მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა
"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

"რა­ღა­ცე­ებს ზოგ­ჯერ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევთ, არა­და, პრო­ფე­სია გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით ითხოვს დაკ­ვირ­ვე­ბას. იმ მთა­ვარ საქ­მეს, რო­მელ­მაც ჩემს გო­ნე­ბა­სა და აზრში უკვე წლე­ბია, ფეხი მო­ი­კი­და, სწო­რე­დაც გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით ვაკ­ვირ­დე­ბი, რა დრო­საც სულ უფრო მეტ და მეტ აღ­მო­ჩე­ნას ვა­კე­თებ", - გვე­უბ­ნე­ბა თე­ატრ "გლო­ბუ­სის" (“რუს­თა­ვე­ლის 19”) რე­ჟი­სო­რი დათო ბელ­თა­ძე.

დათო რე­ჟი­სორ სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის ნა­მო­წა­ფა­რია. რო­გორ აგ­რძე­ლებს პე­და­გო­გის და­წყე­ბულ საქ­მეს და რო­გორ იხ­სე­ნებს შე­გირ­დი თა­ვის მას­წავ­ლე­ბელს, ამა­ზე ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი დათო ბელ­თა­ძე თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა:

- თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა 2009 წელს გა­დავ­წყვი­ტე და მოვ­ხვდი რე­ჟი­სორ სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი­სა და ქალ­ბა­ტონ გუ­ლი­კო ბუ­თხუ­ზის ჯგუფ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე. ასე და­ი­წყო იმ პრო­ფე­სი­ას­თან პირ­ვე­ლი შე­ხე­ბა, რო­მე­ლიც ახლა უკვე ძა­ლი­ან მერ­თუ­ლე­ბა... დიახ, მერ­თუ­ლე­ბა... რო­დე­საც პრო­ფე­სი­ის შეს­წავ­ლას ღრმად იწყებ, ეს პრო­ცე­სი არ არის ად­ვი­ლი და ამ დროს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც შე­სა­ბა­მი­სად დი­დია.

- რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ პე­და­გოგს, ვინც თქვენს პრო­ფე­სი­ას გა­ზი­ა­რათ?

- პა­სუხს მისი ცხოვ­რე­ბის ბოლო, სევ­დი­ა­ნი პე­რი­ო­დი­დან და­ვი­წყებ, რად­გა­ნაც არ მა­ვი­წყდე­ბა ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რა ... უკვე ძა­ლი­ან და­უძ­ლუ­რე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მა­ინც ახერ­ხებ­და სა­კუ­თარ თავ­ში ძალა გა­მო­ე­ნა­ხა და ესა­უბ­რა... უც­ნა­უ­რი ამ­ბა­ვი გა­იხ­სე­ნა ერთ-ერთ მწე­რალ­ზე, რო­მე­ლიც შოტ­ლან­დი­ის და­ბა­ში ცხოვ­რობ­და. ერთხე­ლაც სახ­ლის ოთა­ხის ასავ­სე­ბად დიდი ოდე­ნო­ბით ყვა­ვი­ლი შე­უკ­ვე­თა. მწე­რა­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ოთახ­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იჯდა და ცხოვ­რე­ბის ბოლო წუ­თებს ატა­რებ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი, 48 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვა­ვი­ლე­ბის მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი სურ­ნე­ლი­სა­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ით ორი­ვე და­ი­ღუ­პა. რო­გო­რი პო­ე­ტუ­რია...

ეს ის­ტო­რია უფრო მძაფ­რად მა­შინ გა­მახ­სენ­და და ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­და, რო­დე­საც ბა­ტო­ნი სან­დროს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მა­შინ­ვე და­ი­ღუ­პა მისი მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ჭე­ლი­ძე...

დიახ, ეს ამ­ბა­ვი სწო­რედ ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ამო­მი­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში. ამას­თან, ეს იყო მას­თან ბოლო კონ­ტაქ­ტი, რო­გორც ოს­ტატ­თან, შე­მოქ­მედ­თან. ფაქ­ტია, რომ რა­ღაც ხე­ლო­ვა­ნის მძაფრ შეგ­რძნე­ბას­თან გვქონ­და საქ­მე. უც­ნა­უ­რი და ამო­უხ­სნე­ლი ამ­ბა­ვია... ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა­სა და ბა­ტო­ნი სან­დროს პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბაც სხვა რამ იყო, რომ­ლის მოწ­მე­ნიც ჩვენ ყვე­ლა­ნი ვი­ყა­ვით... პო­ე­ზია თე­ატ­რში...

რაც შე­ე­ხე­ბა მას­თან გა­ტა­რე­ბულ წლებს, მუდ­მი­ვად მახ­სენ­დე­ბა სწავ­ლის პე­რი­ო­დი. მის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სწავ­ლის მე­თო­დი­კა იყო უჩ­ვე­უ­ლო და ავან­გარ­დუ­ლიც... სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის პერ­სო­ნა, სა­ნამ სტუ­დენ­ტი გავ­ხდე­ბო­დი, მა­ნამ­დე ვი­ცო­დი - 1974 წელს პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, კერ­ძო თე­ატ­რი სწო­რედ მის ან­გა­რიშ­ზეა. ეს ტენ­დენ­ცია დღეს უკვე უფრო დიდ ფა­ზა­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა. მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, ეს უნა­რი შემ­დეგ თი­თო­ე­ულ სტუ­დენ­ტში გად­მო­იღ­ვა­რა. მთა­ვა­რია, რომ ამ ძა­ლას ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი ვგრძნობთ... თე­ატ­რი იყო მისი მრწამ­სი, მაგ­რამ მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რი ურ­თი­ე­რო­ბა კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და საკ­რა­ლუ­რი გახ­ლდათ...

- რო­გორ წა­რი­მარ­თა თქვე­ნი კა­რი­ე­რა თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ?

- 2012 წელს ჩა­ვა­ბა­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე, ისევ სან­დრო მრევ­ლიშ­ვილ­თან სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე. სწო­რედ მა­შინ, აღ­დგა ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თა­ლი­ა­ნო­ბა და სან­დრო მრევ­ლიშ­ვილს თე­ატ­რი - ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა და­უბ­რუნ­და, რო­მელ­საც მა­ნამ­დე ქმნი­და. თე­ატრს სჭირ­დე­ბო­და თავ­შე­სა­ფა­რი, შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, სა­დაც სპექ­ტაკ­ლე­ბი უნდა გვე­თა­მა­შა... ეს სა­წა­დე­ლიც დღეს „რუს­თა­ვე­ლის 19“-შია გა­მო­ხა­ტუ­ლი.

მოკ­ლედ, 2012 წელს, რო­დე­საც ბა­ტონ სან­დროს შეს­თა­ვა­ზეს აეყ­ვა­ნა მა­გის­ტრა­ტუ­რის ჯგუ­ფი, გა­მოვ­ხა­ტე სურ­ვი­ლი, რომ მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე მას­თან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და და­ი­წყო იმა­ზე შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მე, რა­საც მა­ნამ­დე ვე­წე­ო­დი... და რო­გორც, გი­ორ­გი ტოვსტო­ნო­გო­ვი (ბა­ტო­ნი სან­დროს პე­და­გო­გი) აფა­სებს პრო­ფე­სი­ას მის ერთ-ერთ წე­რილ­ში „ეს არის სა­უ­კუ­ნე ატო­მის, დე­და­მი­წის თა­ნამ­გზავ­რის, კი­ბერ­ნე­ტი­კი­სა და რე­ჟი­სუ­რის“ - დიდი ოს­ტა­ტი, სწო­რედ იმა­ზე სა­უბ­რობს, თუ რას ნიშ­ნავს რე­ჟი­სუ­რა, რო­გო­რი ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი სფე­როა, რო­გო­რი მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მაა სა­ჭი­რო, რომ ხორ­ცი შე­ვას­ხათ ჩვენს მთა­ვარ იდე­ას, რა­საც რთუ­ლი გზის გავ­ლა სჭირ­დე­ბა...

