გუშინ ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც.

დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უხანში გამოვლინდა. მიიჩნევენ, რომ მისი წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა.

"მას უბრალო ცხოვრება აქვს" - ვინ არის საბერძნეთის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელსაც ლაშქრობა და კატები უყვარს

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა „ბრექსითის“ შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

მდიდრულ ვილაში ცხოვრება, მოგზაურობა, გართობა და ბევრი ფული - ოცნების სამსახური იბიცაზე წყვილებისთვის