მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაიდენის უნივერსიტეტი საქართველოში ინიცირებულ სადოქტორო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტში სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ლაიდენის უნივერსიტეტი საქართველოში ინიცირებულ სადოქტორო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ, ჰო­ლან­დი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტი­სას, მიღ­წე­ულ იქნა შე­თან­ხმე­ბა ლა­ი­დე­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, რო­მე­ლიც ევ­რო­პის 100 მო­წი­ნა­ვე კვლე­ვით და­წე­სე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს.

შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა ხე­ლოვ­ნურ ინ­ტე­ლექ­ტში BTU-ს ბა­ზა­ზე შე­იქ­მნე­ბა და გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო კვლე­ვი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ლა­ი­დე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კვლე­ვი­თი ერ­თე­უ­ლია, რო­მე­ლიც მო­წი­ნა­ვეა ამ დარ­გში ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კვლე­ვე­ბის წარ­მო­ე­ბით.

ლა­ი­დე­ნის ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და სა­მარ­თლის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ ბართ ქას­თერ­სის გან­ცხა­დე­ბით, - “გვაქვს მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი ჩა­ვერ­თოთ არა მხო­ლოდ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და დოქ­ტო­რან­ტე­ბის გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში, არა­მედ გა­ვა­ფარ­თო­ვოთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის არე­ა­ლი და შევ­ქმნათ ერ­თი­ა­ნი საბ­ჭო, რო­მე­ლიც BTU-ს და­ეხ­მა­რე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სფე­როს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბა­ში.”

ახა­ლი სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის გარ­შე­მო ლე­გა­ლუ­რი, ეთი­კუ­რი, უსაფრ­თხო­ე­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის კვლე­ვა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქვე­ყა­ნა­ში ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის­თვის. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის, რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის­თვის, კი­ბე­რუ­სუ­საფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის, სხვა ეთი­კუ­რი და ლე­გა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია, რო­მე­ლიც სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად იქ­ნე­ბა და­ნერ­გი­ლი ან/და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ლა­ი­დე­ნის ინ­ტერ­დი­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი სა­მარ­თლის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ სი­მონ ვან დერ ჰო­ფის გან­ცხა­დე­ბით, - “BTU ჩვენს მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რებს შო­რი­საა. ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში სწო­რედ სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით უნდა და­ი­წყოს და მი­ვე­სალ­მე­ბით ამ ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მას ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი კვლე­ვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.”

სა­დოქ­ტო­რო პროგ­რა­მა­ზე მი­ღე­ბა 2021 წელს, ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მო­ცხად­დე­ბა.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ლაიდენის უნივერსიტეტი საქართველოში ინიცირებულ სადოქტორო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

ლაიდენის უნივერსიტეტი საქართველოში ინიცირებულ სადოქტორო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

სადოქტორო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რეგიონში პირველად, საქართველოში განხორციელდება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ, ჰოლანდიაში განხორციელებული ვიზიტისას, მიღწეულ იქნა შეთანხმება ლაიდენის უნივერსიტეტთან, რომელიც ევროპის 100 მოწინავე კვლევით დაწესებულებას წარმოადგენს.

შეთანხმების საფუძველზე, სადოქტორო პროგრამა ხელოვნურ ინტელექტში BTU-ს ბაზაზე შეიქმნება და გაზიარებული იქნება ევროპის საუკეთესო კვლევითი გამოცდილება ამ მიმართულებით. ლაიდენის უნივერსიტეტი მე-16 საუკუნეში დაფუძნებული საგანმანათლებლო და კვლევითი ერთეულია, რომელიც მოწინავეა ამ დარგში ინტერდისციპლინარული კვლევების წარმოებით.

ლაიდენის ციფრული ტექნოლოგიების და სამართლის ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ბართ ქასთერსის განცხადებით, - “გვაქვს მაღალი ინტერესი ჩავერთოთ არა მხოლოდ აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში და დოქტორანტების გაცვლით პროგრამებში, არამედ გავაფართოვოთ თანამშრომლობის არეალი და შევქმნათ ერთიანი საბჭო, რომელიც BTU-ს დაეხმარება აღნიშნული სფეროს ქვეყანაში განვითარებაში.”

ახალი სადოქტორო პროგრამის მიზანი იქნება ხელოვნური ინტელექტის გარშემო ლეგალური, ეთიკური, უსაფრთხოების და სოციალური საკითხების კვლევა, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ამ დარგის განვითარებისთვის და ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებისთვის. ხელოვნური ინტელექტის, როგორც ინსტრუმენტის გამოყენება დანაშაულის პრევენციისთვის, კიბერუსუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, სხვა ეთიკური და ლეგალური საკითხების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ის მიმართულებებია, რომელიც სადოქტორო პროგრამის ფარგლებში წარმოებული კვლევების შედეგად იქნება დანერგილი ან/და გაუმჯობესებული საქართველოში. ლაიდენის ინტერდიციპლინარული სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ სიმონ ვან დერ ჰოფის განცხადებით, - “BTU ჩვენს მნიშვნელოვან პარტნიორებს შორისაა. ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება სხვადასხვა სექტორში სწორედ სამეცნიერო კვლევებით უნდა დაიწყოს და მივესალმებით ამ ინოვაციურ მიდგომას ინტერდისციპლინარული კვლევების განხორციელების მიმართულებით.”

სადოქტორო პროგრამაზე მიღება 2021 წელს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გამოცხადდება.

(R)

გრიპის 216 ახალი შემთხვევა ბოლო ერთ კვირაში - ამირან გამყრელიძე ავადობის უახლესი მაჩვენებლებით

სემეკში ISO 9001:2015 საერთაშორისო  სტანდარტის  შესაბამისი ხარისხის მართვის  სისტემა ინერგება

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეები საქართველოში - სად გათოვდება, სად იწვიმებს და სად იქნება ყველაზე დაბალი ტემპერატურა