პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელმა მეცნიერებმა  კიბოს მკურნალობის უნიკალური საშუალება აღმოაჩინეს - "არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო"
ბრიტანელმა მეცნიერებმა  კიბოს მკურნალობის უნიკალური საშუალება აღმოაჩინეს - "არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო"

BBC-ის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის უნი­კა­ლურ სა­შუ­ა­ლე­ბას მი­აკ­ვლი­ეს. ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ წერს telegraph-იც. ორი­ვე გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, აღ­მო­ჩე­ნამ შე­საძ­ლოა, კი­ბოს წი­ნა­აღ­მდეგ უნი­ვერ­სა­ლუ­რი წამ­ლის გა­მო­გო­ნე­ბა გა­ა­ი­ო­ლოს.

კარ­დი­ფის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რებ­მა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ა­ჩი­ნეს ახა­ლი ტი­პის იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი. მეც­ნი­ე­რე­ბი რე­ა­ლუ­რად ბაქ­ტე­რი­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო უჯრე­დებს ეძებ­დნენ და ახა­ლი ტი­პის ტ-ლიმ­ფო­ცი­ტებს მი­აკ­ვლი­ეს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კი­ბოს პრე­ვენ­ცი­ას შეძ­ლე­ბენ.

მკლე­ვა­რე­ბის თქმით, ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ტ-ლიმ­ფო­ცი­ტე­ბი ისე­თი რე­ცეპ­ტო­რე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია, რო­მე­ლიც აუვ­ნებ­ლებს საფრ­თხეს და არ აზი­ა­ნებს ჯან­საღ უჯრე­დებს.

რო­გორ არ­ჩევს ტ-ლიმ­ფო­ცი­ტი კი­ბოს უჯრე­დებს ჯან­სა­ღი უჯრე­დე­ბის­გან, ჯერ უც­ნო­ბია და მეც­ნი­ე­რე­ბი ამ ეტაპ­ზე ყო­ვე­ლი­ვეს უფრო დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლო­ბენ.

მათი მტკი­ცე­ბით, ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის კა­ნის, სის­ხლის, ფილ­ტვის, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის, მკერ­დის, წე­ლის, პროს­ტა­ტის, საკ­ვერ­ცხე­ე­ბის, თირკმე­ლე­ბის და საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს და­მარ­ცხე­ბას.

კარ­დი­ფის მე­დი­ცი­ნის სკო­ლის პრო­ფე­სო­რი და კვლე­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ენ­დრიუ სი­უ­ე­ლი აღ­მო­ჩე­ნას მო­უ­ლოდ­ნელს უწო­დებს.

"ეს სპონ­ტა­ნუ­რი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მო­ჩე­ნაა, ჩვე­ნი კვლე­ვა ზრდის პერ­სპექ­ტი­ვას, რომ და­ვა­მარ­ცხოთ სხვა­დას­ხვა სა­ხის სიმ­სივ­ნე. აქამ­დე არა­ვის სჯე­რო­და, რომ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი "ბი­ბი­სი“- სთან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
///////////////////////nu tu sworia
1

//////////////////

ჰაჰ
40

ცოტა ხანში გავიგებთ რომ ბატონი ენდრიუ მოულოდნელად გარდაიცვალა, ხოლო შენობა სადაც კვლევის შედეგები ინახებოდა, დაიწვა. სერვერი სადაც ელექტრონული ინფორმაცია იყო წაშლილია და კიდევ მრავალი წელი იბოგინებენ ფარმაცევტები :))

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ბრიტანელმა მეცნიერებმა  კიბოს მკურნალობის უნიკალური საშუალება აღმოაჩინეს - "არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო"

ბრიტანელმა მეცნიერებმა  კიბოს მკურნალობის უნიკალური საშუალება აღმოაჩინეს - "არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო"

BBC-ის ცნობით, ბრიტანელმა მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის უნიკალურ საშუალებას მიაკვლიეს. ახალი აღმოჩენის შესახებ წერს telegraph-იც. ორივე გამოცემის ცნობით, აღმოჩენამ შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ უნივერსალური წამლის გამოგონება გააიოლოს.

კარდიფის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ახალი ტიპის იმუნური უჯრედები. მეცნიერები რეალურად ბაქტერიების საწინააღმდეგო უჯრედებს ეძებდნენ და ახალი ტიპის ტ-ლიმფოციტებს მიაკვლიეს, რომლის საშუალებითაც კიბოს პრევენციას შეძლებენ.

მკლევარების თქმით, ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტ-ლიმფოციტები ისეთი რეცეპტორების მატარებელია, რომელიც აუვნებლებს საფრთხეს და არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს.

როგორ არჩევს ტ-ლიმფოციტი კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედებისგან, ჯერ უცნობია და მეცნიერები ამ ეტაპზე ყოველივეს უფრო დეტალურად სწავლობენ.

მათი მტკიცებით, ახალი აღმოჩენა შესაძლებელს გახდის კანის, სისხლის, ფილტვის, მსხვილი ნაწლავის, მკერდის, წელის, პროსტატის, საკვერცხეების, თირკმელების და საშვილოსნოს ყელის კიბოს დამარცხებას.

კარდიფის მედიცინის სკოლის პროფესორი და კვლევის ხელმძღვანელი, ენდრიუ სიუელი აღმოჩენას მოულოდნელს უწოდებს.

"ეს სპონტანური და მოულოდნელი აღმოჩენაა, ჩვენი კვლევა ზრდის პერსპექტივას, რომ დავამარცხოთ სხვადასხვა სახის სიმსივნე. აქამდე არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო“, - ამბობს პროფესორი "ბიბისი“- სთან.

სამხრეთ კორეაში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ეკლესიები დახურეს

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 42 334 პაციენტი გამოჯანმრთელდა

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა