მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა
პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოს უკა­ნო­ნოდ გავ­რცე­ლე­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ 24 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.

ბრალ­დე­ბულს, რო­მე­ლიც 19 წლის გო­გო­ნას სის­ტე­მა­ტუ­რად აყე­ნებ­და შე­უ­რა­ცხყო­ფას, შემ­დეგ კი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გა­უვრცე­ლა, 5-დან 8 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.გ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვის, ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მისი გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის, ასე­ვე შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფილ მე­გო­ბარ ქალს - 2001 წელს და­ბა­დე­ბულ ა.გ.-ს შე­რი­გე­ბას სთხოვ­და და სის­ტე­მა­ტუ­რად აყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის გა­მოც თ.გ.-ს მი­მართ, გენ­დერუ­ლი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გა­მო­ი­ცა.

ბრალ­დე­ბულ­მა და­არ­ღვია შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბი, კვლავ სთხოვ­და ა.გ.-ს შე­რი­გე­ბას, უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკა­ნო­ნოდ ატ­ვირ­თა და გა­ავ­რცე­ლა.

პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ შე­ნახ­ვის, გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის, ასე­ვე, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტებ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 381-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით, 157-ე პრი­მა მუხ­ლის 1-ლი მე-2 ნა­წი­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zura
4

ამას ზონაშიც უნდა მიხედონ!

 

ილია
45

19 წლის ,,ქალს". საწყალო საქართველოვ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა

პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს უკანონოდ გავრცელების ფაქტზე პოლიციამ 24 წლის მამაკაცი დააკავა.

ბრალდებულს, რომელიც 19 წლის გოგონას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, შემდეგ კი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა, 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, ასევე შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს - 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ.-ს მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კვლავ სთხოვდა ა.გ.-ს შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"მოზარდის გარდაცვალება ფარავს ყველაფერს, რომ რაიმე საშეღავათო პირობა მოვითხოვოთ" - ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული პატრულ-ინსპექტორი, რომელმაც ლისის გზაზე მოზარდი იმსხვერპლა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნაზე უარს ამბობს

"მოგვიტანეს აბსურდული ანგარიში... როცა უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე, მცემეს, ბარის თანამშრომელი გოგო სკამს მირტყამდა" - რა გადახდა მომხმარებელს თბილისის ერთ-ერთ ბარში?