მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის კონფერენცია - "უშვილობა 35+“ ჩატარდება
საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის კონფერენცია - "უშვილობა 35+“ ჩატარდება

1 თე­ბერ­ვალს პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში, ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის GGRC-ის ეგი­დით და სა­ქარ­თვე­ლოს ურო­ლოგ­თა, მეან-გი­ნე­კო­ლოგ­თა და რეპ­რო­დუქ­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო-პრაქ­ტი­კუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია „უშ­ვი­ლო­ბა 35+“ გა­ი­მარ­თე­ბა. კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ემ­ბრი­ო­ნის ტრანსფე­რის ვორ­ქშო­ფი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მსმე­ნე­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგე­ბი­ან რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის დარ­გში მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კლი­ნი­კე­ბის ექი­მე­ბი ის­რა­ე­ლი­დან, გერ­მა­ნი­ი­დან, თურ­ქე­თი­დან, ასე­ვე ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი; გა­ი­მარ­თე­ბა პრო­ფე­სორ ვლა­დის­ლავ კორ­სა­კი­სა და GGRC-ის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რის ნინო მუ­სე­რი­ძის ერ­თობ­ლი­ვი წიგ­ნის "უნა­ყო­ფო­ბა -კი­თხვე­ბი და პა­სუ­ხე­ბი“ პრე­ზენ­ტა­ცია.

მსგავ­სი მას­შტა­ბის კონ­ფე­რენ­ცია ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ტარ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვი კი ემ­ბრი­ო­ნის ტრანსფე­რის ვორ­ქშო­ფია. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე უფრო დე­ტა­ლუ­რად კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი ნინო მუ­სე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ვინ იქ­ნე­ბი­ან კონ­ფე­რენ­ცი­ის მომხსე­ნებ­ლე­ბი და რა ნიშ­ნით შე­არ­ჩი­ეს ისი­ნი?

- კონ­ფე­რენ­ცი­ის მომხსე­ნებ­ლე­ბი არი­ან რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი­ის და ემ­ბრი­ო­ლო­გი­ის სფე­რო­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი და ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი დარ­გის ფუ­ძემ­დებ­ლა­დაც ით­ვლე­ბა. ჩვენ­თან სტუმ­რად იქ­ნე­ბა პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლის სა­ხელ­საც უკავ­შირ­დე­ბა უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბის არტ-მე­თო­დის და პრო­ცე­დუ­რის და­ნერგვა. კონ­ფე­რენ­ცი­ის სპი­კე­რე­ბი არა­მარ­ტო აქ­ტი­ურ პრაქ­ტი­კულ მოღ­ვა­წე­ო­ბას ეწე­ვი­ან ჩვენს სფე­რო­ში, ასე­ვე ახორ­ცი­ე­ლე­ბენ დიდ მეც­ნი­ე­რულ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც, რო­მე­ლიც ფას­და­უ­დე­ბე­ლია მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის.

- რას ნიშ­ნავს ემ­ბრი­ო­ნის ტრანსფე­რის ვორ­ქშო­ფი და რა­ტომ არის ის სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის?

- ემ­ბრი­ოტ­რანსფე­რი - ეს არის ემ­ბრი­ო­ნე­ბის გა­და­ტა­ნის პრო­ცე­დუ­რა საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში. ემ­ბრი­ოტ­რანსფე­რი­სათ­ვის სა­სურ­ველ დღეს ერ­თად არ­ჩე­ვენ რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გი და ემ­ბრი­ო­ლო­გი, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია მი­ღე­ბუ­ლი ემ­ბრი­ო­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ხა­რისხზე. პრო­ცე­დუ­რა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის სხვა­დას­ხვა სტა­დი­ა­ზე. დღეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თვლი­ან, რომ პრო­ცე­დუ­რის შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლია ბლას­ტო­ცის­ტე­ბის გა­და­ტა­ნა საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში, რად­გა­ნაც ემ­ბრი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ამ სტა­დი­ა­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­ტარ­დეს სრულ­ფა­სო­ვა­ნი პრე­იმპლან­ტა­ცი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა, გარ­და ამი­სა ბლას­ტო­ცის გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ა­ზე მყოფ ემ­ბრი­ო­ნებს იმპლან­ტა­ცი­ის მეტი შან­სი აქვთ.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუ­ში იმპლან­ტა­ცი­ის­თვის სა­სურ­ვე­ლი ად­გი­ლის შერ­ჩე­ვას, რაც ოპე­რა­ტო­რის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად ემ­ბრი­ოტ­რანსფე­რის შეს­რუ­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ვფიქ­რობ, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვორ­ქშო­ფი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, რად­გა­ნაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ, უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­რონ.

