ავტორი:

ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება - პატრიარქის ექიმის კომენტარი

ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება - პატრიარქის ექიმის კომენტარი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ბათუმში, ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება.

როგორც დეკანოზ იოანე გორელიშვილმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კლინიკაში პატრიარქი გეგმურ შემოწმებას იტარებს. მისივე თქმით, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

"საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში იმყოფება. გეგმური ვიზიტი აქვს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებს. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია", - აღნიშნა დეკანოზ იოანე გორელიშვილმა.

ექიმი ცისანა შარტავა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატრიარქი ჯანმრთელობის პრობლემის გამო არის ბათუმის კლინიკაში გადაყვანილი. როგორც ცისანა შარტავა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, კათოლიკოს-პატრიარქს კლინიკა „მედინაში“ გეგმური გამოკვლევები უტარდება.

„გაუგებარია, ეს უსაფუძვლო ხმაური რატომ ატყდა. უწმინდესი რამდენიმე დღით ამ დაღლილი განრიგის შემდეგ დასასვენებლად წავიდა ქალაქგარეთ. თბილისში ვუტარებთ ხოლმე იანვარსა და თებერვალში გეგმურ გამოკვლევებს, რადგან იქ იყო, იქ შესთავაზეს თავისმა ახლობლებმა გამოკვლევა. მაღალი დონის კლინიკაა, მაღალი დონის აპარატურით, გეგმური გამოკვლევები უტარდება“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.

კორონავირუსის საფრთხის გამო, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

პატრიარქი - ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ

"არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 15 ლარი უნდა გახდეს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება