პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#MeToo მსოფლიოსა და საქართველოში: "მეტმა ქალმა იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას, კაცებმა კი ისწავლეს - რაც ადრე ეპატიებოდათ, ახლა პასუხი მოეთხოვებათ"
11:14 / 16-01-2020
#MeToo მსოფლიოსა და საქართველოში: "მეტმა ქალმა იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას, კაცებმა კი ისწავლეს - რაც ადრე ეპატიებოდათ, ახლა პასუხი მოეთხოვებათ"
11:14 / 16-01-2020

#MeToo - #მეც!

სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბე­ბის ბუმი 2017 წელს, აშშ-დან და­ი­წყო, რო­დე­საც ჰო­ლი­ვუ­დის ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რი, ჰარ­ვი უა­ინშტა­ი­ნი არა­ერ­თმა ქალ­მა - მსა­ხი­ო­ბებ­მა, სცე­ნა­რის­ტებ­მა, ასის­ტენ­ტებ­მა და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს და ხაზი გა­უს­ვეს იმას, რომ სა­ნაც­ვლოდ უა­ინშტა­ი­ნი მათ კა­რი­ე­რულ წინსვლა­ში დახ­მა­რე­ბას ჰპირ­დე­ბო­და.

"უა­ინშტა­ი­ნის ეფექ­ტი“ გლო­ბა­ლუ­რი ტენ­დენ­ცი­აა და ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ სექ­სუ­ა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბე­ბის წა­ყე­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს ცნო­ბი­ლი ან ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე მა­მა­კა­ცე­ბის მი­მართ.

შე­დე­გად, "ტვი­ტერ­ზე" და­ი­წყო კამ­პა­ნია #Metoo - #მეც, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქა­ლებ­მა და მა­მა­კა­ცებ­მა გა­და­ლა­ხეს მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი ტაბუ და და­ი­წყეს მათ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ვე­ბის ან მცდე­ლო­ბე­ბის ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ მო­ყო­ლა.

ეფექ­ტმა და მოძ­რა­ო­ბამ აშშ-ში მა­ღა­ლი პო­ზი­ცი­ის მქო­ნე მა­მა­კა­ცე­ბის სტა­ტუ­სი და ძა­ლა­უფ­ლე­ბა შე­ი­წი­რა, მთელს მსოფ­ლი­ო­ში და­უს­ვა წერ­ტი­ლი ბევ­რის პო­ლი­ტი­კურ კა­რი­ე­რას, ბრალ­დე­ბებ­მა წარ­მა­ტე­ბულ მსა­ხი­ო­ბებ­ზე და რე­ჟი­სო­რებ­ზე, კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­წყვე­ტამ­დე მი­იყ­ვა­ნა საქ­მე.

2017 წლის აპ­რი­ლის შემ­დეგ, 263 გავ­ლე­ნი­ა­ნი პირი და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის და­ნა­შა­ულ­ში. მათ­გან ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის სფე­როს 101 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მე­დი­ის - 57, ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ის - 19, პო­ლი­ტი­კის - 46, სხვა სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი 40 ადა­მი­ა­ნი იყო.

გა­იჟ­ღე­რა ისეთ­მა სა­ხე­ლებ­მა და გვა­რებ­მა, რო­გო­რე­ბი­ცაა: კე­ვინ სპე­ი­სი, ჟერ­არ დე­პარ­დიე, დო­ნალდ ტრამ­პი, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ, მორ­გან ფრი­მე­ნი, მა­იკლ დუ­გ­ლა­სი, ჯეფ­რი რაში, სილ­ვეს­ტერ სტა­ლო­ნე, დას­ტინ ჰოფ­მა­ნი, სტი­ვენ სი­გა­ლი, კრის ბრა­უ­ნი, ჯორჯ ბუში უფ­რო­სი და ა.შ.

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში

მსოფ­ლიო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, 2016 წლის აპ­რილ­ში მსა­ხი­ობ­მა თა­თია სამ­ხა­რა­ძემ ჟურ­ნა­ლისტსა და პრო­დი­უ­სერს, შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა.

სამ­ხა­რა­ძი­სა და მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ის ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" მისი ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნიც­დი­და სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბას, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ში­ნა­არ­სის კო­მენ­ტა­რებ­ში სამ­ხა­რა­ძის გა­რეგ­ნო­ბას­თან, ჩაც­მუ­ლო­ბას­თან, სქეს­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

სამ­ხა­რა­ძემ ამ მი­ზე­ზით „იმე­დი“ და­ტო­ვა. მსა­ხი­ო­ბის გან­ცხა­დე­ბით, მას ჰქონ­და აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ის­მო­და, რო­გორ ემუქ­რე­ბო­და რა­მიშ­ვი­ლი, რომ მისი კა­რი­ე­რა აღარ გაგ­რძელ­დე­ბო­და, თუ მას­თან არ ექ­ნე­ბო­და სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბი­დან თით­ქმის 2 წლის შემ­დეგ, 2018 წლის 3 იან­ვარს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ საქ­მე­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა და სამ­ხა­რა­ძის სარ­ჩე­ლი და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. რა­მიშ­ვილს მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბა და­ე­კის­რა, 2 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით.

2019 წლის 4 აპ­რილს, სამ­ხა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ბო­ლო­ოდ დას­რულ­და საქ­მე „სამ­ხა­რა­ძე-რა­მიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ“ - მე­ო­რე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ყო­ფილ ხელ­მძღვა­ნელს მსა­ხი­ო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ მო­რა­ლუ­რი კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­და და­ე­კის­რა.

სამ­ხა­რა­ძე წერ­და, რომ მან სამი წელი იბ­რძო­ლა ყვე­ლა ბერ­კე­ტის და რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით, რათა და­ემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მსხვერ­პლი­დან რთუ­ლად, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად იქცე:

"დღეს მინ­და, ხმა­მაღ­ლა და ბოლო აკორ­დად გა­ვი­მე­ო­რო, რომ ქა­ლის სხე­უ­ლი და სექ­სუ­ა­ლო­ბა მხო­ლოდ ქალს ეკუთ­ვნის და ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით არ მო­ი­პო­ვე­ბა. თუ ჩემი გზა ვინ­მე ქალს მო­მა­ვალ­ში ბრძო­ლას გა­უ­ად­ვი­ლებს, ვი­ა­მა­ყებ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ერთი სა­ზო­გა­დოდ დიდი და კარ­გი საქ­მე გა­მი­კე­თე­ბია".

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია „სი­დას“ ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნი ქალ­თა მი­მართ სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში 2018 წლის მარ­ტში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

დევ­და­რი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის ომ­ბუდსმე­ნის მიერ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბორ­დის წევ­რად იყო წარ­დგე­ნი­ლი, „ქალ­თა მოძ­რა­ო­ბის“ მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ მას ათამ­დე ანო­ნი­მი ქალი სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ვე­ბა­ში ამ­ხელ­და.

"ქალ­თა მოძ­რა­ო­ბამ" სა­ხალ­ხო დამ­ცველ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს მი­მარ­თა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს წევ­რად ომ­ბუდსმე­ნის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კან­დი­და­ტი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო არ­ჩე­უ­ლი, სა­ხალ­ხო დამ­ცველს კი მო­უ­წო­დეს, შე­ეს­წავ­ლა ყვე­ლა იმ ქა­ლის ის­ტო­რია, ვინც დევ­და­რი­ანს ამ­ხელ­და.

არა­სამ­თავ­რო­ბოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა შსს-მ 23 მარტს, ადევ­ნე­ბის მუხ­ლით და­ი­წყო. ივ­ნის­ში კი დევ­და­რი­ან­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 12 პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა, რო­მელ­თაც ღირ­სე­ბი­სა და პა­ტი­ვის შე­ლახ­ვას ედა­ვე­ბო­და. მან სარ­ჩე­ლის მხო­ლოდ 8 ად­რე­სა­ტი და­ა­სა­ხე­ლა, ხოლო 4-ის ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თავი შე­ი­კა­ვა. სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლომ წარ­მო­ე­ბა­ში არ მი­ი­ღო.

2018 წლის ნო­ემ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხი­ლუ­ლი 5 გან­ცხა­დე­ბი­დან, 3 შემ­თხვე­ვა­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტი და­ად­გი­ნა. ხოლო 5-დან 2 შემ­თხვე­ვა­ში, საკ­მა­რი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს არარ­სე­ბო­ბის გამო, საქ­მის წარ­მო­ე­ბა შე­წყდა.

სკან­და­ლის აგო­რე­ბი­სა და გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე, ზვი­ად დევ­და­რი­ან­მა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა შე­წყვი­ტა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სი­დას" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ბოლო გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მოხ­და - თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თა­ნამ­შრო­მელ­მა, თამ­თა თო­და­ძემ საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი, ილია ჯიშ­კა­რი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

თამ­თა თო­და­ძემ მე­დი­ა­ში ისა­უბ­რა, რომ ჯიშ­კა­რი­ა­ნი გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მიზ­ნით, თავს და­ეს­ხა და მის­გან უა­რის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და. ინ­ტერ­ვი­უ­ში, მსხვერ­პლი იხ­სე­ნებს, რომ საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი მას წიხ­ლე­ბით და ხე­ლე­ბით ურტყამ­და. მას შემ­დეგ, რაც ქალ­მა მო­ძა­ლა­დეს მი­უ­თი­თა, რომ იგი ტე­ლე­ფო­ნით იწერ­და მომ­ხდარს და ამის გამო პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბო­და, დე­პუ­ტატ­მა ქალს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და­უმტვრია.

სა­ბო­ლო­ოდ, თამ­თა თო­და­ძემ მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა და კა­ბი­ნე­ტი­დან გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, თუმ­ცა, ცე­მის დროს, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. მსხვერ­პლს ჩა­უ­ტარ­და სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა ფი­ზი­კურ და­ზი­ა­ნე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც მას შემ­თხვე­ვი­დან ერთი კვი­რის შემ­დე­გაც ეტყო­ბო­და. თავ­დას­ხმის დროს, ილია ჯიშ­კა­რი­ან­მა და­ამ­ტვრია მის ოფის­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კაც.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, პრო­კუ­რა­ტუ­რამ ჯიშ­კა­რი­ანს თო­და­ძის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბი­სა და ცე­მის ფაქ­ტზე ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და და აეკ­რძა­ლა თანმშრომ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით უნდა და­ი­კი­თხონ. პრო­ცე­სი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორ რე­ა­გი­რებს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მსგავ­სი ფაქ­ტე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა­ზე და არის თუ არა ისე­თი­ვე სო­ლი­და­რუ­ლი ქა­ლე­ბის მი­მართ, რო­გორც მსოფ­ლიო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში? - სო­ცი­ო­ლო­გი ამი­რან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მსგავს შემ­თხვე­ვებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცი­ა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას:

"ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის ასე­თი რამ - მა­მა­კა­ცებს ბევ­რი რა­ღაც ეპა­ტი­ე­ბათ, მაგ­რამ ქა­ლე­ბის მხრი­დან პრე­ტენ­ზი­ი­სა და პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვას მიჩ­ვე­უ­ლი არა­ვინ იყო.

ყვე­ლა­ზე ცუ­დია ის ძვე­ლი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ თუ რა­ღაც ხდე­ბა, ქა­ლის ბრა­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლ ქა­ლებ­ზე ლა­მის ამ­ბო­ბენ, ღირ­სი იყოო. ეს არის ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქა­ლუ­რი კულ­ტუ­რის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა, როცა ასე ვთქვათ, ქა­ლე­ბიც კი მა­მა­კა­ცე­ბი­ვით აზ­როვ­ნე­ბენ. მაგ­რამ, რო­გორც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ისე ბევ­რი რამ მას­ში იც­ვლე­ბა, ძვე­ლი სტე­რე­ო­ტი­პე­ბი ქრე­ბა და ა.შ.

მსგავ­სი რამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ უბ­რა­ლოდ, არ ხმა­ურ­დე­ბო­და, ახლა კი თით­ქმის არა­ვინ ტო­ვებს უთ­ქმე­ლად. ჯან­სა­ღი რე­აქ­ცი­აა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, რომ არა მარ­ტო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, არა­მედ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბიც იმაღ­ლე­ბენ ხმას და ამ­ბო­ბენ, რომ ეს და­უშ­ვე­ბე­ლია.

ის, რომ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია არ­სე­ბობს, გვეს­მის და არა­ვის ვა­და­ნა­შა­უ­ლებთ, არა­მედ ვამ­ბობთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ძა­ლი­ან კარ­გად იცის მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ და თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გა­მო­ხა­ტავს, რაც კარ­გი ინ­დი­კა­ტო­რია იმი­სა, თუ რა აზ­რე­ბია მას­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი - ისი­ნი იცა­ვენ ქა­ლის უფ­ლე­ბებს და ეს უკვე წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია.

შემ­დეგ ერთი მხრივ, ქა­ლე­ბიც და­ფიქ­რდე­ბი­ან, ზოგ­ჯერ ზედ­მე­ტად, გა­და­მე­ტე­ბუ­ლად თუ გა­მომ­წვე­ვად ხომ არ იქ­ცე­ვი­ან, ან აძ­ლე­ვენ სა­ბაბს ამ ადა­მი­ა­ნებს, და მე­ო­რე მხრივ, კა­ცე­ბიც და­ფიქ­რდე­ბი­ან, რომ ყვე­ლაფ­რის შემ­ძლე­ნი არ არი­ან და ვინც მო­ე­წო­ნე­ბათ, არ შე­იძ­ლე­ბა, ლო­გინ­ში ჩა­იწ­ვი­ნონ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა სწავ­ლობს ქალ­თა უფ­ლე­ბებს, შე­და­რე­ბით უუფ­ლე­ბო თუ და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი სწავ­ლობს, რო­გორ გა­ა­გო­ნოს ხმა სხვებს" - გან­მარ­ტავს AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში სო­ცი­ო­ლო­გი ამი­რან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

არა­სამ­თავ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია AMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ საქ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თგვა­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქცი­აც შე­ას­რუ­ლეს.

"სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის სულ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თლომ­დე და ომ­ბუდსმე­ნამ­დე მი­აღ­წია.

პირ­ვე­ლი საქ­მე "სა­ფარ­მა" აწარ­მოა შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და კა­ნო­ნის არარ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­შიც შევ­ძე­ლით დის­კრი­მი­ნა­ცი­ის ფაქ­ტის დად­გე­ნა. შემ­დეგ იყო საქ­მე­ე­ბი პა­პუ­ნა უგ­რე­ხე­ლი­ძის და ზვი­ად დევ­და­რი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ომ­ბუდსმენ­მა გა­და­წყვი­ტა. ეს საქ­მე­ე­ბი პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი იყო, ფარ­თოდ შუქ­დე­ბო­და მე­დი­ით, დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია და ერ­თგვა­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ფუნ­ქცი­აც შე­ას­რუ­ლა.

ბევ­რმა გა­ი­გო, რა ით­ვლე­ბა სექ­სუ­ა­ლურ შე­ვიწ­რო­ე­ბად და რომ ეს აკ­რძა­ლუ­ლი ქმე­დე­ბაა. ძა­ლა­ში შე­ვი­და კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც კრძა­ლავს და სჯის სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის­თვის.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­კი­თხი­სად­მი მგრძნო­ბე­ლო­ბა იზ­რდე­ბა - სულ უფრო მეტ­მა ქალ­მა იცის, რო­გორ უნდა გა­უმკლავ­დეს ამ პრობ­ლე­მას, კა­ცე­ბი კი სწავ­ლო­ბენ, რომ გარ­კვე­უ­ლი ქცე­ვის ნორ­მე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია და თუ ადრე ეპა­ტი­ე­ბო­დათ, ახლა პა­სუ­ხი მო­ე­თხო­ვე­ბათ. ვფიქ­რობ, ეს შემ­თხვე­ვე­ბი ახა­ლი ქცე­ვის ნორ­მე­ბის ფორ­მი­რე­ბას უწყობს ხელს და შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ეფექ­ტი ექ­ნე­ბა" - ამ­ბობს ბაია პა­ტა­რა­ია.

  • ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის საფრ­თხე

ხომ არ არის საფრ­თხე, რომ სა­ვა­რა­უ­დო მსხვერ­პლის ქმე­დე­ბა თა­ვად სა­ვა­რა­უ­დო დამ­ნა­შა­ვეს აყე­ნებ­დეს მსხვერ­პლის პო­ზი­ცი­ა­ში? და თუ ეს საფრ­თხე მი­ნი­მა­ლუ­რია, მა­ინც, რამ­დე­ნა­დაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან?

ცრუ ბრალ­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის პრო­ფე­სო­რი, ამი­რან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი თვლის, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად და ეს ტენ­დენ­ცი­ის სა­ხეს ვერ მი­ი­ღებს.

"ქალ­ბა­ტო­ნი, რაც არ უნდა ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი იყოს, თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი კა­რი­ე­რა ვი­ღაც რე­ჟი­სორ­ზე, დი­რექ­ტორ­ზე, საქ­მო­სან ადა­მი­ან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ის კი ხში­რად ბო­რო­ტად სარ­გებ­ლობს და გთა­ვა­ზობთ, რომ თუ გსურთ, კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თოთ, უნდა წახ­ვი­დეთ მსგავს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე.

მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბაა, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნი შე­იძ­ლე­ბა, ნა­წყე­ნია ვი­ღა­ცა­ზე, ან თა­ვად სთა­ვა­ზობ­და და შე­თა­ვა­ზე­ბა არ მი­ი­ღო იმ ადა­მი­ან­მა, ამან კი აუ­გო­რა, აი, ასე­თი­აო. შე­იძ­ლე­ბა, 10-დან ერთ შემ­თხვე­ვა­ში ყალ­ბი, მო­გო­ნი­ლი ფაქ­ტე­ბით იყოს ბრალ­დე­ბე­ბი. მთა­ვა­რია, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ლა­პა­რა­კობს ამა­ზე და პრო­ტესტს აცხა­დებს, და­ნარ­ჩე­ნი გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნოს, ასე იყო თუ არა.

ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი ტენ­დენ­ცია ვერ გახ­დე­ბა, მთა­ვა­რია, ეს ღი­ა­ო­ბა იყოს და თუ ცრუ ბრალ­დე­ბაა, მა­მა­კა­ცებ­მაც შეძ­ლონ თა­ვის დაც­ვა" - ამ­ბობს ამი­რან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ცრუ ბრალ­დე­ბე­ბის ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს მეხ­სი­ე­რე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხის პრობ­ლე­მას, ან ტყუ­ილს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, იქ­ნე­ბა ეს მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი, ალი­ბის შექ­მნა, შუ­რის­ძი­ე­ბა თუ ყუ­რა­დღე­ბის ან თა­ნაგ­რძნო­ბის გა­მოწ­ვე­ვის სურ­ვი­ლი.

თუმ­ცა, ევ­რო­პა­ში და ამე­რი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბე­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია ყალ­ბი."ბი­ბი­სის" სტა­ტი­ა­ში, რო­მე­ლიც 2018 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­თა­უ­რით: „სი­მარ­თლე ძა­ლა­დო­ბის ცრუ ბრალ­დე­ბებ­ზე ქა­ლე­ბის მიერ“, ვკი­თხუ­ლობთ, რომ აშშ-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი 2010 წლის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბე­ბის 10%-მდე არის ცრუ ინ­ფორ­მა­ცია.

ილუსტრა­ცი­ე­ბის და ტექ­სტის ავ­ტო­რი ეკა აბა­ში­ძე

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100%
31

კაცობრიობას დაღუპავს "ჰიპერემანსიპაცია"

საბა
23

მამაკაცებო,ქალი ჩვენს რეალობაში არის სრულიად ზედმეტი,ცუდის მეტი არაფერი მოაქვს ქორწინებას და სერიოზულ ურთიერთობებს,ზედმეტად თავისუფალი გახდნენ,ამიტომ იყვნენ თავისთვის,დაფიქრდით,ღირს თუ არა ქორწინებაში შესვლა,ქალთან რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გიღალატოს,გაგეყაროს,სახლი და ბავშვები წაგართვას და ალიმენტები გახდევინოს!გარშემო მიმოიხედეთ,რომელი მამაკაცია ბედნიერი დაოჯახებით!

ავტორი:

#MeToo მსოფლიოსა და საქართველოში: "მეტმა ქალმა იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას, კაცებმა კი ისწავლეს - რაც ადრე ეპატიებოდათ, ახლა პასუხი მოეთხოვებათ"

#MeToo მსოფლიოსა და საქართველოში: "მეტმა ქალმა იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემას, კაცებმა კი ისწავლეს - რაც ადრე ეპატიებოდათ, ახლა პასუხი მოეთხოვებათ"

#MeToo - #მეც!

სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ბრალდებების ბუმი 2017 წელს, აშშ-დან დაიწყო, როდესაც ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი, ჰარვი უაინშტაინი არაერთმა ქალმა - მსახიობებმა, სცენარისტებმა, ასისტენტებმა დაადანაშაულეს და ხაზი გაუსვეს იმას, რომ სანაცვლოდ უაინშტაინი მათ კარიერულ წინსვლაში დახმარებას ჰპირდებოდა.

"უაინშტაინის ეფექტი“ გლობალური ტენდენციაა და ადამიანების მიერ სექსუალური დანაშაულის ბრალდებების წაყენებას გულისხმობს ცნობილი ან ძალაუფლების მქონე მამაკაცების მიმართ.

შედეგად, "ტვიტერზე" დაიწყო კამპანია #Metoo - #მეც, რომლის ფარგლებშიც ქალებმა და მამაკაცებმა გადალახეს მანამდე არსებული ტაბუ და დაიწყეს მათზე განხორციელებული სექსუალური შევიწროვების ან მცდელობების ფაქტების შესახებ მოყოლა.

ეფექტმა და მოძრაობამ აშშ-ში მაღალი პოზიციის მქონე მამაკაცების სტატუსი და ძალაუფლება შეიწირა, მთელს მსოფლიოში დაუსვა წერტილი ბევრის პოლიტიკურ კარიერას, ბრალდებებმა წარმატებულ მსახიობებზე და რეჟისორებზე, კომპანიების მხრიდან თანამშრომლობის შეწყვეტამდე მიიყვანა საქმე.

