პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი, რომელიც რუსთავში შვილთან ერთად გაზით გაიგუდა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო
მამაკაცი, რომელიც რუსთავში შვილთან ერთად გაზით გაიგუდა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო

რუს­თავ­ში, მშე­ნე­ბელ­თა ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მამა-შვი­ლი გუ­რამ და იაგო გოგ­ბა­ი­ძე­ე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ. მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, წყლის გა­მათ­ბობ­ლი­დან სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში დაგ­რო­ვი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვი გახ­და.

ტრა­გე­დი­ის თვითმხილ­ვე­ლი, გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძის ძმა გახ­და, რო­მელ­მაც მას შემ­დეგ, რაც მამა-შვი­ლი კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­ვი­და, 21 იან­ვარს, და­კე­ტი­ლი ბი­ნის კარი შე­ამ­ტვრია. ად­გილ­ზე შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი დახ­ვდათ: იაგო გოგ­ბა­ი­ძე სა­წოლ­ში იწვა, გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძე კი, აბა­ზა­ნას­თან, დე­რე­ფან­ში. ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძეს მისი თა­ო­ბის რუს­თა­ვე­ლე­ბი და არა მხო­ლოდ რუს­თა­ვე­ლე­ბი, კარ­გად იც­ნო­ბენ, რო­გორც "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ურ წევ­რს, დი­სი­დენტს, "წმინ­და ილია მარ­თლის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" რუს­თა­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს.

AMBEBI.GE-სთან გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძის შე­სა­ხებ მის­მა მე­გო­ბარ­მა, ის­ტო­რი­კოს­მა თა­მარ ცნო­ბი­ლა­ძემ ისა­უბ­რა:

"სა­ოც­რად დიდი პატ­რი­ო­ტი, ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა იყო. ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, რა­ი­მეს რომ იტყო­და, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ­და, სა­მარ­თლი­ა­ნი და სი­ტყვის კაცი იყო. "ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ზო­გა­დო­ე­ბის" წევ­რი ვი­ყა­ვი, მა­შინ ფა­რუ­ლად, ია­ტაკ­ქვეშ, თბი­ლის­ში ვაჟა მთავ­რიშ­ვი­ლის ბი­ნა­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 1989 წელს გა­ვი­ცა­ნი ბა­ტო­ნი გუ­რა­მი, სწო­რედ მისი თა­ოს­ნო­ბით შე­იქ­მნა შემ­დგომ "წმინ­და ილია მარ­თლის სა­ზო­გა­დო­ე­ბა". იმ დროს ძა­ლი­ან უჭირ­და სა­ქარ­თვე­ლოს, მაგ­რამ იმ­დე­ნად ერთ მუშ­ტად ვი­ყა­ვით შეკ­რუ­ლე­ბი, რომ ამ გა­ჭირ­ვე­ბას ვერ ვგრძნობ­დით.

კოს­ტა­ვას ბი­ნა­ში ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ვგეგ­მავ­დი აქ­ცი­ებს, ხალ­ხთან შეხ­ვედ­რებს. გუ­რა­მი რუს­თავ­ში ატა­რებ­და საპ­რო­ტეს­ტო მი­ტინ­გებს, ის ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და ამ პრო­ცესს, მე რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი, ხალ­ხს ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვუხ­სნი­დი, თუ რა­ტომ უნდა გამ­ხდა­რი­ყო სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. ბა­ტონ გუ­რამს მი­ტინ­გი მი­ყავ­და, ბევ­რი გვლან­ძღავ­და მა­შინ, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გვერ­დში გვედ­გა", - გვი­ამ­ბო გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძის მე­გო­ბარ­მა, თა­ნა­მებ­რძოლ­მა, პე­და­გოგ­მა და ის­ტო­რი­კოს­მა თა­მარ ცნო­ბი­ლა­ძემ.

ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რის ფო­ტო­არ­ქივ­ში ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დრო­ინ­დე­ლი ფო­ტო­ე­ბი უხ­ვა­დაა შე­მო­ნა­ხუ­ლი. ამ ფო­ტო­ებ­ზე გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძე ძი­რი­თა­დად შეკ­რე­ბებ­ზე და მი­ტინ­გებ­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა" "ქარ­თულ დი­სი­დენ­ტურ მოძ­რა­ო­ბად" XX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და, მი­ზა­ნი - სა­ქარ­თვე­ლოს საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გას­ვლა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა იყო. ქარ­თუ­ლი დი­სი­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის მთა­ვა­რი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შა­ნი იყო ის, რომ აქ­ცენტს აკე­თებ­და არა მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე, არა­მედ ცდი­ლობ­და, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის იდე­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­სი­დენ­ტუ­რი ბრძო­ლის ძი­რი­თად სა­ხედ იქცა არა­ლე­გა­ლუ­რი ან­ტი­საბ­ჭო­თა ლი­ტე­რა­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბა. ლი­დე­რებ­თან - ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას­თან და მე­რაბ კოს­ტა­ვას­თან ერ­თად, გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძე საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში აქ­ტი­უ­რად იყო ჩარ­თუ­ლი. საბ­ჭო­ურ­მა რე­ჟიმ­მა ის 1984 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ან­ტი­საბ­ჭო­უ­რი პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­რა და 4 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

მა­ლე­ვე, რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, და­სავ­ლე­თის ზე­წო­ლით, პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ნა­წი­ლი, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, წი­ნას­წარ და­წე­რი­ლი აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძემ",აღი­ა­რე­ბა­ზე“ უარი თქვა და ცი­ხე­ში 4 წელი გა­ა­ტა­რა. პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, 1988 წელს, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად, ის კვლავ აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო ეროვ­ნულ გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში. გუ­რამ გოგ­ბა­ი­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლო­ბის მო­თხოვ­ნით გა­მარ­თულ ყვე­ლა მი­ტინ­გში და აქ­ცი­ა­ში იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. უშუ­ა­ლოდ მისი თა­ოს­ნო­ბით ტარ­დე­ბო­და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი რუს­თავ­ში.

ავ­ტო­რი: მარი ვარ­დოშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

კარგი კაცი იყო.ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული

ზურა
0

გაანათლოს უფალმა

ავტორი:

მამაკაცი, რომელიც რუსთავში შვილთან ერთად გაზით გაიგუდა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო

მამაკაცი, რომელიც რუსთავში შვილთან ერთად გაზით გაიგუდა, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამებრძოლი იყო

რუსთავში, მშენებელთა ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მამა-შვილი გურამ და იაგო გოგბაიძეები გარდაიცვალნენ. მიზეზი, სავარაუდოდ, წყლის გამათბობლიდან საცხოვრებელ ბინაში დაგროვილი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა.

ტრაგედიის თვითმხილველი, გურამ გოგბაიძის ძმა გახდა, რომელმაც მას შემდეგ, რაც მამა-შვილი კონტაქტზე არ გამოვიდა, 21 იანვარს, დაკეტილი ბინის კარი შეამტვრია. ადგილზე შემზარავი სურათი დახვდათ: იაგო გოგბაიძე საწოლში იწვა, გურამ გოგბაიძე კი, აბაზანასთან, დერეფანში. ორივე გარდაცვლილი იყო.

გურამ გოგბაიძეს მისი თაობის რუსთაველები და არა მხოლოდ რუსთაველები, კარგად იცნობენ, როგორც "საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის" აქტიურ წევრს, დისიდენტს, "წმინდა ილია მართლის საზოგადოების" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარეს.

AMBEBI.GE-სთან გურამ გოგბაიძის შესახებ მისმა მეგობარმა, ისტორიკოსმა თამარ ცნობილაძემ ისაუბრა:

"საოცრად დიდი პატრიოტი, ძლიერი პიროვნება იყო. ძალიან პრინციპული, რაიმეს რომ იტყოდა, აუცილებლად გააკეთებდა, სამართლიანი და სიტყვის კაცი იყო. "ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" წევრი ვიყავი, მაშინ ფარულად, იატაკქვეშ, თბილისში ვაჟა მთავრიშვილის ბინაში ვიკრიბებოდით. მოგვიანებით, 1989 წელს გავიცანი ბატონი გურამი, სწორედ მისი თაოსნობით შეიქმნა შემდგომ "წმინდა ილია მართლის საზოგადოება". იმ დროს ძალიან უჭირდა საქართველოს, მაგრამ იმდენად ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები, რომ ამ გაჭირვებას ვერ ვგრძნობდით.

კოსტავას ბინაში ვიკრიბებოდით, ვგეგმავდი აქციებს, ხალხთან შეხვედრებს. გურამი რუსთავში ატარებდა საპროტესტო მიტინგებს, ის ორგანიზებას უწევდა ამ პროცესს, მე როგორც ისტორიკოსი, ხალხს ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ვუხსნიდი, თუ რატომ უნდა გამხდარიყო საქართველო დამოუკიდებელი. ბატონ გურამს მიტინგი მიყავდა, ბევრი გვლანძღავდა მაშინ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა გვერდში გვედგა", - გვიამბო გურამ გოგბაიძის მეგობარმა, თანამებრძოლმა, პედაგოგმა და ისტორიკოსმა თამარ ცნობილაძემ.

ქალბატონი თამარის ფოტოარქივში ეროვნული მოძრაობის დროინდელი ფოტოები უხვადაა შემონახული. ამ ფოტოებზე გურამ გოგბაიძე ძირითადად შეკრებებზე და მიტინგებზეა დაფიქსირებული.

"საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა" "ქართულ დისიდენტურ მოძრაობად" XX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, მიზანი - საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლა და დამოუკიდებლობის მოპოვება იყო. ქართული დისიდენტური მოძრაობის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ აქცენტს აკეთებდა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე, არამედ ცდილობდა, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის პოპულარიზაციას. საქართველოში დისიდენტური ბრძოლის ძირითად სახედ იქცა არალეგალური ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელება. ლიდერებთან - ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად, გურამ გოგბაიძე საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული. საბჭოურმა რეჟიმმა ის 1984 წლის თებერვალში, ანტისაბჭოური პროკლამაციების გავრცელებისთვის დააპატიმრა და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მალევე, როგორც მისი მეგობრები გვიყვებიან, დასავლეთის ზეწოლით, პოლიტპატიმრების ნაწილი, საბჭოთა ხელისუფლებამ, წინასწარ დაწერილი აღიარებითი ჩვენებების საჯაროდ გავრცელების შემდეგ გაათავისუფლეს. გურამ გოგბაიძემ, ,,აღიარებაზე“ უარი თქვა და ციხეში 4 წელი გაატარა. პოლიტპატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1988 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ის კვლავ აქტიურად ჩაერთო ეროვნულ გამათავისუფლებელ მოძრაობაში. გურამ გოგბაიძე, საქართველოს დამოუკიდებელობის მოთხოვნით გამართულ ყველა მიტინგში და აქციაში იღებდა მონაწილეობას. უშუალოდ მისი თაოსნობით ტარდებოდა საპროტესტო აქციები რუსთავში.

ავტორი: მარი ვარდოშვილი

გუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოჰყავთ, მათ შორის 2 ბავშვია

ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - შსს-ს კომენტარი

რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით, ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, მათი შვილი - ჰოსპიტალიზებულია