მსოფლიო
სამართალი

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე
"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე

C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წლის აპ­რილ­ში და­ი­წყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხალ­ხი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­დე­ბო­და ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი მხო­ლოდ 40%-მა და­ას­რუ­ლა.

და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვი შთამ­ბეჭ­და­ვია და 100 ათასს ადა­მი­ან­ზე მეტს აღ­წევს.

გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი-ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარ­ქუა ამ­ბობს, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის სა­თა­ვე 90-იან წლებ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ.

"C ჰე­პა­ტი­ტის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის სიხ­ში­რე გა­ი­ზარ­და C ვირუ­სის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ - 2015 წლის აპ­რი­ლი­დან. მა­ნამ­დე და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნას, დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მკურ­ნა­ლო­ბას ჰქონ­და არა­სის­ტე­მუ­რი სახე და და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ ცალ­კე­უ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ა­ვა­დე­ბის ფარ­თო გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზებს, ეს ალ­ბათ უნდა ვე­ძი­ოთ 90-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც სრუ­ლად მორღვე­უ­ლი იყო ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლის სის­ტე­მა, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იყო სა­მე­დი­ცი­ნო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ნაკ­ლე­ბი იყო ცოდ­ნა ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ, ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გახ­ლდათ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ინექ­ცი­უ­რი მოხ­მა­რე­ბა, არ მოქ­მე­დებ­და უსაფრ­თხო სის­ხლის პროგ­რა­მა და ა.შ.

- გენ­დერუ­ლად რომ დავ­ყოთ, ქა­ლე­ბი რა გზით ავად­დე­ბი­ან და მა­მა­კა­ცე­ბი რა გზით?

- გენ­დერს არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­დე­საც C ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ. ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­შიც, და­ა­ვა­დე­ბა გა­და­ე­ცე­მა ცალ­სა­ხად სის­ხლის გზით, რაც იმას ნიშ­ნავს რომ ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის სის­ხლი უნდა მოხ­ვდეს მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში.

სის­ხლის გა­და­ცე­მა სხვა­დას­ხვა გზით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს: ჰე­მოტ­რანსფუ­ზია (სის­ხლის გა­დას­ხმა), დე­დი­დან შვილ­ზე გა­და­ცე­მა მშო­ბი­ა­რო­ბის მო­მენ­ტში, ნარ­კო­ტი­კე­ბის ინექ­ცი­უ­რი და ინ­ტრა­ნა­ზა­ლუ­რი გზით მოხ­მა­რე­ბა, არას­ტე­რი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი, არას­ტე­რი­ლუ­რი ეს­თე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი და სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი. ჩა­მოთ­ვლი­ლი გზე­ბი­დან, ზო­გან მეტი ალ­ბა­თო­ბაა C ვირუ­სის გა­და­ცე­მი­სა და ზო­გან - ნაკ­ლე­ბი.

- ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­საძ­ლოა ერთ-ერთი გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი იყოს, სა­დაც მა­გა­ლი­თად, ფრჩხი­ლებს იკე­თე­ბენ?

- არ მაქვს მო­ნა­ცე­მე­ბი ამის შე­სა­ხებ, მყა­რი და სან­დო სტა­ტის­ტი­კუ­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე კი მსგავ­სი დას­კვნე­ბის გა­კე­თე­ბა მარ­ჩი­ე­ლო­ბას და­ემ­სგავ­სე­ბა.

- სიმპტო­მა­ტი­კა და მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბა სქე­სის მი­ხედ­ვით თუ არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი?

- კარ­გი კი­თხვაა. კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბის რისკ-ფაქ­ტო­რი სქე­სი­ცაა: მა­მა­კა­ცებ­ში უფრო პროგ­რე­სი­რებს ეს და­ა­ვა­დე­ბა, ვიდ­რე ქა­ლებ­ში.

- გან­კუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რა ხდე­ბა, იც­ვლე­ბა თუ არა პა­ცი­ენ­ტის ცხოვ­რე­ბის წესი, რა რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი ახ­ლავს თუნ­დაც მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცესს?

- გან­კურ­ნე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ზე სა­სა­უბ­როდ, ორ დიდ ჯგუ­ფად უნდა დავ­ყოთ ისი­ნი.

ერთი ჯგუ­ფია პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ქრო­ნი­კუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტი ღვიძ­ლის სა­ყუ­რა­დღე­ბო და­ზი­ა­ნე­ბის ან ღვიძ­ლის სხვა თან­მხლე­ბი პა­თო­ლო­გი­ე­ბის გა­რე­შე (მაგ.: გა­ცხი­მოვ­ნე­ბის, ქრო­ნი­კუ­ლი B ჰე­პა­ტი­ტის და ა.შ.). ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბი C ვირუ­სის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ ით­ვლე­ბი­ან ჰე­პა­ტო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით ჯან­მრთელ ადა­მი­ა­ნე­ბად და რე­გუ­ლა­რუ­ლი ჰე­პა­ტო­ლო­გი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და ცხოვ­რე­ბის წე­სის სპე­ცი­ფი­უ­რი მო­დი­ფი­კა­ცია არ სჭირ­დე­ბათ.

მე­ო­რე ჯგუ­ფია პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ქრო­ნი­კუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტი ღვიძ­ლის სა­ყუ­რა­დღე­ბო და­ზი­ა­ნე­ბით, მით უმე­ტეს ღვიძ­ლის ცი­რო­ზით ან ღვიძ­ლის სხვა თან­მხლე­ბი პა­თო­ლო­გი­ე­ბით (მაგ.: გა­ცხი­მოვ­ნე­ბით, ქრო­ნი­კუ­ლი B ჰე­პა­ტი­ტით და ა.შ.). ასეთ პა­ცი­ენ­ტებს C ვირუ­სის გა­ნად­გუ­რე­ბის შემ­დეგ ესა­ჭი­რო­ე­ბათ ჰე­პა­ტო­ლო­გი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, რად­გან C ვირუ­სი მათი ერთ-ერთი ღვიძ­ლის პრობ­ლე­მა გახ­ლდათ და არა - ერ­თა­დერ­თი. ცხა­დია, მათი ცხოვ­რე­ბის წე­სიც იც­ვლე­ბა ღვიძ­ლის და­ზი­ა­ნე­ბი­სა თუ თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბის ხა­რის­ხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის თან­მხლებ რის­კებს, C ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თე­რა­პია ახა­ლი თა­ო­ბის ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით არის ძა­ლი­ან უსაფრ­თხო. მკურ­ნა­ლო­ბის დროს ყვე­ლა­ზე ხში­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა გახ­ლავთ მსუ­ბუ­ქად გა­მო­ხა­ტუ­ლი თა­ვის ტკი­ვი­ლი და სა­ერ­თო სი­სუს­ტე, მეტი არა­ფე­რი.

- მახ­სოვს, ერთხელ მო­უ­წო­დეთ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რომ მრევ­ლის­თვის ეთ­ქვათ, ემ­კურ­ნა­ლათ... რამ გა­მო­იწ­ვია უნ­დობ­ლო­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ში?

- ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლო­ბენ, რაც უპ­რი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი­ყო, რად­გან C ჰე­პა­ტი­ტი ხომ „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი“ და­ა­ვა­დე­ბა არაა და ამა­ში აი, რას ვგუ­ლის­ხმობ:

C ჰე­პა­ტი­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ყო­ფის ერთ-ერთი აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი გახ­ლდათ. ამ და­ა­ვა­დე­ბის გამო ადა­მი­ა­ნე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და­სავ­ლე­თის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მი­სა­ღე­ბად გა­ხიზ­ნუ­ლიყ­ვნენ, რათა მკურ­ნა­ლო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ჰქო­ნო­დათ.

C ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა, გარ­და გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი­სა, კავ­შირ­ში იყო დიდ ფი­ნან­სურ პრობ­ლე­მებ­თა­ნაც, რის გა­მოც დიდ ფი­ნან­სურ რის­კებ­ზე უწევ­დათ წას­ვლა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს.

2015 წლის აპ­რი­ლი­დან ეს სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა რა­დი­კა­ლუ­რად. C ვირუ­სის ელი­მი­ნა­ცი­ის პრო­ექტს მე პი­რა­დად ვუ­ყუ­რებ რო­გორც დიდ შანსს, რო­მე­ლიც მი­ე­ცა გა­ჭირ­ვე­ბულ ქვე­ყა­ნას ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი მე­გობ­რე­ბის წყა­ლო­ბით და რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს ამ ქვე­ყა­ნამ. ამ შან­სის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში კი ყვე­ლამ უნდა მი­ვი­ღოთ გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ამას ხომ არა­ნაკ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ვიდ­რე მხო­ლოდ სა­მე­დი­ცი­ნო?!

