ავტორი:

ყატარის უნივერსიტეტში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

ყატარის უნივერსიტეტში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

12 იანვარს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ყატარში ვიზიტის ფარგლებში, ყატარის უნივერსიტეტში ქართული ბიბლიოთეკა მოეწყო. ბიბლიოთეკა ქართულენოვანი წიგნებითა და გამოცემებით საქართველოს შესახებ ინგლისურ ენაზე (ასამდე ერთეული) ასევე ქართული თხზულებები არაბულად და ლექსიკონებით შეივსო. ყატარის უნივერსიტეტში გამომცემლობა პალიტრა L -ის წიგნებიც იქნება წარმოდგენილი.

"და ვიზიტის ბოლო, ფინალური და უმნიშვნელოვანესი ამბავი - დღეიდან კატარის ( ან გნებავთ - ყატარის) უნივერსიტეტში ქართული ბიბლიოთეკა იქნება - ქართულენოვანი წიგნებითა და გამოცემებით საქართველოს შესახებ ინგლისურ ენაზე (ასამდე ერთეული) ასევე ქართული თხზულებები არაბულად და ლექსიკონები.გილოცავთ!

სპეციალური მადლობა საქართველოს საელჩოს შესანიშნავ გუნდს! მადლობა მხარდაჭერისთვის გამომცემლობებს - "პალიტრა L" და "სულაკაური" - ნათქვამია კეკელიძის ოფიციალურ ფეისბუქ პოსტში.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ყატარის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უახლოეს მომავალში კი ყატარის ბიბლიოთეკის დარბაზში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოიფინება.

"ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის" მე-3 ტომი, დეპრესიის შესახებ, 13 იანვარს გამოვა

საშობაო საჩუქარი მკითხველს - ოთხი სახარება - "ოთხთავი" გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

ოთხი სახარება - "ოთხთავი": მორიგი უნიკალური საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს