სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბულდოზერებით გადათხარეს სოფლები, ვხედავდი საფლავებიდან გამოჩენილ მიცვალებულების ძვლებს" - საინტერესო ფაქტები სიონის ტბაზე
"ბულდოზერებით გადათხარეს სოფლები, ვხედავდი საფლავებიდან გამოჩენილ მიცვალებულების ძვლებს" - საინტერესო ფაქტები სიონის ტბაზე

თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ღუ­ლე­ლე­ბის მცხოვ­რე­ბი გოგი ქის­ტა­უ­რი და მისი მე­უღ­ლე მე­დეა ჯა­მა­გი­ძე ად­გი­ლობ­რივ სკო­ლა­ში ხუთ ათე­ულ წელ­ზე მე­ტია ას­წავ­ლიდ­ნენ... ბა­ტო­ნი გოგი, მას­წავ­ლე­ბე­ლი და ცნო­ბი­ლი აგ­რო­ნო­მი, ახ­ლა­ხან იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სკო­ლა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გან მე­უღ­ლის მოვ­ლა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წე­ლია უკვე და­მო­უ­კი­დებ­ლად ვე­ღარ გა­და­ად­გილ­დე­ბა, მის­გან სულ უფრო მეტ დრო­სა და ენერ­გი­ას მო­ი­თხოვს.

გოგი ქის­ტა­ურს სა­კუ­თა­რი თვა­ლით აქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ შე­იქ­მნა სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვი... არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი იცის რა­ი­ო­ნის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ. თვითმხილ­ვე­ლის­გან სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბის მო­სას­მე­ნად ბა­ტო­ნი გო­გის ოჯახს ღუ­ლე­ლებ­ში ვეს­ტუმ­რეთ...

- ბა­ტო­ნო გოგი, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი იცით სი­ო­ნის წყალ­სა­ცა­ვის შე­სა­ხებ. გაგ­ვი­ზი­ა­რეთ...

- სა­კუ­თა­რი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, რო­გორ გა­და­თხა­რეს ბულ­დო­ზე­რე­ბით რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი. აქვე იყო სა­საფ­ლა­ოც. ხალ­ხი გა­აფრ­თხი­ლეს, მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი გა­და­ეს­ვე­ნე­ბი­ნათ და შემ­დეგ სა­საფ­ლა­ოც გახ­ვე­ტეს... სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვხე­დავ­დი საფ­ლა­ვე­ბი­დან გა­მო­ჩე­ნილ მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ძვლებს... სა­ო­ცა­რი კი ის გახ­ლდათ, როცა მი­წის ზედა ნა­წი­ლი გა­და­თხა­რეს და ქვე­და ფე­ნას მი­ად­გნენ, ქვე­და ფე­ნა­ში კი­დევ ერთი სა­საფ­ლაო აღ­მოჩ­ნდა... იქვე ნა­ხეს აკ­ლდა­მა, რო­მელ­შიც ორი ადა­მი­ა­ნი იყო დაკ­რძა­ლუ­ლი. მახ­სოვს, ერთ-ერთს წინ­დე­ბი ეცვა. 1963 წელი იყო. არ­ქე­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი მცხე­თის მუ­ზე­უმ­ში გაგ­ზავ­ნეს. აღ­მო­ა­ჩი­ნეს ორმო, სა­დაც ასამ­დე ადა­მი­ა­ნის ძვლე­ბი იყო ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი.

- რა იცით ტაძ­რის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წყალ­სა­ცავ­ში მო­ექ­ცა?

- ეს ტა­ძა­რი სო­ფელ სა­ყა­რა­უ­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გახ­ლდათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის ფე­ო­და­ლუ­რი პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ერთ-ერთ ად­რე­ულ ძეგლს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს. ამ ტაძ­რის იდენ­ტუ­რი მა­კე­ტი ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში ინა­ხე­ბა. ჯერ კი­დევ შე­მორ­ჩე­ნი­ლია ეკ­ლე­სი­ის რამ­დე­ნი­მე მცი­რე ნან­გრე­ვი.

რაც შე­ე­ხე­ბა ერ­წოს, მას თავ­და­პირ­ვე­ლად ნატ­ბე­ვი ერ­ქვა. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ერწო ქის­ტუ­რი სა­ხე­ლია. ქვის ქვა­ბის ძირს ჰქვია "ერა­წა". ეს ტე­რი­ტო­რია კი ქვა­ბის ძი­რი­ვით ჩაზ­ნე­ქი­ლია და ამი­ტომ და­ურ­ქმე­ვი­ათ ეს სა­ხე­ლი. ღუ­ლე­ლებ­ში ხალ­ხი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში სო­ფელ ღუ­ლე­დან ჩა­მო­სახ­ლდა. ადრე ღუ­ლე­ლებს ამტნის­ხე­ვი ერ­ქვა. ერთ-ერთი შე­მო­სე­ვი­სას ხალ­ხს ბო­ლომ­დე უბ­რძო­ლია, მტერს შეჰკვდო­მი­ან და ამ­ტა­ნი ხალ­ხის სა­ხე­ლი შერ­ჩე­ნი­ათ. ამი­ტო­მაც და­ურ­ქმე­ვი­ათ "ამტნის­ხე­ვი".

- ცნო­ბი­ლია, რომ ტო­ლა­ანთ სო­ფელ­ში დრო­ის გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თის მან­ძილ­ზე სკო­ლა­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლა ას­წავ­ლი­და, რომ­ლის დაც, გულ­ქა­ნი, სო­ფელ მაგ­რა­ნეთ­ში ყო­ფი­ლა გა­თხო­ვი­ლი...

- მე და­ვამ­თავ­რე სწო­რედ ის სკო­ლა, სა­დაც ვაჟა-ფშა­ვე­ლა ას­წავ­ლი­და. ტო­ლა­ანთ სო­ფელ­ში ყო­ფი­ლა ერთი უზარ­მა­ზა­რი ქვა, რო­მელ­საც ვე­რა­ვინ სძრავ­და. ვა­ჟას აუ­ღია და სა­დაც ნი­შა­ნი და­უს­ვი­ათ, იქამ­დე მი­უ­ტა­ნია. ამ­ბო­ბენ, სა­ო­ცა­რი ძა­ლის პატ­რო­ნი იყოო. ხში­რად ეხ­მა­რე­ბო­და გლე­ხებს, როცა სა­მარ­თალს ვერ პო­უ­ლობ­დნენ. სწო­რედ აქ გა­მარ­თუ­ლი ჩხუ­ბის შემ­დეგ და­უ­წე­რია ლექ­სი არ­წივ­ზე. ჩხუ­ბის შემ­დეგ აქ დიდ­ხანს აღარ დარ­ჩე­ნი­ლა, მა­ლე­ვე და­უ­ტო­ვე­ბია აქა­უ­რო­ბა.

- სო­ფელ­ში ამ­ბო­ბენ, რომ თქვენს რა­ი­ონ­ში მი­წის ნე­ბის­მი­ე­რი მო­ნაკ­ვე­თის ნი­ა­და­გი შეს­წავ­ლი­ლი გაქვთ და ზუს­ტად იცით, სად რო­მე­ლი კულ­ტუ­რა უკეთ ხა­რობს. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მი­სა­ღე­ბად ახ­ლაც გა­კი­თხა­ვენ ხოლ­მე?

- მალე 90 წლის გავ­ხდე­ბი. მას შემ­დეგ, რაც მი­წე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცია მოხ­და, აღა­რა­ვინ მა­კი­თხავს. მი­წის და­მუ­შა­ვე­ბა ისე გაძ­ვირ­და, ხალ­ხი ამა­საც ვე­ღარ ახერ­ხებს. გარ­და ამი­სა, რა­ი­ო­ნი იც­ლე­ბა... როცა მე ვსწავ­ლობ­დი, თი­ა­ნე­თის რა­ი­ონ­ში მხო­ლოდ ორი სკო­ლა იყო და იქ მოს­წავ­ლე­ე­ბი არა მხო­ლოდ ჩვე­ნი, არა­მედ სხვა­დას­ხვა რა­ი­ო­ნი­დან და­დი­ოდ­ნენ. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სას­წავ­ლებ­ლად კა­ლე­ნინ­გრად­ში სამ­ხედ­რო ჯავ­შან­სა­ტან­კო სას­წავ­ლე­ბელ­ში წა­ვე­დი, იქი­დან კი ოფიც­რის წო­დე­ბით დავ­ბრუნ­დი. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­ებს სამ­ხედ­რო საქ­მეს ვას­წავ­ლი­დი, შრო­მის პრაქ­ტი­კულ მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს ვა­ტა­რებ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­ურ­ნე­ო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დი, მთა­ვა­რი აგ­რო­ნო­მი გავ­ხდი. პა­რა­ლე­ლუ­რად, სკო­ლა­ში სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გედ და მას­წავ­ლებ­ლად ვმუ­შა­ობ­დი. მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის, მე­ბა­ღე­ო­ბის სხვა­დას­ხვა დარ­გის შე­სა­ხებ მოს­წავ­ლე­ებს თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას გა­დავ­ცემ­დი. ერთხელ, ჰო­ლან­დი­ე­ლებ­მა ცხრა ჰო­ლან­დი­უ­რი ჯი­შის კარ­ტო­ფი­ლის გა­მო­საც­დე­ლად 160 ჰექ­ტა­რი გა­მოგ­ვიყ­ვეს. გარ­და ამი­სა, ვცდი­დით მზე­სუმ­ზი­რას, ლო­ბი­ოს, ხახვს.

- ომის წლე­ბი გე­მახ­სოვ­რე­ბათ...

- 4 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვი­ყა­ვით. მე 10-ის, ჩემი უმ­ცრო­სი ძმა კი ერთი წლის იყო, როცა მამა გარ­დაც­ვლი­ლი მო­ას­ვე­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ჩემ­მა უმ­ცროს­მა ძმამ თავი სამ­შობ­ლოს აფხა­ზე­თის ომში შე­წი­რა. მა­მას ბოლო თხოვ­ნა დე­დას­თან "შვი­ლებს მი­მი­ხე­დე" იყო. დე­დას გარ­და არა­ვინ გვყავ­და, არც ნა­თე­სა­ვი. ერთი ინ­და­უ­რებს, მე­ო­რე ღო­რებს, მე­სა­მე ძრო­ხებს დავ­ყვე­ბო­დით. ირ­გვლივ სა­ზა­რე­ლი სი­ღა­რი­ბე იყო. მახ­სოვს, ხორ­ბლის თავ­თავს ვკრეფ­დით, ვფვშვნი­დით, ხელ­საფ­ქვავ­ზე ვფქვავ­დით, ვხარ­შავ­დით და იმით ვიკ­ვე­ბე­ბო­დით. სახ­ლში მი­წის ია­ტა­კი გვქონ­და. უმაღ­ლეს­ში რომ ვსწავ­ლობ­დი, ლექ­ტო­რე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი სულ მთხოვ­დნენ მათ­თვის მას­პინ­ძლო­ბა გა­მე­წია, მაგ­რამ ვე­რა­ვის ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დი, მე­რი­დე­ბო­და მი­წის ია­ტა­კი ენა­ხათ... ომმა თით­ქმის უკა­ცოდ და­ტო­ვა ოჯა­ხე­ბი... რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ეს ტე­რი­ტო­რია ჭა­ო­ბით იყო და­ფა­რუ­ლი. ადა­მი­ან­საც უჭირ­და არ­სე­ბო­ბა და პი­რუ­ტყვსაც. 1941-43 წლებ­ში რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბი არ­ხებს თხრიდ­ნენ. შიმ­ში­ლო­ბა იყო და მუ­შა­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ პური რიგ­დე­ბო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ექ­სკა­ვა­ტო­რე­ბი შე­მო­იყ­ვა­ნეს. ახლა მხო­ლოდ ად­გილ-ად­გილ თუ არის ჭა­ო­ბი დარ­ჩე­ნი­ლი....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ნიკა
6

((((((((( იქნე ყველამ ერთად დავეხმაროთ ამ ადამიანს. გული დამეწვა რა გაჭირვებაში ცხოვრობს ((((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ბულდოზერებით გადათხარეს სოფლები, ვხედავდი საფლავებიდან გამოჩენილ მიცვალებულების ძვლებს" - საინტერესო ფაქტები სიონის ტბაზე

"ბულდოზერებით გადათხარეს სოფლები, ვხედავდი საფლავებიდან გამოჩენილ მიცვალებულების ძვლებს" - საინტერესო ფაქტები სიონის ტბაზე

თიანეთის რაიონის სოფელ ღულელების მცხოვრები გოგი ქისტაური და მისი მეუღლე მედეა ჯამაგიძე ადგილობრივ სკოლაში ხუთ ათეულ წელზე მეტია ასწავლიდნენ... ბატონი გოგი, მასწავლებელი და ცნობილი აგრონომი, ახლახან იძულებული გახდა, სკოლა დაეტოვებინა, რადგან მეუღლის მოვლა, რომელიც რამდენიმე წელია უკვე დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება, მისგან სულ უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

გოგი ქისტაურს საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ შეიქმნა სიონის წყალსაცავი... არაერთი საინტერესო დეტალი იცის რაიონის ღირსშესანიშნავი ადგილების შესახებ. თვითმხილველისგან საინტერესო დეტალების მოსასმენად ბატონი გოგის ოჯახს ღულელებში ვესტუმრეთ...

- ბატონო გოგი, საინტერესო ამბები იცით სიონის წყალსაცავის შესახებ. გაგვიზიარეთ...

- საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როგორ გადათხარეს ბულდოზერებით რამდენიმე სოფელი. აქვე იყო სასაფლაოც. ხალხი გააფრთხილეს, მიცვალებულები გადაესვენებინათ და შემდეგ სასაფლაოც გახვეტეს... საკუთარი თვალით ვხედავდი საფლავებიდან გამოჩენილ მიცვალებულების ძვლებს... საოცარი კი ის გახლდათ, როცა მიწის ზედა ნაწილი გადათხარეს და ქვედა ფენას მიადგნენ, ქვედა ფენაში კიდევ ერთი სასაფლაო აღმოჩნდა... იქვე ნახეს აკლდამა, რომელშიც ორი ადამიანი იყო დაკრძალული. მახსოვს, ერთ-ერთს წინდები ეცვა. 1963 წელი იყო. არქეოლოგებმა აღმოჩენილი ნივთები მცხეთის მუზეუმში გაგზავნეს. აღმოაჩინეს ორმო, სადაც ასამდე ადამიანის ძვლები იყო ერთად თავმოყრილი.

- რა იცით ტაძრის შესახებ, რომელიც წყალსაცავში მოექცა?

- ეს ტაძარი სოფელ საყარაულოს ტერიტორიაზე გახლდათ. როგორც ამბობენ, ის ფეოდალური პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ადრეულ ძეგლს უნდა წარმოადგენდეს. ამ ტაძრის იდენტური მაკეტი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკლესიის რამდენიმე მცირე ნანგრევი.

რაც შეეხება ერწოს, მას თავდაპირველად ნატბევი ერქვა. ერთ-ერთი ვერსიით, ერწო ქისტური სახელია. ქვის ქვაბის ძირს ჰქვია "ერაწა". ეს ტერიტორია კი ქვაბის ძირივით ჩაზნექილია და ამიტომ დაურქმევიათ ეს სახელი. ღულელებში ხალხი XVIII საუკუნეში სოფელ ღულედან ჩამოსახლდა. ადრე ღულელებს ამტნისხევი ერქვა. ერთ-ერთი შემოსევისას ხალხს ბოლომდე უბრძოლია, მტერს შეჰკვდომიან და ამტანი ხალხის სახელი შერჩენიათ. ამიტომაც დაურქმევიათ "ამტნისხევი".

- ცნობილია, რომ ტოლაანთ სოფელში დროის გარკვეული მონაკვეთის მანძილზე სკოლაში ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა, რომლის დაც, გულქანი, სოფელ მაგრანეთში ყოფილა გათხოვილი...

- მე დავამთავრე სწორედ ის სკოლა, სადაც ვაჟა-ფშაველა ასწავლიდა. ტოლაანთ სოფელში ყოფილა ერთი უზარმაზარი ქვა, რომელსაც ვერავინ სძრავდა. ვაჟას აუღია და სადაც ნიშანი დაუსვიათ, იქამდე მიუტანია. ამბობენ, საოცარი ძალის პატრონი იყოო. ხშირად ეხმარებოდა გლეხებს, როცა სამართალს ვერ პოულობდნენ. სწორედ აქ გამართული ჩხუბის შემდეგ დაუწერია ლექსი არწივზე. ჩხუბის შემდეგ აქ დიდხანს აღარ დარჩენილა, მალევე დაუტოვებია აქაურობა.

- სოფელში ამბობენ, რომ თქვენს რაიონში მიწის ნებისმიერი მონაკვეთის ნიადაგი შესწავლილი გაქვთ და ზუსტად იცით, სად რომელი კულტურა უკეთ ხარობს. კონსულტაციების მისაღებად ახლაც გაკითხავენ ხოლმე?

- მალე 90 წლის გავხდები. მას შემდეგ, რაც მიწების პრივატიზაცია მოხდა, აღარავინ მაკითხავს. მიწის დამუშავება ისე გაძვირდა, ხალხი ამასაც ვეღარ ახერხებს. გარდა ამისა, რაიონი იცლება... როცა მე ვსწავლობდი, თიანეთის რაიონში მხოლოდ ორი სკოლა იყო და იქ მოსწავლეები არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვადასხვა რაიონიდან დადიოდნენ. საშუალო სკოლა რომ დავამთავრე, სასწავლებლად კალენინგრადში სამხედრო ჯავშანსატანკო სასწავლებელში წავედი, იქიდან კი ოფიცრის წოდებით დავბრუნდი. საშუალო სკოლაში მოსწავლეებს სამხედრო საქმეს ვასწავლიდი, შრომის პრაქტიკულ მეცადინეობებს ვატარებდი. მოგვიანებით მეურნეობით დავინტერესდი, მთავარი აგრონომი გავხდი. პარალელურად, სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგედ და მასწავლებლად ვმუშაობდი. მეცხოველეობის, მებაღეობის სხვადასხვა დარგის შესახებ მოსწავლეებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გადავცემდი. ერთხელ, ჰოლანდიელებმა ცხრა ჰოლანდიური ჯიშის კარტოფილის გამოსაცდელად 160 ჰექტარი გამოგვიყვეს. გარდა ამისა, ვცდიდით მზესუმზირას, ლობიოს, ხახვს.

- ომის წლები გემახსოვრებათ...

- 4 დედმამიშვილი ვიყავით. მე 10-ის, ჩემი უმცროსი ძმა კი ერთი წლის იყო, როცა მამა გარდაცვლილი მოასვენეს. მოგვიანებით, ჩემმა უმცროსმა ძმამ თავი სამშობლოს აფხაზეთის ომში შეწირა. მამას ბოლო თხოვნა დედასთან "შვილებს მიმიხედე" იყო. დედას გარდა არავინ გვყავდა, არც ნათესავი. ერთი ინდაურებს, მეორე ღორებს, მესამე ძროხებს დავყვებოდით. ირგვლივ საზარელი სიღარიბე იყო. მახსოვს, ხორბლის თავთავს ვკრეფდით, ვფვშვნიდით, ხელსაფქვავზე ვფქვავდით, ვხარშავდით და იმით ვიკვებებოდით. სახლში მიწის იატაკი გვქონდა. უმაღლესში რომ ვსწავლობდი, ლექტორები, სტუდენტები სულ მთხოვდნენ მათთვის მასპინძლობა გამეწია, მაგრამ ვერავის ვეპატიჟებოდი, მერიდებოდა მიწის იატაკი ენახათ... ომმა თითქმის უკაცოდ დატოვა ოჯახები... როგორც მოგახსენეთ, ეს ტერიტორია ჭაობით იყო დაფარული. ადამიანსაც უჭირდა არსებობა და პირუტყვსაც. 1941-43 წლებში რაიონის მცხოვრებლები არხებს თხრიდნენ. შიმშილობა იყო და მუშაობის სანაცვლოდ პური რიგდებოდა. მოგვიანებით ექსკავატორები შემოიყვანეს. ახლა მხოლოდ ადგილ-ადგილ თუ არის ჭაობი დარჩენილი....წაიკითხეთ სრულად

კახეთი კვლავ "მწვანე ზონაა" - საგარეჯოში მომუშავე ექთანს კორონავირუსი არც სიღრმისეული კვლევებით დაუდასტურდა

"ყველაფერზე პრეტენზიული ნუ ვიქნებით, 72 დაინფიცირებული მედიკოსი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მიზერულია" - ცერცვაძე

"ოპტიმისტური პროგნოზები მართლდება - პიკი არ გამოდგა ციცაბო... თუ რაღაც სისულელე არ ჩავიდინეთ, მატება არ იქნება" - თენგიზ ცერცვაძე