მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად შეიძლება ვიპოვოთ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ნაწარმოებები, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა
სად შეიძლება ვიპოვოთ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ნაწარმოებები, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა

ყვე­ლა წიგ­ნის მოყ­ვა­რულს სურს, ხელი მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის მა­ჯის­ცე­მა­ზე ედოს და არას­დროს გა­მორ­ჩეს ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ავ­ტო­რე­ბის შე­მოქ­მე­დე­ბა, თუმ­ცა ხან­და­ხან, მათი აღ­მო­ჩე­ნა რთუ­ლია.

მი­ზე­ზი დრო­ის, ზოგ­ჯერ კი თარ­გმა­ნე­ბის დე­ფი­ცი­ტია. გა­მომ­ცემ­ლო­ბებ­მა მკი­თხველ­თა ამ „პრობ­ლე­მის“ შე­სა­ხებ, ცხა­დია, იცი­ან და ცდი­ლო­ბენ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ წრე­ებ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ერთი სა­ხე­ლის ქვეშ და­აჯ­გუ­ფონ და ასე შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ.

მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით აღი­ა­რე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბის ამ გზას, რა თქმა უნდა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც მი­მარ­თა­ვენ.

გა­მომცმე­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა „ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“სა­ხე­ლით შექ­მნა სე­რია, რო­მელ­შიც შე­დის სა­უ­კე­თე­სო თარ­გმა­ნე­ბი ისე­თი წიგ­ნე­ბის, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვეს. სე­რი­ა­ში ჯერ მხო­ლოდ 12 წიგ­ნია გა­მო­სუ­ლი, თუმ­ცა ყვე­ლა მათ­გა­ნი სა­უ­კე­თე­სოა და აუ­ცი­ლებ­ლად წა­სა­კი­თხი წიგ­ნე­ბის სი­ა­ში უნდა შე­ი­ტა­ნოთ. პრო­ექ­ტი პა­სუ­ხობს მკი­თხვე­ლის მო­თხოვ­ნას, მუდ­მი­ვად ეც­ნო­ბო­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შებს.

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის ად­გი­ლია, რად­გან „ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“ წიგ­ნებ­ში ავ­ტო­რე­ბი პირ­ვე­ლად ამე­ტყველ­დე­ბი­ან ქარ­თულ ენა­ზე, სა­უ­კე­თე­სო მთარ­გნე­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით.

უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­უბ­რი­სას, ცოტა რამ თარ­გმა­ნებ­ზეც უნდა ვთქვათ. ხან­და­ხანმ კი­თხვე­ლი, რო­მელ­საც ნა­წარ­მო­ე­ბის წა­კი­თხვა უცხო­ურ ენა­ზეც შე­უძ­ლია, თარ­გმა­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლოა-ხოლ­მე. ამი­ტომ უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მთარ­გმნე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სე­რი­ა­ზე მუ­შა­ობ­დნენ, ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის მიერ უკვე აღი­ა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათ მიერ ნა­თარ­გმნი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი კი, რო­გორც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის, ისე თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­გან­ძურს წარ­მო­ად­გენს.

„ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“ სე­რი­ა­ში ერ­თი­ან­დე­ბი­ან ისე­თი ცნო­ბი­ლი ავ­ტო­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან , ელიფ შა­ფა­ქი, ჯორჯ ორუ­ე­ლი, კა­ზუო იში­გუ­რო და ერიხ მა­რია რე­მარ­კი, ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის ნაკ­ლე­ბა­დც­ნო­ბილ, თუმ­ცა მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ მწერ­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც სამ­წერ­ლო ას­პა­რეზ­ზე შე­და­რე­ბით გვი­ან გა­მო­ვიდ­ნენ.

გთა­ვა­ზობთ იმ ჩა­მო­ნათ­ვალს, რომ­ლის წა­კი­თხვი­თაც ნამ­დვი­ლად დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა - დიდი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გე­ლით:

„ლი­ტე­რე ინ­ვენ­ტეს“ 12 წიგ­ნის სია ასე­თია:

1. ელიფ შა­ფა­ქი - „ევას სამი ქა­ლიშ­ვი­ლი“

2. ჯუმ­ფა ლა­ჰი­რი - „უცხო მიწა“

3. ერიხ მა­რია რე­მარ­კი - „აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში“

4. კა­ზუო იში­გუ­რო - „დღის მი­წუ­რულს“

5. სარო ბრა­ი­ერ­ლი - „გრძე­ლი გზა ში­ნის­კენ“

6. ჯორჯ ორუ­ე­ლი - „ბირ­მუ­ლი დღე­ე­ბი“

7. მა­რიო ბე­ნე­დე­ტი - „სუ­ლის მოთ­ქმა“

8. კა­ზუო იში­გუ­რო -„როცა ობ­ლე­ბი ვი­ყა­ვით“

9. ტონი მო­რი­სო­ნი - „ქე­ბა­თა ქება სო­ლო­მო­ნი­სა“

10. ჯუ­ნოუ დი­ა­ზი - „ოს­კარ უაოს ხან­მოკ­ლე და სა­ო­ცა­რი ცხოვ­რე­ბა“

11. კოლ­სონ უა­ი­თ­ჰე­დი - „მი­წის­ქვე­შა რკი­ნიგ­ზა“

12. ელიფ შა­ფა­ქი - „ხუ­როთ­მო­ძღვრის შე­გირ­დი“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

სად შეიძლება ვიპოვოთ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ნაწარმოებები, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა

სად შეიძლება ვიპოვოთ მსოფლიოში აღიარებული ავტორების ნაწარმოებები, რომელიც ქართულ ენაზე პირველად გამოიცა

ყველა წიგნის მოყვარულს სურს, ხელი მსოფლიო ლიტერატურის მაჯისცემაზე ედოს და არასდროს გამორჩეს ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ავტორების შემოქმედება, თუმცა ხანდახან, მათი აღმოჩენა რთულია.

მიზეზი დროის, ზოგჯერ კი თარგმანების დეფიციტია. გამომცემლობებმა მკითხველთა ამ „პრობლემის“ შესახებ, ცხადია, იციან და ცდილობენ, ლიტერატურულ წრეებში აღიარებული ნაწარმოებები ერთი სახელის ქვეშ დააჯგუფონ და ასე შემოგვთავაზონ.

მკითხველისთვის საინტერესო და მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული ლიტერატურის გაცნობის ამ გზას, რა თქმა უნდა, საქართველოშიც მიმართავენ.

გამომცმელობა „პალიტრა L”-მა „ლიტერე ინვენტეს“სახელით შექმნა სერია, რომელშიც შედის საუკეთესო თარგმანები ისეთი წიგნების, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. სერიაში ჯერ მხოლოდ 12 წიგნია გამოსული, თუმცა ყველა მათგანი საუკეთესოა და აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიაში უნდა შეიტანოთ. პროექტი პასუხობს მკითხველის მოთხოვნას, მუდმივად ეცნობოდეს თანამედროვე ლიტერატურის საინტერესო ნიმუშებს.

შეიძლება ითქვას, ეს ლიტერატურული აღმოჩენების ადგილია, რადგან „ლიტერე ინვენტეს“ წიგნებში ავტორები პირველად ამეტყველდებიან ქართულ ენაზე, საუკეთესო მთარგნელების დამსახურებით.

უცხოურ ლიტერატურაზე საუბრისას, ცოტა რამ თარგმანებზეც უნდა ვთქვათ. ხანდახანმ კითხველი, რომელსაც ნაწარმოების წაკითხვა უცხოურ ენაზეც შეუძლია, თარგმანით უკმაყოფილოა-ხოლმე. ამიტომ უნდა აღინიშნოს, რომ მთარგმნელები, რომლებიც ამ სერიაზე მუშაობდნენ, ქართველი მკითხველის მიერ უკვე აღიარებულები არიან. მათ მიერ ნათარგმნი ნაწარმოებები კი, როგორც გასული საუკუნის, ისე თანამედროვე ლიტერატურის საგანძურს წარმოადგენს.

„ლიტერე ინვენტეს“ სერიაში ერთიანდებიან ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიც არიან , ელიფ შაფაქი, ჯორჯ ორუელი, კაზუო იშიგურო და ერიხ მარია რემარკი, ქართველი მკითხველისთვის ნაკლებადცნობილ, თუმცა მსოფლიოში აღიარებულ მწერლებთან ერთად, რომლებიც სამწერლო ასპარეზზე შედარებით გვიან გამოვიდნენ.

გთავაზობთ იმ ჩამონათვალს, რომლის წაკითხვითაც ნამდვილად დიდი სიამოვნება - დიდი ლიტერატურული თავგადასავალი გელით:

„ლიტერე ინვენტეს“ 12 წიგნის სია ასეთია:

1. ელიფ შაფაქი - „ევას სამი ქალიშვილი“

2. ჯუმფა ლაჰირი - „უცხო მიწა“

3. ერიხ მარია რემარკი - „აჩრდილები სამოთხეში“

4. კაზუო იშიგურო - „დღის მიწურულს“

5. სარო ბრაიერლი - „გრძელი გზა შინისკენ“

6. ჯორჯ ორუელი - „ბირმული დღეები“

7. მარიო ბენედეტი - „სულის მოთქმა“

8. კაზუო იშიგურო -„როცა ობლები ვიყავით“

9. ტონი მორისონი - „ქებათა ქება სოლომონისა“

10. ჯუნოუ დიაზი - „ოსკარ უაოს ხანმოკლე და საოცარი ცხოვრება“

11. კოლსონ უაითჰედი - „მიწისქვეშა რკინიგზა“

12. ელიფ შაფაქი - „ხუროთმოძღვრის შეგირდი“

ჩვენ ალბათ ვერ მივხვდით, რა არის ქრისტიანობა! – "ბიბლია განმარტებებით" პროექტის ავტორის ბლოგი

წიგნის სახლში "ლიგამუსი" პრემია "ლიტერას" ლაურეატი მწერლის, იაგო თვალაბეიშვილის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

„ბიბლია განმარტებებით“ - პროექტი, რომელმაც სასულიერო პირთა, თეოლოგთა და ეკლესიის მრევლის დიდი ყურადღება დაიმსახურა