მსოფლიოში ახალი ტიპის ვირუსი ვრცელდება. განსაკუთრებით ბევრი ადამიანია ინფიცირებული ჩინეთში, სადაც BBC-ის ცნობით, მას უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსის წარმომავლობას მეცნიერები ახლა სწავლობენ და ჯერჯერობით მედიკოსები მკურნალობის მეთოდებზე გადაჭრით ვერ საუბრობენ. როგორც BBC წერს, ბოლო ორ დღეში ჩინეთში 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში კი, ქვეყანაში 200 შემთხვევაა დადასტურებული.
პირველად უცნობი ვირუსი ჩინეთის ქალაქ უხანში, დეკემბერში გამოვლინდა.. გასულ ორშაბათს კი პირველი შემთხვევა დაადასტურეს სამხრეთ კორეაში, რასაც მოჰყვა ვირუსის გავრცელება ტაილანდსა და იაპონიაშიც.
ბრიტანელი ექსპერტები BBC-სთან ამბობენ, რომ დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ოფიციალური პირები ამბობენ და ის დაახლოებით 1700-ს უტოლდება.
მედიკოსები ამბობენ, რომ ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი სახეობა, რომლის გენეტიკური კოდის ანალიზი აჩვენებს, რომ სხვა სახეობებთან შედარებით, უფრო მეტი კავშირი აქვს პნევმონიასთან.
რა ვიცით ვირუსის შესახებ? - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაცია:
როგორც BBC წერს, კორონავირუსის ერთ-ერთი ტიპი 2000 წელსაც გავრცელდა და მაშინ სხვადასხვა ქვეყანაში 774 ადამიანი იმსხვერპლა, მაშინ გავრცელების არეალი უმეტესად აზიის ქვეყნები იყო.