2017 წლის აპრილის შემდეგ, 263 გავლენიანი პირი დაადანაშაულეს სექსუალური ხასიათის დანაშაულში. მათგან ხელოვნებისა და გართობის სფეროს 101 წარმომადგენელი, მედიის - 57, ბიზნესის და ტექნოლოგიის - 19, პოლიტიკის - 46, სხვა სფეროს წარმომადგენელი კი 40 ადამიანი იყო.

გაიჟღერა ისეთმა სახელებმა და გვარებმა, როგორებიცაა: კევინ სპეისი, ჟერარ დეპარდიე, დონალდ ტრამპი, კრიშტიანუ რონალდუ, მორგან ფრიმენი, მაიკლ დუგლასი, ჯეფრი რაში, სილვესტერ სტალონე, დასტინ ჰოფმანი, სტივენ სიგალი, კრის ბრაუნი, ჯორჯ ბუში უფროსი და ა.შ.

გახმაურებული ფაქტები საქართველოში

მსოფლიო კამპანიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2016 წლის აპრილში მსახიობმა თათია სამხარაძემ ჟურნალისტსა და პროდიუსერს, შალვა რამიშვილის სასამართლოში უჩივლა.

სამხარაძისა და მისი უფლებადამცველების თქმით, ის ტელეკომპანია "იმედში" მისი ხელმძღვანელისგან წლების განმავლობაში განიცდიდა სექსუალურ შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა სექსუალური შინაარსის კომენტარებში სამხარაძის გარეგნობასთან, ჩაცმულობასთან, სქესსა და პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით.

სამხარაძემ ამ მიზეზით „იმედი“ დატოვა. მსახიობის განცხადებით, მას ჰქონდა აუდიოჩანაწერი, სადაც ისმოდა, როგორ ემუქრებოდა რამიშვილი, რომ მისი კარიერა აღარ გაგრძელდებოდა, თუ მასთან არ ექნებოდა სექსუალური ურთიერთობა.

სასამართლო პროცესის დაწყებიდან თითქმის 2 წლის შემდეგ, 2018 წლის 3 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა. რამიშვილს მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა, 2 ათასი ლარის ოდენობით.

2019 წლის 4 აპრილს, სამხარაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საბოლოოდ დასრულდა საქმე „სამხარაძე-რამიშვილის წინააღმდეგ“ - მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ ხელმძღვანელს მსახიობის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

სამხარაძე წერდა, რომ მან სამი წელი იბრძოლა ყველა ბერკეტის და რესურსის გამოყენებით, რათა დაემტკიცებინა, რომ მსხვერპლიდან რთულად, მაგრამ შეიძლება, გამარჯვებულად იქცე:

"დღეს მინდა, ხმამაღლა და ბოლო აკორდად გავიმეორო, რომ ქალის სხეული და სექსუალობა მხოლოდ ქალს ეკუთვნის და ძალისმიერი მეთოდებით არ მოიპოვება. თუ ჩემი გზა ვინმე ქალს მომავალში ბრძოლას გაუადვილებს, ვიამაყებ, რომ ცხოვრებაში ერთი საზოგადოდ დიდი და კარგი საქმე გამიკეთებია".

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში 2018 წლის მარტში დაადანაშაულეს.

დევდარიანის წინააღმდეგ, რომელიც იმ დროისთვის ომბუდსმენის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად იყო წარდგენილი, „ქალთა მოძრაობის“ მიმართვა გავრცელდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მას ათამდე ანონიმი ქალი სექსუალურ შევიწროვებაში ამხელდა.

"ქალთა მოძრაობამ" სახალხო დამცველსა და საქართველოს პარლამენტს მიმართა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო არჩეული, სახალხო დამცველს კი მოუწოდეს, შეესწავლა ყველა იმ ქალის ისტორია, ვინც დევდარიანს ამხელდა.

არასამთავრობოს ხელმძღვანელის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ 23 მარტს, ადევნების მუხლით დაიწყო. ივნისში კი დევდარიანმა საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელთაც ღირსებისა და პატივის შელახვას ედავებოდა. მან სარჩელის მხოლოდ 8 ადრესატი დაასახელა, ხოლო 4-ის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. სარჩელი სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

2018 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ განხილული 5 განცხადებიდან, 3 შემთხვევაში სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა. ხოლო 5-დან 2 შემთხვევაში, საკმარისი მტკიცებულებებს არარსებობის გამო, საქმის წარმოება შეწყდა.

სკანდალის აგორებისა და გამოძიების დაწყებიდან მალევე, ზვიად დევდარიანმა სამოქალაქო საზოგადოებაში საქმიანობა შეწყვიტა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.

საქართველოში სექსუალური შევიწროების ბოლო გახმაურებული შემთხვევა 2019 წლის ოქტომბერში მოხდა - თბილისის საკრებულოს თანამშრომელმა, თამთა თოდაძემ საკრებულოს დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი ძალადობაში დაადანაშაულა.

თამთა თოდაძემ მედიაში ისაუბრა, რომ ჯიშკარიანი გაუპატიურების მიზნით, თავს დაესხა და მისგან უარის მიღების შემდეგ, ფიზიკურად იძალადა. ინტერვიუში, მსხვერპლი იხსენებს, რომ საკრებულოს დეპუტატი მას წიხლებით და ხელებით ურტყამდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მოძალადეს მიუთითა, რომ იგი ტელეფონით იწერდა მომხდარს და ამის გამო პასუხი მოეთხოვებოდა, დეპუტატმა ქალს მობილური ტელეფონი დაუმტვრია.

საბოლოოდ, თამთა თოდაძემ მოძალადისგან თავის დაღწევა და კაბინეტიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა, ცემის დროს, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მსხვერპლს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც მას შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობოდა. თავდასხმის დროს, ილია ჯიშკარიანმა დაამტვრია მის ოფისში განთავსებული კომპიუტერული ტექნიკაც.

რამდენიმე დღის შემდეგ, პროკურატურამ ჯიშკარიანს თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

მოგვიანებით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაციაც, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ. პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

როგორ რეაგირებს ქართული საზოგადოება მსგავსი ფაქტების გახმაურებაზე და არის თუ არა ისეთივე სოლიდარული ქალების მიმართ, როგორც მსოფლიო ძალადობის მსხვერპლებთან მიმართებაში? - სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი მსგავს შემთხვევებზე საზოგადოების რეაქციაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ქართულ საზოგადოებაში არის ასეთი რამ - მამაკაცებს ბევრი რაღაც ეპატიებათ, მაგრამ ქალების მხრიდან პრეტენზიისა და პროტესტის გამოხატვას მიჩვეული არავინ იყო.

ყველაზე ცუდია ის ძველი პატრიარქალური მოსაზრებები, რომ თუ რაღაც ხდება, ქალის ბრალია. განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებული ქალბატონები, ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ლამის ამბობენ, ღირსი იყოო. ეს არის ჩვენი პატრიარქალური კულტურის გამოხატულება, როცა ასე ვთქვათ, ქალებიც კი მამაკაცებივით აზროვნებენ. მაგრამ, როგორც ჩვენი საზოგადოება, ისე ბევრი რამ მასში იცვლება, ძველი სტერეოტიპები ქრება და ა.შ.

მსგავსი რამ რამდენიმე წლის წინ უბრალოდ, არ ხმაურდებოდა, ახლა კი თითქმის არავინ ტოვებს უთქმელად. ჯანსაღი რეაქციაა საზოგადოების მხრიდან, რომ არა მარტო არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებიც იმაღლებენ ხმას და ამბობენ, რომ ეს დაუშვებელია.

ის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, გვესმის და არავის ვადანაშაულებთ, არამედ ვამბობთ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის მსგავსი შემთხვევების შესახებ და თავის დამოკიდებულებას გამოხატავს, რაც კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რა აზრებია მასში გაბატონებული - ისინი იცავენ ქალის უფლებებს და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.

შემდეგ ერთი მხრივ, ქალებიც დაფიქრდებიან, ზოგჯერ ზედმეტად, გადამეტებულად თუ გამომწვევად ხომ არ იქცევიან, ან აძლევენ საბაბს ამ ადამიანებს, და მეორე მხრივ, კაცებიც დაფიქრდებიან, რომ ყველაფრის შემძლენი არ არიან და ვინც მოეწონებათ, არ შეიძლება, ლოგინში ჩაიწვინონ.

საზოგადოება სწავლობს ქალთა უფლებებს, შედარებით უუფლებო თუ დაჩაგრული ადამიანი სწავლობს, როგორ გააგონოს ხმა სხვებს" - განმარტავს AMBEBI.GE-სთან საუბარში სოციოლოგი ამირან ბერძენიშვილი.

არასამთავრო ორგანიზაცია "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია AMBEBI.GE-ს საქართველოში მომხდარ საქსუალური შევიწროების შემთხვევების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მათ საზოგადოებაში ერთგვარი საგანმანათლებლო ფუნქციაც შეასრულეს.

"სექსუალური შევიწროების სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, რომელმაც სასამართლომდე და ომბუდსმენამდე მიაღწია.

პირველი საქმე "საფარმა" აწარმოა შალვა რამიშვილის წინააღმდეგ და კანონის არარსებობის პირობებშიც შევძელით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა. შემდეგ იყო საქმეები პაპუნა უგრეხელიძის და ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ, რომლებიც ომბუდსმენმა გადაწყვიტა. ეს საქმეები პირველი შემთხვევები იყო, ფართოდ შუქდებოდა მედიით, დიდი დაინტერესება გამოიწვია და ერთგვარი საგანმანათლებლო ფუნქციაც შეასრულა.

ბევრმა გაიგო, რა ითვლება სექსუალურ შევიწროებად და რომ ეს აკრძალული ქმედებაა. ძალაში შევიდა კანონი, რომელიც კრძალავს და სჯის სექსუალური შევიწროებისთვის.

საზოგადოებაში საკითხისადმი მგრძნობელობა იზრდება - სულ უფრო მეტმა ქალმა იცის, როგორ უნდა გაუმკლავდეს ამ პრობლემას, კაცები კი სწავლობენ, რომ გარკვეული ქცევის ნორმები მიუღებელია და თუ ადრე ეპატიებოდათ, ახლა პასუხი მოეთხოვებათ. ვფიქრობ, ეს შემთხვევები ახალი ქცევის ნორმების ფორმირებას უწყობს ხელს და შემაკავებელი ეფექტი ექნება" - ამბობს ბაია პატარაია.

  • ცრუ ბრალდებების საფრთხე

ხომ არ არის საფრთხე, რომ სავარაუდო მსხვერპლის ქმედება თავად სავარაუდო დამნაშავეს აყენებდეს მსხვერპლის პოზიციაში? და თუ ეს საფრთხე მინიმალურია, მაინც, რამდენადაა გათვალისწინებული ის საზოგადოების მხრიდან?

ცრუ ბრალდებებთან დაკავშირებით სოციალური მეცნიერებების პროფესორი, ამირან ბერძენიშვილი თვლის, რომ მსგავსი შემთხვევები ხდება, თუმცა იშვიათად და ეს ტენდენციის სახეს ვერ მიიღებს.

"ქალბატონი, რაც არ უნდა ნიჭიერი და კარგი იყოს, თქვენი მომავალი კარიერა ვიღაც რეჟისორზე, დირექტორზე, საქმოსან ადამიანზეა დამოკიდებული, ის კი ხშირად ბოროტად სარგებლობს და გთავაზობთ, რომ თუ გსურთ, კარიერა გაიკეთოთ, უნდა წახვიდეთ მსგავს ურთიერთობაზე.

მეორე უკიდურესობაა, როდესაც ქალბატონი შეიძლება, ნაწყენია ვიღაცაზე, ან თავად სთავაზობდა და შეთავაზება არ მიიღო იმ ადამიანმა, ამან კი აუგორა, აი, ასეთიაო. შეიძლება, 10-დან ერთ შემთხვევაში ყალბი, მოგონილი ფაქტებით იყოს ბრალდებები. მთავარია, საზოგადოება ლაპარაკობს ამაზე და პროტესტს აცხადებს, დანარჩენი გამოძიებამ დაადგინოს, ასე იყო თუ არა.

ცრუ ბრალდებები ტენდენცია ვერ გახდება, მთავარია, ეს ღიაობა იყოს და თუ ცრუ ბრალდებაა, მამაკაცებმაც შეძლონ თავის დაცვა" - ამბობს ამირან ბერძენიშვილი.

კვლევების თანახმად, ცრუ ბრალდებების ნაწილი შეიძლება უკავშირდებოდეს მეხსიერების სხვადასხვა სახის პრობლემას, ან ტყუილს სხვადასხვა მიზეზით, იქნება ეს მატერიალური სარგებელი, ალიბის შექმნა, შურისძიება თუ ყურადღების ან თანაგრძნობის გამოწვევის სურვილი.

თუმცა, ევროპაში და ამერიკაში ჩატარებული კვლევების თანახმად, ბრალდებების მხოლოდ მცირე ნაწილია ყალბი."ბიბისის" სტატიაში, რომელიც 2018 წელს გამოქვეყნდა სათაურით: „სიმართლე ძალადობის ცრუ ბრალდებებზე ქალების მიერ“, ვკითხულობთ, რომ აშშ-ში ჩატარებული 2010 წლის კვლევის თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, გაუპატიურების შესახებ ბრალდებების 10%-მდე არის ცრუ ინფორმაცია.

ილუსტრაციების და ტექსტის ავტორი ეკა აბაშიძე