პარტნიორები:
    ავტორი:

    შსს-მ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს პოლიციელის სახელით ემუქრებოდა

    შსს-მ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს პოლიციელის სახელით ემუქრებოდა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. მუქარის ბრალდებით, თბილისში დააკავეს, - ამის შეასხებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, დროებითი საცხოვრებლის შესაძლო ქირავნობის მიზნით, ტელეფონით დაუკავშირდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე ბინის მფლობელებს, რა დროსაც მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    ამავე დღეს განხორციელებული სატელეფონო საუბრის დროს, მ.ბ. მოსაუბრეებს გაეცნო როგორც პოლიციის თანამშრომელი - ლევან მაისურაძე და ბინის მფლობელებს მისი სახელით დაემუქრა.

    გამოძიება მუქარის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

    "მიხეილ კალანდია მკვლელი არ არის" - რაზე ისაუბრა დღეს მირზა სუბელიანის შვილმა სასამართლოში

    "ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ... 2 წელი ჩუმად ვიყავით და დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი" - მიხეილ კალანდიას ძმა

    კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე: "მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს?"