მოზაიკა
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ თქვენი შვილი 20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზეა, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს" - იაშვილის კლინიკის დირექტორის რჩევები მშობლებს
"თუ თქვენი შვილი 20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზეა, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს" - იაშვილის კლინიკის დირექტორის რჩევები მშობლებს

თოვ­ლის მოს­ვლას არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი, უფ­რო­სე­ბიც მო­უთ­მენ­ლად ელი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით ვირუ­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სე­ზონ­ზე, რად­გან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბით, თოვ­ლი სა­სარ­გებ­ლოა იმუ­ნი­ტე­ტი­სა და ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

რა და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა აქვს თოვლს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თოვ­ლი­ან გა­რე­მო­ში ბავ­შვის გაყ­ვა­ნა, რა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ მშობ­ლებ­მა ზამ­თრის კუ­რორ­ტის არ­ჩე­ვი­სას - ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვებ­ზე mshoblebi.ge-ის პა­სუ­ხობს იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ივა­ნე ჩხა­ი­ძე:

- პირ­ველ რიგ­ში უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ თოვ­ლი­ან მთის კუ­რორტზე სუფ­თა ჰა­ე­რის და­დე­ბი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა სწრა­ფად­ვე იწყე­ბა. თქვე­ნი შვი­ლი ჩას­ვლის­თა­ნა­ვე იწყებს იმ ჰა­ე­რით სუნ­თქვას, რო­მე­ლიც გა­ცი­ლე­ბით უფრო სუფ­თაა, ვიდ­რე ქა­ლა­ქის ჰა­ე­რი. ამა­ში ხელს უწყობს სწო­რედ თოვ­ლი.

თოვ­ლი წმენ­დს ჰა­ერს და ყვე­ლა იმ მტვრის ნა­წი­ლა­კებს, მე­ტა­ლებ­სა თუ ორ­გა­ნიზ­მის­თვის სა­ხი­ფა­თო ელე­მენ­ტებს აცი­ლებს მას. ამი­ტომ, როცა თქვენ მთის კუ­რორტზე ხვდე­ბით და იქ თოვ­ლი მო­დის, ჩათ­ვა­ლეთ, რომ სუნ­თქავთ ქა­ლაქთან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით სუფ­თა ჰა­ერს, რაც ხელს უწყობს ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის სა­სუნ­თქი სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბას.

მე­ო­რე, ზამ­თრის კუ­რორტზე ბავ­შვე­ბი არ უნდა ჩა­ი­კეტ­ნონ ოთა­ხებ­ში, სა­სარ­გებ­ლო აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბაა და ამის მა­გა­ლი­თი, თუნ­დაც თოვლში სი­ა­რუ­ლია, რო­მე­ლიც მო­ი­თხოვს გა­ცი­ლე­ბით მეტ ენერ­გი­ა­სა და ძა­ლას.

თოვლში მოძ­რა­ო­ბა კუნ­თე­ბის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თვაა, ის ავარ­ჯი­შებს და აძ­ლი­ე­რებს კუნ­თო­ვან სის­ტე­მას, გან­სა­კუთ­რე­ბით ქვე­მო კი­დუ­რე­ბის კუნ­თებს, ორ­გა­ნიზ­მი უფრო მეტ ენერ­გი­ას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს იმი­სათ­ვის, რომ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის დროს მეტი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა დაძ­ლი­ოს.

ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს მეტი ენერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა უწევს სი­ცი­ვის გა­მოც, ასე რომ შე­გიძ­ლი­ათ ჩათ­ვა­ლოთ, ეს ორი­ვე ფაქ­ტო­რი - რომ თოვლში მოძ­რა­ო­ბა და სი­ცი­ვე, მი­ნი­მუმ ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სპორ­ტით და­კა­ვე­ბის იდენ­ტუ­რია, რა­საც ბავ­შვე­ბი ხში­რად მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან.

მე­სა­მე, ით­ვლე­ბა, რომ თოვ­ლი და, ზო­გა­დად, ცივი ჰა­ე­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის­თვის ბიძ­გის მიმ­ცე­მია, რაც ორ­გა­ნიზ­მის დაც­ვით ძა­ლებს აძ­ლი­ე­რებს.

