ავტორი:

რას წერს "ფეისბუქში" ზაზა სარალიძე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნპრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნების შესახებ

რას წერს "ფეისბუქში" ზაზა სარალიძე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნპრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნების შესახებ

„ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება. ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, მას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რომ ამ ეტაპზე გამოძიებას არ ენდოს.

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა! ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ კონკრეტული პირებისგან უსაფუძვლო ბრალდებები. ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე. ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება. ვფიქრობ,რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ. დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს, რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი. ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს“, - წერს ზაზა სარალიძე „ფეისბუქში“.

იუბილარი ბიძინა ივანიშვილი და რაგბის აღშფოთებული ქომაგები - რა ხდებოდა Facebook-ში მას შემდეგ, რაც Georgian Rugby-ის გვერდზე მილოცვა გამოქვეყნდა

"სამგზავრო ჩემოდნით ჩავედი მაღაზიაში..." - რა ფოტოს ავრცელებს უხანიდან ქართველი გოგონა, რომელიც ერთი თვეა კარანტინშია

"გაიუბედურა თავი და ჩემი მეუღლეც გააუბედურეს..." - რას წერს 28 წლის თაზო გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ცოლი