მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კორონავირუსის გამო, ჩინეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს - როგორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  სამოქმედო გეგმა
კორონავირუსის გამო, ჩინეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს - როგორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  სამოქმედო გეგმა

ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი დრო­ე­ბით მუ­შა­ო­ბას წყვეტს, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ბი-ბი-სი“ ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, შე­ზღუდ­ვის და­წე­სე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას ხელი შე­უ­შა­ლოს.

დღე­ი­დან 9 მი­ლი­ო­ნი­ან ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბას შე­წყვე­ტენ ავ­ტო­ბუ­სე­ბი, მეტ­რო და რკი­ნიგ­ზა. გარ­და ამი­სა, უქ­მდე­ბა ავი­ა­რე­ი­სე­ბი უხა­ნი­დან ნე­ბის­მი­ე­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ჩი­ნეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ახა­ლი კო­რო­ნა­ვუ­რუ­სის სა­კი­თხზე შეხ­ვედ­რა იმარ­თე­ბა. შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის, ასე­ვე სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­თა ცენ­ტრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან.

შეხ­ვედ­რა­ზე იმ­სჯე­ლე­ბენ შე­საძ­ლო საფრ­თხე­ე­ბის თა­ო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ვირუ­სის შე­საძ­ლო გლო­ბა­ლურ­მა გავ­რცე­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ასე­ვე, შე­ჯერ­დე­ბი­ან ერ­თი­ან სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე, თუ რა ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გას ქვე­ყა­ნამ საფრ­თხის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

რო­გორც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გუ­შინ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ამ სა­კი­თხზე შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, თუმ­ცა, სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახალ სა­მოქ­მე­დო ეტა­პებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი არ არის.

„მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბოა, თუმ­ცა, არა სა­გან­გა­შო, ამ­დე­ნად ჩვენ დღეს აქ­ცენტს ვა­კე­თებთ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ა­ზე, სა­სა­ზღვრო ზო­ნა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოს ბა­ნე­რე­ბი და ფლა­ე­რე­ბი იმ ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს მოგ­ზა­უ­რი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დის ჩი­ნე­თი­დან, თუ მას აღ­მო­აჩ­ნდე­ბა ამ ინ­ფექ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ვა­რა­უ­დო სიმპტო­მე­ბი. მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ცხე­ლი ხა­ზის ნომ­რე­ბი, რომ დრო­უ­ლად მი­ი­ღონ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ მო­იქ­ცნენ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში. მოხ­დე­ბა ცხე­ლი ხა­ზის და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა მომ­ზა­დე­ბა, რომ მათ გა­მო­ი­კი­თხონ მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია, ასე­ვე, მოხ­დე­ბა ზო­გა­დი სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა, თუ მათ­თან შე­მო­ვი­და პა­ცი­ენ­ტი ჩი­ნე­თის კონ­კრე­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ით," - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვუ­რუ­სის სა­კი­თხზე ჟურ­ნა­ლის­ტებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სილ­ვიუ დო­მენ­ტეც ესა­უბ­რა:

„ეს კო­რო­ნა­ვირუ­სია და ჩვენ ვი­ცით კო­რო­ნა­ვირუს­მა წარ­სულ­ში მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა შექ­მნა, მე ვგუ­ლის­ხმობ მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რულ ვირუსს, თუ გახ­სოვთ. ის პო­ტენ­ცი­უ­რად სა­ში­შია, მაგ­რამ რად­გან არ გვაქვს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ვახ­დენთ სი­ტუ­ა­ცი­ის მო­ნი­ტო­რინგს, რომ ვი­პო­ვოთ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გზე­ბი. ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­ემ­ზა­დოს და შე­ა­მოწ­მოს თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ამ დრო­ის­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბის და ვაჭ­რო­ბის შე­ზღუდ­ვე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ გა­ცე­მუ­ლა. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია“,-გა­ნა­ცხა­და დო­მენ­ტემ.

ამას­თან, ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ისა­უბ­რა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ ჯან­დაც­ვის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზეც.

„გუ­შინ კო­მი­ტეტ­მა მო­უს­მი­ნა ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ასე­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც მი­ი­ღო სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. ინ­ფექ­ცი­ის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რი მი­სია კვლავ მუ­შა­ობს ად­გილ­ზე, ჩი­ნე­თის მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. სამ­წუ­ხა­როდ, ცნო­ბე­ბი, რო­მე­ლიც გუ­შინ მი­ვი­ღეთ, არ იყო საკ­მა­რი­სი იმის­თვის, რომ მომ­ხდა­რი­ყო სა­ბო­ლოო დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის იმგვა­რი, რომ დღეს კო­მი­სია კვლავ გა­მარ­თავს შეხ­ვედ­რას, რომ მო­ახ­დი­ნოს და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ქვე­ყა­ნა უნდა კონ­ცენ­ტრირ­დეს მზა­ო­ბა­ზე, მი­ი­ღოს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ზო­მე­ბი აე­რო­პორ­ტებ­ში, პორ­ტებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და დო­მენ­ტემ.

ჩი­ნეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა სა­მოქ­მე­დო გეგ­მის 2 ვერ­სია შე­ი­მუ­შა­ვეს. პირ­ვე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თი­საა და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა უკვე დღე­ი­დან და­ი­წყე­ბა, შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მაც.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ადა­მი­ა­ნებ­მა ვინც ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნეთ­ში იმოგ­ზა­უ­რა და ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სი­სუს­ტე და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა, დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს უნდა მი­მარ­თოს.

„წარ­დგა გეგ­მის ორი ვერ­სია, ერთი გა­და­უ­დე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც უკვე დღე­ი­დან უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ქვე­ყა­ნა­ში და ასე­ვე, გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებ­ზე შევ­ჯერ­დით. გა­და­უ­დე­ბელ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ძი­რი­თა­დად გვექ­ნე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც სახ­მე­ლე­თო, ისე სა­ჰა­ე­რო სა­ზღვრებ­ზე და­იდ­გმე­ბა ბა­ნე­რე­ბი, ვეც­დე­ბით, რომ ეს იყოს სამ ენა­ზე: ქარ­თუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად და ჩი­ნუ­რად. ჩი­ნე­თი­დან და ვუ­ჰა­ნის ქა­ლა­ქი­დან, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ვინ­ცი­ი­დან ჩა­მო­სულ ადა­მი­ა­ნებს მი­ე­ცე­მათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ თუ აქვთ სიმპტო­მე­ბი და ეს სიმპტო­მე­ბი იქ­ნე­ბა ჩა­მოთ­ვლი­ლი, ვის უნდა მი­მარ­თონ და სად უნდა დარ­ე­კონ. ეს იქ­ნე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა. იგი­ვე ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ცე­მა ჩი­ნე­თის სა­ელ­ჩოს, რად­გან ენის ბა­რი­ე­რია ხოლ­მე ხში­რად ცხელ ხაზ­ზე და­რეკ­ვი­სას, ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­წო­დე­ბათ სას­წრა­ფოდ ექი­მებს, გა­მო­ი­ყო ძი­რი­თა­დად რამ­დე­ნი­მე სა­ა­ვად­მყო­ფო, სა­დაც ამ ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა მო­თავ­სდნენ, თუ ასე­თი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და, ეს არის: თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, ბა­თუ­მის, ქუ­თა­ი­სის, ზუგ­დი­დის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი. მათ მი­ე­ცე­მათ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცია დღე­ვან­დე­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის და ასე­თი ავად­მყო­ფე­ბის მარ­თვის შე­სა­ხებ. ასე­ვე, ხდე­ბა მა­რა­გე­ბის კონ­სო­ლი­და­ცია, რაც სა­ჭი­როა ამ ტი­პის ავად­მყო­ფე­ბის მარ­თვის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­ვე გრძელ­ვა­დი­ან გეგ­მა­ზე, თუ მოხ­და და გან­ვი­თარ­და ეპი­დე­მია, თუ რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში.