რაც შე­მე­ხე­ბა პი­რა­დად მე, ყვე­ლა­ზე მე­ტად მხიბ­ლავს თე­ატ­რის პი­რო­ბი­თო­ბის ზომა, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერს აერ­თი­ა­ნებს და გან­კარ­გავს.

პირ­ვე­ლი სა­კურ­სო სპექ­ტაკ­ლი, გო­გო­ლის "შეშ­ლი­ლის წე­რი­ლე­ბი" იყო, რი­თაც შედ­გა ჩემი სა­რე­ჟი­სო­რო დე­ბი­უ­ტი. სწო­რედ ამ სპექ­ტაკ­ლით, მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი-მსა­ხი­ო­ბის ტი­ტუ­ლი მი­ი­ღო. ამ ყვე­ლაფ­რით დიდი აზარ­ტი მოგ­ვე­ცა დე­ბი­უ­ტან­ტებს, რა­საც მოჰ­ყვა ჩემი შემ­დგო­მი სპექ­ტაკ­ლე­ბი : “დაკ­რძალ­ვა კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში“ უ.იბ­რა­გიმ­ბე­კო­ვი, ფ. დოს­ტო­ევ­სკის „თვი­ნი­ე­რი“ და „ან­გე­ლო­ზპუ­რი“ ე. იო­ნეს­კოს „სკა­მე­ბის“ მი­ხედ­ვით.

- მოკ­ლედ, სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის და­წყე­ბულ საქ­მეს თქვენ აგ­რძე­ლებთ...

- ვაგ­რძე­ლებთ ჩვენ! მხო­ლოდ მე ვერ ავი­ღებ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, იმი­ტომ კი არა, რომ მე­ში­ნია, არა­მედ თავს არ მივ­ცემ ამის უფ­ლე­ბას, რომ „ახლა ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზეა“ ვთქვა. სან­დროს თე­ატ­რი თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­შია, რო­მე­ლიც ქმნის ერთ დიდ მთლი­ა­ნო­ბას და ვფიქ­რობ, რომ სა­ჭი­როა ძა­ლი­ან მალე გა­და­იდ­გას ნა­ბი­ჯი სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან, რომ თე­ატრს სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი ეწო­დოს.

- გის­მენთ და მახ­სენ­დე­ბა ბა­ტო­ნი სან­დროს არა­ერ­თი ნა­მო­წა­ფა­რი, რომ­ლებ­საც ჩემ­თან სა­უბ­რი­სას დიდი სით­ბო­თი გა­უხ­სე­ნე­ბი­ათ პე­და­გო­გი...

- მარ­თლაც ასეა. ერთხელ, სა­ა­ხალ­წლოდ ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის სა­ჩუქ­რე­ბის გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე, ბა­ტონ სან­დროს ჩვენ­თვის ყვე­ლა­ზე ის­ტო­რი­უ­ლი სი­ტყვე­ბი აღ­მოხ­და - „მე თქვენ ყვე­ლას თე­ატ­რი გა­ჩუ­ქეთ“ - სა­შო­ბაო ნო­ვე­ლაა, არა?!..

- რამ­დე­ნი­მე თვე გა­ვი­და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან. რო­გო­რია მის გა­რე­შე გან­ვლი­ლი ეს რამ­დე­ნი­მე თვე...

- გან­ცდა იმის, რომ ის აღარ არის, არ მაქვს. სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი ჩემ­ში, უპირ­ვე­ლე­სად რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბა, ხე­ლო­ვა­ნი, ასე არ­სე­ბობს. ახ­ლაც სულ გვაწ­ვდის რა­ღაც აზრს, ოპ­ტი­მის­ტუ­რი ენერ­გი­ით გვავ­სებს. შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ცეს­ში კი მის ფაქ­სი­მი­ლი­ას ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა ძალა.

- რო­გორ ცხოვ­რობს დღეს თქვე­ნი თე­ატ­რი?

- კარ­გია, რომ თე­ატ­რში რე­პერ­ტუ­ა­რია, აფი­შა არ­სე­ბობს. ეს კი მსა­ხი­ო­ბე­ბის და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნო­ბა­ში ქმნის ამ პრო­დუქ­ცი­ას და ეხ­მა­რე­ბა თე­ატრს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თე­ატ­რში ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა, უმ­თავ­რე­სად გა­და­სა­წყვე­ტია ორი სა­კი­თხი: პირ­ვე­ლი - თე­ატრს ეწო­დოს სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი, ხოლო მე­ო­რე - შე­ნო­ბა. ეს კომ­პლექ­სუ­რი და რთუ­ლი სა­კი­თხია, რა­ზეც ყვე­ლამ უნდა გა­მო­ხა­ტოს მზა­ო­ბა და შე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­ულ შე­თან­ხმე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ. იმე­დია, ამ რთულ პრო­ცესს ყვე­ლა­ნი ერ­თად გა­ვუმკლავ­დე­ბით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

"სანდრო მრევლიშვილის თეატრი თითოეულ ჩვენგანშია" - რას იხსენებს მოწაფე რეჟისორზე, რომელიც მეუღლესთან ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა

"რაღაცეებს ზოგჯერ ყურადღებას არ ვაქცევთ, არადა, პროფესია გამადიდებელი შუშით ითხოვს დაკვირვებას. იმ მთავარ საქმეს, რომელმაც ჩემს გონებასა და აზრში უკვე წლებია, ფეხი მოიკიდა, სწორედაც გამადიდებელი შუშით ვაკვირდები, რა დროსაც სულ უფრო მეტ და მეტ აღმოჩენას ვაკეთებ", - გვეუბნება თეატრ "გლობუსის" (“რუსთაველის 19”) რეჟისორი დათო ბელთაძე.

დათო რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის ნამოწაფარია. როგორ აგრძელებს პედაგოგის დაწყებულ საქმეს და როგორ იხსენებს შეგირდი თავის მასწავლებელს, ამაზე ახალგაზრდა რეჟისორი დათო ბელთაძე თავად გვესაუბრება:

- თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება 2009 წელს გადავწყვიტე და მოვხვდი რეჟისორ სანდრო მრევლიშვილისა და ქალბატონ გულიკო ბუთხუზის ჯგუფში, სამსახიობო ფაკულტეტზე. ასე დაიწყო იმ პროფესიასთან პირველი შეხება, რომელიც ახლა უკვე ძალიან მერთულება... დიახ, მერთულება... როდესაც პროფესიის შესწავლას ღრმად იწყებ, ეს პროცესი არ არის ადვილი და ამ დროს პასუხისმგებლობაც შესაბამისად დიდია.

- როგორ გაიხსენებთ პედაგოგს, ვინც თქვენს პროფესიას გაზიარათ?

- პასუხს მისი ცხოვრების ბოლო, სევდიანი პერიოდიდან დავიწყებ, რადგანაც არ მავიწყდება ჩვენი ბოლო შეხვედრა ... უკვე ძალიან დაუძლურებული იყო, მაგრამ მაინც ახერხებდა საკუთარ თავში ძალა გამოენახა და ესაუბრა... უცნაური ამბავი გაიხსენა ერთ-ერთ მწერალზე, რომელიც შოტლანდიის დაბაში ცხოვრობდა. ერთხელაც სახლის ოთახის ასავსებად დიდი ოდენობით ყვავილი შეუკვეთა. მწერალი მეუღლესთან ერთად ოთახში 24 საათის განმავლობაში იჯდა და ცხოვრების ბოლო წუთებს ატარებდა. საბოლოოდ კი, 48 საათის განმავლობაში ყვავილების მოჭარბებული სურნელისაგან გამოწვეული ინტოქსიკაციით ორივე დაიღუპა. როგორი პოეტურია...

ეს ისტორია უფრო მძაფრად მაშინ გამახსენდა და ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა, როდესაც ბატონი სანდროს გარდაცვალების შემდეგ მაშინვე დაიღუპა მისი მეუღლე, ქალბატონი მანანა ჭელიძე...

დიახ, ეს ამბავი სწორედ ამ ფაქტის შემდეგ ამომიტივტივდა გონებაში. ამასთან, ეს იყო მასთან ბოლო კონტაქტი, როგორც ოსტატთან, შემოქმედთან. ფაქტია, რომ რაღაც ხელოვანის მძაფრ შეგრძნებასთან გვქონდა საქმე. უცნაური და ამოუხსნელი ამბავია... ქალბატონი მანანასა და ბატონი სანდროს პირადი ურთიერთობაც სხვა რამ იყო, რომლის მოწმენიც ჩვენ ყველანი ვიყავით... პოეზია თეატრში...

რაც შეეხება მასთან გატარებულ წლებს, მუდმივად მახსენდება სწავლის პერიოდი. მისგან შემოთავაზებული სწავლის მეთოდიკა იყო უჩვეულო და ავანგარდულიც... სანდრო მრევლიშვილის პერსონა, სანამ სტუდენტი გავხდებოდი, მანამდე ვიცოდი - 1974 წელს პირველი დამოუკიდებელი, კერძო თეატრი სწორედ მის ანგარიშზეა. ეს ტენდენცია დღეს უკვე უფრო დიდ ფაზაში შეინიშნება. მებრძოლი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ეს უნარი შემდეგ თითოეულ სტუდენტში გადმოიღვარა. მთავარია, რომ ამ ძალას ყოველი ჩვენგანი ვგრძნობთ... თეატრი იყო მისი მრწამსი, მაგრამ მასთან ყოველდღიური ურთიერობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საკრალური გახლდათ...

- როგორ წარიმართა თქვენი კარიერა თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ?

- 2012 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაზე, ისევ სანდრო მრევლიშვილთან სარეჟისორო ფაკულტეტზე. სწორედ მაშინ, აღდგა ისტორიული სამართალიანობა და სანდრო მრევლიშვილს თეატრი - ის კულტურული მემკვიდრეობა დაუბრუნდა, რომელსაც მანამდე ქმნიდა. თეატრს სჭირდებოდა თავშესაფარი, შენობა-ნაგებობა, სადაც სპექტაკლები უნდა გვეთამაშა... ეს საწადელიც დღეს „რუსთაველის 19“-შია გამოხატული.

მოკლედ, 2012 წელს, როდესაც ბატონ სანდროს შესთავაზეს აეყვანა მაგისტრატურის ჯგუფი, გამოვხატე სურვილი, რომ მაგისტრატურაზე მასთან ვყოფილიყავი და დაიწყო იმაზე შრომატევადი საქმე, რასაც მანამდე ვეწეოდი... და როგორც, გიორგი ტოვსტონოგოვი (ბატონი სანდროს პედაგოგი) აფასებს პროფესიას მის ერთ-ერთ წერილში „ეს არის საუკუნე ატომის, დედამიწის თანამგზავრის, კიბერნეტიკისა და რეჟისურის“ - დიდი ოსტატი, სწორედ იმაზე საუბრობს, თუ რას ნიშნავს რეჟისურა, როგორი ყოვლისმომცველი სფეროა, როგორი მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო, რომ ხორცი შევასხათ ჩვენს მთავარ იდეას, რასაც რთული გზის გავლა სჭირდება...

რაც შემეხება პირადად მე, ყველაზე მეტად მხიბლავს თეატრის პირობითობის ზომა, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს და განკარგავს.

პირველი საკურსო სპექტაკლი, გოგოლის "შეშლილის წერილები" იყო, რითაც შედგა ჩემი სარეჟისორო დებიუტი. სწორედ ამ სპექტაკლით, მთავარი როლის შემსრულებელმა საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი-მსახიობის ტიტული მიიღო. ამ ყველაფრით დიდი აზარტი მოგვეცა დებიუტანტებს, რასაც მოჰყვა ჩემი შემდგომი სპექტაკლები : “დაკრძალვა კალიფორნიაში“ უ.იბრაგიმბეკოვი, ფ. დოსტოევსკის „თვინიერი“ და „ანგელოზპური“ ე. იონესკოს „სკამების“ მიხედვით.

- მოკლედ, სანდრო მრევლიშვილის დაწყებულ საქმეს თქვენ აგრძელებთ...

- ვაგრძელებთ ჩვენ! მხოლოდ მე ვერ ავიღებ ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არამედ თავს არ მივცემ ამის უფლებას, რომ „ახლა ყველაფერი ჩემზეა“ ვთქვა. სანდროს თეატრი თითოეულ ჩვენგანშია, რომელიც ქმნის ერთ დიდ მთლიანობას და ვფიქრობ, რომ საჭიროა ძალიან მალე გადაიდგას ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, რომ თეატრს სანდრო მრევლიშვილის სახელი ეწოდოს.

- გისმენთ და მახსენდება ბატონი სანდროს არაერთი ნამოწაფარი, რომლებსაც ჩემთან საუბრისას დიდი სითბოთი გაუხსენებიათ პედაგოგი...

- მართლაც ასეა. ერთხელ, საახალწლოდ ერთმანეთისათვის საჩუქრების გადაცემის ცერემონიალზე, ბატონ სანდროს ჩვენთვის ყველაზე ისტორიული სიტყვები აღმოხდა - „მე თქვენ ყველას თეატრი გაჩუქეთ“ - საშობაო ნოველაა, არა?!..

- რამდენიმე თვე გავიდა მისი გარდაცვალებიდან. როგორია მის გარეშე განვლილი ეს რამდენიმე თვე...

- განცდა იმის, რომ ის აღარ არის, არ მაქვს. სანდრო მრევლიშვილი ჩემში, უპირველესად როგორც ხელოვნება, ხელოვანი, ასე არსებობს. ახლაც სულ გვაწვდის რაღაც აზრს, ოპტიმისტური ენერგიით გვავსებს. შემოქმედებით პროცესში კი მის ფაქსიმილიას ყოველთვის ექნება ძალა.

- როგორ ცხოვრობს დღეს თქვენი თეატრი?

- კარგია, რომ თეატრში რეპერტუარია, აფიშა არსებობს. ეს კი მსახიობების და ადმინისტრაციის ერთობლივი ძალის დამსახურებაა, რომელიც მთლიანობაში ქმნის ამ პროდუქციას და ეხმარება თეატრს. მიუხედავად იმისა, რომ თეატრში ძალიან ბევრი პრობლემაა, უმთავრესად გადასაწყვეტია ორი საკითხი: პირველი - თეატრს ეწოდოს სანდრო მრევლიშვილის სახელი, ხოლო მეორე - შენობა. ეს კომპლექსური და რთული საკითხია, რაზეც ყველამ უნდა გამოხატოს მზაობა და შენობასთან დაკავშირებით გარკვეულ შეთანხმებას მივაღწიოთ. იმედია, ამ რთულ პროცესს ყველანი ერთად გავუმკლავდებით!

კლუბ "კოლიბრში" 25 იანვარს ამსტერდამელი მუსიკოსი San Proper დაუკრავს

"დიდი რისკი იყო ჩემი მხრიდან ამ კონკურსში მონაწილეობა..." - "ურსას" სოლისტი "მხოლოდ ქართულიდან"

"საპროექტო ბიჭი აღმოვჩნდი..." - გაიცანით ირაკლი კაპანაძე "დიდი სცენიდან", რომელიც მეორე ლაივკონცერტის ლიდერია