მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან არამედ, როგორც ჰარისგან" - სამეფო სკანდალზე ჰარი პირველად ალაპარაკდა
"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან არამედ, როგორც ჰარისგან" - სამეფო სკანდალზე ჰარი პირველად ალაპარაკდა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო სკან­დალ­ზე პრინ­ცი ჰარი პირ­ვე­ლად სა­უბ­რობს. გან­ცხა­დე­ბა სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა უინ­ძო­რე­ბის სა­მე­ფო კა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­ა­კე­თა.

ჰა­რიმ იმ მი­ზე­ზებ­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის გა­მოც სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­სა და პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე, ასე­ვე სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით ცხოვ­რე­ბა­ზე უარი თქვა.

პრინ­ცის თქმით, სურს ყვე­ლამ გა­ი­გოს, რომ მისი და მე­გა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გაქ­ცე­ვას არ ნიშ­ნავს.

"მინ­და, სი­მარ­თლე მო­ის­მი­ნოთ ჩემ­გან, არა რო­გორც პრინ­ცი­სა და ჰერ­ცო­გის­გან, არა­მედ რო­გორც ჰა­რის­გან.

დიდი ბრი­ტა­ნე­თი ჩემი სახ­ლი და ად­გი­ლია, რო­მე­ლიც მიყ­ვარს, ეს არას­დროს შე­იც­ვლე­ბა.

მე გა­ვი­ზარ­დე თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით და ვხე­დავ­დი თუ რო­გორ მი­ი­ღეთ მე­გა­ნი, როცა ნა­ხეთ რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ვიცი, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად გა­მი­ცა­ნით იმ­დე­ნად, რომ მენ­დოთ და იცო­დეთ, რომ ქალს, რო­მე­ლიც ცო­ლად ავირ­ჩიე, ჩემი მსგავ­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს. ის ისევ ისე­თია, რო­გო­რიც შე­მიყ­ვარ­და. ორი­ვე ჩვენ­გა­ნი ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რაც შეგ­ვეძ­ლე­ბა და ქვეყ­ნის­თვის ჩვენს როლს სი­ა­მა­ყით შე­ვას­რუ­ლებთ.

როცა მე და მე­გა­ნი დავ­ქორ­წინ­დით, აღ­ტა­ცე­ბუ­ლე­ბი და იმე­დით სავ­სე­ნი ვი­ყა­ვით და ასე­ვე მზად, რათა ქვეყ­ნის­თვის გვემ­სა­ხუ­რა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ჩემი ცო­ლის­თვის მი­ვი­ღე, არ იყო მარ­ტი­ვი. ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვსა­უბ­რობ­დით ამ თე­მა­ზე და სხვა გზა არ არ­სე­ბობ­და.

მინ­და იცო­დეთ, რომ არ გავ­რბი­ვართ და არ გტო­ვებთ. იმე­დი გვქონ­და, რომ დე­დოფ­ლის­თვის და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს­თვის სამ­სა­ხუ­რის გაგ­რძე­ლე­ბას შევ­ძლებ­დით, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე. სამ­წუ­ხა­როდ, ეს შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ყო­ვე­ლი­ვე მე არ მცვლის. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ ვემ­სა­ხუ­რო ამ ქვე­ყა­ნას და დე­დო­ფალს.

როცა 23 წლის წინ დედა დავ­კარ­გე, თქვე­ნი ფრთე­ბის ქვეშ შე­მი­ფა­რეთ. მე ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­ტივს ვცემ­დი ბე­ბი­ას და წარ­მო­უდ­გენ­ლად მად­ლი­ე­რი ვარ მისი და ოჯა­ხის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბის იმ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მე­ლიც მე­განს და მე ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაჩ­ვე­ნეს“, - ამ­ბობს პრინ­ცი ჰარი.

პრინცმა ჰა­რიმ და მის­მა ცოლ­მა, მე­გან მარ­კლმა დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რის სტა­ტუს­სა და პრი­ვი­ლე­გი­ებ­ზე უარი თქვეს, რა­საც ბრი­ტა­ნეთ­ში სკან­და­ლი მოჰ­ყვა. დიდ ბრი­ტა­ნელ­თა ნა­წი­ლი გა­ნა­წყენ­და, ნა­წილ­მა კი წყვილს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მო­უ­წო­ნა. მე­გა­ნი­სა და ჰა­რის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი დრო­ის ნა­წილს კა­ნა­და­ში, ხოლო ნა­წილს ინ­გლის­ში გა­ა­ტა­რე­ბენ.

სკან­და­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან მე­ო­რე დღეს მა­დამ ტი­უსოს მუ­ზე­უ­მი­დან ჰა­რი­სა და მე­გა­ნის ცვი­ლის ფი­გუ­რე­ბი გა­ი­ტა­ნეს. სა­მე­ფო სახ­ლმა კი მა­ლე­ვე გა­მოს­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, წყვი­ლი ვე­ღარ გა­მო­ი­ყე­ნებს სტა­ტუსს "მისი უმაღ­ლე­სო­ბა." მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა დე­დო­ფალ­მა ელი­სა­ბედ­მაც. მისი თქმით, მხარს უჭერს თა­ვის შვი­ლიშ­ვილს, თუმ­ცა ერ­ჩივ­ნა, რომ ასე არ მომ­ხდა­რი­ყო.

