მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ  - "ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეხედეთ ბრედის ხელს“
ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ  - "ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეხედეთ ბრედის ხელს“

აშშ-ში SAG Awards-ის და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ცოლ-ქმა­რი ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი და ბრედ პიტი ეს­წრე­ბოდ­ნენ. მსა­ხი­ო­ბებ­მა თა­ვი­ან­თი ჯილ­დო­ე­ბის აღე­ბის შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს წარ­მა­ტე­ბა მი­უ­ლო­ცეს.

ბულ­ვა­რულ გა­მო­ცე­მებს არ გა­მოჰ­პარ­ვი­ათ კუ­ლი­სებ­ში ყო­ფი­ლი ცოლ-ქმრის გულ­თბი­ლი შეხ­ვედ­რა და ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი სი­ხა­რუ­ლი. ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, რომ წყვი­ლის სხე­უ­ლის ენით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ისი­ნი ერ­თად არი­ან, ან მალე ისევ ერ­თად იქ­ნე­ბი­ან.

ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბიც, სა­დაც ჩანს, რო­გო­რი აღ­ტა­ცე­ბით უყუ­რებს ბრედ პიტი ტე­ლე­ეკ­რან­თან ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბას..

"კად­რი, რო­მე­ლიც ნიშ­ნავს, რომ და­შო­რე­ბის შემ­დეგ ჯე­ნი­ფერ­მა გა­ი­მარ­ჯვა. ეს სა­უ­კე­თე­სო შუ­რის­ძი­ე­ბაა ან­ჯე­ლი­ნა­ზე" - წერს Twitter-ის ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ამ ფო­ტოს კო­მენ­ტა­რებ­ში.

ჯე­ნის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ჰკი­თხეს ბრედ პიტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მათ შო­რის მხო­ლოდ მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რია. მე­გობ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა კი მის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს.

SAG Awards-ის შემ­დეგ გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებს დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. დღეს Twitter-ში გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თემა სწო­რედ ჯე­ნი­სა და ბრე­დის აღ­დგე­ნი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა.

"არ გინ­და ჯენი, არ შე­უ­რიგ­დე, მან ერთხელ მი­გა­ტო­ვა, შენ უკე­თესს იმ­სა­ხუ­რებ“

"ღმერ­თო, რო­გორ უხ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, ვლო­ცუ­ლობ, რომ შე­რიგ­დნენ.“

"არას­დროს მომ­წონ­და ან­ჯე­ლი­ნა, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ჯე­ნი­ფერს შე­უ­რიგ­დე­ბა.“

"არ მჯე­რა, თუ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ ჩემ­თვის სას­წრა­ფო გა­მო­ი­ძა­ხოს."

"ჯე­ნი­ფერს ვურ­ჩევ, ამ მო­ღა­ლა­ტის­გან რაც შე­იძ­ლე­ბა შორს გა­იქ­ცეს, ის ისევ უღა­ლა­ტებს.“

"რამ­ხე­ლა ქი­მი­აა მათ შო­რის, ბრე­დის ხელს შე­ხე­დეთ. ეს კად­რი ყვე­ლა­ფერს ამ­ბობს.“

"ყო­ჩაღ ჯე­ნი­ფერს, ეს სა­უ­კე­თე­სო შუ­რის­ძი­ე­ბაა ან­ჯე­ლი­ნა­ზე"

"ვერ და­ვი­ჯე­რებ, რომ ესე­ნი ერ­თად არ არი­ან, ტყუ­ი­ლად უარ­ყო­ფენ“, - წე­რენ კო­მენ­ტა­რებ­ში.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ბრედ პიტი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ჯე­ნი­ფერ ენის­ტონ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა.

ბრე­დი ყო­ფილ ცოლს და­ბა­დე­ბის დღე­ზეც სტუმ­რობ­და, ასე­ვე მას­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო წვე­უ­ლე­ბა და რა თქმა უნდა, ყვე­ლას გვახ­სოვს კად­რე­ბი "ოქ­როს გლო­ბუ­სის“ ცე­რე­მო­ნი­ი­დან და ჯე­ნი­ფე­რის მზე­რა სცე­ნა­ზე ასუ­ლი ყო­ფი­ლი ქმრი­სად­მი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბერდია
5

ვაიმეეე სოსოოოო !!! სოსოოოოოოოოოოო !!! სოოოსოოოოოოოოოოოოოოოოო !!!

ამას შეხედეეეეეეე !!!

hihi
23

სიჩქრეში კაბის ჩაცმა დავიწყებია და პერანგით წამოსულა ალბათ მაგაზე იცინიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ  - "ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეხედეთ ბრედის ხელს“

ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის ფლირტი კამერების წინ  - "ღმერთო ჩემო, უბრალოდ შეხედეთ ბრედის ხელს“

აშშ-ში SAG Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც ყოფილი ცოლ-ქმარი ჯენიფერ ენისტონი და ბრედ პიტი ესწრებოდნენ. მსახიობებმა თავიანთი ჯილდოების აღების შემდეგ ერთმანეთს წარმატება მიულოცეს.

ბულვარულ გამოცემებს არ გამოჰპარვიათ კულისებში ყოფილი ცოლ-ქმრის გულთბილი შეხვედრა და ერთმანეთის ნახვით გამოწვეული სიხარული. ტაბლოიდები წერენ, რომ წყვილის სხეულის ენით თუ ვიმსჯელებთ, ისინი ერთად არიან, ან მალე ისევ ერთად იქნებიან.

ვრცელდება კადრებიც, სადაც ჩანს, როგორი აღტაცებით უყურებს ბრედ პიტი ტელეეკრანთან ჯენიფერ ენისტონის გამარჯვებულად გამოცხადებას..

"კადრი, რომელიც ნიშნავს, რომ დაშორების შემდეგ ჯენიფერმა გაიმარჯვა. ეს საუკეთესო შურისძიებაა ანჯელინაზე" - წერს Twitter-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ამ ფოტოს კომენტარებში.

ჯენის ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბრედ პიტთან ურთიერთობის შესახებ, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრული კავშირია. მეგობრების მხარდაჭერა კი მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

SAG Awards-ის შემდეგ გავრცელებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს Twitter-ში განხილვის მთავარი თემა სწორედ ჯენისა და ბრედის აღდგენილი ურთიერთობაა.

"არ გინდა ჯენი, არ შეურიგდე, მან ერთხელ მიგატოვა, შენ უკეთესს იმსახურებ“

"ღმერთო, როგორ უხდებიან ერთმანეთს, ვლოცულობ, რომ შერიგდნენ.“

"არასდროს მომწონდა ანჯელინა, კარგი იქნება თუ ჯენიფერს შეურიგდება.“

"არ მჯერა, თუ შეიძლება ვინმემ ჩემთვის სასწრაფო გამოიძახოს."

"ჯენიფერს ვურჩევ, ამ მოღალატისგან რაც შეიძლება შორს გაიქცეს, ის ისევ უღალატებს.“

"რამხელა ქიმიაა მათ შორის, ბრედის ხელს შეხედეთ. ეს კადრი ყველაფერს ამბობს.“

"ყოჩაღ ჯენიფერს, ეს საუკეთესო შურისძიებაა ანჯელინაზე"

"ვერ დავიჯერებ, რომ ესენი ერთად არ არიან, ტყუილად უარყოფენ“, - წერენ კომენტარებში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ ჯენიფერ ენისტონთან ერთად გამოჩნდა.

ბრედი ყოფილ ცოლს დაბადების დღეზეც სტუმრობდა, ასევე მასთან ერთად გაატარა წინასაახალწლო წვეულება და რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს კადრები "ოქროს გლობუსის“ ცერემონიიდან და ჯენიფერის მზერა სცენაზე ასული ყოფილი ქმრისადმი.

"კავეა Drive-in ლისის" გახსნაზე ყველა ბილეთი გაყიდულია - ერეკლე დეისაძის კონცერტი და "უარყოფითი რიცხვების" ჩვენება 10 ივლისს დაემატა!

"ვაპირებ რაჭაში, სვანეთში დასვენებას, იმ ადგილების მონახულებას, რაც აქამდე არ მინახავს" - როგორ ატარებს ზაფხულს პანდემიის დროს ლელა მებურიშვილი

ცნობილი სერიალის წყევლა - Glee-ს მსახიობი სავარაუდოდ, ტბაში დაიხრჩო, მისი 4 წლის შვილი კი ნავში იპოვეს