„გუ­შინ გა­ი­მარ­თა ჟე­ნე­ვა­ში ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შეხ­ვედ­რა, რო­მელ­მაც ვერ მი­ი­ღო სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია ასე­თი, რომ გა­მო­ცხად­დეს რო­გორც მა­ღა­ლი სა­გან­გე­ბო სა­ერ­თა­შო­რი­სო მდგო­მა­რე­ო­ბა, ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ არ­სე­ბობს და ამი­ტომ დღეს აგ­რძე­ლე­ბენ დის­კუ­სი­ას. დღის ბო­ლოს ან გვი­ან იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი რაც სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თი­საა, უკვე დღე­ი­დან და ხვა­ლი­დან გა­და­იდ­გმე­ვა ქვე­ყა­ნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სიმპტო­მებს, ეს სიმპტო­მე­ბი არის ძი­რი­თა­დად, რაც ახა­სი­ა­თებს რეს­პი­რა­ტო­რულ ინ­ფექ­ცი­ას, ანუ მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, ხვე­ლა, თა­ვის ტკი­ვი­ლი, სი­სუს­ტე და სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბა. ჩვენ კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ვა­კე­თებთ ადა­მი­ა­ნებ­ზე, ვინც ჩი­ნეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ვუ­ჰან­ში ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო. თუ მათ ეწყე­ბათ სიმპტო­მე­ბი, უნდა მი­მარ­თონ შემ­დგო­მი დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს," - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბის 571 შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და, გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა კი 17-ს მი­აღ­წია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
###
1

გველბაყაყის ჭამას თავი დაანებონ და ჩვენც დაგვანებონ ჩვენი ქვეყანა...მაგათი არც მოტანილი გვინდა რამე დს არც გატანილი

usa
0

ყოველთვის ჩინეთში რატომ ჩნდება ეს ახალი მომაკვდინებელი ვირუსები?! ბევრნი რომ არიან, ვიღაცა შემცირებას ცდილობს ალბათ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კორონავირუსის გამო, ჩინეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს - როგორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  სამოქმედო გეგმა

კორონავირუსის გამო, ჩინეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს - როგორია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს  სამოქმედო გეგმა

ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით მუშაობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვის დაწესებით ხელისუფლება ცდილობს, კორონავირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს.

დღეიდან 9 მილიონიან ქალაქში მოძრაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო და რკინიგზა. გარდა ამისა, უქმდება ავიარეისები უხანიდან ნებისმიერი მიმართულებით.

ჯანდაცვის სამინისტროში ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავურუსის საკითხზე შეხვედრა იმართება. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებიან.

შეხვედრაზე იმსჯელებენ შესაძლო საფრთხეების თაობაზე, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, შეჯერდებიან ერთიან სამოქმედო გეგმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

„მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, ამდენად ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიაზე, სასაზღვრო ზონაში მნიშვნელოვანია იყოს ბანერები და ფლაერები იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები. მითითებული იქნება ცხელი ხაზის ნომრები, რომ დროულად მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. მოხდება ცხელი ხაზის და სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მომზადება, რომ მათ გამოიკითხონ მოგზაურობის ისტორია, ასევე, მოხდება ზოგადი სამედიცინო ქსელის ინფორმირება, თუ მათთან შემოვიდა პაციენტი ჩინეთის კონკრეტულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორიით," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ახალი კორონავურუსის საკითხზე ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სილვიუ დომენტეც ესაუბრა:

„ეს კორონავირუსია და ჩვენ ვიცით კორონავირუსმა წარსულში მრავალი პრობლემა შექმნა, მე ვგულისხმობ მწვავე რესპირატორულ ვირუსს, თუ გახსოვთ. ის პოტენციურად საშიშია, მაგრამ რადგან არ გვაქვს სრული ინფორმაცია, ვახდენთ სიტუაციის მონიტორინგს, რომ ვიპოვოთ პრობლემის მოგვარების გზები. ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოემზადოს და შეამოწმოს თავისი შესაძლებლობები. ამ დროისთვის მოგზაურობის და ვაჭრობის შეზღუდვების რეკომენდაცია არ გაცემულა. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია“,-განაცხადა დომენტემ.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მსჯელობის გაგრძელებაზეც.

„გუშინ კომიტეტმა მოუსმინა ჩინეთის მთავრობის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ასევე ინფორმაციას, რომელიც მიიღო სხვა ქვეყნებიდან. ინფექციის იდენტიფიცირება მოხდა. სპეციალური მისია კვლავ მუშაობს ადგილზე, ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან. სამწუხაროდ, ცნობები, რომელიც გუშინ მივიღეთ, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ მომხდარიყო საბოლოო დასკვნების გამოტანა. გადაწყვეტილება არის იმგვარი, რომ დღეს კომისია კვლავ გამართავს შეხვედრას, რომ მოახდინოს დამატებითი ინფორმაციის ანალიზი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მსოფლიო ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ ქვეყანა უნდა კონცენტრირდეს მზაობაზე, მიიღოს მოსამზადებელი ზომები აეროპორტებში, პორტებში“, - განაცხადა დომენტემ.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სამოქმედო გეგმის 2 ვერსია შეიმუშავეს. პირველი საინფორმაციო ხასიათისაა და მისი განხორციელება უკვე დღეიდან დაიწყება, შემუშავებულია ასევე გრძელვადიანი გეგმაც.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანებმა ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმოგზაურა და ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება აღენიშნება, დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს.

„წარდგა გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რაც უკვე დღეიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში და ასევე, გრძელვადიანი გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით. გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ძირითადად გვექნება საინფორმაციო ღონისძიებები. საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანის ქალაქიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ. ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება. იგივე ინფორმაცია მიეცემა ჩინეთის საელჩოს, რადგან ენის ბარიერია ხოლმე ხშირად ცხელ ხაზზე დარეკვისას, ინფორმაცია მიეწოდებათ სასწრაფოდ ექიმებს, გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ამ ტიპის ადამიანები უნდა მოთავსდნენ, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს არის: თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები. მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ასევე გრძელვადიან გეგმაზე, თუ მოხდა და განვითარდა ეპიდემია, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

„გუშინ გაიმართა ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრა, რომელმაც ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება. ინფორმაცია ასეთი, რომ გამოცხადდეს როგორც მაღალი საგანგებო საერთაშორისო მდგომარეობა, ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს და ამიტომ დღეს აგრძელებენ დისკუსიას. დღის ბოლოს ან გვიან იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. პირველი ნაბიჯები რაც საინფორმაციო ხასიათისაა, უკვე დღეიდან და ხვალიდან გადაიდგმევა ქვეყანაში. რაც შეეხება სიმპტომებს, ეს სიმპტომები არის ძირითადად, რაც ახასიათებს რესპირატორულ ინფექციას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში, განსაკუთრებით ვუჰანში ბოლო 2 კვირის განმავლობაში იყო. თუ მათ ეწყებათ სიმპტომები, უნდა მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაავადების 571 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.

"ინტერპრესნიუსმა" 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

უხანში, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, საქართველოს 9 მოქალაქე ცხოვრობს - რას ყვება ქართველი გოგონა ჩინეთში არსებულ ვითარებაზე

ცირკის ქვეშ მსოფლიო ჯიშების თესლის საცავია?! - რას ყვება ქართველი ინჟინერი, რომელიც ბერიას ბრძანებით, უნიკალურ პროექტზე მუშაობდა