- ზო­გა­დად, რა მდგო­მა­რე­ო­ბაა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და რას შეც­ვლის აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია?

- ეს მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და რთუ­ლი სფე­როა. რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუ­დამ ცდი­ლო­ბენ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კებ­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო თე­მა­ტურ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე დას­წრე­ბით. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მუ­შა­ვე კლი­ნი­კე­ბი ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ყვე­ლა პრო­ცე­დუ­რას მა­ღალ ტექ­ნო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე ფლო­ბენ. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ მათი კვა­ლი­ფი­კა­ცია კი­დევ უფრო ამაღ­ლდე­ბა.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად სწრა­ფად და ხა­რი­სი­ხა­ნად ინერ­გე­ბა ის სი­ახ­ლე­ე­ბი, რაც ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კუ­თხით მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა ფეხ­და­ფეხ მიყ­ვე­ბა იმ სა­მეც­ნი­ე­რო პრო­გესს, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­შია. რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გია თა­ვის­თა­ვად სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი დარ­გია. 21-ე სა­უ­კუ­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს დარ­გი მთლი­ა­ნად ჩარ­თუ­ლია მსოფ­ლიო გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის, ვორ­ქშო­ფე­ბის, აპა­რა­ტუ­რის და სხვა­დას­ხვა რან­დო­მი­ზი­რე­ბუ­ლი კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი ქარ­თვე­ლი რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გე­ბის მიერ ანა­ლო­გი­უ­რია, რო­გორც ლონ­დო­ნის, ის­რა­ე­ლის და მსოფ­ლი­ოს სხვა წამ­ყვან კლი­ნი­კებ­შია.

- ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით, კი­დევ რა აქ­ტი­ვო­ბებს ატა­რებს GGRC და რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

ვცდი­ლობთ, რომ არ ჩა­მოვ­რჩეთ მსოფ­ლი­ოს ტემპს და უახ­ლეს სტან­დარ­ტებს. ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ აპა­რა­ტუ­რის პერ­მა­ნენ­ტულ გა­ნახ­ლე­ბას, მსოფ­ლი­ო­ში სწრა­ფად­გან­ვი­თა­რე­ბა­დი კვლე­ვის მე­თო­დე­ბის და­ნერგვას ან გა­მო­ყე­ნე­ბას. ვგეგ­მავთ სას­წავ­ლო ცენ­ტრის გა­კე­თე­ბას, სა­დაც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით მოხ­დე­ბა დარ­გის ინო­ვა­ცი­ე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბის, პრო­ცე­დუ­რე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მხა­რის ემ­ბრი­ო­ლო­გე­ბი­სა და რეპ­რო­დუქ­ტო­ლო­გე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბა.

კონ­ფე­რენ­ცია "შე­რა­ტონ გრანდ მე­ტე­ხი პა­ლას­ში“ 1 თე­ბერ­ვალს გა­ი­მარ­თე­ბა, დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს შე­უძ­ლი­ათ და­რე­გის­ტრირ­დნენ ელექტრო­ნუ­ლად შემ­დეგ მი­სა­მარ­თზე: www.conference.ggrc.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის კონფერენცია - "უშვილობა 35+“ ჩატარდება

საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის კონფერენცია - "უშვილობა 35+“ ჩატარდება

1 თებერვალს პირველად საქართველოში, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის GGRC-ის ეგიდით და საქართველოს უროლოგთა, მეან-გინეკოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა ასოციაციების მხარდაჭერით საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „უშვილობა 35+“ გაიმართება. კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება ემბრიონის ტრანსფერის ვორქშოფი რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

კონფერენციაზე მსმენელების წინაშე წარსდგებიან რეპროდუქციული მედიცინის დარგში მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმები ისრაელიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ასევე ქართველი და უცხოელი ექსპერტები; გაიმართება პროფესორ ვლადისლავ კორსაკისა და GGRC-ის კლინიკური დირექტორის ნინო მუსერიძის ერთობლივი წიგნის "უნაყოფობა -კითხვები და პასუხები“ პრეზენტაცია.

მსგავსი მასშტაბის კონფერენცია ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით საქართველოში პირველად ტარდება. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ემბრიონის ტრანსფერის ვორქშოფია. ღონისძიებაზე უფრო დეტალურად კონფერენციის ორგანიზატორი, ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე გვესაუბრება.

- ვინ იქნებიან კონფერენციის მომხსენებლები და რა ნიშნით შეარჩიეს ისინი?

