სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი გაიყიდა - ვინ არის 50 მილიონ დოლარიანი ძვირფასი ქვის მფლობელი?
მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი გაიყიდა - ვინ არის 50 მილიონ დოლარიანი ძვირფასი ქვის მფლობელი?

მსოფ­ლი­ო­ში სი­დი­დით მე­ო­რე ალ­მა­სის ქვას ახა­ლი მფლო­ბე­ლი ჰყავს. 1 758 კა­რა­ტი­ა­ნი ძვირ­ფა­სი ქვა "ლუი ვი­ტო­ნის“ მო­დის სახ­ლმა შე­ი­ძი­ნა, რაც სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ბრენ­დე­ბის­თვის დიდი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა იყო.

ალ­მა­სის ამ ქვას "სე­ვე­ლოს“ უწო­დე­ბენ, აქამ­დე უც­ნო­ბი იყო თუ ვის ეკუთ­ვნო­და ის. ქვის თავ­და­პირ­ვე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იყო, თუმ­ცა რამ­დე­ნი გა­და­ი­ხა­და "ლუი ვი­ტონ­მა", უც­ნო­ბია.

"ლუი ვი­ტო­ნის“ ბრენ­დი სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ჩან­თე­ბით. მარ­თა­ლია, თით­ქმის ათი წე­ლია სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბა­ზარ­ზეც ცდი­ლობს თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას, თუმ­ცა ის არ არის მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე.

ახლა კი, ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ასე­თი ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქვის შე­ძე­ნით, ბრენდმა სე­რი­ო­ზუ­ლი გა­ნა­ცხა­დი გა­ა­კე­თა და შე­საძ­ლოა, მომ­დევ­ნო წლებ­ში ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში დო­მი­ნან­ტა­დაც კი მოგ­ვევ­ლი­ნოს.ამ მო­საზ­რე­ბას ისიც ამ­ყა­რებს, რომ ბრენდმა რამ­დე­ნი­მე თვის წინა 16,2 მი­ლი­არდ დო­ლა­რად სა­ი­უ­ვე­ლი­რო კომ­პა­ნია TIFFANY & CO შე­ი­ძი­ნა.

"მთელ მსოფ­ლი­ო­ში ათმა ადა­მი­ან­მა თუ იცის რო­გორ და­ა­მუ­შა­ვოს ასე­თი ქვა ისე, რომ შექ­მნას მომ­ხიბ­ვლე­ლი სამ­კა­უ­ლი, რო­მელ­შიც ადა­მი­ა­ნე­ბი ფულს გა­და­იხ­დი­ან. სე­ვე­ლოს ყიდ­ვა უპი­რა­ტე­სო­ბას გა­ნი­ჭებს, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, ვერც კი წარ­მო­იდ­გენ ეს რამ­ხე­ლა რის­კია, რად­გა­ნაც მას სწო­რი და­მუ­შა­ვე­ბა სჭირ­დე­ბა“, - ამ­ბობს ალ­მა­სე­ბის ექ­სპერ­ტი მარ­სელ პრუ­ვე­რი.

ალ­მა­სი "სე­ვე­ლო" გა­სულ წელს ბოტსვა­ნა­ში მო­ი­პო­ვეს, რაც შე­ე­ხე­ბა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ ალ­მასს, ის 1905 წელს სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ძვირ­ფა­სი ქვის ზომა 3 106 კა­რა­ტი იყო და ის ორ ნა­წი­ლად გაყ­ვეს, შემ­დეგ კი, ამ ალ­მა­სე­ბით დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის სამ­კა­უ­ლე­ბი და­ამ­ზა­დეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
0

გუშინ მილიარდები ღირდა, რატომ გაიაფდა?

გიო
0

სიმართლეს დაემსგავსა 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი გაიყიდა - ვინ არის 50 მილიონ დოლარიანი ძვირფასი ქვის მფლობელი?

მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასი გაიყიდა - ვინ არის 50 მილიონ დოლარიანი ძვირფასი ქვის მფლობელი?

მსოფლიოში სიდიდით მეორე ალმასის ქვას ახალი მფლობელი ჰყავს. 1 758 კარატიანი ძვირფასი ქვა "ლუი ვიტონის“ მოდის სახლმა შეიძინა, რაც საიუველირო ბაზარზე არსებული ბრენდებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო.

ალმასის ამ ქვას "სეველოს“ უწოდებენ, აქამდე უცნობი იყო თუ ვის ეკუთვნოდა ის. ქვის თავდაპირველი ღირებულება 50 მილიონი დოლარი იყო, თუმცა რამდენი გადაიხადა "ლუი ვიტონმა", უცნობია.

"ლუი ვიტონის“ ბრენდი საყოველთაოდ ცნობილია თავისი ჩანთებით. მართალია, თითქმის ათი წელია საიუველირო ბაზარზეც ცდილობს თავის დამკვიდრებას, თუმცა ის არ არის მთავარი მოთამაშე.

ახლა კი, ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი ძვირადღირებული ქვის შეძენით, ბრენდმა სერიოზული განაცხადი გააკეთა და შესაძლოა, მომდევნო წლებში ძვირფასი სამკაულების ინდუსტრიაში დომინანტადაც კი მოგვევლინოს.ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ბრენდმა რამდენიმე თვის წინა 16,2 მილიარდ დოლარად საიუველირო კომპანია TIFFANY & CO შეიძინა.

"მთელ მსოფლიოში ათმა ადამიანმა თუ იცის როგორ დაამუშავოს ასეთი ქვა ისე, რომ შექმნას მომხიბვლელი სამკაული, რომელშიც ადამიანები ფულს გადაიხდიან. სეველოს ყიდვა უპირატესობას განიჭებს, მაგრამ ამავდროულად, ვერც კი წარმოიდგენ ეს რამხელა რისკია, რადგანაც მას სწორი დამუშავება სჭირდება“, - ამბობს ალმასების ექსპერტი მარსელ პრუვერი.

ალმასი "სეველო" გასულ წელს ბოტსვანაში მოიპოვეს, რაც შეეხება მსოფლიოში ყველაზე დიდ ალმასს, ის 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. ძვირფასი ქვის ზომა 3 106 კარატი იყო და ის ორ ნაწილად გაყვეს, შემდეგ კი, ამ ალმასებით დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამკაულები დაამზადეს.

დონალდ ტრამპის უმცროსი ვაჟი ინტერნეტვარსკვლავი გახდა - "მსოფლიოში ყველაზე მაღალი 13 წლის ბიჭის" ფოტოები

ბიჭუნას, რომელმაც გამოცდაზე მისასვლელად 5 კილომეტრი ფეხით იარა, თმა გაეყინა - ჩინელი მოსწავლის სულისშემძვრელი ამბავი

სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო