ავტორი:

რას ამბობენ მეუფე მელქისედეკი და მეუფე იოანე გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

რას ამბობენ მეუფე მელქისედეკი და მეუფე იოანე გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკის განცხადებით, თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ცუდია, მაშინ ის შესაბამისმა სტრუქტურებმა სამკურნალო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ. ამის შესახებ მეუფე მელქისედეკმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მეუფე მელქისედეკმა აღნიშნა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს.

"თუ ცუდად არის მამა გიორგის ჯანმრთელობა ის შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გადაიყვანონ. მე ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

კითხვაზე, მიმართავს თუ არა წმინდა სინოდი საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით განმეორებით? მეუფე მელქისედეკმა უპასუხა:

"როცა სინოდის სხდომა იქნება ალბათ, ამაზე იქნება მსჯელობა. როდის იქნება სინოდის სხდომა, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს",- განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

ქუთათელ-გაენათელმა მეუფე იოანემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათი მოთხოვნა ძალაშია და ეკლესიამ უკვე მიმართა პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს მიმართვა ძალაში რჩება და როდესაც დადგება "ჟამი იმისა, რომ პრეზიდენტს შეეძლება ეკლესიის თხოვნის მიღება, ის ამას შეასრულებს.

"ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება და ხომ მივმართეთ ერთხელ. პრეზიდენტის პასუხი მოისმინეთ? არის მიღებული რეგულაციები და ვალდებულია დაიცვას რეგულაციები და როცა დადგება ჟამი, როცა მას შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას. მე არ ვისურვებდი არავის ციხეში ყოფნას",-განაცხადა მეუფე იოანემ.

მეუფე იოანე, ასევე დაინტერესდა, ჟურნალისტები თავად რატომ არ მიმართავენ პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

დღეს მეუფემ ბაგრატის ტაძარში საზეიმო წირვა ლოცვა ჩაატარა და მდინარე რიონი აკურთხა.

"მოვიდა თითქმის სრულად ყველანაირი სატელეფონო კავშირები... გამოძიება ახლა მკვლელობის ვერსიაზე მუშაობს" - ადვოკატი

"მანქანაში სისხლის კვალი, სავარაუდოდ, თამუნას ეკუთვნის... ვინ გადაიჭრიდა იქ ვენებს? ან ძალით ასმევდნენ რამეს და ამის ბრალია" - ბაჩალიაშვილის დედა

"ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ნახავენ საქმის მასალებს, ვიდეომასალებს და დრონის ჩანაწერებს" - ადვოკატი