კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მკურნალობდნენ თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულები ვადაგასული წამლით? - დავით სერგეენკო აუდიტის სკანდალურ ბრალდებებზე
მკურნალობდნენ თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულები ვადაგასული წამლით? - დავით სერგეენკო აუდიტის სკანდალურ ბრალდებებზე

C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში ვა­და­გა­სუ­ლი წამ­ლით არ მკურ­ნა­ლობ­დნენ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნას, სა­დაც აღ­წე­რი­ლია, რომ 2018 წელს ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ ლარ­ზე მეტი C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტი უვარ­გი­სი გახ­და.

მი­სი­ვე თქმით, ამით არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლა და მე­ტიც, სა­ქარ­თვე­ლომ ამ ყვე­ლაფ­რი­დან ერთი წლის თავ­ზე ვე­ნა­ში, ღვიძ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრეს­ზე, ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლის სა­ნი­მუ­შო ცენ­ტრის წო­დე­ბაც მი­ი­ღო.

„მო­გეხ­სე­ნე­ბათ რამ­დე­ნი­მე დღის წინ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნა გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც აღ­წე­რი­ლია, რომ 2018 წელს ნა­ხე­ვარ მი­ლარდ ლარ­ზე მეტი C ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტი გახ­და უვარ­გი­სი. ამას მოყ­ვა გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მე იმ პე­რი­ოდ­ში ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად ვმსა­ხუ­რობ­დი, ვალ­დე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლე თავი გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა იმი­სათ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამა­ზე არც ერთი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა არ დარ­ჩეს.

პირ­ველ რიგ­ში, და­ზა­რალ­და თუ არა თუნ­დაც ერთი პა­ცი­ენ­ტი ამით ? - არა, რად­გან გან­სხვა­ვე­ბით 2015/2016 წლე­ბის­გან პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­თხოვ­ნა ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თვა­ზე უფრო მა­ღა­ლი იყო ვიდ­რე პროგ­რა­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. 2018 წელს ჩვენ გვი­წევ­და უფრო პრო­აქ­ტი­უ­ლად მო­ძი­ე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის ამ პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თა­ვად.

მე­ო­რე, მკურ­ნა­ლობ­დნენ თუ არა იმ პე­რი­ოდ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბი ვა­და­გა­სუ­ლი წამ­ლით? - არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. ამ პე­რი­ოდ­ში ჩვენ უკვე შე­მო­სუ­ლი გვქონ­და ახა­ლი პარ­ტია „ჰარ­ვო­ნის“, რო­მე­ლიც იყო ახა­ლი, ვა­დი­ა­ნი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო ამ მე­დი­კა­მენ­ტებს უფა­სოდ იღებ­და.

„რაც შე­ე­ხე­ბა ფი­ნან­სურ ნა­წილს, ყვე­ლა და­მე­თან­ხმე­ბა ალ­ბათ, რომ ნა­ხე­ვარ მი­ლი­არ­დზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­დი­კა­მენ­ტი ერ­თგვა­რად ბრუ­ტა­ლუ­რად ჟღერს და უამ­რა­ვი კი­თხვა რჩე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებს სჭირ­დე­ბათ მკურ­ნა­ლო­ბა და ამ დროს ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დის ღი­რე­ბუ­ლე­ბის წა­მა­ლი უვარ­გის­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ამ მე­დი­კა­მენტს იღებს უფა­სოდ. სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, რომ რა­ღაც გან­ფა­სე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა ამ დო­ნა­ცი­ა­ზე და ვვა­რა­უ­დობ, რომ მათ აი­ღეს „ვი­კი­პე­დი­ა­ში“ ან რა­ი­მე ასეთ პორ­ტალ­ში ნა­ნა­ხი ფა­სე­ბი, სა­დაც ეს მარ­თლაც მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკ­ლე­ბი ღირ­და, თუმ­ცა ამას არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ერ­თა­დერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შე­და­რე­ბის­თვის. თუ იგი­ვე ფა­სებს ავი­ღებთ, გა­მო­ვა, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით ჩვენ უკვე 17 მი­ლი­არ­დი ლა­რის მე­დი­კა­მენ­ტი გვაქვს და­ხარ­ჯუ­ლი იმ 65 000 პა­ცი­ენ­ტის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე.

შემ­დე­გი ნა­წი­ლია - პარტნი­ო­რე­ბის რე­აქ­ცია. იცოდ­ნენ თუ არა მათ და თუ იცოდ­ნენ რა რე­აქ­ცია მოყ­ვა ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი ლა­რის მე­დი­კა­მენ­ტის გა­უ­ვარ­გი­სე­ბა­ზე? რა თქმა უნდა, მი­ა­მი­ტო­ბაა იმა­ზე ფიქ­რი, რომ ასე­თი მას­შტა­ბის პრო­ექ­ტი პარტნი­ო­რებ­თან უწყვე­ტი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე ტარ­დე­ბა. მათ, რა თქმა უნდა, ამის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ. ჩვენ გვქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ სხვა ქვეყ­ნის­თვის გა­დაგ­ვე­ცა ეს ნა­წი­ლი

დო­ნა­ცი­ის სა­ხით, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში ათ­ვი­სე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბო­და, თუმ­ცა მათ ხაზი გა­უს­ვეს, რომ ეს არის მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სკლუ­ზი­ვი. მე­დი­კა­მენ­ტი უფა­სოდ მთელ ქვე­ყა­ნა­ზე, მთელს დე­და­მი­წა­ზე აქვს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს. რა რე­აქ­ცი­ე­ბი მოყ­ვა მათ­გან ამას? ამ მოვ­ლე­ნე­ბი­დან ერთი წლის თავ­ზე ვე­ნა­ში, 2019 წლის აპ­რილ­ში, ღვიძ­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრეს­ზე ყვე­ლა პარტნი­ო­რის ჩარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც ქვეყ­ნამ, ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლის სა­ნი­მუ­შო ცენ­ტრის წო­დე­ბა მი­ი­ღო“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის მე­დი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ფი­ნან­სუ­რი აუ­დი­ტის ან­გა­რიშ­ში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ცე ჰე­პა­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 560 645 083 ლარი, ასა­ხუ­ლია სა­მი­ნის­ტროს მიერ მომ­ზა­დე­ბულ კონ­სო­ლი­დი­რე­ბულ ფი­ნან­სურ ან­გა­რიშ­გე­ბა­ში, 2018 წლის 31 დე­კემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით.

"ფი­ნან­სუ­რი აუ­დი­ტი წა­რი­მარ­თა აუ­დი­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, რომ­ლის თა­ნახ­მად სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურს არ აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სხვა უწყე­ბა­ში აღ­რი­ცხუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის გა­და­ფა­სე­ბა.

უწყე­ბის ფი­ნან­სურ ან­გა­რიშ­გე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბით წარ­დგე­ნა უშუ­ა­ლოდ სა­მი­ნის­ტროს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს" - გან­მარ­ტა­ვენ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტში.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ივანიშვილის პირადი ექიმი
26

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უგულო და ცივსისხლიანი კაცი მთავრობაში. მოვა დრო და აუცილებლად მოუწევს პასუხისგება.

saqartvelos rigiti moqalaqe
8

დიდი მადლობა ბატონო მინისტრო ათობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის სიცოცხლის გადარჩენისთვის. პირადა ჩემი ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელი 3 წევრი გადიოდა მკურნალობას ამ პროგრამაში და სამივე განიკურნა. ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ! ღმერთმა დალოცოს ყველა ის, ვინც ამ პროგრამის საქართველოში განხორციელებას და ერის ამ უბედურებისგან განკურნებაში თავისი წვლილი შეიტანა! პ.ს. ვინც ამ თემით სპეკულირებს იმ არარაობებს ერთი სული ჰქონდათ, რომ დანაკლისი აღმოეჩინათ და მერე ეთქვათ გაყიდესო და მათ საუბედურობ საწყობები გატენილი ყოფილა წამლებით და ეხლა იმას ყვირიან უსინდისოდ რომ წამალს მალავდნენო. ერთი კაცი მანახეთ თქვე არარაობებო, ვინც ამ პროგრამაში მივიდა და მკურნალობაზე უარი უთხრეს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

მკურნალობდნენ თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულები ვადაგასული წამლით? - დავით სერგეენკო აუდიტის სკანდალურ ბრალდებებზე

მკურნალობდნენ თუ არა C ჰეპატიტით ინფიცირებულები ვადაგასული წამლით? - დავით სერგეენკო აუდიტის სკანდალურ ბრალდებებზე

C ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანები იმ პერიოდში ვადაგასული წამლით არ მკურნალობდნენ, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აუდიტის სამსახურის დასკვნას, სადაც აღწერილია, რომ 2018 წელს ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უვარგისი გახდა.

მისივე თქმით, ამით არც ერთი ადამიანი არ დაზარალებულა და მეტიც, საქართველომ ამ ყველაფრიდან ერთი წლის თავზე ვენაში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე, ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდებაც მიიღო.

„მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ აუდიტის სამსახურის დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც აღწერილია, რომ 2018 წელს ნახევარ მილარდ ლარზე მეტი C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი გახდა უვარგისი. ამას მოყვა გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები და გამომდინარე იქიდან, რომ მე იმ პერიოდში ჯანდაცვის მინისტრად ვმსახურობდი, ვალდებულად ჩავთვალე თავი განმარტებები გამეკეთებინა იმისათვის, რომ საზოგადოებაში ამაზე არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

პირველ რიგში, დაზარალდა თუ არა თუნდაც ერთი პაციენტი ამით ? - არა, რადგან განსხვავებით 2015/2016 წლებისგან პაციენტების მოთხოვნა ამ პროგრამაში ჩართვაზე უფრო მაღალი იყო ვიდრე პროგრამის შესაძლებლობები. 2018 წელს ჩვენ გვიწევდა უფრო პროაქტიულად მოძიება პაციენტების ამ პროგრამაში ჩასართავად.

მეორე, მკურნალობდნენ თუ არა იმ პერიოდში პაციენტები ვადაგასული წამლით? - არავითარ შემთხვევაში. ამ პერიოდში ჩვენ უკვე შემოსული გვქონდა ახალი პარტია „ჰარვონის“, რომელიც იყო ახალი, ვადიანი“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ მედიკამენტებს უფასოდ იღებდა.

„რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, ყველა დამეთანხმება ალბათ, რომ ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების მედიკამენტი ერთგვარად ბრუტალურად ჟღერს და უამრავი კითხვა რჩება, რომ ადამიანებს სჭირდებათ მკურნალობა და ამ დროს ნახევარი მილიარდის ღირებულების წამალი უვარგისდება. შეგახსენებთ, რომ საქართველო ამ მედიკამენტს იღებს უფასოდ. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებული იყო, რომ რაღაც განფასება გაეკეთებინა ამ დონაციაზე და ვვარაუდობ, რომ მათ აიღეს „ვიკიპედიაში“ ან რაიმე ასეთ პორტალში ნანახი ფასები, სადაც ეს მართლაც მაღალი ღირებულების არის. 2018 წელს ეს უკვე 8-ჯერ ნაკლები ღირდა, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი მნიშვნელობა აქვს შედარებისთვის. თუ იგივე ფასებს ავიღებთ, გამოვა, რომ დღეის მდგომარეობით ჩვენ უკვე 17 მილიარდი ლარის მედიკამენტი გვაქვს დახარჯული იმ 65 000 პაციენტის მკურნალობაზე.

შემდეგი ნაწილია - პარტნიორების რეაქცია. იცოდნენ თუ არა მათ და თუ იცოდნენ რა რეაქცია მოყვა ნახევარი მილიარდი ლარის მედიკამენტის გაუვარგისებაზე? რა თქმა უნდა, მიამიტობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთი მასშტაბის პროექტი პარტნიორებთან უწყვეტი კომუნიკაციის გარეშე ტარდება. მათ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ იცოდნენ. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სხვა ქვეყნისთვის გადაგვეცა ეს ნაწილი

დონაციის სახით, რადგან იმ პერიოდში ათვისება ვერ ხერხდებოდა, თუმცა მათ ხაზი გაუსვეს, რომ ეს არის მხოლოდ საქართველოს ექსკლუზივი. მედიკამენტი უფასოდ მთელ ქვეყანაზე, მთელს დედამიწაზე აქვს მხოლოდ საქართველოს. რა რეაქციები მოყვა მათგან ამას? ამ მოვლენებიდან ერთი წლის თავზე ვენაში, 2019 წლის აპრილში, ღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე ყველა პარტნიორის ჩართულებით საქართველომ, როგორც ქვეყნამ, ჰეპატიტთან ბრძოლის სანიმუშო ცენტრის წოდება მიიღო“, - განაცხადა სერგეენკომ.

აღნიშნულზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშში დასახელებული ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ღირებულება - 560 645 083 ლარი, ასახულია სამინისტროს მიერ მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

"ფინანსური აუდიტი წარიმართა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, რომლის თანახმად სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ აქვს ვალდებულება განახორციელოს სხვა უწყებაში აღრიცხული აქტივების გადაფასება.

უწყების ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული აქტივების სამართლიანი ღირებულებით წარდგენა უშუალოდ სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენს" - განმარტავენ სახელმწიფო აუდიტში.

გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც თბილისში ბინები გადაეცემათ

“ეს წერილიც ბევრ ეჭვს ბადებს... თამუნას სუიციდი რომ ჰქონოდა ჩაფიქრებული, ყველას გამოემშვიდობებოდა” - გარდაცვლილი გოგონას ბიძა

ტაბახმელის ცენტრში გმირი ჰასკი დახატეს, რომელმაც 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა