სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები
"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები

AMBEBI.GE მკი­თხვე­ლის დიდი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, აგ­რძე­ლებს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბის მო­ძი­ე­ბას, რო­მელ­თაც ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელოდ­ნენ, ან სხვა­დას­ხვა გზე­ბით ცდი­ლობ­დნენ მათ­ზე მცი­რე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბას...

მცი­რე­დი პა­უ­ზის შემ­დეგ, გერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მეგი სტემ­პენ-გი­უნ­ტე­რი ისევ შე­უდ­გა არ­ქი­ვე­ბი­სა და აქამ­დე და­ხუ­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას, რათა ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის მო­ე­წო­დე­ბი­ნა. ქა­ლაქ ლუ­კენ­ვალ­დეს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში, პრო­ცენ­ტუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით, ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბი და­ი­ღუპ­ნენ.

"შვი­ლი შე­მე­ძი­ნა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ბუ­თე­ბის მო­პო­ვე­ბა­სა და მათ იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას ფი­ზი­კუ­რად ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ასე მე­გო­ნა, ეს უცხო მი­წა­ზე დარ­ჩე­ნი­ლი ბი­ჭე­ბი, მეც მი­ვა­ტო­ვე... ამი­ტომ, რო­გორც კი შევ­ძე­ლი, მა­შინ­ვე შე­ვუ­დე­ქი იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას...

ეს არის გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი და სას­ტი­კი ბა­ნა­კის ის­ტო­რია, რომ­ლის აშე­ნე­ბა, ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ას ჯერ კი­დევ პო­ლო­ნეთ­ზე დავ­დას­ხმამ­დე ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი. ბა­ნაკ­ში და­ბა­ლი რან­გის, ანუ ოფიც­რის წო­დე­ბის არმ­ქო­ნე სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი უნდა მი­ეყ­ვა­ნათ. მთლი­ა­ნო­ბა­ში 10 000 ადა­მი­ან­ზე იყო გათ­ვლი­ლი. პირ­ვე­ლი ნა­კა­დი 1939 წელს პო­ლო­ნე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი იყ­ვნენ...

ბა­ნაკ­ში სი­სას­ტი­კის გა­მოვ­ლა სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის 200 000-მდე ტყვეს მო­უხ­და და უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბა­ნა­კის უმ­ძი­მეს პი­რო­ბებს 5 000-მდე ტყვე შე­ე­წი­რა. ძი­რი­თა­დად, საბ­ჭო­თა მე­ომ­რე­ბი..." - გვე­უბ­ნე­ბა მეგი სტემ­პე­ნი და დას­ძენს, რომ 1941-42 წლებ­ში, ბა­ნაკ­ში სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, მათ შო­რის, ტი­ფის ცხე­ლე­ბა და ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი მძვინ­ვა­რებ­და.

და­ა­ვა­დე­ბის გარ­და, იყო თვით­მკვლე­ლო­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტი და გაქ­ცე­ვის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბა, რაც სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზო­მით, დახ­ვრე­ტით ის­ჯე­ბო­და.

მეგი სტემ­პე­ნის თქმით, ბა­ნა­კის სა­საფ­ლაო, 7 500 კვ მეტრზეა გა­დაშ­ლი­ლი და 4 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: იტა­ლი­უ­რი, ფრან­გუ­ლი, იუ­გოს­ლა­ვი­უ­რი და საბ­ჭო­უ­რი ტყვე­ე­ბის საფ­ლა­ვე­ბი. ბა­ნა­კი 1945 წლის 22 აპ­რილს გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

ლუ­კენ­ვალ­დეს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლუ­ლი ერთ-ერთი ქარ­თვე­ლის ის­ტო­რია ასე­თია:

დი­მიტ­რი პეტ­რუ­ზაშ­ვი­ლი

1912 წელს, ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შილ­და­ში და­ბა­დე­ბუ­ლი დი­მიტ­რი პეტ­რუ­ზაშ­ვი­ლი ჯერ ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, იქი­დან კი ფრონ­ტის ხაზ­ზე აღ­მოჩ­ნდა. ახ­ლად­მოყ­ვა­ნილ ცოლ­თან გან­შო­რე­ბა, სულ რა­ღაც ექ­ვსთვი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ მო­უხ­და, თუმ­ცა მე­უღ­ლე ჯა­რის­კაცს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ელო­და...

1941 წლის 25 ივ­ნისს დი­მიტ­რი პეტ­რუ­ზაშ­ვი­ლი ტყვედ ჩა­ვარ­და.

ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, შა­ლი­კო იხ­სე­ნებ­და, რომ ბე­ლო­რუ­სის ქა­ლაქ გროდ­ნო­ში, შემ­თხვე­ვით თუ ბე­დის წყა­ლო­ბით დი­მიტ­რის შეხ­ვდა. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ეს იმი­ტომ უთ­ქვამს ახალ­გაზ­რდა ქა­ლის­თვის, რო­მე­ლიც ერ­თა­დერთ ვაჟს მარ­ტო ზრდი­და, ქმრის დაბ­რუ­ნე­ბის იმე­დი არ და­ე­კარ­გა...

დი­მიტ­რი პეტ­რუ­ზაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის ფოტო, რო­მელ­საც ჯა­რის­კა­ცი ჯი­ბით ატა­რებ­და

რე­ა­ლუ­რად, ბე­ლო­რუ­სის ქა­ლაქ გროდ­ნო­ში არ­სე­ბულ ბა­ნაკ­ში, დი­მიტ­რი და შა­ლი­კო ერ­თად მოხ­ვედ­რი­ლან და გაქ­ცე­ვაც უც­დი­ათ. პეტ­რუ­ზაშ­ვილს და მისი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარს მავ­თუ­ლის გა­და­საჭ­რე­ლი მაკ­რა­ტე­ლი უშოვ­ნი­ათ, ღობე გა­უჭ­რი­ათ. თუმ­ცა, მო­რი­გე­ებ­მა გა­ი­გეს და ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. შა­ლი­კომ გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ იპო­ვეს და ბა­ნაკ­ში და­აბ­რუ­ნეს...

მას შემ­დეგ დი­მიტ­რი არ უნა­ხავს, მაგ­რამ სხვა ტყვე­ე­ბის­გან გა­ი­გო, რომ იმ ღა­მით დაჭ­რი­ლი პეტ­რუ­ზაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე ხანს ბა­ნა­კის ეზო­ში ყვე­ლას და­სა­ნა­ხად ეგდო და დაჭ­რილ­თან ახ­ლოს არა­ვის უშ­ვებ­დნენ.

სა­ვა­რა­უ­დოდ ამის შემ­დეგ, დაჭ­რი­ლი პეტ­რუ­ზაშ­ვი­ლი ლუ­კენ­ვალ­დეს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, ან უკვე გარ­დაც­ვლი­ლი გა­და­ას­ვე­ნეს და დაკ­რძა­ლეს ტყვე­თა ბა­ნა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე.

სიკ­ვდი­ლის წინ, დი­მიტ­რი პეტ­რუ­ზაშ­ვილს გუ­ლის­ჯი­ბი­დან მე­უღ­ლი­სა და პა­ტა­რა შვი­ლის ფო­ტო­ე­ბი ამო­უ­ღია და სხვა პა­ტიმ­რე­ბის­თვის გა­და­უ­ცია თხოვ­ნით: თუ ჩემი მე­გო­ბა­რი დაბ­რუნ­დე­ბა, მას გა­და­ე­ცი­თო...

რაც შე­ე­ხე­ბა ლუ­კენ­ვალ­დეს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში და­ღუ­პულ სხვა ქარ­თველ სამ­ხედ­რო­ებს, მათი სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

დი­მიტ­რი ნი­კო­ფო­რეს ძე ქე­ბუ­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წლის 10 მარტს, წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვი­ტირ­ში. სა­ვა­რა­უ­დოდ, ქი­მი­ის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 29 ივ­ნისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 95538. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 7 ივ­ნისს. დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: ბერ­ლი­ნის მი­და­მო­ე­ბი. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 3 დ.

დი­მიტ­რი ქე­ბუ­ლა­ძე

სერ­გო ია­მან­ტის ძე მდივ­ნიშ­ვი­ლი - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს გორ­ში. სტუ­დენ­ტი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 29 ივ­ნისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 95575. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 17 აგ­ვის­ტოს. დაკ­რძალ­ვის თავ­და­პირ­ვე­ლი ად­გი­ლი - ლუ­კენ­ვალ­დე.