- კონფერენციის მომხსენებლები არიან რეპროდუქტოლოგიის და ემბრიოლოგიის სფეროში გამოჩენილი და ღვაწლმოსილი ადამიანები. ზოგიერთი მათგანი დარგის ფუძემდებლადაც ითვლება. ჩვენთან სტუმრად იქნება პროფესორი, რომელის სახელსაც უკავშირდება უშვილობის მკურნალობის არტ-მეთოდის და პროცედურის დანერგვა. კონფერენციის სპიკერები არამარტო აქტიურ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწევიან ჩვენს სფეროში, ასევე ახორციელებენ დიდ მეცნიერულ და საგანმანათლებლო საქმიანობასაც, რომელიც ფასდაუდებელია მთელი მსოფლიოსთვის.

- რას ნიშნავს ემბრიონის ტრანსფერის ვორქშოფი და რატომ არის ის საინტერესო მონაწილეებისთვის?

- ემბრიოტრანსფერი - ეს არის ემბრიონების გადატანის პროცედურა საშვილოსნოს ღრუში. ემბრიოტრანსფერისათვის სასურველ დღეს ერთად არჩევენ რეპროდუქტოლოგი და ემბრიოლოგი, რაც დამოკიდებულია მიღებული ემბრიონების რაოდენობასა და ხარისხზე. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ემბრიონის განვითარების სხვადასხვა სტადიაზე. დღეს სპეციალისტები თვლიან, რომ პროცედურის შესრულებისათვის ყველაზე სასურველია ბლასტოცისტების გადატანა საშვილოსნოს ღრუში, რადგანაც ემბრიონის განვითარების ამ სტადიაზე შესაძლებელია ჩატარდეს სრულფასოვანი პრეიმპლანტაციური დიაგნოსტიკა, გარდა ამისა ბლასტოცის განვითარების სტადიაზე მყოფ ემბრიონებს იმპლანტაციის მეტი შანსი აქვთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს საშვილოსნოს ღრუში იმპლანტაციისთვის სასურველი ადგილის შერჩევას, რაც ოპერატორის გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.

ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების წარმატებული შედეგის მისაღწევად ემბრიოტრანსფერის შესრულების პროცედურა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, აღნიშნული ვორქშოფი სპეციალისტებისთვის საინტერესო იქნება, რადგანაც მათ საშუალება მიეცემათ, უცხოელი ექსპერტების გამოცდილება გაიზიარონ.

- ზოგადად, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერების მიმართულებით და რას შეცვლის აღნიშნული კონფერენცია?

- ეს მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და რთული სფეროა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტები მუდამ ცდილობენ კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა კლინიკებსა და საერთაშორისო სამეცნიერო თემატურ კონფერენციებზე დასწრებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მომუშავე კლინიკები ინ ვიტრო განაყოფიერების ყველა პროცედურას მაღალ ტექნოლოგიურ დონეზე ფლობენ. ვიმედოვნებ, რომ კონფერენციის შემდეგ მათი კვალიფიკაცია კიდევ უფრო ამაღლდება.

- საქართველოში რამდენად სწრაფად და ხარისიხანად ინერგება ის სიახლეები, რაც ინ ვიტრო განაყოფიერების კუთხით მსოფლიოში არსებობს?

- საქართველოში დღეს ინ ვიტრო განაყოფიერება ფეხდაფეხ მიყვება იმ სამეცნიერო პროგესს, რომელიც მსოფლიოშია. რეპროდუქტოლოგია თავისთავად სწრაფად განვითარებადი დარგია. 21-ე საუკუნის საქართველოში ეს დარგი მთლიანად ჩართულია მსოფლიო განვითარების პროცესში კონფერენციების, ვორქშოფების, აპარატურის და სხვადასხვა რანდომიზირებული კვლევებში მონაწილეობის საშუალებით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკურნალობის მეთოდები ქართველი რეპროდუქტოლოგების მიერ ანალოგიურია, როგორც ლონდონის, ისრაელის და მსოფლიოს სხვა წამყვან კლინიკებშია.

- ინ ვიტრო განაყოფიერების სტანდარტების ამაღლების კუთხით, კიდევ რა აქტივობებს ატარებს GGRC და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ვცდილობთ, რომ არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოს ტემპს და უახლეს სტანდარტებს. ვახორციელებთ აპარატურის პერმანენტულ განახლებას, მსოფლიოში სწრაფადგანვითარებადი კვლევის მეთოდების დანერგვას ან გამოყენებას. ვგეგმავთ სასწავლო ცენტრის გაკეთებას, სადაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მოხდება დარგის ინოვაციების, მკურნალობის მეთოდების, პროცედურების ტექნიკური მხარის ემბრიოლოგებისა და რეპროდუქტოლოგებისთვის გაზიარება.

კონფერენცია "შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ 1 თებერვალს გაიმართება, დარგის სპეციალისტებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: www.conference.ggrc.ge

„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი - იძებნება მოგებული!!!

თეგეტა მოტორსმა 2019 წელი ავტოინდუსტრიის ბაზრის ლიდერის სტატუსით დახურა