საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფთიაქებში საჭირო მედიკამენტი არ არის და ძებნაში გადის თვეები" - რატომ ვერ სარგებლობენ პაციენტები იაფი წამლების სახელმწიფო პროგრამით?
"აფთიაქებში საჭირო მედიკამენტი არ არის და ძებნაში გადის თვეები" - რატომ ვერ სარგებლობენ პაციენტები იაფი წამლების სახელმწიფო პროგრამით?

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სულ უფრო აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის პრობ­ლე­მა­ზე. სხვა­დას­ხვა დროს ჩა­ტა­რე­ბულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ხელი არ მი­უწ­ვდე­ბა.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე ფა­სე­ბი სულ უფრო იმა­ტებს, სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლებს აფი­ნან­სებს, წე­სით დიდი მო­თხოვ­ნა უნდა იყოს, თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რომ ამ პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა, რაც აჩენს სა­ფუძ­ვლი­ან ეჭვს, პროგ­რა­მის ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით.

2019 წლის 11 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­დი­კა­მენ­ტე­ბის პროგ­რა­მა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი 14 მი­ლი­ო­ნი ლა­რი­დან, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხო­ლოდ 7 მლნ ლარი ჰქონ­და ათ­ვი­სე­ბუ­ლი

რო­გორც "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, 2019 წლის აგ­ვის­ტო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი იკ­ლებს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის პროგ­რა­მის მო­სარ­გებ­ლედ და­რე­გის­ტრი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, მა­შინ რო­დე­საც წამ­ლის ყიდ­ვა ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა.

"2019 წლის აგ­ვის­ტომ­დე ყო­ველ­თვი­უ­რად პროგ­რა­მა­ში 4 ათა­სამ­დე ახა­ლი მო­სარ­გებ­ლე რე­გის­ტრირ­დე­ბო­და, რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო. 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში ეს რი­ცხვი უც­ბად 26 ათა­სი გახ­და, რა­მაც იმე­დი ჩაგ­ვი­სა­ხა, რომ პროგ­რა­მა მარ­თლაც მა­სობ­რი­ვი გახ­დე­ბო­და.

სამ­წუ­ხა­როდ, ნო­ემ­ბერ­ში ეს რი­ცხვი 6 ათა­სამ­დე და­ვი­და. გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია, რო­დე­საც ბი­უ­ჯეტ­ში თან­ხე­ბი აუთ­ვი­სე­ბე­ლი რჩე­ბა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი კი ამ დროს წა­მალს ვერ ყი­დუ­ლობს. იგი­ვე პრობ­ლე­მა იდგა 2017-2018 წლებ­შიც და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ მე­სა­მე წელ­საც ვერ მო­ა­ხერ­ხა, წამ­ლის პროგ­რა­მა მო­ქა­ლა­ქე­თა დიდი ნა­წი­ლის დახ­მა­რე­ბის ინ­სტრუ­მენ­ტად ექ­ცია" - გა­ნა­ცხა­და ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა.

"ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა" 2017 წე­ლი­დან მოქ­მე­დებს. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში გულ-სის­ხლძარ­ღვთა, ფილ­ტვის, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის და დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის (არა­ინ­სუ­ლინ­და­მო­კი­დე­ბუ­ლი) სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ფი­ნანსდე­ბა.

პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­ქა­ლა­ქე­ებს (რომ­ლის ოჯა­ხის სა­რე­ი­ტინ­გო ქულა 100 000 არ აღე­მა­ტე­ბა) 35 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი უფი­ნანსდე­ბათ.

ნინო გი­გიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი პროგ­რა­მის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი არი­ან. რეს­პონ­დენ­ტი AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა იმ ბა­რი­ე­რებ­ზე, რო­მელ­საც სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში აწყდე­ბი­ან.

"სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც პენ­სი­ო­ნე­რებს 1 ლა­რად შე­უძ­ლი­ათ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა, მე­გობ­რის­გან შემ­თხვე­ვით გა­ვი­გე, რო­მელ­მაც ასე­ვე შემ­თხვე­ვით გა­ი­გო სხვის­გან. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ჩემი ოჯა­ხის სამი წევ­რი სარ­გებ­ლობს. დედა, რო­მე­ლიც კა­ხე­თის ერთ-ერთ რე­გი­ონ­ში ცხოვ­რობს, უპ­რობ­ლე­მოდ სარ­გებ­ლობს, ცხა­დია, მა­საც მე გა­ვა­გე­ბი­ნე. აქვს ხელსმი­საწ­ვდო­მო­ბა და­ნიშ­ნულ პრე­პა­რა­ტებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ოჯა­ხის კი­დევ ორ წევ­რს, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლაქ­ში ცხოვ­რო­ბენ, მთე­ლი რიგი დაბ­რკო­ლე­ბა შეხ­ვდათ. რამ­დე­ნი­მე მე­დი­კა­მენტზე კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­უ­წი­ათ ლო­დი­ნი რომ შე­მო­სუ­ლი­ყო აფ­თი­ა­ქებ­ში, ამ პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად ვა­მოწ­მებ­დით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე, ხომ არ იყო შე­მო­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი, ვა­მოწ­მებ­დით აფ­თი­ა­ქებ­ში სად შეგ­ვეძ­ლო შე­ძე­ნა, აღ­მოჩ­ნდე­ბო­და რომ არ იყო მა­რაგ­ში ან უბ­რა­ლოდ დამ­თავ­რდა.

ერთ-ერთი პრე­პა­რა­ტი დღემ­დე არაა შე­მო­სუ­ლი ორი თვეა ვე­ლო­დე­ბით. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს პრე­პა­რა­ტე­ბი არ შე­მო­დის იმ სა­ვაჭ­რო და­სა­ხე­ლე­ბით, რა­საც ექი­მი გი­წერს, უნდა მო­ი­ძებ­ნოს პროგ­რა­მა­ში მისი ანა­ლო­გი, რომ მოხ­დეს წამ­ლის გა­მო­წე­რა

მე­დი­კა­მენ­ტებს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­დე­ბი მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ერთ-ერთ მე­დი­კა­მენტზე სამ­ჯერ მო­უ­წია ჩემ ოჯა­ხის წევ­რს ექიმ­თან მის­ვლა, რად­გან კოდი იყო არას­წო­რად ჩა­წე­რი­ლი. აქვე გე­ტყვით, რომ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ყიდ­ვა რე­გი­ო­ნებ­ში უფ­როა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რად­გან სა­ვა­რა­უ­დოდ, რე­გი­ონ­ში მცხოვ­რებთ ინ­ფორ­მა­ცია ნაკ­ლე­ბად აქვთ და უფრო ნაკ­ლე­ბია პროკ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი" - გვიყ­ვე­ბა ნინო გი­გიშ­ვი­ლი.

მე­დი­კა­მენ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის გარ­და, პრობ­ლე­მაა ისიც, რომ და­ბა­ლია ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად პროგ­რა­მით მო­სახ­ლე­ო­ბის მცი­რე ნა­წი­ლი სარ­გებ­ლობს.

ექ­სპერ­ტი ჯან­დაც­ვის სა­კი­თხებ­ში მა­რი­ნე ბე­რი­ძე რამ­დე­ნი­მე პრობ­ლე­მა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას - მათ შო­რის, მმარ­თვე­ლო­ბის არა­ე­ფექ­ტუ­რო­ბა­სა და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი ბაზ­რის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბა­ზე:

"კარ­გი იდე­აა, კარ­გი წა­მო­წყე­ბაა, მაგ­რამ ვერ ხორ­ცი­ელ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სად, რად­გან არ გვაქვს სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და თუნ­დაც, ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი. პროგ­რა­მის ეფექ­ტუ­რო­ბას არამ­ხო­ლოდ ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბი უნდა აფა­სებ­დნენ, არა­მედ თა­ვად სა­მი­ნის­ტრო უნდა აწო­დებ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ჯა­მე­ბულ შე­ფა­სე­ბას, თუ რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია პროგ­რა­მა. სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა უნდა იყოს უწყვე­ტი.

თუ ჩვენ გა­მოვ­კი­თხავთ პა­ცი­ენ­ტებს, გვე­ტყვი­ან, რომ რო­დე­საც მი­დი­ან აფ­თი­ა­ქებ­ში, იქ არ არის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტი ად­გილ­ზე და ძებ­ნა­ში გა­დის, კვი­რე­ე­ბი და თვე­ე­ბი

სხვა ქვეყ­ნებ­ში სის­ტე­მუ­რად ხდე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბა და მარ­თვა. სწო­რედ მმარ­თვე­ლო­ბი­თი პრობ­ლე­მაა ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა. ასე­ვე, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის პრობ­ლე­მაც. რა­ტომ არ ავ­რცე­ლე­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, არ იცი­ან, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია? სხვა რა­მე­შია საქ­მე...