ექი­მებ­მა - და­უ­ზა­რე­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა - "ფეიკ ნი­უს­თან" ბრძო­ლით, მღვდლებ­მა და სხვა ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა ფი­გუ­რებ­მა კი მათი პა­ტი­ვის­მცე­მე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის მა­გა­ლი­თე­ბის მი­ცე­მით, უნდა დავძლი­ოთ ამ და­ა­ვა­დე­ბის მა­სობ­რი­ვი გავ­რცე­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ასე ვხე­დავ მე ამ პრო­ცესს თუ გვინ­და რომ 150 ათა­სი ადა­მი­ა­ნის 25-30% ღვიძ­ლის ცი­რო­ზი­თა და ჰე­პა­ტო­ცე­ლუ­ლუ­რი კარ­ცი­ნო­მით სიკ­ვდი­ლის­გან ვიხ­სნათ.

- ალ­კოჰო­ლის გარ­და, კი­დევ რამ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც ვირუ­სი აქვთ?

- ჭაბ­მა წო­ნამ, სიმ­სუქ­ნემ. ალ­კოჰოლ­თან ერ­თად, სიმ­სუქ­ნე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რისკ-ფაქ­ტო­რია და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბი­სა და ღვიძ­ლის სხვა და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნი­სა, რა­საც ჰქვია ღვიძ­ლის არა­ალ­კოჰო­ლუ­რი ცხი­მო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბა.

- რო­დე­საც ქალი ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია, რა რის­კებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა, მშო­ბი­ა­რო­ბა?

- მინ­და, ინ­ფი­ცი­რე­ბულ ორ­სულ ქა­ლე­ბამ­დე, რამ­დე­ნი­მე მკა­ფიო გზავ­ნი­ლი მი­ვი­ტა­ნო მათ და­სამ­შვი­დებ­ლად. ზო­გა­დად, C ვირუ­სის გა­მოკ­ვლე­ვა და გა­ნად­გუ­რე­ბა ორ­სუ­ლო­ბამ­დეა სა­სურ­ვე­ლი, ცხა­დია, თუმ­ცა თუ ორ­სუ­ლო­ბის დროს გი­თხრეს, რომ C ვირუ­სით ხართ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და აქამ­დე ეს არ იცო­დით, აუ­ცი­ლებ­ლად მი­დით ექიმ­თან, ჩა­ი­ტა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და დარ­წმუნ­დით, რომ ღვიძ­ლი არ არის მძი­მედ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, რო­გორც ხდე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­სუ­ლე­ბის ექ­სტრე­მა­ლურ უმე­ტე­სო­ბა­ში.

მას შემ­დეგ, რაც დარ­წმუნ­დე­ბით რომ თქვენს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, მშვი­დად გა­აგ­რძე­ლეთ გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა და გახ­სოვ­დეთ, რომ C ვირუ­სი თქვე­ნი ორ­სუ­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე დიდ გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს - არც მშო­ბი­ა­რო­ბის გზა შე­იც­ვლე­ბა ვირუ­სის გამო და არც და­მა­ტე­ბი­თი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­გე­ნიშ­ნე­ბათ ორ­სუ­ლო­ბის დროს.

ცუდი ამ­ბა­ვი ისაა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მშო­ბი­ა­რო­ბის გზი­სა (სა­კე­ის­რო იქ­ნე­ბა ეს თუ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი), მა­ინც არ­სე­ბობს ნა­ყო­ფის ინ­ფი­ცი­რე­ბის მცი­რე რის­კი (და­ახ­ლო­ვე­ბით 3-5%-ის ფარ­გლებ­ში). არც ამა­ზე ინერ­ვი­უ­ლოთ - ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი, კვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს რომ ჩვილ­თან ეს და­ა­ვა­დე­ბა მყი­სი­ერ პრობ­ლე­მებს პრაქ­ტი­კუ­ლად არ ქმნის!

