მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება
საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება

30 იან­ვარს, 19:00სთ-ზე, ტერ­მი­ნალ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად HR TECH ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა. HR hub – ის ღო­ნის­ძი­ე­ბა IT რეკ­რუ­ტინგსა და HR ტექ­ნო­ლო­გი­ებს და­ეთ­მო­ბა.

სპი­კე­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რო­გორც IT რეკ­რუ­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ასე­ვე პროგ­რა­მის­ტე­ბი და დე­ვე­ლო­პე­რე­ბი. მო­ე­წყო­ბა პა­ნელ-დის­კუ­სი­აც.

ბა­ზარ­ზე ბიზ­ნე­სის მხრი­დან მო­თხოვ­ნა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, IT პო­ზი­ცი­ე­ბის რეკ­რუ­ტინ­გი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ძი­ე­ბა და და­საქ­მე­ბა ერთ-ერთი დიდი გა­მოწ­ვე­ვაა რეკ­რუ­ტე­რე­ბის­თვის.

ამ ნა­წილ­ში პირ­ვე­ლი სპი­კე­რი იქ­ნე­ბა თი­ბი­სი IT აკა­დე­მი­ის მე­ნე­ჯე­რი ზურა პერ­ტა­ია, რო­მე­ლიც ისა­უბ­რებს სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სი­ახ­ლე­ებ­ზე და იმა­ზე, თუ რა უნდა იცო­დეს HR-მა IT მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მე­ო­რე სპი­კე­რი გახ­ლავთ ირაკ­ლი მი­ქი­აშ­ვი­ლი – IT ბიზ­ნეს პარტნი­ო­რი adjarabet.com, რო­მელ­საც ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბის 4 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს.

თემა: IT რეკ­რუ­ტინ­გი, IT გუნ­დის მო­ტი­ვი­რე­ბა, ჩარ­თუ­ლო­ბა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

პა­ნელ-დის­კუ­სია:

  • მა­რია ღლონ­ტი, TBC ბან­კი, ეჯა­ილ ქო­უ­ჩი – თემა: „თი­ბი­სი“ ეჯა­ილ ტრანსფორ­მა­ცია, ერთი მიზ­ნის ქვეშ გა­ერ­თერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი IT სპე­ცი­ა­ლის­ტი, ად­ვო­კა­ტი, მარ­კე­ტე­რი, კო­პი­რა­ი­ტე­რი;
  • ოთარ წი­ლო­სა­ნი – გა­მოც­დი­ლი Fullstack ვებ-დე­ვე­ლო­პე­რი. წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 10-ზე მეტი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის მენ­ტო­რი. მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა მო­ი­ცავს ვებ დე­ვე­ლო­პე­რო­ბას ისეთ კომ­პა­ნი­ებ­ში რო­გო­რიც არის: Myvideo, ITDC, Adjarabet.com, Fincue. ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ლი­დე­რი Product Savvy Consulting-ში, ამ­ჟა­მად მუ­შა­ობს Chief Technology Officer (CTO) კომ­პა­ნია Livo – ლივო ში;
  • ელე­ნე ლა­ცოშ­ვი­ლი – software architect. ელე­ნეს 11 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის შექ­მნა­ში სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ­ჟა­მად ის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სის­ტე­მე­ბის შექ­მნის, და­ნერგვი­სა და ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცე­სე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზა­ცი­ით;
  • სან­დრო დო­ლი­ძე – დე­ვე­ლო­პე­რი. პი­რა­დად ჰქო­ნია 20-მდე გა­სა­უბ­რე­ბა პა­ტა­რა თუ დიდ უცხო­ურ კომ­პა­ნი­ას­თან მა­გა­ლი­თად: Google, Microsoft, Dropbox, Toptal – თან. ისა­უბ­რებს იმა­ზე, თუ რა­ტომ არ­ჩე­ვენ დე­ვე­ლო­პე­რე­ბი ფრი­ლან­სე­რო­ბას?

HR პრო­ცე­სე­ბის სწრა­ფი და ეფექ­ტუ­რი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის­თვის სა­ჭი­როა ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის სის­ტე­მა, სწო­რედ ამ თე­მას და­ეთ­მო­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბის მე­ო­რე ნა­წი­ლი.

ამ თე­მა­ზე ისა­უბ­რებს: რეზო ლო­მი­ძე, “ვა­ბა­კოს” კო­მერ­ცი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი.