კუ­კუ­რი კი­რი­ლეს ძე კა­ლან­და­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წლის 20 აპ­რილს ჩო­ხა­ტა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო­უ­ბან­ში. დედა ან მე­უღ­ლე - ელი­სა­ბედ კა­ლან­და­ძე. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 96657. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 19 იან­ვარს. თავ­და­პირ­ვე­ლი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - ლუ­კენ­ვალ­დე.

მი­ხე­ილ თა­მა­ზის ძე მო­დე­ბა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 20 მარტს, ჭი­ა­თუ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კა­ცხში. დედა კო­ჩა­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 24 აგ­ვის­ტოს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 93027. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 17 იან­ვარს. თავ­და­პირ­ვე­ლი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - ლუ­კენ­ვალ­დე.

ვიქ­ტორ იუ­ლის ძე კა­ხი­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1918 წელს წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ დღნო­რი­სა­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 24 ივ­ნისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 95586. და­ი­ღუ­პა - 1941 წლის 13 დე­კემ­ბერს. თავ­და­პირ­ვე­ლი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - ბერ­ლი­ნის მი­და­მო­ე­ბი.

გე­ნა­დი მა­ი­სუ­რა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1925 წელს ხო­ნის რა­ი­ონ­ში. ძმა გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე. ბა­ნა­კი: XVII ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 18245. გარ­და­იც­ვა­ლა 1945 წლის 18 იან­ვარს, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით 20 წლის ასაკ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - ლუ­კენ­ვალ­დე.

მი­ხე­ილ ივა­ნეს ძე კა­ლა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 8 ნო­ემ­ბერს, სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახალ­სო­ფელ­ში. მე­უღ­ლე ოლღა კა­ლა­ძე. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა.ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 95429. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 1 მა­ისს. თავ­და­პირ­ვე­ლი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - ლუ­კენ­ვალ­დე.

ივა­ნე მა­თა­რა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1897 წელს, ხო­ნის რა­ი­ონ­ში. მე­უღ­ლე - ვა­სი­ლი­ნა მა­თა­რა­ძე. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 101193. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 18 სექ­ტემ­ბერს, ტი­ფით. თავ­და­პირ­ვე­ლი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - ლუ­კენ­ვალ­დე.

ვახ­ტანგ ვარ­ლა­მის ძე კვერ­ნა­ძე - და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს 23 ნო­ემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში. დე­დის სა­ხე­ლი ელე­ნა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 28 ივ­ნისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა.ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 95439. და­ი­ღუ­პა 1942 წლის მარ­ტში. თავ­და­პირ­ვე­ლი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი - ლუ­კენ­ვალ­დე.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი მაჩაიძე.
0

მიხეილ მაგრაქველიძე.დაბადებული ონის რ-ნი სოფ.ბარი დაჭრილი იწვა ქალაქ როსტოვში,შემდეგ ფაშისტებმა დაიპყრეს ქალაქი და მას მერე ინფორმაცია აღარ მოსულა ოჯახში.დედმამიშვილები,ლიზა,ჯემალი და ზაალი.

ქეთი მაჩაიძე
0

ვეძებთ გიორგი დავითის ძე აბულაძეს,დაბადებული თბილისში,ნაძალადევში.გამოცხადებულია უგზო უკვლოს დაკარგულად.მეუღლე მარიამი.ძმები ვლადიმერი და შოთა,დები მარიამი და თამარი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები

"სიკვდილის წინ, გულისჯიბიდან მეუღლის და შვილის ფოტოები ამოუღია..." - მეორე მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების ახალი ისტორიები

AMBEBI.GE მკითხველის დიდი ინტერესის გათვალისწინებით, აგრძელებს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული იმ ქართველების გვარ-სახელების მოძიებას, რომელთაც ოჯახის წევრები და ახლობლები წლების განმავლობაში ელოდნენ, ან სხვადასხვა გზებით ცდილობდნენ მათზე მცირე ინფორმაციის მოპოვებას...

მცირედი პაუზის შემდეგ, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენ-გიუნტერი ისევ შეუდგა არქივებისა და აქამდე დახურული ინფორმაციების დამუშავებას, რათა ჩვენი მკითხველისთვის მოეწოდებინა. ქალაქ ლუკენვალდეს საკონცენტრაციო ბანაკში, პროცენტული რაოდენობით, ყველაზე დიდი რაოდენობით საბჭოთა ჯარისკაცები დაიღუპნენ.

"შვილი შემეძინა და გარკვეული დროის განმავლობაში, საბუთების მოპოვებასა და მათ იდენტიფიკაციას ფიზიკურად ვერ ვახერხებდი. ასე მეგონა, ეს უცხო მიწაზე დარჩენილი ბიჭები, მეც მივატოვე... ამიტომ, როგორც კი შევძელი, მაშინვე შევუდექი იდენტიფიკაციას...

ეს არის გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სასტიკი ბანაკის ისტორია, რომლის აშენება, ნაცისტურ გერმანიას ჯერ კიდევ პოლონეთზე დავდასხმამდე ჰქონდა დაგეგმილი. ბანაკში დაბალი რანგის, ანუ ოფიცრის წოდების არმქონე სამხედრო ტყვეები უნდა მიეყვანათ. მთლიანობაში 10 000 ადამიანზე იყო გათვლილი. პირველი ნაკადი 1939 წელს პოლონელი სამხედრო ტყვეები იყვნენ...

ბანაკში სისასტიკის გამოვლა სხვადასხვა ეროვნების 200 000-მდე ტყვეს მოუხდა და უკვე იდენტიფიცირებული დოკუმენტაციის თანახმად, ბანაკის უმძიმეს პირობებს 5 000-მდე ტყვე შეეწირა. ძირითადად, საბჭოთა მეომრები..." - გვეუბნება მეგი სტემპენი და დასძენს, რომ 1941-42 წლებში, ბანაკში სხვადასხვა ინფექციური დაავადება, მათ შორის, ტიფის ცხელება და ტუბერკულოზი მძვინვარებდა.

დაავადების გარდა, იყო თვითმკვლელობის არაერთი ფაქტი და გაქცევის წარუმატებელი მცდელობა, რაც სასჯელის უმაღლესი ზომით, დახვრეტით ისჯებოდა.

მეგი სტემპენის თქმით, ბანაკის სასაფლაო, 7 500 კვ მეტრზეა გადაშლილი და 4 ნაწილისგან შედგება: იტალიური, ფრანგული, იუგოსლავიური და საბჭოური ტყვეების საფლავები. ბანაკი 1945 წლის 22 აპრილს გათავისუფლდა.

ლუკენვალდეს სასაფლაოზე დაკრძალული ერთ-ერთი ქართველის ისტორია ასეთია:

დიმიტრი პეტრუზაშვილი

1912 წელს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში დაბადებული დიმიტრი პეტრუზაშვილი ჯერ ჯარში გაიწვიეს, იქიდან კი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა. ახლადმოყვანილ ცოლთან განშორება, სულ რაღაც ექვსთვიანი თანაცხოვრების შემდეგ მოუხდა, თუმცა მეუღლე ჯარისკაცს მთელი ცხოვრება ელოდა...

1941 წლის 25 ივნისს დიმიტრი პეტრუზაშვილი ტყვედ ჩავარდა.

ომის დასრულების შემდეგ, მისი ბავშვობის მეგობარი, შალიკო იხსენებდა, რომ ბელორუსის ქალაქ გროდნოში, შემთხვევით თუ ბედის წყალობით დიმიტრის შეხვდა. შემდეგ გაირკვა, რომ ეს იმიტომ უთქვამს ახალგაზრდა ქალისთვის, რომელიც ერთადერთ ვაჟს მარტო ზრდიდა, ქმრის დაბრუნების იმედი არ დაეკარგა...

დიმიტრი პეტრუზაშვილის მეუღლის ფოტო, რომელსაც ჯარისკაცი ჯიბით ატარებდა

რეალურად, ბელორუსის ქალაქ გროდნოში არსებულ ბანაკში, დიმიტრი და შალიკო ერთად მოხვედრილან და გაქცევაც უცდიათ. პეტრუზაშვილს და მისი ბავშვობის მეგობარს მავთულის გადასაჭრელი მაკრატელი უშოვნიათ, ღობე გაუჭრიათ. თუმცა, მორიგეებმა გაიგეს და ცეცხლი გაუხსნეს. შალიკომ გაქცევა მოახერხა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს და ბანაკში დააბრუნეს...

მას შემდეგ დიმიტრი არ უნახავს, მაგრამ სხვა ტყვეებისგან გაიგო, რომ იმ ღამით დაჭრილი პეტრუზაშვილი რამდენიმე ხანს ბანაკის ეზოში ყველას დასანახად ეგდო და დაჭრილთან ახლოს არავის უშვებდნენ.

სავარაუდოდ ამის შემდეგ, დაჭრილი პეტრუზაშვილი ლუკენვალდეს საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს, ან უკვე გარდაცვლილი გადაასვენეს და დაკრძალეს ტყვეთა ბანაკის სასაფლაოზე.

სიკვდილის წინ, დიმიტრი პეტრუზაშვილს გულისჯიბიდან მეუღლისა და პატარა შვილის ფოტოები ამოუღია და სხვა პატიმრებისთვის გადაუცია თხოვნით: თუ ჩემი მეგობარი დაბრუნდება, მას გადაეცითო...

რაც შეეხება ლუკენვალდეს საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპულ სხვა ქართველ სამხედროებს, მათი სია ასე გამოიყურება:

დიმიტრი ნიკოფორეს ძე ქებულაძე - დაბადებული 1920 წლის 10 მარტს, წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში. სავარაუდოდ, ქიმიის ფაკულტეტის სტუდენტი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 29 ივნისს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 95538. დაიღუპა 1942 წლის 7 ივნისს. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: ბერლინის მიდამოები. ბანაკი: შტალაგი 3 დ.

დიმიტრი ქებულაძე

სერგო იამანტის ძე მდივნიშვილი - დაბადებული 1920 წელს გორში. სტუდენტი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 29 ივნისს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 95575. დაიღუპა 1942 წლის 17 აგვისტოს. დაკრძალვის თავდაპირველი ადგილი - ლუკენვალდე.

კუკური კირილეს ძე კალანდაძე - დაბადებული 1920 წლის 20 აპრილს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვემოუბანში. დედა ან მეუღლე - ელისაბედ კალანდაძე. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 96657. დაიღუპა 1942 წლის 19 იანვარს. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

მიხეილ თამაზის ძე მოდებაძე - დაბადებული 1919 წლის 20 მარტს, ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში. დედა კოჩაძე. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 24 აგვისტოს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 93027. დაიღუპა 1942 წლის 17 იანვარს. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

ვიქტორ იულის ძე კახიძე - დაბადებული 1918 წელს წყალტუბოს რაიონის სოფელ დღნორისაში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 24 ივნისს. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 95586. დაიღუპა - 1941 წლის 13 დეკემბერს. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ბერლინის მიდამოები.

გენადი მაისურაძე - დაბადებული 1925 წელს ხონის რაიონში. ძმა გიორგი მაისურაძე. ბანაკი: XVII ა. ბანაკის ნომერი: 18245. გარდაიცვალა 1945 წლის 18 იანვარს, ფილტვების ანთებით 20 წლის ასაკში. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

მიხეილ ივანეს ძე კალაძე - დაბადებული 1919 წლის 8 ნოემბერს, სამტრედიის რაიონის სოფელ ახალსოფელში. მეუღლე ოლღა კალაძე. ბანაკი: შტალაგი III ა.ბანაკის ნომერი: 95429. დაიღუპა 1942 წლის 1 მაისს. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

ივანე მათარაძე - დაბადებული 1897 წელს, ხონის რაიონში. მეუღლე - ვასილინა მათარაძე. ბანაკი: შტალაგი III ა. ბანაკის ნომერი: 101193. დაიღუპა 1942 წლის 18 სექტემბერს, ტიფით. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.

ვახტანგ ვარლამის ძე კვერნაძე - დაბადებული 1920 წელს 23 ნოემბერს, ქუთაისში. დედის სახელი ელენა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 28 ივნისს. ბანაკი: შტალაგი III ა.ბანაკის ნომერი: 95439. დაიღუპა 1942 წლის მარტში. თავდაპირველი დაკრძალვის ადგილი - ლუკენვალდე.