ავტორი:

"დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია" - პროკურორი "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულზე

"დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია" - პროკურორი "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებულზე

კლუბ "ბასიანთან" 3 პირის დაჭრის საქმეზე დაკავებული ბიძინა ჩაჩხიანი დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი და აგრესიულია, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ბიძინა ჩაჩხიანი წარსულშიც ნასამართლევია, თუმცა, ეს ოფიციალურად მოხსნილი, ან გაქარწყლებული აქვს. პროკურორის განმარტებით, ამ ფაქტს, როგორც ჩაჩხიანის პიროვნულ მახასიათებელს, ისე გაითვალისწინებს.

ამასთან, ლაშა გამყრელიძის განცხადებით, ბრალდებული მიმალვას აპირებდა, ისე მოხდა მისი დაკავება.

კლუბ „ბასიანთან" 3 ადამიანის დაჭრისთვის დაკავებულ ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარედგინა.

ბიძინა ჩაჩხიანს ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ", მე-5 ნაწილის "გ", მე-7 ნაწილის "ა" და 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ხულიგნობას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 9-დან 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ბიძინა ჩაჩხიანმა 12 იანვარს, კლუბ "ბასიანის" შესასვლელთან ცეცხლსასროლი იარაღიდან 15-ჯერ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბიძინა ჩაჩხიანმა მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი, 6 ცალი დანა და 23 ცალი ვაზნა.

დავით გარეჯში საქართველოს მოქალაქემ ხელყუმბარის მუქარით მესაზღვრე მძევლად აიყვანა

"თამთა თოდაძე "პახმელიაზე" არ იყო?" - ილია ჯიშკარიანი გამომძიებელს

"არ ჩავთვალე, რომ ქვეყანა დავანგრიე...ბავშვებს ბოდიშს მოვუხდი" - "ბასიანთან" 3 პირის დაჭრაში ბრალდებული