ვის შე­უძ­ლია ღო­ნის­ძე­ბა­ზე დას­წრე­ბა:

  • HR მე­ნე­ჯე­რე­ბი, IT რეკ­რუ­ტე­რე­ბი და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რე­ბი;
  • დე­ვე­ლო­პე­რე­ბი.

ად­გი­ლე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია. რე­გის­ტრა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია 27 იან­ვრამ­დე: https://bit.ly/2Hjh4jh.

ღო­ნის­ძი­ე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან: პა­ლიტ­რა მე­დია ჰოლ­დინ­გი, ვა­ბა­კო და Grant Thornton Georgia.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება

საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება

30 იანვარს, 19:00სთ-ზე, ტერმინალში, საქართველოში პირველად HR TECH ღონისძიება გაიმართება. HR hub – ის ღონისძიება IT რეკრუტინგსა და HR ტექნოლოგიებს დაეთმობა.

სპიკერები იქნებიან, როგორც IT რეკრუტინგის სპეციალისტები, ასევე პროგრამისტები და დეველოპერები. მოეწყობა პანელ-დისკუსიაც.

ბაზარზე ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებზე. შესაბამისად, IT პოზიციების რეკრუტინგი, ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ადამიანების მოძიება და დასაქმება ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა რეკრუტერებისთვის.

ამ ნაწილში პირველი სპიკერი იქნება თიბისი IT აკადემიის მენეჯერი ზურა პერტაია, რომელიც ისაუბრებს სფეროში მიმდინარე სიახლეებზე და იმაზე, თუ რა უნდა იცოდეს HR-მა IT მიმართულებით.

მეორე სპიკერი გახლავთ ირაკლი მიქიაშვილი – IT ბიზნეს პარტნიორი adjarabet.com, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის 4 წლიანი გამოცდილება აქვს.

თემა: IT რეკრუტინგი, IT გუნდის მოტივირება, ჩართულობა და შენარჩუნება.

პანელ-დისკუსია:

  • მარია ღლონტი, TBC ბანკი, ეჯაილ ქოუჩი – თემა: „თიბისი“ ეჯაილ ტრანსფორმაცია, ერთი მიზნის ქვეშ გაერთერთიანებული IT სპეციალისტი, ადვოკატი, მარკეტერი, კოპირაიტერი;
  • ოთარ წილოსანი – გამოცდილი Fullstack ვებ-დეველოპერი. წარმატებით ჩატარებული 10-ზე მეტი სასწავლო პროგრამის მენტორი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ვებ დეველოპერობას ისეთ კომპანიებში როგორიც არის: Myvideo, ITDC, Adjarabet.com, Fincue. ტექნიკური ჯგუფის ლიდერი Product Savvy Consulting-ში, ამჟამად მუშაობს Chief Technology Officer (CTO) კომპანია Livo – ლივო ში;
  • ელენე ლაცოშვილი – software architect. ელენეს 11 წლიანი გამოცდილება აქვს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში სხვადასხვა მიმართულებით. ამჟამად ის დაინტერესებულია ვირტუალური სისტემების შექმნის, დანერგვისა და ტესტირების პროცესების ავტომატიზაციით;
  • სანდრო დოლიძე – დეველოპერი. პირადად ჰქონია 20-მდე გასაუბრება პატარა თუ დიდ უცხოურ კომპანიასთან მაგალითად: Google, Microsoft, Dropbox, Toptal – თან. ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ არჩევენ დეველოპერები ფრილანსერობას?

HR პროცესების სწრაფი და ეფექტური ადმინისტრირებისთვის საჭიროა ადამიანური რესურსების მართვის სისტემა, სწორედ ამ თემას დაეთმობა ღონისძიების მეორე ნაწილი.

ამ თემაზე ისაუბრებს: რეზო ლომიძე, “ვაბაკოს” კომერციული დირექტორი.

ვის შეუძლია ღონისძებაზე დასწრება:

  • HR მენეჯერები, IT რეკრუტერები და კომპანიის დირექტორები;
  • დეველოპერები.

ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაცია შესაძლებელია 27 იანვრამდე: https://bit.ly/2Hjh4jh.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: პალიტრა მედია ჰოლდინგი, ვაბაკო და Grant Thornton Georgia.

გრიპის 216 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - ამირან გამყრელიძე ავადობის უახლესი მაჩვენებლებით

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო  სტანდარტის  შესაბამისი ხარისხის მართვის  სისტემა ინერგება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - სად გათოვდება, სად იწვიმებს და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა