პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანდრია ჯაღმაიძე ანდრია სარიაზე - "დანაშაული გაცილებით მკაცრ სასჯელს განკვეთას გულისხმობს - ეს არის პატრიარქის გულმოწყალების ნიმუში"
ანდრია ჯაღმაიძე ანდრია სარიაზე - "დანაშაული გაცილებით მკაცრ სასჯელს განკვეთას გულისხმობს - ეს არის პატრიარქის გულმოწყალების ნიმუში"

მღვდელ­მო­ნა­ზონ ან­დრია სა­რი­ას­თვის მღვდელმსა­ხუ­რე­ბის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქომ გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მამა ან­დრია სა­რი­ას მი­მართ აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად მის მიერ გა­მოთ­ქმუ­ლი უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბი და­ე­დო.

ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის გან­მარ­ტე­ბით, მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი სა­ერ­თოდ ეკ­ლე­სი­ი­დან განკვე­თა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს, თუმ­ცა, პატ­რი­არ­ქმა მამა ან­დრია სა­რი­ას მი­მართ გულ­მო­წყა­ლე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და მას მო­ნა­ნი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა.

"ბრძა­ნე­ბა­ში გარ­კვე­ვით წე­რია, რომ მამა ან­დრია სა­რი­ას დე­კემ­ბერ­ში მი­ე­ცა გაფრ­თხი­ლე­ბა კო­მი­სი­ის მიერ და მისი მხრი­დან ამ გაფრ­თხი­ლე­ბის სრუ­ლი იგ­ნო­რი მოხ­და და გა­აგ­რძე­ლა იგი­ვე ქმე­დე­ბე­ბი, რაც გუ­ლის­ხმობს სა­ჯა­რო, შე­უ­რა­ცხმყო­ფელ გან­ცხა­დე­ბებს სა­პატ­რი­არ­ქოს და იერ­არ­ქე­ბის მი­მართ. რად­გა­ნაც არ მოხ­და სა­პატ­რი­არ­ქოს შე­ნიშ­ვნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა მის­მა მმარ­თველ­მა მღვდელმთა­ვარ­მა პატ­რი­არ­ქმა მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გა­და­ხე­დეთ ბოლო დრო­ის მის გან­ცხა­დე­ბებს და იქ არის ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ "სა­პატ­რი­არ­ქო არის ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე", რომ "სა­პატ­რი­არ­ქო არის დამ­სჯე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია" და ა.შ. ჩემი აზ­რით, სა­ნამ სა­ჯა­როდ გა­ა­კე­თებ­და ასეთ გან­ცხა­დე­ბებს, მა­ნამ­დე უნდა ეზ­რუ­ნა, რომ პატ­რი­არ­ქს შეხ­ვედ­რო­და, თუმ­ცა, არ ვიცი პატ­რი­არ­ქი რას გა­და­წყვეტს. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს იმას პატ­რი­არ­ქი იმ­ყო­ფე­ბა, თუ არა თბი­ლის­ში, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­ე­დო პატ­რი­არ­ქის ფაქ­სი­მი­ლია.

არის ხალ­ხის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ პატ­რი­არ­ქი იღებს პრე­ზი­დენტზე უპი­რა­ტეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­წყა­ლე­ბა- არ­შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და როცა აწყობთ ამ­ბო­ბენ, რომ პატ­რი­არ­ქმა ვერ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჰკი­თხეთ ნე­ბის­მი­ერ მღვდელმთა­ვარს მის ეპარ­ქი­ა­ში, მსგავ­სი რამ რომ მომ­ხდა­რი­ყო მღვდი­ლი­სა­გან რამ­დენ ხან­ში შე­უ­ჩე­რებ­და მღვდელმსა­ხუ­რე­ბას. ეს არის პატ­რი­არ­ქის გულ­მო­წყა­ლე­ბის კი­დევ ერთი ნი­მუ­ში, რომ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­რი­ას ბევ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ო­და რომ მო­ე­ნა­ნი­ე­ბი­ნა. ის და­ნა­შა­უ­ლი, რის გა­მოც მას მღვდელმსა­ხუ­რე­ბა შე­უ­ჩე­რეს გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაცრ სას­ჯელ­საც გუ­ლის­ხმობს, განკვე­თა, მაგ­რამ ეს არის კი­დევ ერთი შე­ღა­ვა­თი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ვის ებ­რძვის, ან რო­მე­ლი სი­მარ­თლე მო­ვის­მი­ნეთ მის­გან? მე ვფიქ­რობ, გარ­კვე­უ­ლი ძა­ლე­ბი მამა ან­დრი­ას შიგ­ნი­დან ებ­რძვი­ან და თუ ამა­ში კარ­გად გა­ერ­კვე­ვა, გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

მას შე­ე­ზღუ­და მღვდელმსა­ხუ­რე­ბა ეს გუ­ლის­ხმობს რომ ის ვერ წი­რავს, ვერ ჩა­ი­ბა­რებს აღ­სა­რე­ბას და სხვა სა­ი­დუმ­ლო მსა­ხუ­რე­ბას, რა­საც მღვდე­ლი ას­რუ­ლებს, ის ვერ შე­ას­რუ­ლებს. მას უკვე ჰქონ­და მი­თი­თე­ბუ­ლი მო­ნას­ტე­რი, გან­წე­სე­ბუ­ლი იყო შე­საძ­ლოა მო­ნას­ტერ­ში, თუმ­ცა, რამ­დე­ნა­დაც ვი­ცით, იქაც მხო­ლოდ წირ­ვა­ზე და­დი­ო­და და არა ისე, რო­გორც მას გა­ნუ­ჩი­ნეს, რომ იქ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ალ­ბათ, რა­საც აქამ­დე აკე­თებ­და, ისევ იმას გა­ა­კე­თებს, ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ სი­ნა­ნუ­ლი ჰქონ­დეს. სამ­წუ­ხა­როა, რომ მან ეს ვი­თა­რე­ბა აქამ­დე მი­იყ­ვა­ნა. უნდა მო­ი­ნა­ნი­ოს იმას­თან, ვი­საც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ბრა­ლი დას­დო და ცილი დას­წა­მა. პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა­ზე მა­ნამ­დე უნდა ეზ­რუ­ნა, სა­ნამ "ბან­დას" და­უ­ძა­ხებ­და პატ­რი­არ­ქის გა­რე­მოც­ვას",- გა­ნა­ცხა­და ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
totoro
88

პატრიარქმა ქართული ოცნების სია დაწეროს საარჩევნოდ ჯობია მაინც სხვა ფუნქცია აღარ აქვს

გრიგოლი1408
68

სანამ დასავლეთის(მწვალებლების)ღირებულებებზე ლაპარაკს არ შეეშვებით ყოველთვის დაისჯებით. უფალო შემინდე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ანდრია ჯაღმაიძე ანდრია სარიაზე - "დანაშაული გაცილებით მკაცრ სასჯელს განკვეთას გულისხმობს - ეს არის პატრიარქის გულმოწყალების ნიმუში"

ანდრია ჯაღმაიძე ანდრია სარიაზე - "დანაშაული გაცილებით მკაცრ სასჯელს განკვეთას გულისხმობს - ეს არის პატრიარქის გულმოწყალების ნიმუში"

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ განმარტება გააკეთა. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მამა ანდრია სარიას მიმართ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მის მიერ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები დაედო.

ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული საერთოდ ეკლესიიდან განკვეთასაც ითვალისწინებს, თუმცა, პატრიარქმა მამა ანდრია სარიას მიმართ გულმოწყალება გამოიჩინა და მას მონანიების საშუალება მიეცა.

"ბრძანებაში გარკვევით წერია, რომ მამა ანდრია სარიას დეკემბერში მიეცა გაფრთხილება კომისიის მიერ და მისი მხრიდან ამ გაფრთხილების სრული იგნორი მოხდა და გააგრძელა იგივე ქმედებები, რაც გულისხმობს საჯარო, შეურაცხმყოფელ განცხადებებს საპატრიარქოს და იერარქების მიმართ. რადგანაც არ მოხდა საპატრიარქოს შენიშვნის გათვალისწინება მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. გადახედეთ ბოლო დროის მის განცხადებებს და იქ არის ასეთი გამონათქვამები, რომ "საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე", რომ "საპატრიარქო არის დამსჯელი ორგანიზაცია" და ა.შ. ჩემი აზრით, სანამ საჯაროდ გააკეთებდა ასეთ განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა, არ ვიცი პატრიარქი რას გადაწყვეტს. მნიშვნელობა არ აქვს იმას პატრიარქი იმყოფება, თუ არა თბილისში, გადაწყვეტილებას დაედო პატრიარქის ფაქსიმილია.

არის ხალხის კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ პატრიარქი იღებს პრეზიდენტზე უპირატეს გადაწყვეტილებას შეწყალება- არშეწყალებასთან დაკავშირებით და როცა აწყობთ ამბობენ, რომ პატრიარქმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება. ამდენი ხნის განმავლობაში. ჰკითხეთ ნებისმიერ მღვდელმთავარს მის ეპარქიაში, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო მღვდილისაგან რამდენ ხანში შეუჩერებდა მღვდელმსახურებას. ეს არის პატრიარქის გულმოწყალების კიდევ ერთი ნიმუში, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სარიას ბევრი შესაძლებლობა ეძლეოდა რომ მოენანიებინა. ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს გაცილებით უფრო მკაცრ სასჯელსაც გულისხმობს, განკვეთა, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება. ვის ებრძვის, ან რომელი სიმართლე მოვისმინეთ მისგან? მე ვფიქრობ, გარკვეული ძალები მამა ანდრიას შიგნიდან ებრძვიან და თუ ამაში კარგად გაერკვევა, გაცილებით უკეთესი იქნება.

მას შეეზღუდა მღვდელმსახურება ეს გულისხმობს რომ ის ვერ წირავს, ვერ ჩაიბარებს აღსარებას და სხვა საიდუმლო მსახურებას, რასაც მღვდელი ასრულებს, ის ვერ შეასრულებს. მას უკვე ჰქონდა მითითებული მონასტერი, განწესებული იყო შესაძლოა მონასტერში, თუმცა, რამდენადაც ვიცით, იქაც მხოლოდ წირვაზე დადიოდა და არა ისე, როგორც მას განუჩინეს, რომ იქ უნდა ყოფილიყო. ალბათ, რასაც აქამდე აკეთებდა, ისევ იმას გააკეთებს, ღმერთმა ინებოს, რომ სინანული ჰქონდეს. სამწუხაროა, რომ მან ეს ვითარება აქამდე მიიყვანა. უნდა მოინანიოს იმასთან, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა, ბრალი დასდო და ცილი დასწამა. პატრიარქთან შეხვედრაზე მანამდე უნდა ეზრუნა, სანამ "ბანდას" დაუძახებდა პატრიარქის გარემოცვას",- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ

"ველოდებით მრევლს, იმიტომ, რომ დიდი დღესასწაულია" - ალავერდში ლიტანიობაზე მისულებს თერმოსკრინინგით შეამოწმებენ

კინორეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

გზა "კომაროვიდან" ბერობამდე - უცნობი ფაქტები სკანდალურ მეუფეზე, რომელიც ბერად 41 წლის ასაკში აღიკვეცა