რო­დე­საც იმ­შო­ბი­ა­რებთ და მზად იქ­ნე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, მი­მარ­თეთ ჰე­პა­ტო­ლოგს და მშვი­დად და წყნა­რად გა­ა­ნად­გუ­რეთ C ვირუ­სი იმ პე­რი­ოდ­ში თქვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. დღეს არ­სე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ორ­სუ­ლო­ბის დროს მკურ­ნა­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა და ორ­სუ­ლო­ბის დროს მოც­დაც ამი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

- რო­გორც ქა­ლებ­ში, ასე­ვე მა­მა­კა­ცებ­ში, მკურ­ნა­ლო­ბი­დან რამ­დენ ხან­ში შე­იძ­ლე­ბა შვი­ლის ყოლა გა­და­წყვი­ტონ?

- ახა­ლი თა­ო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის დროს, და­ფეხ­მძი­მე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. მაქ­სი­მა­ლუ­რი მოც­დის პე­რი­ო­დი კი მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბი­დან 6 თვეა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ასეა წერა საჭირო, რიგითი ადამიანების გასაგებად

nik@
1

მშვენიერი სტატიაა.

მადლობა ექიმს რომ მოკვდავების ენაზე აგვიხსნა ყველაფერი :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე

"თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული..." - ჰე­პა­ტო­ლო­გი ჯაბა ზარქუა დაავადების მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლის აპრილში დაიწყო და მიუხედავად იმისა, რომ ხალხი წლების განმავლობაში ელოდებოდა ამ შესაძლებლობას, სტატისტიკური მონაცემებით უფასო მკურნალობის კურსი მხოლოდ 40%-მა დაასრულა.

დაავადებულთა რიცხვი შთამბეჭდავია და 100 ათასს ადამიანზე მეტს აღწევს.

გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების სათავე 90-იან წლებში უნდა ვეძებოთ.

"C ჰეპატიტის დიაგნოსტირების სიხშირე გაიზარდა C ვირუსის ელიმინაციის პროგრამის ამოქმედების შემდეგ - 2015 წლის აპრილიდან. მანამდე დაავადების გამოვლენას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ჰქონდა არასისტემური სახე და დამოკიდებული იყო მხოლოდ ცალკეული პაციენტების მოტივაციასა და შესაძლებლობებზე.

რაც შეეხება დაავადების ფართო გავრცელების მიზეზებს, ეს ალბათ უნდა ვეძიოთ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სრულად მორღვეული იყო ინფექციის კონტროლის სისტემა, განადგურებული იყო სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ნაკლები იყო ცოდნა ამ დაავადების შესახებ, ფართოდ გავრცელებული გახლდათ ნარკოტიკული საშუალებების ინექციური მოხმარება, არ მოქმედებდა უსაფრთხო სისხლის პროგრამა და ა.შ.

- გენდერულად რომ დავყოთ, ქალები რა გზით ავადდებიან და მამაკაცები რა გზით?

- გენდერს არ აქვს მნიშვნელობა, როდესაც C ვირუსით ინფიცირებაზე ვსაუბრობთ. ქალისა და მამაკაცის შემთხვევაშიც, დაავადება გადაეცემა ცალსახად სისხლის გზით, რაც იმას ნიშნავს რომ ერთი ინფიცირებული ადამიანის სისხლი უნდა მოხვდეს მეორე ადამიანის ორგანიზმში.

სისხლის გადაცემა სხვადასხვა გზით შეიძლება მოხდეს: ჰემოტრანსფუზია (სისხლის გადასხმა), დედიდან შვილზე გადაცემა მშობიარობის მომენტში, ნარკოტიკების ინექციური და ინტრანაზალური გზით მოხმარება, არასტერილური სამედიცინო მანიპულაციები, არასტერილური ესთეტიკური პროცედურები და სქესობრივი კონტაქტი. ჩამოთვლილი გზებიდან, ზოგან მეტი ალბათობაა C ვირუსის გადაცემისა და ზოგან - ნაკლები.

- ქალების შემთხვევაში შესაძლოა ერთ-ერთი გავრცელებული მიზეზი სილამაზის სალონები იყოს, სადაც მაგალითად, ფრჩხილებს იკეთებენ?

- არ მაქვს მონაცემები ამის შესახებ, მყარი და სანდო სტატისტიკური კვლევების გარეშე კი მსგავსი დასკვნების გაკეთება მარჩიელობას დაემსგავსება.