აი, მა­გა­ლი­თად შე­დი­ხარ აფ­თი­აქ­ში და ითხოვ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით და­ფი­ნან­სე­ბულ მე­დი­კა­მენტს. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა და­უ­მა­ლავთ მე­დი­კა­მენ­ტი და უთ­ქვამთ, რომ აღარ არის, ამო­ი­წუ­რა მა­რა­გი. მა­შინ რო­დე­საც სხვა პა­ცი­ენ­ტის­თვის, რო­მელ­საც არ უფი­ნანსდე­ბა იგი­ვე მე­დი­კა­მენ­ტი, მი­უ­ცი­ათ, რად­გან იგი იხ­დის ფულს. ამა­ზეა სა­უ­ბა­რი.

არც მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის კონ­ტრო­ლი და მო­ნი­ტო­რინ­გი არ ხდე­ბა სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან. კერ­ძო ფარ­მა­ცევ­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რა თქმა უნდა არ აწყობს მე­დი­კა­მენ­ტის ლა­რად გა­ყიდ­ვა. ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სექ­ტო­რი არის მო­ნო­პო­ლი­ზე­ბუ­ლი და არ არის ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია. ამ წამ­ლე­ბის აღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ PSP-ს აფ­თი­ა­ქე­ბი და არა სხვა­გან. ამ აფ­თი­ა­ქის მფლო­ბე­ლი კი ზის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში. პირ­და­პირ არაფ­რის მტკი­ცე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ეს გარ­კვე­ულ კი­თხვის ნიშ­ნებს აჩენს", - სა­უბ­რობს ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტი.

სა­აფ­თი­ა­ქო ქსელ PSP-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა იმ აფ­თი­ა­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც მომ­ხმა­რებ­ლებს სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით და­ფი­ნან­სე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებს მი­აწ­ვდის.

"სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის 1 ლა­რად მი­წო­დე­ბის პროგ­რა­მას თავ­და­პირ­ვე­ლად მხო­ლოდ PSP-ს აფ­თი­ა­ქე­ბი ახორ­ცი­ლებ­დნენ, რად­გან მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მხო­ლოდ PSP-მ შეს­თა­ვა­ზა სა­ხელ­მწი­ფოს პროგ­რა­მის უსას­ყიდ­ლოდ მომ­სა­ხუ­რე­ბა. პროგ­რა­მის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის შემ­დეგ PSP აღარ არის ამ მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ერ­თა­დერ­თი პრო­ვა­ი­დე­რი, თით­ქმის ყვე­ლა დიდი ქსე­ლის აფ­თი­ა­ქი ემ­სა­ხუ­რე­ბა დღეს ამ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მას", - აცხა­დე­ბენ PSP-ში.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე თა­მარ გა­ბუ­ნია აღი­ა­რებს, რომ პროგ­რა­მას გარ­კვე­უ­ლი "უხერ­ხუ­ლო­ბე­ბი" ახ­ლავს თან და სერ­ვი­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი.

გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, იან­ვრის თვი­დან "ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა" სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მას შე­უ­ერ­თდე­ბა, რაც პროგ­რა­მას უფრო მას­შტა­ბურს და ხელ­მი­საწ­ვდომს გახ­დის.

"და­წყე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან პროგ­რა­მამ ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და, გან­ვი­თარ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ფი­ნან­სუ­რი ბა­რი­ე­რის შემ­ცი­რე­ბა, ასე­ვე გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, რათა კი­დევ უფრო მეტ ადა­მი­ანს გა­ე­გო პროგ­რა­მის შე­სა­ხებ.

თუმ­ცა, პროგ­რა­მის შეს­წავ­ლამ გა­მო­ავ­ლი­ნა სხვა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბიც. ბევ­რად უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა მისი მუ­შა­ო­ბა, თუ ინ­ტეგ­რი­რე­ბას მო­ვახ­დენთ სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მას­თან. სა­მი­ნის­ტროს უწევ­და 35 და­სა­ხე­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტის შე­ძე­ნა, და­სა­წყო­ბე­ბა, დის­ტრი­ბუ­ცია და ა.შ. რაც რთუ­ლი იყო გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და იწ­ვევ­და ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში დე­ფი­ციტს, ხში­რად ტენ­დე­რი ვერ შედ­გა იმ ვა­და­ში რაც და­გეგ­მი­ლი იყო, ყვე­ლა ამ უხერ­ხუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად შე­უ­ერ­თდე­ბა სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის პროგ­რა­მას.

გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ იან­ვრის ბო­ლოს ფორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი სრუ­ლად იქ­ნე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი და თე­ბერ­ვლი­დან უკვე პა­ცი­ენ­ტებს შე­ეძ­ლე­ბათ, მი­მარ­თონ აფ­თი­ა­ქებს, რო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­იზ­რდე­ბა და იქ­ნე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მი. აქამ­დე ჩვენ გვქონ­და 108 აფ­თი­ა­ქი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით. ძა­ლი­ან მოკ­ლე ხან­ში უფრო კონ­კრე­ტუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი გექ­ნე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლებს ვაც­ნო­ბებთ, ზუს­ტად სად შე­იძ­ლე­ბა აი­ღონ სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი" - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მა ვრცელ­დე­ბა შემ­დეგ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე:

  • გულ-სის­ხლძარ­ღვთა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი;
  • ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი;
  • დი­ა­ბე­ტი (ტიპი II);
  • ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბე­ბი
  • ეპი­ლეფ­სია;
  • პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბა

რო­გორ უნდა მი­ი­ღოს მო­სარ­გებ­ლემ მე­დი­კა­მენ­ტი აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში?

  • მო­სარ­გებ­ლემ უნდა მი­მარ­თოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ნე­ბის­მი­ერ ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულს და გა­ი­ა­როს რე­გის­ტრა­ცია ერთჯე­რა­დად;
  • ბე­ნე­ფი­ცი­არ­მა ან მის­მა ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ­მა პირ­მა რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის, თან უნდა იქო­ნი­ოს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა და ცნო­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ (ფორ­მა N IV-100/ა). ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პირი და­მა­ტე­ბით უნდა ფლობ­დეს სა­კუ­თარ პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ მოწ­მო­ბას. ყვე­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტი უნდა იყოს ორი­გი­ნა­ლი;
  • ფორ­მა N IV-100/ა-ში მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი დი­აგ­ნო­ზი, შე­სა­ბა­მი­სი ICD-10 კო­დის მი­თი­თე­ბით, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენტ(ებ)ის სა­ხე­ო­ბა და დღი­უ­რი დოზა (დღი­უ­რი დო­ზის მი­თი­თე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სა­ა­გენ­ტო ვერ და­ა­რე­გის­ტრი­რებს ბე­ნე­ფი­ცი­არს);
  • რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ, მე­დი­კა­მენ­ტის მი­სა­ღე­ბად, პირი მი­მარ­თავს აფ­თი­აქს(აფ­თი­ა­ქე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი იხი­ლეთ ბმულ­ში),სა­დაც პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბის და ექი­მის (ოჯა­ხის ექი­მი, სოფ­ლის ექი­მი, ექი­მი - სპე­ცი­ა­ლის­ტი) მიერ გა­მო­წე­რი­ლი რე­ცეპ­ტის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღებს კუთ­ვნილ მე­დი­კა­მენტ(ებ)ს;
  • მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია ერთ ჯერ­ზე მი­ი­ღოს მხო­ლოდ 3 (სამი) თვის სამ­ყო­ფი მე­დი­კა­მენ­ტი;
  • დი­აგ­ნო­ზის და/ან მე­დი­კა­მენ­ტის და/ან დო­ზის ცვლი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მო­სარ­გებ­ლემ სა­ა­გენ­ტო­ში უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მა N IV-100/ა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც გა­ნახ­ლდე­ბა რე­გის­ტრა­ცია.

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­გიძ­ლი­ათ: სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე (1505) ან/და სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

ნუ აბრალებთ არაინფორმირებულებას და სხვა სისულელეებს.. წამლები არ არის!! წამლები... პირველ ეტაპზე რაც შემოიტანეს ეგ არის.. მერე არაფერი მიუმატებიათ.. 3 თვეა ლორისტას ვეძებთ რაიონში და არ არის.. აქ კიდევ წერენ თანხებია აუთვისებელიო.. პასუხს არავინ აგებს ხოო?? 

ჟ.ჯ.
1

ამ პროგრამით აგვისტოში ავიღე წამლები ქარელში, ნოემბრიდან აღარ მომცეს, გვაქვს მაგრამ მხოლოდ ყიდვით მოგცემთო, დღემდე დავდივარ სოფლიდან დროდადრო ქარელში,მაგრამ არ მაძლევენ. ეს არის ჩვენი მთავრობა, მატყუარა თაღლითები, ვერ გაძღნენ ბიუჯეტის ვირთხები.

 

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"აფთიაქებში საჭირო მედიკამენტი არ არის და ძებნაში გადის თვეები" - რატომ ვერ სარგებლობენ პაციენტები იაფი წამლების სახელმწიფო პროგრამით?

"აფთიაქებში საჭირო მედიკამენტი არ არის და ძებნაში გადის თვეები" - რატომ ვერ სარგებლობენ პაციენტები იაფი წამლების სახელმწიფო პროგრამით?

ბოლო პერიოდში, სულ უფრო აქტიურად საუბრობენ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე. სხვადასხვა დროს ჩატარებულმა მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევებმა აჩვენა, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდება.

იმის გათვალისწინებით, რომ მედიკამენტებზე ფასები სულ უფრო იმატებს, სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებს აფინანსებს, წესით დიდი მოთხოვნა უნდა იყოს, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა მცირდება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, პროგრამის ეფექტურობასა და ხარისხთან დაკავშირებით.

2019 წლის 11 თვის მონაცემებით, მედიკამენტების პროგრამაზე გამოყოფილი 14 მილიონი ლარიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მხოლოდ 7 მლნ ლარი ჰქონდა ათვისებული

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, 2019 წლის აგვისტოდან მოყოლებული იკლებს მედიკამენტების პროგრამის მოსარგებლედ დარეგისტრირებულთა რაოდენობა, მაშინ როდესაც წამლის ყიდვა ქვეყანაში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.

"2019 წლის აგვისტომდე ყოველთვიურად პროგრამაში 4 ათასამდე ახალი მოსარგებლე რეგისტრირდებოდა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო. 2019 წლის აგვისტოში ეს რიცხვი უცბად 26 ათასი გახდა, რამაც იმედი ჩაგვისახა, რომ პროგრამა მართლაც მასობრივი გახდებოდა.

სამწუხაროდ, ნოემბერში ეს რიცხვი 6 ათასამდე დავიდა. გაუმართლებელია, როდესაც ბიუჯეტში თანხები აუთვისებელი რჩება, ათასობით ადამიანი კი ამ დროს წამალს ვერ ყიდულობს. იგივე პრობლემა იდგა 2017-2018 წლებშიც და ჯანდაცვის სამინისტრომ მესამე წელსაც ვერ მოახერხა, წამლის პროგრამა მოქალაქეთა დიდი ნაწილის დახმარების ინსტრუმენტად ექცია" - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

"ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა" 2017 წელიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების და დიაბეტი ტიპი 2-ის (არაინსულინდამოკიდებული) სამკურნალო მედიკამენტები ფინანსდება.

პროგრამის ფარგლებში, ქრონიკული დაავადების მქონე, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს (რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 100 000 არ აღემატება) 35 დასახელების მედიკამენტი უფინანსდებათ.

ნინო გიგიშვილის ოჯახის წევრები პროგრამის ბენეფიციარები არიან. რესპონდენტი AMBEBI.GE-ს უყვება იმ ბარიერებზე, რომელსაც სერვისით სარგებლობის პროცესში აწყდებიან.

"სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებშიც პენსიონერებს 1 ლარად შეუძლიათ მედიკამენტების მიღება, მეგობრისგან შემთხვევით გავიგე, რომელმაც ასევე შემთხვევით გაიგო სხვისგან. ამ პროგრამის ფარგლებში ჩემი ოჯახის სამი წევრი სარგებლობს. დედა, რომელიც კახეთის ერთ-ერთ რეგიონში ცხოვრობს, უპრობლემოდ სარგებლობს, ცხადია, მასაც მე გავაგებინე. აქვს ხელსმისაწვდომობა დანიშნულ პრეპარატებზე.

რაც შეეხება ოჯახის კიდევ ორ წევრს, რომლებიც დედაქალაქში ცხოვრობენ, მთელი რიგი დაბრკოლება შეხვდათ. რამდენიმე მედიკამენტზე კვირების განმავლობაში მოუწიათ ლოდინი რომ შემოსულიყო აფთიაქებში, ამ პერიოდში მუდმივად ვამოწმებდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე, ხომ არ იყო შემოსული პრეპარატი, ვამოწმებდით აფთიაქებში სად შეგვეძლო შეძენა, აღმოჩნდებოდა რომ არ იყო მარაგში ან უბრალოდ დამთავრდა.

ერთ-ერთი პრეპარატი დღემდე არაა შემოსული ორი თვეა ველოდებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს პრეპარატები არ შემოდის იმ სავაჭრო დასახელებით, რასაც ექიმი გიწერს, უნდა მოიძებნოს პროგრამაში მისი ანალოგი, რომ მოხდეს წამლის გამოწერა

მედიკამენტებს აქვს სპეციალური კოდები მინიჭებული. მაგალითად, ერთ-ერთ მედიკამენტზე სამჯერ მოუწია ჩემ ოჯახის წევრს ექიმთან მისვლა, რადგან კოდი იყო არასწორად ჩაწერილი. აქვე გეტყვით, რომ მედიკამენტების ყიდვა რეგიონებში უფროა შესაძლებელი, რადგან სავარაუდოდ, რეგიონში მცხოვრებთ ინფორმაცია ნაკლებად აქვთ და უფრო ნაკლებია პროკრამაში ჩართული" - გვიყვება ნინო გიგიშვილი.

მედიკამენტების დეფიციტის გარდა, პრობლემაა ისიც, რომ დაბალია ინფორმირებულობა, შესაბამისად პროგრამით მოსახლეობის მცირე ნაწილი სარგებლობს.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში მარინე ბერიძე რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას - მათ შორის, მმართველობის არაეფექტურობასა და ფარმაცევტული ბაზრის მონოპოლიზებაზე:

"კარგი იდეაა, კარგი წამოწყებაა, მაგრამ ვერ ხორციელდება შესაბამისად, რადგან არ გვაქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებები და თუნდაც, ფარმაცევტული კომპანიები. პროგრამის ეფექტურობას არამხოლოდ ჯანდაცვის ექსპერტები უნდა აფასებდნენ, არამედ თავად სამინისტრო უნდა აწოდებდეს საზოგადოებას შეჯამებულ შეფასებას, თუ რამდენად ეფექტურია პროგრამა. სამედიცინო მომსახურება უნდა იყოს უწყვეტი.

თუ ჩვენ გამოვკითხავთ პაციენტებს, გვეტყვიან, რომ როდესაც მიდიან აფთიაქებში, იქ არ არის საჭირო მედიკამენტი ადგილზე და ძებნაში გადის, კვირეები და თვეები

სხვა ქვეყნებში სისტემურად ხდება ამ ყველაფრის გაკონტროლება და მართვა. სწორედ მმართველობითი პრობლემაა ყველაზე დიდი პრობლემა. ასევე, არსებობს ინფორმირებულობის პრობლემაც. რატომ არ ავრცელებენ ინფორმაციას, არ იციან, რომ ეს აუცილებელია? სხვა რამეშია საქმე...

აი, მაგალითად შედიხარ აფთიაქში და ითხოვ სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ მედიკამენტს. არის შემთხვევები, როცა დაუმალავთ მედიკამენტი და უთქვამთ, რომ აღარ არის, ამოიწურა მარაგი. მაშინ როდესაც სხვა პაციენტისთვის, რომელსაც არ უფინანსდება იგივე მედიკამენტი, მიუციათ, რადგან იგი იხდის ფულს. ამაზეა საუბარი.

არც მსგავსი შემთხვევების კონტროლი და მონიტორინგი არ ხდება სამინისტროს მხრიდან. კერძო ფარმაცევტულ ორგანიზაციას, რა თქმა უნდა არ აწყობს მედიკამენტის ლარად გაყიდვა. ფარმაცევტული სექტორი არის მონოპოლიზებული და არ არის ჯანსაღი კონკურენცია. ამ წამლების აღება შესაძლებელია მხოლოდ PSP-ს აფთიაქები და არა სხვაგან. ამ აფთიაქის მფლობელი კი ზის საკანონმდებლო ორგანოში. პირდაპირ არაფრის მტკიცება შეიძლება, მაგრამ ეს გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს", - საუბრობს ჯანდაცვის ექსპერტი.

სააფთიაქო ქსელ PSP-ს წარმომადგენელმა AMBEBI.GE-სთან საუბრისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება იმ აფთიაქების რაოდენობა, რომლებიც მომხმარებლებს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებულ მედიკამენტებს მიაწვდის.

"სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტების 1 ლარად მიწოდების პროგრამას თავდაპირველად მხოლოდ PSP-ს აფთიაქები ახორცილებდნენ, რადგან მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გასამარტივებლად მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ PSP-მ შესთავაზა სახელმწიფოს პროგრამის უსასყიდლოდ მომსახურება. პროგრამის დაწყებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ PSP აღარ არის ამ მედიკამენტების ერთადერთი პროვაიდერი, თითქმის ყველა დიდი ქსელის აფთიაქი ემსახურება დღეს ამ სახელმწიფო პროგრამას", - აცხადებენ PSP-ში.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აღიარებს, რომ პროგრამას გარკვეული "უხერხულობები" ახლავს თან და სერვისის გაუმჯობესებისთვის ნაბიჯებია გადასადგმელი.

გაბუნიას განცხადებით, იანვრის თვიდან "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეუერთდება, რაც პროგრამას უფრო მასშტაბურს და ხელმისაწვდომს გახდის.

"დაწყების პირველი დღიდან პროგრამამ ცვლილებები განიცადა, განვითარდა. აღსანიშნავია, ფინანსური ბარიერის შემცირება, ასევე გასული წლის სექტემბრიდან განსაკუთრებით გააქტიურდა საინფორმაციო კამპანია, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაეგო პროგრამის შესახებ.

თუმცა, პროგრამის შესწავლამ გამოავლინა სხვა საჭიროებებიც. ბევრად უფრო ეფექტური იქნება მისი მუშაობა, თუ ინტეგრირებას მოვახდენთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან. სამინისტროს უწევდა 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა, დასაწყობება, დისტრიბუცია და ა.შ. რაც რთული იყო განსახორციელებლად და იწვევდა ზოგიერთ შემთხვევაში დეფიციტს, ხშირად ტენდერი ვერ შედგა იმ ვადაში რაც დაგეგმილი იყო, ყველა ამ უხერხულობის თავიდან ასარიდებლად შეუერთდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას.

გვაქვს მოლოდინი, რომ იანვრის ბოლოს ფორმალური პროცედურები სრულად იქნება დასრულებული და თებერვლიდან უკვე პაციენტებს შეეძლებათ, მიმართონ აფთიაქებს, რომელთა რაოდენობა გაიზრდება და იქნება გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. აქამდე ჩვენ გვქონდა 108 აფთიაქი ქვეყნის მასშტაბით. ძალიან მოკლე ხანში უფრო კონკრეტული სიახლეები გექნება და მომხმარებლებს ვაცნობებთ, ზუსტად სად შეიძლება აიღონ საჭირო მედიკამენტები" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:

  • გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
  • დიაბეტი (ტიპი II);
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები
  • ეპილეფსია;
  • პარკინსონის დაავადება

როგორ უნდა მიიღოს მოსარგებლემ მედიკამენტი აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?

  • მოსარგებლემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და გაიაროს რეგისტრაცია ერთჯერადად;
  • ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა). ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით უნდა ფლობდეს საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ორიგინალი;
  • ფორმა N IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა (დღიური დოზის მითითება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ვერ დაარეგისტრირებს ბენეფიციარს);
  • რეგისტრაციის შემდეგ, მედიკამენტის მისაღებად, პირი მიმართავს აფთიაქს(აფთიაქების ჩამონათვალი იხილეთ ბმულში),სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი - სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს;
  • მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი;
  • დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარმოადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 566-მდე გაიზარდა

"ქალბატონი რომელსაც აქვს დიაბეტი, არ აქვს ქვედა კიდურები, არ აქვს ყურის ნიჟარა, არ აქვს მარცხენა ხელი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა" - რატიანი

"დიდი სტრესი ჰქონდა... აღიქვამდა, რომ ეს მის გამო მოხდა" - ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, "გეფას" დირექტორს უკვე ორი თვეა COVID-19 უფიქსირდება