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წე­რენ პრინც ჰა­რი­სა და პრინც უი­ლი­ამს შო­რის არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბა­ზეც, თუმ­ცა კენ­სინგტო­ნის სა­სახ­ლე­ში აღ­ნიშ­ნულს არ ადას­ტუ­რე­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
naTela
22

ეჰ ასე ხდება ცხოვრებაში ეგ კი არა ეკა ბესელია და გედეონი დასცილდნენ ოცნებას რას იზავ

sd
73

ეჰ, ჰარის ერთი მინუსი, ვერ შეირგო და ვერ "გაქაჩა" პრინცობა ძმისგან განსხვავებით, მის მეუღლეს კი პლიუსი, მეგანი სიმპათიას იმსახურებს, პირველ რიგში მისი უშუალო და უბრალო თვისებების გამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან არამედ, როგორც ჰარისგან" - სამეფო სკანდალზე ჰარი პირველად ალაპარაკდა

"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისგან არამედ, როგორც ჰარისგან" - სამეფო სკანდალზე ჰარი პირველად ალაპარაკდა

დიდი ბრიტანეთის სამეფო სკანდალზე პრინცი ჰარი პირველად საუბრობს. განცხადება სასექსის ჰერცოგმა უინძორების სამეფო კარის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

ჰარიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამოც სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე, ასევე სახელმწიფოს დაფინანსებით ცხოვრებაზე უარი თქვა.

პრინცის თქმით, სურს ყველამ გაიგოს, რომ მისი და მეგანის გადაწყვეტილება გაქცევას არ ნიშნავს.

"მინდა, სიმართლე მოისმინოთ ჩემგან, არა როგორც პრინცისა და ჰერცოგისგან, არამედ როგორც ჰარისგან.

დიდი ბრიტანეთი ჩემი სახლი და ადგილია, რომელიც მიყვარს, ეს არასდროს შეიცვლება.

მე გავიზარდე თქვენი მხარდაჭერით და ვხედავდი თუ როგორ მიიღეთ მეგანი, როცა ნახეთ როგორი ბედნიერი და შეყვარებული ვიყავი. ვიცი, რომ წლების განმავლობაში კარგად გამიცანით იმდენად, რომ მენდოთ და იცოდეთ, რომ ქალს, რომელიც ცოლად ავირჩიე, ჩემი მსგავსი ღირებულებები აქვს. ის ისევ ისეთია, როგორიც შემიყვარდა. ორივე ჩვენგანი ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვეძლება და ქვეყნისთვის ჩვენს როლს სიამაყით შევასრულებთ.

როცა მე და მეგანი დავქორწინდით, აღტაცებულები და იმედით სავსენი ვიყავით და ასევე მზად, რათა ქვეყნისთვის გვემსახურა.

გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი ცოლისთვის მივიღე, არ იყო მარტივი. ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით ამ თემაზე და სხვა გზა არ არსებობდა.

მინდა იცოდეთ, რომ არ გავრბივართ და არ გტოვებთ. იმედი გვქონდა, რომ დედოფლისთვის და გაერთიანებული სამეფოსთვის სამსახურის გაგრძელებას შევძლებდით, მაგრამ სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ყოველივე მე არ მცვლის. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვემსახურო ამ ქვეყანას და დედოფალს.

როცა 23 წლის წინ დედა დავკარგე, თქვენი ფრთების ქვეშ შემიფარეთ. მე ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს ვცემდი ბებიას და წარმოუდგენლად მადლიერი ვარ მისი და ოჯახის დანარჩენი წევრების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მეგანს და მე ბოლო თვეების განმავლობაში გვაჩვენეს“, - ამბობს პრინცი ჰარი.

პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა, მეგან მარკლმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსსა და პრივილეგიებზე უარი თქვეს, რასაც ბრიტანეთში სკანდალი მოჰყვა. დიდ ბრიტანელთა ნაწილი განაწყენდა, ნაწილმა კი წყვილს გადაწყვეტილება მოუწონა. მეგანისა და ჰარის განცხადებით, ისინი დროის ნაწილს კანადაში, ხოლო ნაწილს ინგლისში გაატარებენ.

სკანდალური გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღეს მადამ ტიუსოს მუზეუმიდან ჰარისა და მეგანის ცვილის ფიგურები გაიტანეს. სამეფო სახლმა კი მალევე გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, წყვილი ვეღარ გამოიყენებს სტატუსს "მისი უმაღლესობა." მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დედოფალმა ელისაბედმაც. მისი თქმით, მხარს უჭერს თავის შვილიშვილს, თუმცა ერჩივნა, რომ ასე არ მომხდარიყო.

ბრიტანული გამოცემები წერენ პრინც ჰარისა და პრინც უილიამს შორის არსებულ უთანხმოებაზეც, თუმცა კენსინგტონის სასახლეში აღნიშნულს არ ადასტურებენ.

სან დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს

"ნუთუ ეგონათ, რომ ჩუმად ვიქნებოდით..."-  რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და ბუკინგემის სასახლე?

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის კატასტროფას 11 სამხედრო ემსხვერპლა - რას უკავშირებენ ქვეყნის თავდაცვის უწყებაში მომხდარს