პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?
ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?

რუ­სე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში 15 იან­ვარს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტი მოხ­და, რო­მე­ლიც ძალ­ზე შორ­სმი­მა­ვალ მოვ­ლე­ნად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ.

ჯერ ერთი, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა ფე­დე­რა­ლუ­რი საკ­რე­ბუ­ლოს მი­მარ­თვის დროს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გეგ­მა წა­მო­ა­ყე­ნა, მე­ო­რე - გა­დად­გა, უფრო სწო­რედ, პუ­ტინ­მა გა­და­ა­ყე­ნა მთავ­რო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის ჩათ­ვლით და იმავდრო­უ­ლად ახა­ლი პრე­მი­ე­რის კან­დი­და­ტუ­რაც და­ა­სა­ხე­ლა.

პუ­ტინ­მა სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის პოსტზე და­სამ­ტკი­ცებ­ლად, ფე­დე­რა­ლუ­რი სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - მი­ხა­ილ მი­შუს­ტი­ნი წა­რად­გი­ნა.

  • ვინ არის რუ­სე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი?

მი­ხა­ილ მი­შუს­ტი­ნი და­ი­ბა­და 1966 წლის 3 მარტს, ქ. მოს­კოვ­ში. 1989 წელს და­ამ­თავ­რა მოს­კო­ვის ჩარ­ხმშე­ნე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტი და მი­ე­ნი­ჭა "ინ­ჟი­ნერ-სის­ტე­მო­ტექ­ნი­კო­სის" კვა­ლი­ფი­კა­ცია. სწავ­ლა იმა­ვე ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტუ­რა­ში გა­აგ­რძე­ლა, რო­მე­ლიც 1992 წელს და­ას­რუ­ლა.

2003 წელს მი­შუს­ტინ­მა დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა რუ­სე­თის გი­ორ­გი პლე­ხა­ნო­ვის სა­ხე­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კურ აკა­დე­მი­ა­ში თე­მა­ზე "სა­ხელ­მწი­ფო სა­გა­და­სა­ხა­დო ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მი რუ­სეთ­ში", მი­ე­ნი­ჭა ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა კან­დი­და­ტის წო­დე­ბა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ეკო­ნო­მი­კის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რიც გახ­და.

1992 წლი­დან მი­ხა­ილ მი­შუს­ტი­ნი მუ­შა­ობ­და კომ­პი­უ­ტე­რულ კლუბ­ში, იყო სა­ტეს­ტო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის უფ­რო­სი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი კლუ­ბის მარ­თვის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. 1998 წელს სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხურ­ში შე­ვი­და - და­ი­ნიშ­ნა რუ­სე­თის სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნა­შემ­წედ, ხოლო 1998 წლის აგ­ვის­ტო­დან - მის მო­ად­გი­ლედ.

1999 წლის მარ­ტი­დან 2004 წლის მარ­ტამ­დე მუ­სა­ობ­და რუ­სე­თის სა­გა­და­სა­ხა­დო მო­საკ­რებ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ, შემ­დეგ - რუ­სეთ­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი კა­დას­ტრის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლად (ეს სტრუქ­ტუ­რა გა­უქ­მდა 2009 წელს), მი­ხა­ილ მი­შუს­ტი­ნი 2010 წლის 6 აპ­რი­ლი­დან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლურ სა­გა­და­სა­ხა­დო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

რუ­სე­თის მო­მა­ვა­ლი პრე­მი­ე­რი აქ­ტი­ურ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ვა - არის ჰო­კე­ის­ტთა ცენ­ტრა­ლუ­რი სპორ­ტუ­ლი კლუ­ბის (ЦСКА) დამ­კვირ­ვე­ბელ­თა საბ­ჭოს წევ­რი, ით­ვლე­ბა აგ­რეთ­ვე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ხალ­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის აკა­დე­მი­ის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს წევ­რად.

53 წლის მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნის ჰობი სპორ­ტი (ჰო­კეი) და მუ­სი­კაა, იგი მშვე­ნივ­რად უკ­რავს რო­ი­ალ­ზე. და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია სა­პა­ტიო ორ­დე­ნით (2012 წელს), ორ­დე­ნით "სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის" (2015 წელს), მი­ღე­ბუ­ლი აქვს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის და პრე­მი­ე­რის მად­ლო­ბე­ბი წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: ვინ არის მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნი - ახა­ლი მა­რი­ო­ნე­ტი პუ­ტი­ნის "პან­დო­რას ყუ­თი­დან"?

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემური
9

ეს იქნება მომავალი პრეზიდენტი...................................................... უეჭველი 

g55
0

პირველ ფოტოზე, პროფილით კარასინი მეგონა და ვიფიქრე, როგორ გაუხარდება ზურაბ აბაშიძეს-თქო. :) )))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?

ჰოკეის მოყვარული მილიონერი, რომელიც ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია - რა ვიცით რუსეთის მომავალ პრემიერზე?

რუსეთის თანამედროვე ისტორიაში 15 იანვარს მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელიც ძალზე შორსმიმავალ მოვლენად შეიძლება მივიჩნიოთ.

ჯერ ერთი, რომ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური საკრებულოს მიმართვის დროს საკონსტიტუციო ცვლილებების გეგმა წამოაყენა, მეორე - გადადგა, უფრო სწორედ, პუტინმა გადააყენა მთავრობა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის ჩათვლით და იმავდროულად ახალი პრემიერის კანდიდატურაც დაასახელა.

პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს მთავრობის მეთაურის პოსტზე დასამტკიცებლად, ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსი - მიხაილ მიშუსტინი წარადგინა.

  • ვინ არის რუსეთის მომავალი პრემიერი?

მიხაილ მიშუსტინი დაიბადა 1966 წლის 3 მარტს, ქ. მოსკოვში. 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის ჩარხმშენებელი ინსტიტუტი და მიენიჭა "ინჟინერ-სისტემოტექნიკოსის" კვალიფიკაცია. სწავლა იმავე ინსტიტუტის ასპირანტურაში გააგრძელა, რომელიც 1992 წელს დაასრულა.

2003 წელს მიშუსტინმა დისერტაცია დაიცვა რუსეთის გიორგი პლეხანოვის სახელობის ეკონომიკურ აკადემიაში თემაზე "სახელმწიფო საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმი რუსეთში", მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, მოგვიანებით კი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორიც გახდა.

1992 წლიდან მიხაილ მიშუსტინი მუშაობდა კომპიუტერულ კლუბში, იყო სატესტო ლაბორატორიის უფროსი, საერთაშორისო კომპიუტერული კლუბის მართვის საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წელს სახელმწიფო სამსახურში შევიდა - დაინიშნა რუსეთის საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის თანაშემწედ, ხოლო 1998 წლის აგვისტოდან - მის მოადგილედ.

1999 წლის მარტიდან 2004 წლის მარტამდე მუსაობდა რუსეთის საგადასახადო მოსაკრებლების მინისტრის მოადგილედ, შემდეგ - რუსეთში უძრავი ქონების ობიექტების ფედერალური კადასტრის სააგენტოს ხელმძღვანელად (ეს სტრუქტურა გაუქმდა 2009 წელს), მიხაილ მიშუსტინი 2010 წლის 6 აპრილიდან რუსეთის ფედერალურ საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელია.

რუსეთის მომავალი პრემიერი აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწევა - არის ჰოკეისტთა ცენტრალური სპორტული კლუბის (ЦСКА) დამკვირვებელთა საბჭოს წევრი, ითვლება აგრეთვე რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული სახელმწიფო სამსახურისა და სახალხო მეურნეობის აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

53 წლის მიხეილ მიშუსტინის ჰობი სპორტი (ჰოკეი) და მუსიკაა, იგი მშვენივრად უკრავს როიალზე. დაჯილდოებულია საპატიო ორდენით (2012 წელს), ორდენით "სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის" (2015 წელს), მიღებული აქვს რუსეთის პრეზიდენტის და პრემიერის მადლობები წაიკითხეთ ვრცლად: ვინ არის მიხეილ მიშუსტინი - ახალი მარიონეტი პუტინის "პანდორას ყუთიდან"?

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი გაიყიდა - ვინ არის 50 მილიონ დოლარიანი ძვირფასი ქვის მფლობელი?