ასე­ვე, თუ თქვე­ნი შვი­ლი თუნ­დაც 15-20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თოვლში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, მზი­ან გა­რე­მო­შია, D ვი­ტა­მი­ნის დღი­ურ დო­ზას იღებს. მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა D ვი­ტა­მი­ნის მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლია და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის, არა მარ­ტო კალ­ცი­უ­მის ცვლის მო­წეს­რი­გე­ბის, არა­მედ სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის და სის­ტე­მე­ბის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალუკა
0

ახლა ვიღა ჩადის თოვლში სოფელში აივნიდან უყურებენ ბავშვები. ჩემს დროს პატარა მაგიდას ვპარავდით ბებოს სასრიალოდ ციგა რომ არ გვქონდა. 

რობერტი
4

D ვიტამინს თოვლისგან იღებს ორგანიზმი თუ მზის სხივების ზეგავლენისგან გამომუშავდება???

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

"თუ თქვენი შვილი 20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზეა, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს" - იაშვილის კლინიკის დირექტორის რჩევები მშობლებს

"თუ თქვენი შვილი 20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზეა, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს" - იაშვილის კლინიკის დირექტორის რჩევები მშობლებს

თოვლის მოსვლას არა მხოლოდ ბავშვები, უფროსებიც მოუთმენლად ელიან. განსაკუთრებით ვირუსების გააქტიურების სეზონზე, რადგან გავრცელებული შეხედულებით, თოვლი სასარგებლოა იმუნიტეტისა და ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რა დადებითი გავლენა აქვს თოვლს ადამიანის ჯანმრთელობაზე, რატომაა მნიშვნელოვანი თოვლიან გარემოში ბავშვის გაყვანა, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ზამთრის კურორტის არჩევისას - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე mshoblebi.ge-ის პასუხობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე:

- პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თოვლიან მთის კურორტზე სუფთა ჰაერის დადებითი ზემოქმედება სწრაფადვე იწყება. თქვენი შვილი ჩასვლისთანავე იწყებს იმ ჰაერით სუნთქვას, რომელიც გაცილებით უფრო სუფთაა, ვიდრე ქალაქის ჰაერი. ამაში ხელს უწყობს სწორედ თოვლი.

თოვლი წმენდს ჰაერს და ყველა იმ მტვრის ნაწილაკებს, მეტალებსა თუ ორგანიზმისთვის სახიფათო ელემენტებს აცილებს მას. ამიტომ, როცა თქვენ მთის კურორტზე ხვდებით და იქ თოვლი მოდის, ჩათვალეთ, რომ სუნთქავთ ქალაქთან შედარებით გაცილებით სუფთა ჰაერს, რაც ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის სასუნთქი სისტემის გაჯანსაღებას.

მეორე, ზამთრის კურორტზე ბავშვები არ უნდა ჩაიკეტნონ ოთახებში, სასარგებლო აქტიური დასვენებაა და ამის მაგალითი, თუნდაც თოვლში სიარულია, რომელიც მოითხოვს გაცილებით მეტ ენერგიასა და ძალას.

თოვლში მოძრაობა კუნთებისთვის სერიოზული დატვირთვაა, ის ავარჯიშებს და აძლიერებს კუნთოვან სისტემას, განსაკუთრებით ქვემო კიდურების კუნთებს, ორგანიზმი უფრო მეტ ენერგიას გამოიმუშავებს იმისათვის, რომ ფიზიკური აქტივობის დროს მეტი წინააღმდეგობა დაძლიოს.

ადამიანის ორგანიზმს მეტი ენერგიის გამომუშავება უწევს სიცივის გამოც, ასე რომ შეგიძლიათ ჩათვალოთ, ეს ორივე ფაქტორი - რომ თოვლში მოძრაობა და სიცივე, მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში, ნებისმიერი სახის სპორტით დაკავების იდენტურია, რასაც ბავშვები ხშირად მოკლებულნი არიან.

მესამე, ითვლება, რომ თოვლი და, ზოგადად, ცივი ჰაერი იმუნური სისტემისთვის ბიძგის მიმცემია, რაც ორგანიზმის დაცვით ძალებს აძლიერებს.

ასევე, თუ თქვენი შვილი თუნდაც 15-20 წუთის განმავლობაში თოვლში, სუფთა ჰაერზე, მზიან გარემოშია, D ვიტამინის დღიურ დოზას იღებს. მზის სხივების ზემოქმედება D ვიტამინის მასტიმულირებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის, არა მარტო კალციუმის ცვლის მოწესრიგების, არამედ სხვა ორგანოების და სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წაიკითხეთ ვრცლად