- სიმპტომატიკა და მდგომარეობის დამძიმება სქესის მიხედვით თუ არის განსხვავებული?

- კარგი კითხვაა. კვლევების მიხედვით, დაავადების პროგრესირების რისკ-ფაქტორი სქესიცაა: მამაკაცებში უფრო პროგრესირებს ეს დაავადება, ვიდრე ქალებში.

- განკურების შემთხვევაში რა ხდება, იცვლება თუ არა პაციენტის ცხოვრების წესი, რა რისკ-ფაქტორები ახლავს თუნდაც მკურნალობის პროცესს?

- განკურნებულ პაციენტებზე სასაუბროდ, ორ დიდ ჯგუფად უნდა დავყოთ ისინი.

ერთი ჯგუფია პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული C ჰეპატიტი ღვიძლის საყურადღებო დაზიანების ან ღვიძლის სხვა თანმხლები პათოლოგიების გარეშე (მაგ.: გაცხიმოვნების, ქრონიკული B ჰეპატიტის და ა.შ.). ასეთი პაციენტები C ვირუსის განადგურების შემდეგ ითვლებიან ჰეპატოლოგიური კუთხით ჯანმრთელ ადამიანებად და რეგულარული ჰეპატოლოგიური მეთვალყურეობა და ცხოვრების წესის სპეციფიური მოდიფიკაცია არ სჭირდებათ.

მეორე ჯგუფია პაციენტები, რომლებსაც ჰქონდათ ქრონიკული C ჰეპატიტი ღვიძლის საყურადღებო დაზიანებით, მით უმეტეს ღვიძლის ციროზით ან ღვიძლის სხვა თანმხლები პათოლოგიებით (მაგ.: გაცხიმოვნებით, ქრონიკული B ჰეპატიტით და ა.შ.). ასეთ პაციენტებს C ვირუსის განადგურების შემდეგ ესაჭიროებათ ჰეპატოლოგიური მეთვალყურეობა, რადგან C ვირუსი მათი ერთ-ერთი ღვიძლის პრობლემა გახლდათ და არა - ერთადერთი. ცხადია, მათი ცხოვრების წესიც იცვლება ღვიძლის დაზიანებისა თუ თანმხლები დაავადების ხარისხის გათვალისწინებით.

რაც შეეხება მკურნალობის თანმხლებ რისკებს, C ვირუსის საწინააღმდეგო თერაპია ახალი თაობის ანტივირუსული მედიკამენტებით არის ძალიან უსაფრთხო. მკურნალობის დროს ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა გახლავთ მსუბუქად გამოხატული თავის ტკივილი და საერთო სისუსტე, მეტი არაფერი.

- მახსოვს, ერთხელ მოუწოდეთ სასულიერო პირებს, რომ მრევლისთვის ეთქვათ, ემკურნალათ... რამ გამოიწვია უნდობლობა პაციენტებში?

- ჩვენს საზოგადოებაში სასულიერო პირები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ, რაც უპრიანი იქნებოდა პაციენტების საკეთილდღეოდ გამოყენებულიყო, რადგან C ჰეპატიტი ხომ „ჩვეულებრივი“ დაავადება არაა და ამაში აი, რას ვგულისხმობ:

C ჰეპატიტი წლების განმავლობაში ჩვენი მძიმე სოციალური ყოფის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ამ დაავადების გამო ადამიანები იძულებულები იყვნენ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში დევნილის სტატუსის მისაღებად გახიზნულიყვნენ, რათა მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა ჰქონოდათ.

C ვირუსის მკურნალობა, გარდა გვერდითი მოვლენებისა, კავშირში იყო დიდ ფინანსურ პრობლემებთანაც, რის გამოც დიდ ფინანსურ რისკებზე უწევდათ წასვლა ჩვენს თანამოქალაქეებს.

2015 წლის აპრილიდან ეს სიტუაცია შეიცვალა რადიკალურად. C ვირუსის ელიმინაციის პროექტს მე პირადად ვუყურებ როგორც დიდ შანსს, რომელიც მიეცა გაჭირვებულ ქვეყანას ჩვენი დასავლელი მეგობრების წყალობით და რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოს ამ ქვეყანამ. ამ შანსის გამოყენებაში კი ყველამ უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა, ამას ხომ არანაკლები სოციალური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მხოლოდ სამედიცინო?!

ექიმებმა - დაუზარელი და პატიოსანი შრომით, ჟურნალისტებმა - "ფეიკ ნიუსთან" ბრძოლით, მღვდლებმა და სხვა ავტორიტეტულმა ფიგურებმა კი მათი პატივისმცემელი ადამიანებისთვის მაგალითების მიცემით, უნდა დავძლიოთ ამ დაავადების მასობრივი გავრცელება ქვეყანაში. ასე ვხედავ მე ამ პროცესს თუ გვინდა რომ 150 ათასი ადამიანის 25-30% ღვიძლის ციროზითა და ჰეპატოცელულური კარცინომით სიკვდილისგან ვიხსნათ.

- ალკოჰოლის გარდა, კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება იმ პაციენტებში, რომლებსაც ვირუსი აქვთ?

- ჭაბმა წონამ, სიმსუქნემ. ალკოჰოლთან ერთად, სიმსუქნე დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორია დაავადების პროგრესირებისა და ღვიძლის სხვა დაავადების გაჩენისა, რასაც ჰქვია ღვიძლის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება.

- როდესაც ქალი ვირუსის მატარებელია, რა რისკებთან არის დაკავშირებული ორსულობა, მშობიარობა?

- მინდა, ინფიცირებულ ორსულ ქალებამდე, რამდენიმე მკაფიო გზავნილი მივიტანო მათ დასამშვიდებლად. ზოგადად, C ვირუსის გამოკვლევა და განადგურება ორსულობამდეა სასურველი, ცხადია, თუმცა თუ ორსულობის დროს გითხრეს, რომ C ვირუსით ხართ ინფიცირებული და აქამდე ეს არ იცოდით, აუცილებლად მიდით ექიმთან, ჩაიტარეთ გამოკვლევები და დარწმუნდით, რომ ღვიძლი არ არის მძიმედ დაზიანებული, როგორც ხდება ინფიცირებული ორსულების ექსტრემალურ უმეტესობაში.

მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მშვიდად გააგრძელეთ გინეკოლოგიური მეთვალყურეობა და გახსოვდეთ, რომ C ვირუსი თქვენი ორსულობის მიმდინარეობაზე დიდ გავლენას არ მოახდენს - არც მშობიარობის გზა შეიცვლება ვირუსის გამო და არც დამატებითი მედიკამენტები დაგენიშნებათ ორსულობის დროს.

ცუდი ამბავი ისაა, რომ მიუხედავად მშობიარობის გზისა (საკეისრო იქნება ეს თუ ფიზიოლოგიური), მაინც არსებობს ნაყოფის ინფიცირების მცირე რისკი (დაახლოვებით 3-5%-ის ფარგლებში). არც ამაზე ინერვიულოთ - ინფიცირების შემთხვევაშიც კი, კვლევები ცხადყოფს რომ ჩვილთან ეს დაავადება მყისიერ პრობლემებს პრაქტიკულად არ ქმნის!

როდესაც იმშობიარებთ და მზად იქნებით მკურნალობისთვის, მიმართეთ ჰეპატოლოგს და მშვიდად და წყნარად გაანადგურეთ C ვირუსი იმ პერიოდში თქვენს ხელთ არსებული საშუალებებით. დღეს არსებული მედიკამენტებით ორსულობის დროს მკურნალობა არ შეიძლება და ორსულობის დროს მოცდაც ამითაა განპირობებული.

- როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, მკურნალობიდან რამდენ ხანში შეიძლება შვილის ყოლა გადაწყვიტონ?

- ახალი თაობის მედიკამენტებით მკურნალობის დროს, დაფეხმძიმება არ არის რეკომენდებული. მაქსიმალური მოცდის პერიოდი კი მკურნალობის დასრულებიდან 6 თვეა.

საქართველოში კორონავირუსის 4033 ახალი შემთხვევაა - რომელ რეგიონში რამდენი ახალი ინფიცირებულია?

"სამწუხაროდ, მოხდება ასეთი ამბები, ამას მე გაზაფხულიდან მოყოლებული ვამბობდი" - რას ამბობს პაატა იმნაძე 19 წლის გოგოს გარდაცვალებაზე

"მყავს ერთი-ერთი საუკეთესო მანქანა, "ლენდ კრუიზერი 105", იცით როგორი გაცვეთილია უკვე? იმიტომ რომ ბევრს დავდივარ" - მეუფე ნიკოლოზი