კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
პოლიტიკა

21

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:01-ზე, მთვარე ლომში იქნება 03:17-დან – საუკეთესო დღეა შემოქმედებისა და სიყვარულისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. დღეს ოჯახი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე მოწიფულმა ადამიანებმა უნდა შექმნან. აქტიური ორგანოებია: გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა.
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს
ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს

ირაკ­ლი შო­თა­ძე მზა­დაა, გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუნ­დეს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა ირაკ­ლი გა­ბი­სო­ნი­ამ გა­ნუ­ცხა­და, საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს გენპ­რო­კუ­რო­რის პოსტზე ირაკ­ლი შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რა თა­ვად შო­თა­ძეს­თან შე­თან­ხმე­ბით წა­რუდ­გი­ნეს.

"ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რომ კან­დი­და­ტი უნდა იყოს თა­ნახ­მა. მისი წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბა სა­ჭი­როა. გა­ნი­ხი­ლე­ბო­და რამ­დე­ნი­მე კან­დი­და­ტი, მათ შო­რის ბა­ტო­ნი ირაკ­ლის კან­დი­და­ტუ­რაც. შემ­დეგ ეს კან­დი­და­ტუ­რა­თა ნუს­ხა გა­და­ეგ­ზავ­ნა აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს და მათ შე­არ­ჩი­ეს ირაკ­ლი შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რა და წა­რად­გი­ნეს იმ ორ­გა­ნო­ში, ვინც ამ სა­კითხს წყვეტს.

ირაკ­ლი შო­თა­ძე ნამ­დვი­ლად მუ­შა­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე. არის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, უძღვე­ბო­და სა­განს "მტკი­ცე­ბი­თი სა­მარ­თა­ლი", მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტებს უკი­თხავ­და ლექ­ცი­ებს. ამ სე­მესტრში მას სა­ლექ­ციო კურ­სი არ ჰქო­ნია. მო­მა­ვალ სე­მესტრში თუ ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი და თუ რამე არ შე­იც­ვა­ლა, დიდი ალ­ბა­თო­ბით წა­ი­კი­თხავს "მტკი­ცე­ბით სა­მარ­თალს", - გა­ნა­ცხა­და გა­ბი­სო­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, აკა­დე­მი­ურ საბ­ჭო­ზე ირაკ­ლი შო­თა­ძეს­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე მოქ­მე­დი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რაც გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, რომ­ლე­ბიც სტუ-ს ლექ­ტო­რე­ბიც არი­ან.

"სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს მათი თან­ხმო­ბის გა­რე­შე ვერ და­ვა­სახ­ლებ. ირაკ­ლი შო­თა­ძე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ტო­რია, ძა­ლი­ან კარ­გად კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იუ­რის­ტია.

შე­მიძ­ლია თქვენც და­გას­წროთ მის ლექ­ცი­ებს. ნა­ხავთ, რო­გო­რი ანშლა­გია, სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბაა. პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხით არის მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იუ­რის­ტი, თა­ვის საქ­მის მცოდ­ნე.

ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მი ესაა, და­ნარ­ჩე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი ჩვენ არ გვე­ხე­ბა. რა­ტომ ირაკ­ლი შო­თა­ძე? იმი­ტომ რომ ალ­ბათ უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბიც უნდა ჰქონ­დეს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის, ალა­ბათ, ამა­ზე გა­ა­კე­თეს აქ­ცენ­ტი რომ მას ჰქონ­და მე­ნე­ჯე­რუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და გა­მოც­დი­ლე­ბა. ამი­ტომ მი­ი­ღეს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და დე­კან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყო­ფი­ლი გენპ­რო­კუ­რო­რის ირაკ­ლი შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რაც წა­რედ­გი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
...
11

სტუ-ს სალექციო ანშლაგი 3 სტუდენტია. თუ რომელიმე ლექციაზე 4 სტუდენტი მოვიდა, ეს ინფორმაცია უკვე დეკანთან მიდის, რომ მისი ავტორი (ლექტორი) განსაკუთრებული პატივით იყოს მოხსენიებული. ყველა კანდიდატი არა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ გენპროკურორობა თამარ ბარამიას უნდოდა

თადუმაძის ჯგუფელი
9

ერთმნიშვნელოვანია, რომ შოთაძის პროფესიონალიზმი სტუ-ში ბრწყინავს და კაშკაშებს, მაგრამ რატომ ასოცირებული? წინა ხელისუფლების გენპროკურორი სრულობდა, ანუ სრული პროფესორი იყო, მიუხედავად დოქტორის აკადემიური ხარისხის არქონისა. 

ავტორი:

ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს

ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს

ირაკლი შოთაძე მზადაა, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დაბრუნდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი გაბისონიამ განუცხადა, საპროკურორო საბჭოს გენპროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა თავად შოთაძესთან შეთანხმებით წარუდგინეს.

"ბუნებრივიცაა, რომ კანდიდატი უნდა იყოს თანახმა. მისი წერილობითი თანხმობა საჭიროა. განიხილებოდა რამდენიმე კანდიდატი, მათ შორის ბატონი ირაკლის კანდიდატურაც. შემდეგ ეს კანდიდატურათა ნუსხა გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს და მათ შეარჩიეს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა და წარადგინეს იმ ორგანოში, ვინც ამ საკითხს წყვეტს.

ირაკლი შოთაძე ნამდვილად მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. არის ასოცირებული პროფესორი, უძღვებოდა საგანს "მტკიცებითი სამართალი", მაგისტრატურის სტუდენტებს უკითხავდა ლექციებს. ამ სემესტრში მას სალექციო კურსი არ ჰქონია. მომავალ სემესტრში თუ ექნება სურვილი და თუ რამე არ შეიცვალა, დიდი ალბათობით წაიკითხავს "მტკიცებით სამართალს", - განაცხადა გაბისონიამ.

მისივე თქმით, აკადემიურ საბჭოზე ირაკლი შოთაძესთან ერთად რამდენიმე მოქმედი პროკურორის კანდიდატურაც განიხილებოდა, რომლებიც სტუ-ს ლექტორებიც არიან.

"სახელებსა და გვარებს მათი თანხმობის გარეშე ვერ დავასახლებ. ირაკლი შოთაძე ძალიან საინტერესო ლექტორია, ძალიან კარგად კითხულობს ლექციებს. პროფესიონალი იურისტია.

შემიძლია თქვენც დაგასწროთ მის ლექციებს. ნახავთ, როგორი ანშლაგია, სტუდენტების დაინტერესებაა. პროფესიული კუთხით არის მაღალკვალიფიციური იურისტი, თავის საქმის მცოდნე.

ჩვენი შეფასების კრიტერიუმი ესაა, დანარჩენი პოლიტიკური ნაწილი ჩვენ არ გვეხება. რატომ ირაკლი შოთაძე? იმიტომ რომ ალბათ უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მენეჯერული თვისებებიც უნდა ჰქონდეს ამ თანამდებობისთვის, ალაბათ, ამაზე გააკეთეს აქცენტი რომ მას ჰქონდა მენეჯერული თვისებები და გამოცდილება. ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება", - განაცხადა დეკანმა.

შეგახსენებთ, საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი გენპროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურაც წარედგინა.

პარლამენტში, თალაკვაძის მოხსენებისას, ოპოზიციონერებმა საბჭოთა ჰიმნი ჩართეს - ნახეთ რა რეაქცია ჰქონდათ ელჩებსა და თავმჯდომარეს

"ვარ ზრდასრული ადამიანი და ყველა გადაწყვეტილებას ვიღებ პირადად" - იურიდიულმა კომიტეტმა შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

კახა კალაძე მარგველაშვილზე - პოლიტიკურ პლასტელინს არა მგონია რაიმე პრობლემა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიებთან მიკედლების, მათ შორის სააკაშვილთანაც