ავტორი:

"ჩვენ დავამარცხებთ ამ უბადრუკ სნეულებას" - 28 წლის ადვოკატს გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"ჩვენ დავამარცხებთ ამ უბადრუკ სნეულებას" - 28 წლის ადვოკატს გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ახალგაზრდა ადვოკატს გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, 28 წლის გიორგი სიმონიშვილს შუასაყრის ლიმფადენოპათია დაუდგნდა და სასწრაფოდ საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.

"ძვირფასო წევრებო,

ჩვენ კოლეგას, 28 წლის გიორგი სიმონიშვილს დაუდგინდა მძიმე დიაგზონი - შუასაყრის ლიმფადენოპათია (ლიმფობლასტიური ლიმფომა) საკმაოდ რთული ფორმებით. აღნიშნული მკურნალობა უნდა განხორციელდეს უმოკლეს ვადებში საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიის კლინიკაში, რაც დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული.

ჩვენი პროფესიული ერთობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი კოლეგებისადმი თანადგომა და მხარდაჭერაა. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ყველა აღმოვუჩენთ მხარდაჭერას ჩვენს კოლეგას

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

GE73TB7242936515100013 - თიბისი ბანკი, მიმღები: გიორგის და მარიამ სიმონიშვილი

GE85BG0000000749330100 - საქართველოს ბანკი, მიმღები: გიორგის და მარიამ სიმონიშვილი" - ნათქვამია ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს ადვოკატი მარიამ კუბლაშვილიც:

"მე არ ვიცი, გიორგი აუცილებლად კარგად იქნება, ჩვენ ამას შევძლებთ, მიყვარხარ, ჩვენ გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ ამ უბადრუკ სნეულებას".

"ვაძლიერებთ ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს" - საქართველო ირანში ბოლო 2 კვირაში ნამყოფი პირების მიმართ კონკრეტულ ღონისძიებებს განხორციელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

28-29 თებერვალს ექსპოჯორჯიაში მასშტაბური დასაქმების ფესტივალი ჩატარდება