ავტორი:

ფერდინანდ პორშე-უფროსის საავტომობილო გენია - როგორ იქმნებოდა დიდი კონსტრუქტორის დიდი ბიზნესი

ფერდინანდ პორშე-უფროსის საავტომობილო გენია - როგორ იქმნებოდა დიდი კონსტრუქტორის დიდი ბიზნესი

1931 წელს დაფუძნებული კომპანია დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ასეულშია. კომპანიის მიერ შექმნილი „პორშე“ კი ყველაზე პრესტიჟული ავტომობილის ტიტულს ატარებს.

  • 2019 წელს „პორშემ" 280 800 მანქანა გაყიდა, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 10%-ით მეტია. 2018 წელს „პორშეს“ 256 255 ავტომობილი გაიყიდა. 2019 წელს „პორშეს“ ღირებულებამ 29,340 მლრდ დოლარი შეადგინა. Brand Finance-ის რეიტინგით, სადაც 2019 წლის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდია ჩამოთვლილი, „პორშემ“ 47-ე ადგილი დაიკავა.

1875 წლის 3 სექტემბერს მეთუნუქე ანტონ პორშეს ოჯახს ვაჟი შეეძინა. მას ფერდინანდი დაარქვეს. ეს ბოჰემიაში, პატარა სოფელ მაფერსდორფში მოხდა, დღევანდელ ჩეხეთში. ფერდინანდის მამა ცნობილი იყო, როგორც კარგი ოსტატი და დარწმუნებულიც გახლდათ, რომ ვაჟი მის საქმეს განაგრძობდა, ამიტომაც პატარაობიდანვე ასწავლიდა ხელობის საიდუმლოებებს. ბიჭს არც ჭკუა აკლდა და არც შრომისმოყვარეობა, მაგრამ მამის სურვილს ახდენა არ ეწერა. ყმაწვილი ელექტრობით დაინტერესდა, რომელსაც მის სოფლამდე ჯერ ვერც მიეღწია. ერთხელ მამამ ვაჟს სხვენში შეუსწრო, როცა ის ელექტრობაზე ექსპერიმენტებს ატარებდა და გაბრაზებულმა მთელი ნამუშევარი გაუნადგურა. თუმცა საბოლოოდ ფერდინანდის დედამ დაარწმუნა მეუღლე და ბიჭს რაიხენბერგში საიმპერატორო ტექნიკურ სკოლაში სიარულის ნება დართეს. ფერდინანდმა მამას დაუმტკიცა, რომ სწორ გზაზე იდგა - სახლში ელექტროქსელი გაიყვანა და ნათურები აანთო. ეს სოფელში პირველი ნათურები იყო.

XIX საუკუნის დასასრულს ევროპაში ხელის სამუშაო ადგილს უთმობდა მექანიკურ შრომას, ცხენებში შებმული ურიკები კი თვითმავალ მექანიკურ ეტლებს - ავტომობილებს. ფერდინანდის ოცნება ავტომობილების შექმნა იყო. ტექნიკური სკოლისა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1898 წელს, ახალგაზრდა კონსტრუქტორმა ძალები ვენის ავტომწარმოებელ ქარხანა „ლოჰნერში" მოსინჯა, სადაც საკონსტრუქტორო ბიუროს ხელმძღვანელობდა. შვიდი წლის განმავლობაში მუხლჩაუხრელმა შრომამ შედეგი გამოიღო. პირველმა დამოუკიდებელმა ნამუშევარმა, ძრავა-საბურავმა ელექტრომობილისთვის, 24 წლის ინჟინერს წარმატება და სახელი მოუტანა. ამან პორშეს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რწმენა შეჰმატა. 1906 წელს ის კომპანია „აუსტრო-დაიმლერის" მთავარ კონსტრუქტორად დაინიშნა, სადაც მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე მოდელი შეიქმნა. 1909 წელს ფერდინანდს შეეძინა ვაჟი და მასაც მამასავით ფერდინანდი დაარქვეს. ამავე წელს პორშე უფლისწულ ჰენრიხ პრუსიელის პატივსაცემად გამართულ რალიში მონაწილეობდა. ის თავისი კონსტრუქციის სპორტული „აუსტრო-დაიმლერის" საჭესთან იჯდა და მეორე ადგილმა თავმოყვარეობა ვერ დაუკმაყოფილა. მომდევნო წელს უფრო სრულყოფილი მოდელის საჭეს მიუჯდა და ფინიშთანაც პირველი მივიდა. მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წლიდან ჩეხეთში, „შკოდას" ქარხანაში მუშაობდა. ახალგაზრდა გენიოსის მორიგი ქმნილებები იყო საარტილერიო საწევარი, ძრავები თვითმფრინავებისა თუ დირიჟაბლებისთვის და სხვა სამხედრო ტექნიკა. კაიზერმა ის ორდენით დააჯილდოვა - ჯვარით „დამსახურებებისთვის". ფერდინანდის მოღვაწეობა „დაიმლერ ბენცში" გაგრძელდა. ახალ სამუშაო ადგილზე მის მიერ დაპროექტებულმა პირველმა ავტომობილმა, „მერსედეს 360"-მა მაშინვე მიიქცია მდიდარი ადამიანების ყურადღება. შემდგომში პორშემ დიდი ძალისხმევა და ენერგია დახარჯა ლეგენდად ქცეულ სერიებზე - K და S. მისი იდეების დამაგვირგვინებელი კი მოდელები SS, SSK და SSKL გახდნენ. წაიკითხეთ სრულად

ბრიტანელმა მეცნიერებმა  კიბოს მკურნალობის უნიკალური საშუალება აღმოაჩინეს - "არავის სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო"

ვინ არიან და როგორ ცხოვრობენ  მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების შვილები?

ერაყში საპროტესტო აქციები განახლდა - დაღუპულია ექვსი ადამიანი (ვიდეო)