იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი მონაცემებით, გულის შეტევა სახელდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარის შესახებ იტალიაში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია.
„საკონსულო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია. მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აცხადებენ უწყებაში.
ქართველი ახალგაზრდის გადაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ პრესაში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სადეპორტო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
აი სამწუხარო რეალობა ადამიანს აბრუნებდნენ ჯოჯოხეთში და ისეთი ინერვიულა რო გული გაუჩერდა ჩვენი ჩინოვნიკები კიდე ჩვენს ხარჯზე გუგუნებენ და ჩვენს ფულებს ჭამენ იმის მაგივრად რომ ხალხზე იზრუნონ თავის ჯიბეს ისქელებენ არ თქვათ ეხლა არააა ეგრეო ხალხი გარბის აქედან , სიკვდილი ურჩევნიათ აქ დაბრუნებას
რომ დაგიჭენ და გეტყვიან ჯოჯოხეთში უნდა გაგიშვათო, დაგარტყავს ინფაქტი აბა რა იქნება. ქართველები არ უნდათ ევროპაში, მუსლიმებისთვის ადგილი აღარ რჩებათ.