მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას სწერს ამერიკელი კონგრესმენი გიორგი გახარიას - "გწერთ შეშფოთების შესახებ დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო"
რას სწერს ამერიკელი კონგრესმენი გიორგი გახარიას - "გწერთ შეშფოთების შესახებ დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო"

რეს­პუბ­ლი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა მარ­კუ­ე­ინ მა­ლინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ღია წე­რი­ლით მი­მარ­თა. მან წე­რი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტე­რის“ მეშ­ვე­ო­ბით გა­ავ­რცე­ლა.

კონ­გრეს­მე­ნი წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან გა­დახ­ვე­ვი­თა და ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბით შეშ­ფო­თე­ბუ­ლია.

"რო­გორც კონ­გრე­სის წევ­რი, გწერთ ჩემი შეშ­ფო­თე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის­გან გა­დახ­ვე­ვი­სა და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო. მე ვუ­ერ­თდე­ბი კონ­გრეს­ში ჩემი კო­ლე­გე­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ­თა ჯგუ­ფის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის, ადამ კინ­ზინ­გე­რი­სა და გარი კო­ნო­ლის 3 დე­კემ­ბე­რით და­თა­რი­ღე­ბულ წე­რილს თქვენს სა­ხელ­ზე, სა­დაც ხაზ­გას­მუ­ლია მათი შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ რე­ფორ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად 1991 წელს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დგო­მი პროგ­რე­სი­სა, ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კის ინ­დი­კა­ტო­რებ­ში მკვეთ­რად უარ­ყო­ფი­თი ტენ­დენ­ცია გა­მოვ­ლინ­და“,- წერს კონ­გრეს­მე­ნი.

კონ­გრეს­მე­ნის თქმით, სწო­რედ ამის შე­დე­გია, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის შემ­ცი­რე­ბა. მას მა­გა­ლი­თად მოჰ­ყავს ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კომ­პა­ნია Frontera Resources ტე­ხა­სი­დან, რო­მე­ლიც შე­ვიწ­რო­ე­ბის ერთ-ერთი მსხვერ­პლი გახ­და.

მარ­კუ­ე­ინ მა­ლი­ნი ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­კომ­პა­ნია "ფე­ის­ბუ­ქის“ მიერ მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბის დაბ­ლოკ­ვას.

"ცოტა ხნის წინ „ფე­ის­ბუქ­მა“ და­ხუ­რა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ან­გა­რი­შე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი ხედ­ვე­ბის ჩა­სახ­შო­ბად „კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ არა­ავ­თენ­ტურ ქცე­ვას“ მი­მარ­თავ­და და ან­ტი­და­სავ­ლურ გრძნო­ბებს ავი­თა­რებ­დნენ, მათ შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-ის წი­ნა­აღ­მდეგ“,-წერს ის.

წე­რი­ლის ბო­ლოს, კონ­გრეს­მე­ნი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლო კვლავ დარ­ჩე­ბა ამე­რი­კის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა შე­წყვეტს აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებს ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ.

„ვი­მე­დოვ­ნებ, რომ თქვე­ნი მთავ­რო­ბა იმოქ­მე­დებს სწრა­ფად იმ გა­მაფრ­თხი­ლე­ბელ ნიშ­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ასე იმ­სა­ხუ­რებს“, – წერს კონ­გრეს­მე­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ტვი­ტერ­ში“.

მკითხველის კომენტარები / 82 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mia
124

ნეტა რამდენი გადაუხადა ამ კაცუნას მიშიკომ?

 

grisha
156

დღესავით ნათელია კონგრესმენი აშკარად მიკერძოებულია და არაობიექტურ და გადაუმოწმებელი ფაქთებით საუბრობს. თუ ვის ინტერესებს ემსახურება კონგრესმენის წერილი განსჯა თქვენთვის მომინდვია. ისე კი აშშ დეპარტამენტი ბატონ გახარიას და მთლიანად საქართველოს მთავრობას და ქართულ ოცნებას უმაღლეს შეფასებას აძლევს დემოკრატიის და რეფორმების უპრეცენდენტო მასშტაბის გამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რას სწერს ამერიკელი კონგრესმენი გიორგი გახარიას - "გწერთ შეშფოთების შესახებ დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო"

რას სწერს ამერიკელი კონგრესმენი გიორგი გახარიას - "გწერთ შეშფოთების შესახებ დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევის გამო"

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. მან წერილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა.

კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია.

"როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი შეშფოთების შესახებ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 3 დეკემბერით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, სადაც ხაზგასმულია მათი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

მიუხედავად 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდგომი პროგრესისა, ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში მკვეთრად უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა“,- წერს კონგრესმენი.

კონგრესმენის თქმით, სწორედ ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან, რომელიც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

მარკუეინ მალინი ასევე გამოეხმაურა სოციალურ მედიაკომპანია "ფეისბუქის“ მიერ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშების დაბლოკვას.

"ცოტა ხნის წინ „ფეისბუქმა“ დახურა „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომელიც საქართველოში ოპოზიციური ხედვების ჩასახშობად „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას“ მიმართავდა და ანტიდასავლურ გრძნობებს ავითარებდნენ, მათ შორის განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ“,-წერს ის.

წერილის ბოლოს, კონგრესმენი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო კვლავ დარჩება ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების მიმართ.

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

"ფარჩაკები ხართ, 10 კაცი რომ დამესიეთ" - ლევან ხაბეიშვილი და "ქართული ოცნების" დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

სალომე ზურაბიშვილისა და პრინც ჩარლზის შეხვედრა - რა ფოტოებს აქვეყნებს პრეზიდენტი

LIVE: ალეკო ელისაშვილი "ნიუსრუმში"