ავტორი:

"აქ ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი" - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი და ეზო ზუგდიდში, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს

"აქ ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი" - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი და ეზო ზუგდიდში, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს

ჩვენ გარშემო არიან პოზიტიური, ნიჭიერი, შრომისმოყვარე ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც ყოველთვის საინტერესო და სასურველია... მედიკო ქორთუშვილი უცხო ენების სპეციალისტია. ზუგდიდში ერთ ძალიან მყუდრო და ლამაზ სახლში ცხოვრობს. წლების განმავლობაში მეუღლესთან ერთად საკუთარი სახლის ეზოში ულამაზესი ბაღი გააშენა და პატარა ყვავილნარი მოაწყო. დღეს მისი სახლი და ეზო მათთან მისულ სტუმრებს სასიამოვნო განწყობას უქმნის და ბევრ სითბოს გვრის.

– პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტი ვარ. ვცხოვრობ ზუგდიდში. ჩემი მეუღლე საერთაშორისო წითელი ჯვრის დელეგაციაშია და საზღვარგარეთ იმყოფება. მე და ჩემი ვაჟი ვცხოვრობთ ერთად, მეუღლე სამ თვეში ერთხელ ჩამოდის შვებულებით. სახლი, სადაც ახლა ვცხოვრობთ, 2008 წელს ავაშენეთ. რასაც აქ ხედავთ, ყველაფერი ჩვენი შრომით არის შექმნილი. პატარა ეზოა, მეტი გაქანების საშუალება არ გვქონდა. აგურის ფილები, კენჭები, ყველაფერი ჩემი მეუღლის ხელით არის გაკეთებული. ქვების და კენჭების ნაწილი შავი ზღვის სანაპიროდან გვაქვს ჩამოტანილი.

– ალბათ არ იყო ეს გზა მარტივი....

– რა თქმა უნდა, ბაღის გაშენება არ არის მარტივი. საკმაოდ დიდი დრო და შრომაა ჩადებული ამ პატარა ბაღში. ჩვენ იმანაც შეგვიწყო ხელი, რომ ჩემი მეუღლე სხვადასხვა ქვეყანაში დადიოდა. იყო გვინეაში, მიანმაში, კენიაში, ისრაელში, ახლა იემენშია. ყველა ქვეყნიდან მოჰქონდა სხვადასხვა სახეობის, იშვიათი მცენარეები. გავახარეთ, მოვუარეთ ამ მცენარეებს და დღეს ჩვენს ბაღს ალამაზებენ.

– როგორ შეეგუვნენ საქართველოს ჰავასა და ნიადაგს?

– სხვათა შორის, პრეტენზიულბი იყვნენ, მაგრამ ასე თუ ისე შეეგუვნენ. ერთი-ორი გამიხმა კიდეც, ვერ მოვუარე სათანადოდ. უმრავლესობამ იხარა. შვილივით ვუვლიდით თითოეულ ძირს. ზამთარში შიგნით შემომაქვს. იმდენია, რომ ოთახები ყვავილებით ივსება. ამ მხრივ ცოტა გვიჭირს გამოზამთრება, მაგრამ მაინც ვახერხებ.

– ბაღის გაშენება არ არის მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია მისი მოვლა. მარტო ართმევთ ამ საქმეს თავს, თუ მებაღე გეხმარებათ?

- როცა ჩემი მეუღლეც აქაა, ერთად ვუვლით, დანარჩენ დროს მარტო ვუძღვები. დილით ადგომა მიხარია და მათთან ურთიერთობა მაბედნიერებს. თავიდან დილეტანტი ვიყავი, არაფერი არ ვიცოდი, მაგრამ ყველაფერი მაინტერესებდა. ნელ-ნელა ყველაფერი ვისწავლე. ახლა უკვე, როცა ჩემი მეუღლე საქართველოში არ არის, ყველაფერს მე ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს დამღლელი პროცესია, მაგრამ ამ დროს დაღლაც სასიამოვნოა.

– მარადმწვანე მცენარეები ჭარბობს თქვენს ბაღში. რატომ მიანიჭეთ მათ უპირატესობა?

– ვინაიდან ყველა სეზონზე მწვანეა, ეზოს განსაკუთრებულ ხიბლს და სიცოცხლეს სძენს. ჩემი უსაყვარლესი ხეა ნეკერჩხალი. ოთხი ხე მაქვს ეზოში, ორი წითელი და ორი მწვანე...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

სემეკმა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს 2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

თბილისში ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს მიმართავს

ქალი, რომელმაც საქართველოს 400 მილიონის ღირებულების საგანძური დაუტოვა