ავტორი:

დავით გარეჯში საქართველოს მოქალაქემ ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრე მძევლად აიყვანა

დავით გარეჯში საქართველოს მოქალაქემ ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრე მძევლად აიყვანა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით, საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე, საქართველოს მოქალაქე გ.ი. დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე - გ.ი. იმყოფებოდა სასაზღვრო ზონაში.

"მან ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა, გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინციდენტის განმავლობაში გ.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ გაისროლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების ოპერატიული და ეფექტიანი მუშაობის შედეგად, სიტუაცია დროულად განიმუხტა. ამ დროისთვის ინციდენტი სრულად ამოწურულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ი" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ეფექტიანი თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანელ კოლეგებს მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს პოლიციელის სახელით ემუქრებოდა

პოლიციამ დააკავა 24 წლის მამაკაცი, რომელმაც შერიგებაზე უარის გამო, ყოფილ შეყვარებულს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გაუვრცელა

"დავით გარეჯში მივიდა იმ მიზნით, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გაძევება უნდოდა" - პროკურორი საზღვარზე დაკავებულზე